ინგლისური პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
249 გვერდი V  « < 68 69 70 71 72 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (1035 - 1049)
dato 85
პოსტი Sep 28 2011, 23:38
პოსტი #1036


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ჩემი პოინტერი, როკო

მამა შაგინოვი
დედა ზვიად ტატაშივილი

4 წლის ხდდება ეხლა მალე...

არა აქვს დიპლომი, ერთი პატრონის საქართველოში არ ყოფნის გამო და მეორის მოუცლელობის გამო... D.gif
თუმცა ერთხელ იყო და მოხსენს გამოცდიდან D.gif (მწყერს გაეკიდა)
თუმცა როგორც ეხლა მეუბნებიან ეგ პრობლემა აღარ ააქვს, თუმცა აქვს ძაან ცუდი თვისება... პრაქტიკულად მკვდარი ნაბული აქვს
ააქვს საშვალო ყონსოვა, სამაგიეროდ ძაან ჩქარი და ძაან აზარტული ძებნის მანერა...



თუ მოვახერხე მინდა აქეთ წამოვიყავნო, სწორედ რომ სამაგისო ადგილიებია... დაშლილი უკიდეგანო ველები, სადაც N რაოდენობის გნოლი და ხოხობი...
პ.ს. აქ რაც პოინტერები ვნახე ექსტერიერით არ მომწონს და მუშა თვისებებით ძაან მაგარია (ნუ ქართულ-რუსულ ტარდიციებში არ ჯდება ძაღლი 1 კილომეტრიან ჩელნოკს აკეთედბედეს, და კუდს პრიხავდეს ზემოთ)
კურხაარები კი ძაან მაგარები ყავთ, ჩრდილოეთ შატტებში განსაკუთრებით (ეგ კლუბები გერმანულ ფედარციაში გაერთიანებული და აბსოლიტურად ერთი წესეით ცდიან)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 28 2011, 23:44
პოსტი #1037


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dato 85

მაგ ძაღლის შტატებში ტრანსპორტირება, ოთუს ბირი დაგიჯდება და გიღირს რო?


კიდევ რა ძაღლები ყავთ და რომელ შტატზე გაქვს საუბარი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Sep 29 2011, 00:16
პოსტი #1038


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ციტატა(Davitus @ Sep 28 2011, 17:44) *
dato 85

მაგ ძაღლის შტატებში ტრანსპორტირება, ოთუს ბირი დაგიჯდება და გიღირს რო?


კიდევ რა ძაღლები ყავთ და რომელ შტატზე გაქვს საუბარი?


არა რამდენდაც მე ვიცი ძვირი არ ჯდება, შესბამისი აცრები უნდა და კიდე რაღაც პროცედურები.
თუმცა 100% გადაწყვეტილი არ მაქვს, არც დრო მაქვს და არც შესბამის ადგილი, და მანქანც აღარ მაყავს რო სადმე ვატარო...
ისე მინდა რა... უბრალოდ, ოცნების პონტში newsmile05.gif

სხვა რავი ბევრი, ძაღლები ყავთ... უჯიშოებიტაც ნადირობენ... ვის როგორ. სხვადსხვა კატეგორიის და კულტურის მონადირები არიან. ვერ გაიგებ...
ისე არის კუბი და არის შტატების ქვე კლუბებიც, რომელსაც ერთი წესდება აქვს, არის შტატის საველეები, სანაიროს და მტლიანი ქვეყნის. ცოტა ჩახლართული პონტია... თან ზოგ კლუბი მეორეს არ ცნობს.

ისე მე რაც ვნახე ბევრს ჯიშიანი ძაღლებიდან ფრანგული ეპონიელეობო ყავს, მოკლედ ჭრელი ისტვაციაა...

ტყე და მინდორი სავსეა ყველაფრით სულო და გულო... პორსტა სეზონზე ნადირობენ და სულ არის ყველაფერი, მკაცრი ლიცენზირების სისტემაა (ყველა შტატს სხვდა სხვა აქვს)
მაგალიტად დათვები პენსილვანიაშ სახლტან მოდიოდენ და ნაგავს აბრუნებდენ... ირმებიც და შვლებიც...
წვრილ ცხოლებეზე და ფრინველზე არ მაქვს საუბარი...


მე ყველაზე ძაან აქაური კურცხარები მომეწონა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Sep 29 2011, 17:04
პოსტი #1039


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა
ტყე და მინდორი სავსეა ყველაფრით სულო და გულო... პორსტა სეზონზე ნადირობენ და სულ არის ყველაფერი



რა უჯიშო ერი ვართ რაა newsmile042.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Sep 30 2011, 00:33
პოსტი #1040


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



რა არის საჩირო ძაგლის პასპორტის ასაგებად? და როგორ ხდება ეს? შესაბამისი თემა ვერ მოვძებნე იკნებ ვინმემ გამარკვიოს ძირეულად? ან ტუ სადმე დევს ამის შესახებ ინპორმაცია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Sep 30 2011, 21:13
პოსტი #1041


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



dato 85 რას ნიშნავს მკვდარი სტოიკა ანუ დიდხანს დგას ხოლმე ნაბულზე თუ რას იძახი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Oct 1 2011, 01:34
პოსტი #1042


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ციტატა(kupra @ Sep 30 2011, 15:13) *
dato 85 რას ნიშნავს მკვდარი სტოიკა ანუ დიდხანს დგას ხოლმე ნაბულზე თუ რას იძახი?


არ მიდის წინ. ანუ ნაბულის შემდეგ არ გააჩნია მიტანება... შენ მოგყვება თუ წახვალ და მისი მიტანება ლტოლვისგან (ეგრედ წოდებული პაწიაშკისგან) არ გასხვავდება სტილით და მანერეით. თუ არ წახვალ წინ 4 საათი იდგება ნაბულზე, ბრაძანებით წინ არ მიდის, არავითარი რეაქცია არ ააქვს. ზუსტად იგივე თვისება აქვს დედამისსაც. თუმცა დედამის კარგი ყნოსვა აქვს, ჩემსას კიდე საშვალო, თუმცა უტყუარი. ლეკვობის შემდეგ "პუსტოი" სტოიკა თითქმის არ გაუკეთბია.
საშვალო დონის ძაღლია. newsmile05.gif რუსულ-იტალიური სისხლებით...
თუმცა გულახდილად რო ვთქვა, რასაც შეხვედრა ქვია არადროს ბევრი არ შეხვედრია ფრინველი სავარგულზე... გემრიელად არც უნადირია მაგ ძაღლს. მოუცლელობის გამო. სულ ყოლთვის გადარბენაზე ვიყავით...
აი თუ მოვახერხე აქთ ჩამოყვანა, მერე მოუწევს თითქმის უკიდეგანო მინდვრებზე სირბილი... გნოლზე და ხოხობზე (აქ მინდვრის ხოხობია ბევრი)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Oct 1 2011, 01:52
პოსტი #1043


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ციტატა(Fishman @ Sep 29 2011, 11:04) *
რა უჯიშო ერი ვართ რაა newsmile042.gif


უჯიშოზე რა გითხრა მარა, წესებ კი ზედმიწევნით იცავენ (ნუ ბრაკონიერებს ყველა ქვეყანაში ნახავ, აქაც არაინ ალბათ)... ნუ აი მაგალითად არის ადგილები სადაც უშველებელი ლოსები და ქორბუდა ირმები სახლთან მოდიან და ქოთნის მცენარეებს ჭამენ. მარა სახლტან მოკვლა არა ეთიკურ და არა კაცულ პონტში ითვლება... და მოკლედ მაგარი სირცხვილია. გახვალ სახლიდან 500 მეტრში სააც წერია "Hunting Area, be careful" და იქ რაც გინდა ის ქენი, მარა არამც და არამც სახლთან და არა სანადირო ტყეებში.

თემა რო არ გავაოფოთ

http://www.americanpointerclub.org/

ეს არის ამერიკის პოინტერ კლუბი, მთავარი კლუბი... მარა რამდენად თანამშრომლობენ ესენი ევროპულ კლუბებთან აზრზე არ ვარ. და ეჭვიც მეპარება სიმართლე ვთქვა, სულ სხვა ტიპის ძაღლებია მაგალითად იტალია-ესპანეთში (კალსიკურთან ახლოს) ვიდრე აქ... და სანადირო ტრადიციებიც სხვაა. მაგალითად აქ არის სახეობა სადაც პოინტერით (და ინგლ. სტერით) ნდაირობენ გნოლზე და რაღაც მსგავს ფირნველზე, ცხენებზე ამხედრებული. და ძაღლი ისეთი სისწრაფით და ისეთ შორ მანძილზე გადის რო პრაქტიკულად არ ჩანს... მე მიანხია იტალიური და ესპანური ვიდეოები სადაც პოინტერი და სეტერი გადიან 300-500 მეტრის მანძილზე. ცალ მხარეს, რაც ჯამში კილომტრი გამოდის... მარა აქ კიდე უფრო შორს უშვებენ ძაღლს და თუ ის მაგალითად შენგან, მაგალიტად 900 მეტრში დგას, მაქამდე ცხენით უნდა მიჭენდე და შემდგე ერსოლო ფრინველ ცხენიდან.
ალბათ ტავისი ხიბლი აქვს ამასაც და ეჭვი არ მეპარება აქვს. ტUნდაც იმხელა მინდვერბის დაფარვა მართლაც ცხენით ტუ შეიძლება... მე არ მაქვს ამ გზით ნანადირები, და ვერაფერს გეტყვით მიანხია უბრალოდ. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Oct 1 2011, 09:02
პოსტი #1044


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti




მოლი 2თვის და 20 დღის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Oct 1 2011, 12:10
პოსტი #1045


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მაგარი კაი ლეკვია ალიკ და კარგი მოვლილიც არის კაი მეგობარი გაგზდოდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 1 2011, 13:32
პოსტი #1046


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



aragveli

კაი მონადირე დამდგარიყოს ალიკ, 2 თვის კვალობაზე რაღაც ძაან კრუპნი მეჩვენება, ეგრე თუ გააგრძელა ზაზას როკისაც აჯობებს სიდიდეში


შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით საქართველოს პოინტერებში თავის მოყვანილობის მხრივ 2 მიმართულებაა, ერთ მხარეს უფრო მასიური პოინტერის თავი აქვს, მეორე მხარეს უფრო წვრილი პოინტერული კუთხის თავი აქვს

რიავიცი... რიავიცი...


სეტერებში მსგავსი სხვაობა დიდად არ შემიმჩნევია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikusha2001
პოსტი Oct 1 2011, 13:33
პოსტი #1047


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 26-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: bolnisi



თუ შეგიძლიათ მითხარით პოინტერი, რომ ვავარჯიშო ფერმის მწყერით დაშავდება
რამე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikusha2001
პოსტი Oct 1 2011, 13:40
პოსტი #1048


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 26-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: bolnisi



თუ შეგიძლიათ მითხარით პოინტერი, რომ ვავარჯიშო ფერმის მწყერით დაშავდება რამე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 1 2011, 14:13
პოსტი #1049


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



nikusha2001
მე არ გირჩევ!
გაზაფხულზე მოვა მცკერი და იმაზე დაგეშე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikusha2001
პოსტი Oct 1 2011, 15:01
პოსტი #1050


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 26-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: bolnisi



18 ოქტომბერს გახდება ერთ წლის. ამ სეზონზე უკვე 5 ჯერ მყავდა გაყვანილი და უკვე ნაბული გაუკეთა მწყერს. მინდა რომ კიდევ ვანახო მწყერი,რომ მერე ტყის ქათამზე და გნოლზე გავიყვანო სანადიროდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

249 გვერდი V  « < 68 69 70 71 72 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 9 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th September 2025 - 04:48