სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან
გიორგი
პოსტი Jul 10 2009, 01:16
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი” newsmile05.gif newsmile05.gif

მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო.

მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო newsmile035.gif newsmile035.gif და მერე კი გამოგყვებიო და აგარჩევინებო. რაღა მექნა, კაი თქო და წამოვედი.

მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება:

ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში.

შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე.

“თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია…

გადავხსენი თოფი და ……….


სადააა ნარეზიიი …..


ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით…..

შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს….

- “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა…..
- რა ნარეზიოოო ?!?!?!?
- რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!!

ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი…

- მაგას ნარეზი არა აქვსო !!!
- მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!!
- სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა)
- რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი…

მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”.

თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . .


მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის…

მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას)
დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის:

- გოგა !

- ჰა

- თოფს ვყიდულობ

- მერე

- ნარეზი არა აქვს

- რა ნარეზი !?!?!

- ლულაში ნარეზი

- პაუზა . . .

- შენ შ… ხომ არ გაქვს !!!!

- ზუმერი .……

დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
15 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 44)
გიორგი
პოსტი Jul 21 2009, 13:36
პოსტი #31


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ის არ ვიცი და შენ რომ გადაურჩი ინფარქტს კი მიხარია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 21 2009, 17:16
პოსტი #32


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ისტორია მესამე: "საბარგულში ყველაფერი საჭიროა" (სამ მოქმედებიანი newsmile05.gif )

მოქმედება პირველი: Nissan Patrol

წლები აღარ მახსოვს, მაგრამ დიდი ხნის წინ შემემთხვა ეს ამბავი.

მოკლედ ვიყიდე Nissan Patrol. ძველი მანქანა იყო, თან გადანაბრუნები. გაეროდან გამოიყვანა თავის დროზე პატრონმა. ტექნიკურად ძალიან კაი და ვირი მანქანა, მაგრამ კომფორტი და ესთეტიკა ნული.
ვიყიდე და ამოვიყვანე სახლში. ვუვლი ეხლ ამ მანქანას, ვათვალიერებ. მაინტერესებს სად რა აქვს, რა კნოპკა რას რთავს და რომელი რიჩაგი რისთვისაა.... მოკლედ ვეცნობი ამ ჩემ ახალ შეძენილ მეგობარს.

ერთი ვაღებ საბარგუუუულს და რას ვხედააავ.... საბარგულში დევს დიდი სამშენებლო ბლოკი

ბევრი არ მიფიქრია და დავიქნი ეს ბლოკი საბარგულიდან.... ძალიან არ მიყვარს ზედმეტი რაღაცეები მანქანაში.

რამოდენიმე ხნის შემდეგ მოვხდი კახეთში. წნორიდან გადავდიოდი წითელ წყაროში (მგონი ასე ქვია ეხლა). მანქანა სავსეა ხალხით, სამივე რიგი დაკავებულია. ერთიც დავხედე და წინა საბურავი დამეშვაააა. . .
რას იზავ ეხლა, კი ვიჯუჯღუნე, მაგრამ გადმოვიღე დონკრატი და მივუდექი საბურავს.... არადა მაგას ეყენა ბარტავოი დისკები (კამაზებს რო აქვს ისეთი) მარტო დისკი საბურავის გარეშე, მგონი 30 კილოს იწონიდა.

წამოვუწექი ამ მანქანას და ვცდილობ ეს დონკრატი დაუდო ხიდის ქვეშ..... თან ეტყობა ძველ პატრონს ქარხნულია დომკრატი დაუკარგავს და უყიდია ვილისი დონკრატი. . . .

მოკლედ, ცდილობ კაია newsmile035.gif newsmile035.gif მაგრა, არ შედის ეს დონკრატი ხიდის ქვეშ, მაღალია უფრო . . . კაი თქო, ვიფიქრე კუზაოზე დაუდებ.... კუზაოზე კი დაუდე, მაგრამ ეხლა იმხელაზე ვერ წევს ამ მანქანას - საბურავი რომ მოვხსნა.... ვწვალობ მოკლედ ვწვალობ, მაგრამ არაფერი არ გამომდის.

გავიხედ გამოვიხედე, მეთქი რამე ქვას დავუდებ და ისე ავწევ თქო.

აი მაშინ კი მივხვდი რატო იდო ეს დედაბნელი სამშენებლო ბლოკი საბარგულში - გარშემო ქვა კი არა კენჭი არ ეგდო არაფერი.


მოქმედება მეორე: ლუაზი

წინა ამბის მერე რამდენი ხანი გავიდა არ მახსოვს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე მეყიდა ლუაზი. სანადიროდ. ბევრი ვეძებეთ, თუ ცოტა ვეძებეთ მე და ჩემმა მამიდაშვილებმა . . . ბოლო ბოლო 350 დოლარად ვიყიდეთ ლუაზი.

ეხლა ეს ლუაზიც რომ ამოვიყვანე სახლში, ვათვალირებ, ვუყურებ სად რა აქვს, და რას ვხედავ ?!?!?!?

მანქანაში დევს წითელი აგური !!!!!!!!

აი აქ უკვე დავიძაბე. ვეტაკე ეგრევე დონკრატს და სატესტო რეჟიმში ოთხივე საბურავი ავწიე. ზნაჩიტ დონკრატი არაფერ შუაშია. ვუყურებ ვფიქრობ, რატო უნდა იდოს ეს წითელი აგური მანქანაში. დავიქნიოოოო . . . რა იცი რაში დაჭირდა წინა პატრონს.... არ დაიქნიოოო დაა აგურს ხომ არ ვათრევ მართლა და მართლა . . . მოკლედ ბევრი ფიქრის შემდეგ დავიქნიე !!!

დავიქნიე აგური და მყავს ეს ლუაზი და დავდივაააარ. ხოდა ბენზონასოსი თუ რაღაცა უტრაკებდა ხოლმე და ხშირად სჭირდებოდა შიჩიჩხინება, თან ისე რომ ერთი კაცი უჩიჩხინებდა და მეორე ქოქავდა (როგორც წესი მარტო არ დავდიოდი)

ერთხელაც ავდივარ სახლში (ტაბახმელაში) ამ ლუაზით (პროფილაკტიკიდან მომყავდა) და ვარ მარტოოოოოო . . . ამანაც აიღო და ჩაქრააააა . . . ამოვაგდე სიჩქარიდან (გავახალასტოვე) და ამოვწიეეე რუჩნიკიიი
ამოვწიე და სადააა რუჩნიკიიი.... არ იჭერს.....

გავიხედ გამოვიხედე, მეთქი რამე ქვას დავუდებ ბორბალთან . . . newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

აი მაშინ კი მივხვდი რატო იდო ეს დედაბნელი წითელი აგური საბარგულში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


მოქმედება მესამე: Mitsubishi Pajero

გავიდა კიდე კაი ხანი... და ერთხელაც ვიყიდე პაჯერო, 2 კარიაააანნნნ !!! ამოვიყვანე სახლში newsmile035.gif newsmile035.gif ვათვალიერებ newsmile05.gif newsmile05.gif ვუყურებ სად რა აქვს, რა რას რთავს newsmile035.gif newsmile035.gif

და ვაღებ საბარგულსსსს !!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ვაღებ და საბარგულში დევს ერთი ფილა მეთლახი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ვდგევარ და ვუყურებ ამ მეთლახს... ისიც აშკარად დევს... არც კი ინძრევაა newsmile035.gif newsmile035.gif ვუყურებ და ვფიქრობ ჩემთვის: ეს მეთლახი რაღაში უნდა დაგჭირდეს თქო კაცს.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე: ერთი წელი ისე ვიარე და ისე გავყიდე ის მანქანა, რომ ის მეთლახი საბარგულიდან არ ამომიღია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

КОНЕЦ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jul 21 2009, 17:47
პოსტი #33


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბრააავოოოოოოოო, ბრავოოოოოოოო, ძაან მაგარია, გაგახაროს ღმერთმა, ამ რთული დღის მერე მაგრად ვიხალისე

გიორგი, იგონებ კაცო, თუ მართლა ესეთ ისტორიებში ხარ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 21 2009, 21:01
პოსტი #34


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



არა რას ვიგონებ newsmile05.gif newsmile05.gif ყველა გადამხდა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jul 21 2009, 21:13
პოსტი #35


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგარი ხათაბალა კი ყოფილხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 21 2009, 21:15
პოსტი #36


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ეგგგგგ კიიიი newsmile05.gif მაგრამ რო არ ვიყო, აქ დასაწერიც არ მექნებოდა არაფერი newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jul 21 2009, 22:03
პოსტი #37


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



გიორგი ოღონდაცვ ის მითხარი ახლა რა მანქანა გყავს და საბარგულში რა დევს? newsmile035.gif newsmile035.gif: D: D: D: D newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 21 2009, 22:10
პოსტი #38


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ახოტნიკ

ამ ამბების მერე სანამ მანქანას ვიყიდი ჯერ საბარგულს ვხდი და იმას ვუყურებ რამე "ზედმეტი" თუ დევს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეხლა ისე ვარ, კამაზი რომ მომიყვანო ბლოკით დატვირთული - ზნაჩით უეჭველი რაღაცა ჭირს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jul 21 2009, 22:29
პოსტი #39


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



გიორგი newsmile035.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif შეეცადე უბლოკო უაგურო და უმეტლახო მანქანები აარჩიო newsmile035.gif : D: D
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 21 2009, 22:54
პოსტი #40


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიორგი
კამფეტივით იკითხება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
შენადა რაფერ გემართება ესეთი რაღაცეები? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 21 2009, 22:56
პოსტი #41


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



newsmile05.gif რავი ვიტო იმის არ იყოს და не виноватая Я newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Jul 21 2009, 23:19
პოსტი #42


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



მაგარი იყო newsmile05.gifnewsmile05.gifმაგრად ვიცინეnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 21 2009, 23:54
პოსტი #43


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართლა მაგარი ისტორიები გაქვს(თან რა გადმოცემის უნარი....)...ის კი მართლა ისეთი ხათაბალა ყოფილხარ ერთი აგური ჯიბითაც უნდა ატარო ალბათ... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 22 2009, 00:15
პოსტი #44


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ლევანი

To be continued . . . newsmile05.gif კიდე მაქვს შემონახული რაღაცეები newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jul 22 2009, 00:28
პოსტი #45


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



გიორგი დაპოსტე დაპოსტე ამ საქმეში ბადალი მაინც არ გყავს და რააზრიაქ როდის დაწერ მაბემ გვაცინე გემრიელად newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th September 2025 - 00:36