ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ერთი საათის წინ დამირეკა ძველმა თანამშრომელმა (ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველო) და გადმომცა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება; ახალი ნადირობის კანონის შექმნასთან დაკავშირებით აინტერესებთ ნადირობის წესებისა და ვადების ჩვენეული ხედვა.
ეს არ ნიშნავს, რომ ის გათვალისწინებული იქნება! კოლეგიალობიდან გამომდინარე მე დავთანხმდი მონაწილეობაზე. თქვენთან შეუთანხმლებლად (რისთვისაც მოგიბოდიშებთ), ვიცი რა თქვენი დაინტერესება წამოჭრილი საკითხით ბატონ ელიზბარს შევთავაზე "ოჩოპინტრეს" დელეგაციის დასწრება, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. როგორც ყოველთვის ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს. მე ვადა ხუთშაბათამდე მომცეს. ამ შუა სეზონში თუ თავიდან უნდათ სეზონის გახსნა, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი დირექტივა მივიღე. მე რასაკვირველია ჩემეული ხედვა ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ მინდა სერიოზულად მივუდგეთ და არგუმენტირებულად შევთავაზოთ ჩვენი ნააზრები. რაიცი რა ხდება? ჰო, მართლა: ეს მუშა შეხვედრაა და კანონმდებლები და მაკონტროლებლები არ ესწრებიან. მე ესე გავიგე. თემა: ნადირობის წესები და ვადები. პატივისცემით: კოტე ციხისელი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#16
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პირველი პუნქტი თავის დროზე ჩვენ ძლივს შევაცვლევინეთ. როგორც არის უნდა დარჩეს, აგვისტოს მესამე შაბათი. პუნქტი მეორე. გოჭაზე ნადირობა საერთოდ აკრძალულია. შემოდგომაზეც კი, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა გაზაფხულზე დაუშვან. ისე რა იცი რა ხდება ![]() აგვისტოს მესამე შაბათს არანაირად არ ვეხები. ეს საერთო ფორმულირებაა. გოჭა უბრალოდ გამორჩენილი ყავთ, ძველიდან გადმოწერის დროს, რადგან რაიმე რეგულაცია ამ ფრინველთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე არ არსებობს. |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
akela1954
რაღაც კონვენციას მოაწერეს ხელი და იმიტომ ამოიღეს გოჭა. ჩვენც გამორჩენილი გვეგონა, მაგრამ დიდი ბოდიშიო |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ჯერჯერობით ვერაფერს ვამატებ.
|
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დღეს Fisher ge-s პრეზიდენტს ბატონ შოთა კვარაცხელიას ვესაუბრე იგივე საკითხზე; სამოყვარულო თევზაობის ვადებთან და იარაღებთან დაკავშირებით.
1. სახლართი ბადეების ერთ-ერთი სახესხვაობის ე.წ. "ეკრანის", "ფარდა ბადის" მეშვეობით სამოყვარულო თევზჭერის აკრძალვა. 2. როგორც ყველაზე დიდი ბოროტების ე.წ. "ელექტრო ანკესის" მომხმარებელთა წინააღმდეგ "ჯიხადის-საღვთო ომის გამოცხადება"(რა და როგორ ......?) 3. მდინარის კალმახის სტატუსის გარკვევის მცდელობა. (მცდელობას ხაზი გავუსვი) 4. სასროლი ბადის-როგორც სპორტული და სამოყვარულო თევზაობის იარაღის მითითებული დასაშვები ზომების რეალურობა. მუხლი16.სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა. პარაგრაფი 3. აკრძალულია: პუნქტი გ) ჩოგანბადის,სასროლი ბადის, ეკრანის, და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში , ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში - 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 805 რეგისტრ.: 23-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი წამოწყებაააააა......ველით საბოლოო ვარიანტს
|
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
1. ნადირობის ვადები - დგინდება ყოველწლიურად, ნადირობის კანონიდან გამომდინარე (რომელიც აგრეთვე შესაცვლელია), არსებული რეალური სიტუაციის შესწავლის შემდეგ - რეგიონების მიხედვით.
2. საგაზაფხულო ნადირობა დაიშვება სპეციალური ყოველწლიური ბრძანებით. - საგაზაფხულო ნადირობა გადამფრენ წყალმცურავ ფრინველზე - დაიშვება იანვარ - თებერვალში ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მარტის თვეში ორი კვირის განმავლობაში. - საგაზაფხულო ნადირობა გადამფრენ ფრინველზე (ტყის ქათამი, გოჭა) - დაიშვება სპეცილური კვლევის შედეგად აპრილი - მაისი ორი კვირის განმავლობაში 3. მაღალმთიან ზონაში - გადამფრენ წყალმცურავზე ნადირობა დაიშვება 15 სექტემბრიდან. 4. გადამფრენ წყალმცურავზე - ნადირობა დაიხუროს 1 მარტს. 5. ადგილობრივ (აბორიგენულ) ნადირ - ფრინველზე ნადირობა დაიშვება და რეგულირდება ყოვლწლიური კვლევების შედეგების შეჯამების შედეგად (ნადირ-ფრინველის აღრიცხვა, განსახლება რეგიონების მიხედვით და სხვა) 6. აიკრძალოს ყველანაირი ელექტრომოწყობილობების გამოყენება ნადირ-ფრინველის მისატყუებლად. 7. მტაცებელ ნადირზე ნადირობა დაშვებულ იქნას მთელი წლის განმავლობაში. (მგელი, ტურა, მელა, ენოტი, ენოტისებური ძაღლი) დღევანდელი შეხვედრის შედეგად ყველა ეს შეთავაზება გაგებით იქნა მიღებული. (ეს არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი აისახება კანონში ან რაიმე ნორმატიულ აქტში) გოჭას (დუპელის)-Gallinago media საკითხი ღიად დარჩენილად დავტოვეთ, რადგან ჭალიმგელას შენიშვნა გადავამოწმე, მინიჭებული აქვს კატეგორია NT (Near Treaten Tened) უახლოეს მომავალში უეჭველად გადაშენების საშიშროების წინაშე დადგება. დაინტერესება მდგომარეობს შესაძლებელი ნადირობის ვადების დადგენაში ისეთ ცხოველებზე, რომლებიც სანადირო ობიექტებს კი წარმოადგენენ, მაგრამ აქამდე მათზე ნადირობა აკრძალული იყო კატეგორიულად. თევზაობასთან დაკავშირებით; ჯერ კანონის გადახედვა არა დგას დღის წესრიგში. "ეკრანის" აკრძალვასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაა; მშრომელი მასების მოთხოვნით დავუშვით ოოოოოოოოოოოოოოოოო "ელექტრიკების" საკითხში თანხვედრაა. კალმახის სტატუსთან თანხვედრაა. სასროლ ბადესთან დეტალურად უნდა ახსნა რა და რატომ, მომავლის საქმეა მაგრამ კატეგორიული უარი არ არის. |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დაინტერესებულების აზრი მაინტერესებს;
1. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება. 2. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას ვალდებულია თან იქონიოს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი). 3. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ თუ წვრთნა (დაგეშვა), ხორციელდება ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში პირი, რომელიც ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), არაა უფლებამოსილი თან იქონიოს სანადირო იარაღი. მე-3 პუნქტში შეიძლებოდა სანადირო იარაღის და ფუჭი (საფანტის გარეშე) ვაზნით ძაღლის გეშვა (თოფის ხმასთან მიჩვევის მიზნით), მაგრამ აქვე ჩემი აზრის საწინააღმდეგოდ მინდა რამოდენიმე არა ჩამოვაყალიბო; 1. ამას გამოიყენებენ არამონადირეები და გეშვის მიზეზით თოფის ტარებას და სროლას გაამართლებენ.(თუმცა არც ისე აკლებენ) ისე არც ისე შორეულ ისტორიულ წარსულში დაშვებული იყო გეშვის დროს ერთი ეგზემპლარის მონადირება, მაგრამ მაშინდელი მონადირე თუ მოკლავდა გეშვის დროს მართლა ერთს მოკლავდა. 2. ნაბულიდან ამოყვანილ ფრინველზე ფუჭი გასროლა ნადავლის გარეშე ძაღლს ფსიქიკას დაუმახინჯებს. ეს არის ჩემი ხმამაღლა ნაფიქრალი. |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
akela1954
არაა უფლებამოსილი თან იქონიოს სანადირო იარაღი. მემგონი ეს არ არის პრობლემა. ათასნაირი "ხლაპუშკებია" რომელიც გასროლის იმიტაციას აკეთებს. ამიტომ ცუდი არ იქნება რო არ დაუშვან გეშვის დროს თოფის გამოყენება. თუმცა ცუდი არ არის დასაგეშმა ძაღლმა იყნოსოს მონადირებული ფრინველის სუნი. |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
[quote name='გოგა' date='Nov 3 2011, 00:02' post='170310']
ამიტომ ცუდი არ იქნება რო არ დაუშვან გეშვის დროს თოფის გამოყენება. მეც მაგ ფორმულირებას ვემხრობი. კანონშემოქმედების დროს (თუმცა მე იურისტი არა ვარ) ალბათ ჯობია თავი დაიზღვიო და ცოტა უფრო მკაცრი და ერთმნიშვნელოვნად წასაკითხი კანონი მიიღო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 17:43 |