IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ზოგადი საკითხები ჯიშიან ძაღლებზე და ძაღლით ნადირობაზე
Alik
პოსტი Jun 15 2011, 18:14
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 202
რეგისტრ.: 15-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



ამ პატარა ჩანაწერით მინდა გავამახვილო ყურადღება იმ პრობლემებზე რომელიც დგას ჩვენს წინაშე და რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გადავწყვიტოთ. 1.რაც ეხება ეკსპერტებს და რატომ იყო კამათი გორდონის ირგლივ.- მე არ მგონია რომ ექსპერტს მიზნობრივად უნდოდა არასწორი შეფასება მიეცა ამ ძაღლზე იგიც რომ გავითვალისწინოთ რომ ეს ძაღლი მარტო იყო რინგზე როგორც იტყვიან რუსები ’’ Вопрос всего лишь об Этике Судейства’’ ექსპერტს თუ თვითონ არ ყოფნის მისი პირადი გამოცდილება შეუძლია დაუძახოს უფრო გამოცდილი ექსპერტი და ამით არაფერს არ არღვევს. პირადათ ამ ძაღლთან მიერ უნდა გაეთვალისწინებია საერთოდ ამ ჯიშის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში და ექსპერტს უნდა ცოდნოდა რომ პირადათ ამ ახალგაზრდა ხვადმა პირველივე საველეზე ამ წელს აჩვენა საუკეთესო თვისებები რაც კი აღნიშნეს ექსპერტებმა რომლებმაც ნახეს ეს ძაღლი მინდორში აქედან გამომდინარე ექსპერტს უნდა შეეფასებია ეს ძაღლი კომპლექსში მითუმეტეს რომ ეს ხვადი კიდევ იზრდება და ამით მიეცა ამ ჯიშს ბიძგი წინ. ბევრმა გამოცდილმა ექსპერტმა გულით, თვალით, და ტვინით გძნობს და ზუსტად იცის რა მდგომარეობაშია ჯიში და რა უჭირს ასეთი შემთხვევებიც კი იყო როცა ექსპერტი ექსტერიერულ გამოფენაზე პირველ ადგილზე აყენებდენ ფრიადთან შედარებით ოჩ.ხორის მატარებელ ძაღლს როცა ზუსტად იცოდა რომ ამ ძაღლის საველე თვისებები ჯობია იმ ფრიადს და ეს ჭირდება მთლიანად ჯიშს ამით ჯიში იგებდა.ჩვენ ხომ ვხედავთ რომ დღეს საქართველოში გარდა ერთი კლუბის არ იზრდება ექსპერტი მოდით ამაზე ვიმსჯელოთ. ჩავატაროთ მუშაობა ვისწავლოდ თურემ იქნება იმფერივე სურათი როგორც დღეს არის აჭარაში ,გურიაში,სამეგრელოში და ასე შემდეგ რომ არ ყავთ არცერთი ექსპერტი . ექსპერტებმა გამოთქვან მათი აზრები ერთობლივათ ჩავატაროთ სემინარები ,მასტერ- კლასები და ასე შემდე.

ამ გამოფენის შემდეგ ჩვენ დავინახეთ რა მდგომარეობაა საქართველოში ზოგიერთ ჯიშთან. სწორად აღნიშნა TATULIM რომ დაიკარგა ირლანდიური სეტერი, თენგოც ხედავს პრობლემას ინგლისურებში, საერთოდ დაიკარგა სპანიელი,ჩვენთან კი დასავლეთში დაიკარგა დრათხარი არის ყველანაირი გრიფონი ,სპინონი მაგრამ ის დრათხარი რაც უნდა იყოს სტანდარტით არ არის. მე უკვე არაფერს ვიტყვი საველე თვისებებზე,ვის წარმოუდგენია რომ პოინტერმა და ინგლისურმა მოუგოს დრათხარს იხვზე ნადირობაში ზამთარში დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობის პირობებში ( წყლის ეშინია, არ მოაქვს,სროლის ეშინია და ასე შემდეგ) ეს ხომ ნონსენსია, ასეთ სურათს ჩვენ ვუყურებთ ყოველ წელს ,და ჩვენ ბევრს ვნადირობთ იხვზე და ძალიან კარგათ ვხვდებით რა ჯიში არის საჭირო იხვზე ნადირობისთვის( 3-5 დღიანი ნადირობა ტყეში ,ბალოტში ,წყალში ,ქარში,ყინვაში და თოვლში) ამ ჯიშმა სრული დეგრადაცია განიცადა და არ უჩანს პერსპეკტივა. აქ არამაქვს საუბარი ცალკეულ ძაღლზე მთლიანად ჯიშსზე ვსაუბრობ რომელიც უნდა გადავარჩინოთ იმ ჯიშების ერთად რომელიც იყო აღნიშნული.

21- საუკუნე ტეხნობუმი მალე ძაღლიც კი არ დაგვჭირდება ამნაირ მონადირეებს ვხვდებით ყოველ წელს ჩოლოქში,გრიგოლეთში,სუფსაში. ჩართავენ მანოკებს დღე და ღამე და მოყავენ მწყერი მანქანასთან და მერე დვარნიაშკით ნადირობენ ან ფეხით აყენებენ. რათ უნდათ მაგენს ჯიში, გაზდა, დაგეშვა. მე ბევრჯელ მაგათ მერე შევსულვარ მინდორში ჩემი ძაღლების ერთად და უამრავი მწყერი მომიკლავს რომელიც მასეთი მონადირეების მერე იყო გაფანტული მინდორში.

საქართველო ერთი ქვეყანაა ევროპაში რომელსაც არაქვს მიზნობრივი კანონი ნადირობის და თევზაობის შესახებ,და ერთ ერთი ქვეყანაა ევროპაში სადაც სახემწიფო არ ცნობს ნადირობას და თევზაობას არ როგორ ჰობის არც როგორ სპორტს და არც როგორ ბიზნეს და ზუსტად ამიტომ არცერთ სახემწიფო სტრუკტურაში არ არსებობს რაიმე დეპარტამენტი რიმელიც მიხედავს ყველა ამ საკითხს რომელიც მოგროვდა ჩვენს სამონადირეო სფეროში.

ახლა კი პატარა სტატისტიკა და ციფრები რომელიც ყველასთვის იქნება საინტერესო:-იცით როგორი გზით ვითარდებოდა სამონადირეო კანონმდებლობა ა.შ.შ-ში მე - 20 საუკუნეში? (ნადირს, ფრინველს და თევზს ბუნებრივი წიაღისეულისაგან განსხვავებით შეუძლიათ იარსებოს მარადიულად,თუ მათ გონივრულად მოვიხმართ). რეკრეაციული თევზჭერა სერიოზულ ბიზნესად რჩება მთელ მსოფლიოში,ეს ბიზნესი კი ა.შ.შ. თავისი ეფექტურობით კონკურენციას უწევს ” ნავთობ”- ბიზნეს,სადაც თითეულ დოლარს,ინვესტირებულს რეკრეაციულ თევზჭერაში, მოაქვს 17 დოლარი მოგება. სხვათაშორის ომის შემდგომ ევროპაში ნადირი და ფრინველი საერთოდ არ დარჩა , ის შეჭამა ჯარმა და მოსახლეობამ,სამაგიეროდ ეხლა ევროპა ნადირის და ფრინველის რაოდენობით უსწრებს ამერიკას,ხოლო ზოგიერთი ტროფეული ნადირობებიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს ნაციონალური პარკების დათვალიერებიდან შემოსულ შემოსავალს.2006 წ. 87 მილიონმა ამერიკელმა 16 წლის ასაკიდან იყვნენ დაკავებული თევზჭერით , ნადირობით და ეკოლოგიური ტურიზმით.ხოლო ამ მიზნებისათვის დახარჯეს 120,1 მილიარდი დოლარი.ტურისტული ნადირობების რაოდენობა ევრაზიის სანადირო ადგილებში აღწევს 120-180 მილ.ევროს.ეკსპერტების გამოთვლით შემოსავალი სანადირო ადგილებიდან ამ ქვეყნებში შეადგენს 40-60 მილ.ევრო.

მოდით ყველამ ვიმსჯელოთ ამ თემებზე. იმიტომ რომ ცალკეული ენთუზიასტების ჩამოყვანილი ძაღლებით და ჯიშებით და ერთი კლუბით ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ მთლიან პრობლემას თუ სახემწიფომ არ გვცნო ჩვენ როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი არ შეგვიწყო ხელი და იფიქრა რომ ჩვენ მარტო ვნებთ ბუნებას და არაფრის კარგის მომტანი არა ვართ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Alik   ზოგადი საკითხები ჯიშიან ძაღლებზე და ძაღლით ნადირობაზე   Jun 15 2011, 18:14
- - kupra   მარტალი ხარ ალიკ დ...   Jun 15 2011, 18:59
- - შადი შამოდი   ალიკ ძალიან საყურ...   Jun 15 2011, 20:22
- - misha17   ბატონო შადიმან, თუ ...   Jun 17 2011, 18:13
- - kupra   misha17 გაუმარჯოს მეც ც...   Jun 17 2011, 19:43
- - თენგო   kupra ციტატა(lashak @ 17th June ...   Jun 17 2011, 19:44
|- - aragveli   ციტატა(თენგო @ Jun 17 2...   Jun 17 2011, 19:47
- - kupra   ასერომ მემგონი არ ...   Jun 17 2011, 19:46
- - შადი შამოდი   მაგ კონკრეტულ შემთ...   Jun 17 2011, 19:57
|- - kupra   ციტატა(შადი შამოდი...   Jun 17 2011, 21:46
- - misha17   რაც შეეხება უშეცდო...   Jun 18 2011, 09:03
- - Alik   დიდი მადლობა ყველა...   Jun 18 2011, 11:49
- - თენგო   Alik რაიმე საქმე რომ ...   Jun 18 2011, 12:25
- - misha17   თენგო მართალს ამბო...   Jun 18 2011, 12:54
- - Alik   თენგო გეთანხმები შ...   Jun 18 2011, 13:57
- - ზაზა   ეს გამოფენა ჩაატარ...   Jun 22 2011, 14:53
- - misha17   ჩემო მეგობარო. ბატ...   Jun 22 2011, 16:29
|- - ზაზა   ციტატა(misha17 @ Jun 22 2011, 17...   Jun 23 2011, 12:54
- - Maverick   misha17 რომ არ ჩანს გორ...   Jun 22 2011, 16:39
- - ლეკი   რა მაინტერესებს იც...   Nov 4 2011, 19:59
- - გოგა   ლეკი მე როგორც მახ...   Nov 4 2011, 21:17
- - შუკა   ლეკი კი დათო ცხვედ...   Nov 4 2011, 21:36
- - ლეკი   გაიხარეთ...   Nov 4 2011, 21:53
- - kupra   ეს რა ჯიშია ვინმე მ...   Nov 4 2011, 22:22
- - გოგა   როტვეილერს გავს   Nov 4 2011, 22:23
- - kupra   ხოოო მარა არაა გონ...   Nov 4 2011, 22:29
- - buka   ჯურნალ ნადირობაში ...   Nov 4 2011, 22:43
- - kupra   ან ლიტვური ან ლატვ...   Nov 4 2011, 23:08
- - ლეკი   შეიძლება ტრანსილვ...   Nov 4 2011, 23:09
- - kupra   ეს ვინღაა?   Nov 5 2011, 10:58
- - T A M P L I E R   ვიჟლა   Nov 5 2011, 11:49


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2025 - 05:26