IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1001


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - Bonehill   დღეს მე და ლეკიმ უბ...   Sep 22 2011, 15:51
- - თენგო   Bonehill   Sep 22 2011, 15:58
- - aragveli   ძაან მაგარია ლეკი. ...   Sep 22 2011, 16:39
- - ლეკი   გაიხარეთ... იმაზე დი...   Sep 22 2011, 16:49
- - sabo73   ლეკი მაგარია, მაგა...   Sep 22 2011, 17:33
- - dato6   გამარჯობათ, ერთი თ...   Sep 22 2011, 17:39
- - ჰერცოგი997   თუ არ დევს მე დავდე...   Sep 23 2011, 13:26
- - Alik   ცოტა გავაცოცხლოთ პ...   Sep 25 2011, 20:01
- - Alik   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 25 2011, 20:09
- - Alik   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 25 2011, 20:14
- - თენგო   Alik მაგარი ფოტოებია...   Sep 25 2011, 20:16
- - Alik   საღამოს ნადირობის ...   Sep 25 2011, 20:25
- - giga_megu   ამ სეზონზე ჩემმა ძ...   Sep 25 2011, 20:26
- - aragveli   გადამჯდარ მწყერზე ...   Sep 25 2011, 21:06
- - kupra   ვა ვა ვოტ კრასატა... ...   Sep 26 2011, 11:03
- - nik@a   ფფდ აუ ფოტოს ვერ ვტ...   Sep 26 2011, 11:56
- - T A M P L I E R   nik@a პიქს.გე მაგრად ჭ...   Sep 26 2011, 12:00
- - Bonehill   Alik   Sep 26 2011, 12:06
- - nik@a   პიქს.გე ზე ავტვირტ...   Sep 26 2011, 12:15
- - T A M P L I E R   ბბ კოდი დააკოპირე   Sep 26 2011, 12:18
- - nik@a   დაწინწკლული ყურებ...   Sep 26 2011, 12:41
- - JaNeZa   გამარჯობათ, პოინტე...   Sep 26 2011, 17:19
- - giga_megu   ალიკ მეც ბევრი მინ...   Sep 26 2011, 17:22
|- - JaNeZa   ციტატა(giga_megu @ Sep 26 2011, 1...   Sep 26 2011, 17:25
- - nikusha2001   მოგესალმებით კარგ ...   Sep 26 2011, 22:43
- - sabo73   nikusha2001 იმედია უკეთ გა...   Sep 26 2011, 23:08
- - nikusha2001   ერთ წლამდე პოინტერ...   Sep 26 2011, 23:20
- - JaNeZa   მომავალი მონადირე....   Sep 26 2011, 23:20
- - sabo73   გაგიზარდოს და გასა...   Sep 26 2011, 23:35
- - nik@a   მონადირეებო ზემოთ ...   Sep 26 2011, 23:52
- - aragveli   ზაზას ჰქონდა ეგრე ...   Sep 27 2011, 07:59
- - giga_megu   მე ეს პოინტერი უცხ...   Sep 27 2011, 08:34
- - nik@a   ხო ზაზას ველაპარაკ...   Sep 27 2011, 12:09
- - nikusha2001   დღეს მყავდა ჩემი პ...   Sep 27 2011, 15:35
- - nik@a   nikusha2001 ეს არაა პრობლე...   Sep 27 2011, 16:15
- - dato 85   ჩემი პოინტერი, როკ...   Sep 28 2011, 23:38
- - Davitus   dato 85 მაგ ძაღლის შტა...   Sep 28 2011, 23:44
|- - dato 85   ციტატა(Davitus @ Sep 28 2011, 17...   Sep 29 2011, 00:16
- - Fishman   ციტატატყე და მინდო...   Sep 29 2011, 17:04
|- - dato 85   ციტატა(Fishman @ Sep 29 2011, 11...   Oct 1 2011, 01:52
- - nik@a   რა არის საჩირო ძაგ...   Sep 30 2011, 00:33
- - kupra   dato 85 რას ნიშნავს მკვ...   Sep 30 2011, 21:13
|- - dato 85   ციტატა(kupra @ Sep 30 2011, 15...   Oct 1 2011, 01:34
- - aragveli   მოლი 2თვის და 20 დღის.   Oct 1 2011, 09:02
- - kupra   მაგარი კაი ლეკვია ...   Oct 1 2011, 12:10
- - Davitus   aragveli კაი მონადირე დ...   Oct 1 2011, 13:32
- - nikusha2001   თუ შეგიძლიათ მითხა...   Oct 1 2011, 13:33
- - nikusha2001   თუ შეგიძლიათ მითხა...   Oct 1 2011, 13:40
- - თენგო   nikusha2001 მე არ გირჩევ...   Oct 1 2011, 14:13
- - nikusha2001   18 ოქტომბერს გახდებ...   Oct 1 2011, 15:01
- - kupra   მერე ატარე ეხა მწყ...   Oct 1 2011, 15:13
- - nik@a   ჯერ ისევ სეზონია ა...   Oct 1 2011, 16:28
- - nikusha2001   დღეს გავიყვანე სან...   Oct 3 2011, 09:12
- - nikusha2001   გამოცდილება თუ გაქ...   Oct 3 2011, 09:31
- - aragveli   არის შესაბამისი თე...   Oct 3 2011, 10:03
- - dato20   aragveli მაგარი ლეკვია ...   Oct 4 2011, 00:08
- - alexs-1994   ჩემი პოინტერი (რობ...   Oct 5 2011, 17:30
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 5 2011, 17:35
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 5 2011, 17:46
- - kupra   მწყერი არის კიდე ძ...   Oct 6 2011, 10:58
- - alexs-1994   არა ჯიგარო ბათუმის...   Oct 6 2011, 13:16
- - alexs-1994   ჩემი პოინტერი(რობი...   Oct 7 2011, 18:08
- - ნუკრიMax   alexs-1994 არ მიწყინო ძამ...   Oct 7 2011, 20:15
- - alexs-1994   ნუკრი რათქმაუნდა მ...   Oct 7 2011, 20:59
- - გოგა   alexs-1994 საბუთები აქვს ...   Oct 7 2011, 21:03
- - alexs-1994   საბუთები და ასე შე...   Oct 7 2011, 21:03
- - dato 85   სამი თვისები არიან...   Oct 8 2011, 06:10
- - DaTo-KiZo   dato 85 მაგარი ლეკვე...   Oct 8 2011, 09:25
- - nik@a   აუ ძაან მაგარი ტიპ...   Oct 9 2011, 23:35
- - dato 85   http://www.pointerpassion.com/index.htm ეს ...   Oct 10 2011, 03:01
- - Alik   Alexs-1994 საერთოთ სურათ...   Oct 12 2011, 09:21
- - kupra   alexs-1994 ისე ძამიკო მეც ...   Oct 12 2011, 10:49
- - alexs-1994   არავისი არ მწყენს ...   Oct 13 2011, 20:40
- - alexs-1994   სურათში ნამდვილად ...   Oct 13 2011, 20:48
- - ლეკი   პოინტერის ფანებს...   Oct 13 2011, 21:36
- - buka   მართლა მეფეეები არ...   Oct 13 2011, 22:21
- - dato 85   alexs-1994 აი სადღაც მე ა...   Oct 13 2011, 23:31
- - Alik   alexs-1994-რამდენათ მე ვხ...   Oct 14 2011, 12:05
- - kupra   საღოლ ლეკი მაგარი ...   Oct 14 2011, 12:14
- - შალვა   ლეკი კარგია კარგი...   Oct 14 2011, 12:15
- - alexs-1994   ალიკ მეგობარო მე 17 ...   Oct 14 2011, 14:28
- - შუკა   alexs-1994 მშვენიერი ძაღ...   Oct 15 2011, 08:46
- - alexs-1994   მადლობა შუკა გაიხა...   Oct 15 2011, 11:49
- - alexs-1994   კი მეგობარი ნადირო...   Oct 15 2011, 14:55
- - axotnik adjari   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 15 2011, 16:35
- - giga_megu   http://s50.radikal.ru/i129/1110/a8/0fd6093c6922.jp...   Oct 16 2011, 20:42
- - giga_megu   ესეც ფემმის ნაბული...   Oct 16 2011, 20:50
|- - ჭალიმგელა   ციტატა(giga_megu @ Oct 16 2011, 2...   Oct 17 2011, 22:42
- - ლეკი   kupra შალვა მადლობთ..   Oct 16 2011, 21:04
- - DaTo-KiZo   giga_megu რაღაც სხვანაი...   Oct 16 2011, 21:21
- - ლეკი   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 16 2011, 21:37
- - kupra   პოინტერი მაგრა მევ...   Oct 16 2011, 21:54
- - giga_megu   DaTo-KiZo მაინც როგორი ს...   Oct 17 2011, 12:52
- - DaTo-KiZo   giga_megu ასეთი ნამდვილ...   Oct 17 2011, 15:13
- - giga_megu   DaTo-KiZo ეგ ძაღლი ჩამოყ...   Oct 17 2011, 17:43
- - giga_megu   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 17 2011, 17:54
|- - DaTo-KiZo   ციტატა(giga_megu @ Oct 17 2011, 1...   Oct 17 2011, 22:50
- - buka   მარცხენა მხარეზე რ...   Oct 17 2011, 23:51
- - giga_megu   ჭალიმგელა პოინტერ...   Oct 18 2011, 08:56
- - giga_megu   ესააა ფემის ძმა ,მა...   Oct 18 2011, 09:08
38 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 19:43