სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან
გიორგი
პოსტი Jul 10 2009, 01:16
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი” newsmile05.gif newsmile05.gif

მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო.

მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო newsmile035.gif newsmile035.gif და მერე კი გამოგყვებიო და აგარჩევინებო. რაღა მექნა, კაი თქო და წამოვედი.

მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება:

ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში.

შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე.

“თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია…

გადავხსენი თოფი და ……….


სადააა ნარეზიიი …..


ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით…..

შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს….

- “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა…..
- რა ნარეზიოოო ?!?!?!?
- რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!!

ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი…

- მაგას ნარეზი არა აქვსო !!!
- მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!!
- სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა)
- რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი…

მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”.

თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . .


მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის…

მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას)
დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის:

- გოგა !

- ჰა

- თოფს ვყიდულობ

- მერე

- ნარეზი არა აქვს

- რა ნარეზი !?!?!

- ლულაში ნარეზი

- პაუზა . . .

- შენ შ… ხომ არ გაქვს !!!!

- ზუმერი .……

დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
15 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (165 - 179)
გოგა
პოსტი Nov 26 2010, 16:17
პოსტი #166


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(:)ZORAIDE:) @ 26th November 2010 - 13:24) *
ბოლოს ფანჯარა ავუწიე და თან მივაძახე თქვენი პასუხი არასწორია და თქვენ არ გქონდათ შეცდომის უფლება

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 26 2010, 16:37
პოსტი #167


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ბალა @ Nov 26 2010, 13:24) *
ჩემი ყურადღება თეთრ ჩექმიანმა და თეთრ კაბიანმა მეძავმა მიიპყრო. თან იმას ვფიქორბ ამ სიცივეში არ ცივათ მეთქი???

ფანჯარა ოდნავ ჩამოვწიე და მოვიხმე ქალიშვილი newsmile035.gif და ვეკითხები რამდენს იმსახურებ თქო? 40 ლარიო... რა ამბავია ეგ ფასი მეთქი და თან მეცინება... კაი მაშინ თუ ეს გეძვირა ორნი წამოვალთ მაგ ფასში და ორივე მოგეფერებითო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


ა შეხედე ეხლა ამას. მე მგონია სანადიროდ დადის და ეს თურმე ბოზებში დაძვრება. თან შორიდან ანახებს და უმალავს. ნწ ნწ ნწ საით მიდის ეს ახალგაზრდობა. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 26 2010, 17:09
პოსტი #168


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ბალა
ციტატა(:)ZORAIDE:) @ 26th November 2010 - 13:24) *
ორი სლე მარაზმია თქო????? ოღონდ კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე აქ ორმოცი ლარის საქმე წყდება მეთქი

სწორედ რო ეპასუხათ მერე რას დაწერდი აქ ძაან მაინტერესებს newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Mar 30 2011, 22:06
პოსტი #169


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოკლედ ბიჭებო ეხლა სულ ცინცხალი ისტორია უნდა მოგიყვეთ.

გუშინწინ წაღვერში გამიშვეს მივლინებით. დილას დაახლოებით 7:30 გავედი ქალაქიდან. ცოტა არ იყოს მეძინება. ვიფიქრე მაინც მარტო ვარ მანქანაში, თუ ვინმემ ხელი დამიქნია, გავაჩერებ და დამლაპარაკებელი მაინც მეყოლებათქო ( საერთოდ თუ ადგილი მაქვს, ვცდილობ არავინ დავტოვო გზაზე და ჩემი წილი სიკეთე ვაკეთო).
თბილისიდან ისე გავედი, მცხეთას და იგოეთს ისე გავცდი, დაქნეული ხელი კი არა, მისი მიმყოლი ტანის მსგავსიც კი არაფერი შემხვედრია გზაზე. ავიარე ეგრეთ წოდებული "გორის პერევალი" და უცებ ერთმა მამრობითი სქესის სულიერმა დამიქნია ხელი. გამეხარდა. დავაკვდი მუხრუჭს და ამ პიროვნებისგან რამოდენიმე მეტრში დავარჭე მანქანა. მოირბინა სულიერმა, გამოაღო კარი და ასანთის კოლოფის ოდენა ფურცელს მაჩვენებს. ჯერ გამიკვირდა, ცოტა არ იყოს შევცბი და მერე დავაკვირდი ფურცლის ნაგლეჯს. ხაშური--- ეწერა ზედ. გამაცია ტანში, უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე, და თავით ვანიშნე დაჯექი მეთქი. დავძარი მანქნა და ვფიქრობ, ეხლა რა ღმერთი გაუწყრება, სულ მთალდ ყრუ- მუნჯი როგორ იქნება მეთქი და ვკითხე: საით მიდიხარ მეგობარო? რეაქცია არ ქონია. ხმას ავუწიე--- იგივე. ვიყვირე--- აბა შენც არ მომიკვდე, ზის და გზას გასქერის. ბოლოს ვკარი მუჯლუგუნი და ხელით ვკითხე საით თქო. რაღაც გაურკვევლად გაიქნია ხელები და მეც შევეშვი. ასე გაბუტული ძმებივით, უბრად ჩავედით ხაშურში. იქ კი მიმახვედრა გამიჩერეო და ჩამოვიდა.
თან შემეცოდა, თან გამეხარდა გაჭირვებულის დახმარება , რომ გამომივიდა და თან საკუთარ ბედზე გამეცინა. კაცი მოსაუბრეს ვეძებდი და მაინცდამაინც ყრუ-მუნჯი დამემგზავრა.
ღმეთო იმასაც უშველე, ყველა გაჭირვებულსაც და ჩვენც არ დაგვტოვო მთალდ ისე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Mar 30 2011, 22:20
პოსტი #170


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



საღოლ მაგარი სანახავი იქნებოდი
წელს ბაკურიანში ვიყავი სამსახურის მანქანით მე და ჩემი სამსახურის მძღლი ფორდის ფურგონით, რომ მოვდიოდით პოლიცის შენობასთან ერთმა მოხუცმა კაცმა დაგვიქნია ხელი და ძლივს გააჩერა ყინულზე მანქანა მძღოლმა მე წამოყვანის მომხრე არ ვიყავი მარა მაიც ამოვიდა ამოვიდა და შუაში დავისვით ვარდივით და აი იქ დაგვერხა ორივეს სუნი ასდიოდაა ორივენი ცუდად გავხდით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყარდა ორივეს თავები ფარჯარაში გვქონდა გაყოფილი და ეს კაცი კიდე თავის ისტორიებს ყვებოდა, დაბლა წყაროსთან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მანქანიდან გადმოვაგდე ცოტა მანქანა გავანიავეთ და გავაგრძელეთ გზა მაგის მერე ვინც არ უნდა დაგვიქნიოს ხელი არ გააჩეროოოოო სულ მაგას გავიძახით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Mar 31 2011, 09:23
პოსტი #171


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



sabo73

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

"ბედის ირონია, ანუ დუმილი თბილისი ხაშურის მიმართულებით" newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Mar 31 2011, 09:26
პოსტი #172


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰერცოგი997

მასეთი სუნიანიც მომწევია, მერე 2 კვირა ყოველდღე ქიმწმენდას , რომ ვუტარებდი მანქანას, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ სიკეთის მარცვალი მაინც ჩავაგდე სადღაც.

გიორგი

როგორ ზუსტად დაარქვი სახელი........... ვაა რა კაცი ხარ რა...........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Sep 22 2011, 23:55
პოსტი #173


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



წარმოებაში წყლის მიწოდების აღდგენაზე სერვის ცენტრს მივაკითხე...
-მრიცხველი დამონტაჟებულია 5წელია,უბრალოდ ვინმე გამომიგზავნეთ,ანათვალი
აიღოს-მეთქი.
-ძველი მრიცხველი თუ არის,ახლით უნდა შეცვალოთ, newsmile093.gif რომელიც ჩვენთან 700ლ ღირსო.
what.gif 700ლ??? და...რა ფირმისაა,ROLEX-ის მრიცხველებია? newsmile045.gif
-არა! არა,რაღაც სხვა ფირმაა,ზუსტად არ მახსოვსო newsmile015.gif
ეეხ! ან, მაგათ რა ეშველებათ ან ...მე? newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 23 2011, 00:09
პოსტი #174


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Sos049 @ 23rd September 2011 - 01:55) *
700ლ??? და...რა ფირმისაა,ROLEX-ის მრიცხველებია?
-არა! არა,რაღაც სხვა ფირმაა,ზუსტად არ მახსოვსო

აბა ეგეთი მომენტი უნდა გაგეშვა ხელიდან???... newsmile035.gif
უნდა ჩამოყოლოდი..
-ჟოპარტი??... უი არა??...
-აბა ტისოტი??...
და ა..შ....
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Sep 23 2011, 00:20
პოსტი #175


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ლევანი @ Sep 23 2011, 01:09) *
აბა ეგეთი მომენტი უნდა გაგეშვა ხელიდან???... newsmile035.gif
უნდა ჩამოყოლოდი..
-ჟოპარტი??... უი არა??...
-აბა ტისოტი??...
და ა..შ....
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეჰ,ლევან! იმ მომენტში იმას ვფიქრობდი, ვეტყვი:ნახევარლიტრიანი ბოთლებით ავრწყავ და
თვის ბოლოს შეგიკრიბავთ-მეთქი;ასე არ შეიძლება,იაფში გამოვალ-მეთქი? newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Sep 23 2011, 08:27
პოსტი #176


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მართალია ეს ისტორია მე არ გადამახდენია, მაგრამ რომ არ მოგიყვეთ არ შეიძლება.
გუშინ გავიგე უბანში და კარგადაც ვიხალისე.
ჩემს უბანშიც, როგორც მთელს თბილისში დგანან უბნის სიამაყე ტაქსები. ყველა იცნობს ამ მძღოლებს და თვითონაც ზედმიწევნით იციან ვინ-ვინ არის.
ჰოო დაააა............ ერთ-ერთ მათგანს დაემართა ეს ამბავი.
---შუადღეა, იწვის თურმე მთელი თბილისი. გაბრუებულია ხალხი.
მიუახლოვდა ერთ-ერთს ქალბატონი და კითხა: პეკინზე თუ გამიყვანო.
--- დაბრძანდით ქალბატონო-იყო პასუხი.
დაიხურა მანქანის უკანა კარები, დაიძრა მანქანა. რამოდენიმე წუთში მივიდა პეკინზე მითითებულ მისამართზე.
--თქვენზე 5 ლარია,-აბმობს მძღოლი.
სრული დუმილი.
2 წუთიანი პაუზა.
-- 5 ლარია, ქალბატონო, 5 ლარი...........თან მოტრიალდა უკანა სავარძლისკენ. სადაა შენი ქალბატონი, ცარიელია მანქანა.
თურმე ამ ქალს რაღაცის ყიდვა დავიწყებია და იქვე, ბირჟის გვერდზე არსებულ მაღაზიაში შეტრიალდა. ამან კი მოქოქა მანქანა და ჰაიდააა..........
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე რომ ეს ამბავი გავიგე, კაი ხანს ვკაკანებდი, კვერცხდადებული ქათამივით. newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 23 2011, 08:31
პოსტი #177


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



sabo73

მძღოლი ეძახე ახლა შენ იმ ტაქსისტს, ერთხელ მაინც არ ჩაიხედა უკანა ხედვის სარკეში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kantorski
პოსტი Sep 23 2011, 20:47
პოსტი #178


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 20-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მე ერთი მეტად უცნაური რამ შემემთხვა ეს არც ნადირობას და არც თევზაობას ეხება,ყველაფერი საქართველოს რკინიგზის დამსახურებაა. ერთ მშჰვენიერ დღეს სამსახურში მივედი (რკინიგზაში ვმუშაობ) და ჩვეულებრივ რიტმიტ დავიწყე მუშაობა საღამოს ერთ-ერთ ფირმაში ვაგონი უნდა დამეყენებინა და მეც მოკალათდი ვაგონზე რათა თბომალის მემანქანისთვის მეთქვა რა უნდა გაეკეთებინა,დავიძარით საწყობისკენ კარები გვქონდა გასავლელი რომ ვაგონი დანიშნულების ადგილზე უნდა მიგვეყვანა და რა ღია კარები უცბად შემოიკეტა და მეც კარებსა და ვაგონ შორის აღმოვჩნდი დამეჯახა ვაგონიიი,,,ტვალი რომ გავახილე ღუდუშაურში ვიყავი უკვე ჩემი მკურნალი ექიმი ცილით კვდებოდა ჩემი ამბავი რომ გაიგო. უფლის წყალობით გადავრჩი მხოლოდ ნეკნები მოვიტეხე მაგრამ 2 თვე ქე ვიყავი გაგნარული სავადმყოფოში. ვაგონი წონა არის სულ დატვირთული 86ტ. თბომავალი 129. ესეიგი 215 ტონა დამეჯახა. მეც მაგრად ვხითხიტებ რომ მახსენდება ჩემი ამბავი newsmile015.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sos049
პოსტი Sep 26 2011, 08:43
პოსტი #179


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 866
რეგისტრ.: 15-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



kantorski
ეს...,ვერ მოგსვლიათ კაი ამბავი what.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kantorski
პოსტი Oct 7 2011, 14:11
პოსტი #180


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 69
რეგისტრ.: 20-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჭალიმგელა ძმა ის გაიხსენე ორი ტყვია რომ ესროლე მწყერს და ცხონებულ მურადა ბიძიას რომ გაარტყი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th November 2025 - 02:50