IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #501


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - შუკა   ჩემი მინდვრის დედ...   Sep 26 2011, 23:01
- - ჭალიმგელა   ხოოო.... დღეს საბუთე...   Sep 26 2011, 23:05
- - Fishman   შუკა ჭალიმგელა გი...   Sep 27 2011, 19:10
- - ალთაზარ   შუკა ჭალიმგელა გი...   Sep 27 2011, 20:07
- - შუკა   ალთაზარ დედოფალი ...   Sep 27 2011, 20:57
- - შოთა.03   Fishman ციტატა(khmaltevza @ 27th...   Sep 27 2011, 21:00
- - თენგო   ალთაზარ შუკა ისე ,...   Sep 27 2011, 21:37
- - Fishman   თენგო მოკლედ მთელ...   Sep 27 2011, 22:28
- - თენგო   Fishman ციტატა(khmaltevza @ 27th...   Sep 27 2011, 23:26
- - ჭალიმგელა   თენგო თენგო მეც ვე...   Sep 27 2011, 23:36
- - თენგო   ჭალიმგელა თუ ძალი...   Sep 27 2011, 23:51
- - ჭალიმგელა   მადლობ თენგო. ნიკო...   Sep 28 2011, 15:39
- - ზახარა   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Sep 29 2011, 23:48
- - შუკა   რა მალე იზრდება ს...   Sep 30 2011, 07:36
- - იკო1981   განწყობისთვის!!...   Sep 30 2011, 09:37
- - T A M P L I E R   ვააა ზახარ არ ვიზუ...   Sep 30 2011, 09:50
- - Fishman   ლავერაკის პატრონე...   Oct 7 2011, 23:13
- - ჭალიმგელა   Fishman კი ჩემს წინა ძა...   Oct 8 2011, 00:23
- - Fishman   ჭალიმგელა და რა ა...   Oct 8 2011, 09:22
- - ჭალიმგელა   8 თვისას აღარ ქონდა ...   Oct 8 2011, 19:41
- - Fishman   ჭალიმგელა უუუუფ...   Oct 8 2011, 20:51
- - beqa15   ამას ქვია ნაბული ო...   Oct 10 2011, 15:39
- - ზახარა   ტუკო & ჩარლი ლისის...   Oct 11 2011, 17:57
- - buka   განწყობისთვის   Oct 15 2011, 16:36
- - buka   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Oct 15 2011, 16:42
- - ჭალიმგელა   აქ იცინის ტუკო? გაა...   Oct 15 2011, 18:31
- - იკო1981   ლოლ ჩარლის უღიმის ...   Oct 15 2011, 18:42
- - gsx   ესეც ჩემი 4 თვის ვაჟ...   Oct 15 2011, 19:33
- - Maverick   gsx აბა შენს ვაჟკაცზ...   Oct 15 2011, 19:40
- - gsx   საბუთიანია კი თანა...   Oct 15 2011, 19:54
- - kupra   გაუჯავრდი არ მგონი...   Oct 15 2011, 20:25
- - buka   მგონი არაფერი დაშა...   Oct 15 2011, 20:30
- - იკო1981   დატუქსე და ვსიო მ...   Oct 15 2011, 23:08
- - gsx   მაგრამ ხო გაიგებს ...   Oct 15 2011, 23:12
|- - buka   ციტატა(gsx @ Oct 16 2011, 00...   Oct 16 2011, 08:25
- - Fishman   gsx რათქმაუნდა გაი...   Oct 15 2011, 23:26
- - ჭალიმგელა   ყველაფერს კარგად გ...   Oct 16 2011, 11:02
- - gsx   რაღაც რაღაცეები რა...   Oct 16 2011, 13:34
- - buka   ხელით არ ცემო არას...   Oct 16 2011, 17:36
- - ლეკი   Fishman შენი ლეკვი მომწ...   Oct 16 2011, 21:11
- - თენგო   Fishman კარგი ბიჭოა! ...   Oct 16 2011, 21:19
- - Fishman   დიდი მადლობაა ყველ...   Oct 16 2011, 22:21
- - შუკა   Fishman მაგარი ლამაზია...   Oct 16 2011, 22:32
- - Fishman   შუკა მართლა მაგარ...   Oct 16 2011, 22:56
- - buka   ვინმემ თუ იცით ბეწ...   Oct 17 2011, 14:49
- - ზახარა   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Oct 18 2011, 11:36
- - OQRO444   კარგი ვინმეა   Oct 18 2011, 13:57
- - gsx   რამდენისაა ახლა?   Oct 18 2011, 18:17
- - Fishman   მაგარიიი ლეკვიაა...   Oct 18 2011, 20:04
- - ზახარა   ციტატა(gsx @ 18th October 2011 ...   Oct 18 2011, 20:46
- - Bonehill   ზახარა მომწონს მ...   Oct 19 2011, 08:46
- - ჭალიმგელა   ეს კი მედო სადღაც, ა...   Oct 19 2011, 10:19
- - Davitus   ჭალიმგელა მოეშვი ...   Oct 19 2011, 10:25
- - ჭალიმგელა   ალბუციდს ვაწვეთებ...   Oct 19 2011, 10:26
- - kupra   მაგარი ლეკვია.   Oct 19 2011, 10:32
- - davita2   ძალიან მაგარია ინგ...   Oct 19 2011, 15:13
- - buka   ინგლისური სეტერი რ...   Oct 23 2011, 19:05
- - davita2   ფოტო როგორ დავდო? ...   Oct 24 2011, 21:26
- - შუკა   davita2 http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...   Oct 24 2011, 21:34
- - davita2   ესეც ჩემი სეტერი(ო...   Oct 25 2011, 00:23
- - nik@a   ლავერაკის მოყვარუ...   Oct 28 2011, 04:39
- - T A M P L I E R   nik@a ციტატა(bendeksi @ 28th Oct...   Oct 28 2011, 09:47
- - Maverick   ჯერ-ჯერობით როგორც...   Oct 28 2011, 10:10
- - samo   nik@a ამ წუტას ლეკვები...   Oct 28 2011, 10:16
- - nik@a   samo გაიხარე დიდი მად...   Oct 29 2011, 16:23
- - alexs-1994   ჩემი რეი...ცხონებულ...   Nov 2 2011, 14:38
- - cin300   სეტერის ფანი ვარ მ...   Nov 2 2011, 16:33
- - Fishman   cin300 თუ არ დაგეზარე...   Nov 2 2011, 16:38
|- - Maverick   QUOTE (Fishman @ Nov 2 2011, 17:38) cin30...   Nov 2 2011, 17:36
- - cin300   დავდებ აუცილებლად ...   Nov 2 2011, 16:45
- - gsx   წყალში შესვლას და ...   Nov 2 2011, 18:01
- - cin300   აქ 2 თვისაც არაა. სა...   Nov 2 2011, 18:07
|- - buka   [quote name='cin300' date='Nov 2 2011,...   Nov 2 2011, 19:19
- - ზახარა   ციტატა(gsx @ 2nd November 2011 ...   Nov 2 2011, 18:40
- - cin300   მეც ვიცი რომ ინგლი...   Nov 2 2011, 18:50
- - gsx   ხო ვერც მე ვუშვებ წ...   Nov 2 2011, 18:55
- - kupra   არამგონია ეგრე იყო...   Nov 2 2011, 20:42
- - Fishman   cin300 მაგარი ბიჭია! ...   Nov 2 2011, 21:24
|- - cin300   ეხლა ვნახე შენი ლე...   Nov 2 2011, 22:28
- - ზახარა   ციტატა(gsx @ 2nd November 2011 ...   Nov 2 2011, 22:15
- - gsx   არა წვიმა ამასაც უ...   Nov 2 2011, 22:30
- - Fishman   cin300 ცხვირზე ერთი წ...   Nov 3 2011, 00:03
- - Davitus   ციტატა(khmaltevza @ 3rd November ...   Nov 3 2011, 02:09
- - Maverick   დაიბადნენ ინგლისუ...   Nov 3 2011, 09:10
- - ჭალიმგელა   2 დარეზერვებულია   Nov 3 2011, 10:19
- - OQRO444   ესეც ჩემი 3 თვის "ბ...   Nov 3 2011, 12:04
- - cin300   მაგარი ვინმეა სამფ...   Nov 3 2011, 12:47
|- - OQRO444   მადლობა........   Nov 3 2011, 18:35
- - შოთა.03   აბა ლავერაკისტებო ...   Nov 3 2011, 19:00
- - buka   რამე ხომ არ შეუვარ...   Nov 3 2011, 20:23
- - შოთა.03   buka ციტატა(tovlis jajua varr @ ...   Nov 3 2011, 20:52
- - samo   ხვადი რამდენია??? შ...   Nov 3 2011, 22:18
- - შუკა   samo მე მომართავთ პა...   Nov 3 2011, 22:27
|- - ჯეკო   ციტატა(შუკა @ Nov 3 2011,...   Nov 4 2011, 07:47
- - ჭალიმგელა   ჩემის მონაცამებიც ...   Nov 4 2011, 08:19
- - შოთა.03   ჭალიმგელა ციტატა(Ch...   Nov 4 2011, 11:12
- - samo   შუკა კი პატივცემულ...   Nov 4 2011, 11:46
- - ჭალიმგელა   samo ეს გუფის პასპორტ...   Nov 4 2011, 16:37
- - buka   http://imageshack.us/photo/my-images/254/reeeii.jp...   Nov 4 2011, 18:15
- - kupra   ეს სეტერი როა კაი მ...   Nov 4 2011, 21:45
19 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th June 2025 - 21:54