ირლანდიური სეტერი, "წითელი ძაღლი" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ირლანდიური სეტერი, "წითელი ძაღლი" |
Jun 10 2009, 16:55
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
![]() ირლანდიური სეტერი ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა. მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია. დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც. ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა. სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები. ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო. . ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა. ქცევა და ხასიათი ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება. ტანადობა მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი. შეფერილობა ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე. ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი. ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას. ბანალი ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება. ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი. ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა. ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული. თავი გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას. დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი. ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი. ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი. ყური საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის. ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური. ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური. თვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს. ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს. ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები. კბილები თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია. კისერი საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი. ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი. მინდაო გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია. ზურგი სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი. ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი. წელი მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია. ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი. ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი. გავა განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი. ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა. ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა. მკერდი არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია. ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი. ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი. მუცელი მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი. ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით. ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი. ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი. თათები საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება. ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით. კუდი საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი. ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ). პოსტის ავტორი ბატონი შადიმანი ![]() ![]()
|
|
|
|
![]() |
Nov 6 2011, 13:38
პოსტი
#181
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi |
[url="http://pix.ge/"]
[/urlნამეტანი გადაჯიშდა ჩვენსკენ ეს ჯიში და გული მწყდება. |
|
|
|
| სტუმარი_EAGLES EYE_* |
Nov 6 2011, 15:26
პოსტი
#182
|
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტირება |
[url="http://pix.ge/"] [/urlნამეტანი გადაჯიშდა ჩვენსკენ ეს ჯიში და გული მწყდება. ყველას მოგესალმებით! ნამეტანი გადაჯიშდა ჩვენსკენ ეს ჯიში და გული მწყდება. kupra მეც ეგრე მგონია ძმობილო, ძალიან შემცირდა ეს ჯიში ჩვენტან, კონტინენტურებმა "დაჩაგრეს" |
|
|
|
Nov 7 2011, 13:24
პოსტი
#183
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ისე საინტერესოა რატომ შემცირდა ირლანდიური და არა ინგლისური..
არადა დიდი განსხვავება არა ამ ორ ჯიშში.. |
|
|
|
Nov 7 2011, 15:07
პოსტი
#184
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
შუკა
ვიზუალს ანიჭებენ დიდ უპირატესობას, პლიუს მაინც ინგლისურია და არა ირლანდიური |
|
|
|
Nov 7 2011, 15:08
პოსტი
#185
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
|
| სტუმარი_EAGLES EYE_* |
Nov 7 2011, 16:07
პოსტი
#186
|
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტირება |
ჩემი აზრით ინგლისურსა და ირლანდიურს შორის საკმაო განსხვავებაა,ვიზუალშიც, მუშაობის სტილშიც, ყნოსვაშიც და კიდევ ზოგიერთ რამეში, უხეშად რომ ვთქვაღ ლავერაკი ქარიშხალია და ირლანდიური ნიავი. და კიდევ "საუბრები კოცონთან" რომელიღაც გადაცემაში ყავდათ ექსპერტ-კინოლოგი რომელმაც განაცხადა რომ, ირლანდიურს ძალიან მერყევი ფსიქიკა აქვს და ნაბულზე დგომისას კუდს აქიცინებს, და მაგანაც გამოიწვია შემცირებაო და მე ვეთანხმები...
|
|
|
|
Nov 7 2011, 20:55
პოსტი
#187
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 21-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჩემი აზრით ინგლისურსა და ირლანდიურს შორის საკმაო განსხვავებაა,ვიზუალშიც, მუშაობის სტილშიც, ყნოსვაშიც და კიდევ ზოგიერთ რამეში, უხეშად რომ ვთქვაღ ლავერაკი ქარიშხალია და ირლანდიური ნიავი. და კიდევ "საუბრები კოცონთან" რომელიღაც გადაცემაში ყავდათ ექსპერტ-კინოლოგი რომელმაც განაცხადა რომ, ირლანდიურს ძალიან მერყევი ფსიქიკა აქვს და ნაბულზე დგომისას კუდს აქიცინებს, და მაგანაც გამოიწვია შემცირებაო და მე ვეთანხმები... შენი აზრით ნაბულზე რომ კუდს აქიცინებს მაგისმ გამო შემცირდა?? |
|
|
|
Nov 7 2011, 21:56
პოსტი
#188
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 187 რეგისტრ.: 31-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ალბათ ამ კაცს იმის თქმა უნდოდა რო კუდს რო აქიცინებსო ეგ სუსტი ფსიქიკის ნიშანიაო თორე ნაბულის დროს გინდა კუდი აქიცინოს და გინდა ცალი თვალი დახუჭოს
|
|
|
|
Nov 8 2011, 06:06
პოსტი
#189
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. |
განსხვავება ძაან დიდია... უფრო მეტიც, კურცხაარსა და დრათხარს უფრო მეტი აქვს საერთოდ ვიდრე ამ ორ ძაღლს.
აბსოლიტურად განსხავებული ძაღლია ინგლისურისგან. სტილი, მანერა, ხასიათი... არც არაფრით ჩამორჩება ინგლისურ სეტერს. ცუდი ეგზემპლარი კიდე ყველა ჯიშში შეზლება იყოს. მაგრამ აი ეს "სუსუტი ფსიქიკა" ცოტა გაუგებრატი ტერმინია... და საერთოდ ჯიშზე არ ითქმის, უფრო კონკრეტულ ინდივიდებზე. ცუდი, გაუწონასწორებელი ფსიქიკა შეიძლება ნებისმიერ ძაღლს ქონდეს, რაც ხშირად არა სწორი სელექციის ბრალია. საერთოდ ჩემი პირველი ძაღლი ირლადიური სეტერია, მაგით დავიწყეთ ნადირობა... საქრთველოში ადრე ბევრიც იყო, თუმცა სააველებზე მაინც ნაკლებად აქტიურობდენ. ყავთ ევროპაში და ამერიკაში სუფთა სანდირო ხაზები, თუ ვნახე ისევ ეგ საიტები დავდებ. |
|
|
|
Nov 8 2011, 19:34
პოსტი
#190
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 187 რეგისტრ.: 31-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ცალკეულ ინდივიდებს ახასიათებს მართალია მაგრამ ალბათობაა დიდი შედარებიტ ვიდრე ინგლისურში. ისე კი ნადირობის ტექნიკით ინგლისურს ვერ შეედრება მაგრამ ბევრად ძლიერია ფიზიკურად.
|
|
|
|
| სტუმარი_EAGLES EYE_* |
Nov 8 2011, 22:17
პოსტი
#191
|
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტირება |
gsx სწორად მიხვდი! გორდონს გირჩევ ირლანდიურთან შედარებით!
მაგრამ აი ეს "სუსუტი ფსიქიკა" ცოტა გაუგებრატი ტერმინია.. თქვენი რაზე ეთანხმებით კუდს რომ აქიცინებს ნაბულზე თუ მერყევი ფსიქიკა რომ აქვს dato 85 buka მე ორივე შემთხვევაში ვეთანხმები მაგ კაცს, რადგან ერთი მეორისგან გამომდინარეობს!!სუსტი ფსიქიკა უხეშად რომ ვთქვათ, არის უმნიშვნელო გამაღიზიანებელზე რეაგირების მოხდენა, გამაღიზიანებელი ამ შემთხვევაში ფრინველია, და ამ გამაღიზიანებლის მოქმედებაზე(მაგალითად გარბენა ფრინველის, როცა ძაღლი ნაბულზეა), ძაღლის რეაგირება(კუდის ქიცინი), ამას იწვევს სუსტი, მერყევი ფსიქიკა რაც ჯიშს ახასიათებს(ირლანდიურს). წარმოგიდგენიათ პოინტერი ან სეტერი ნაბულზე და კუდის უმნიშვნელო რხევა, რა "მოუვა" ასეთ ძაღლს საველეზე????? |
|
|
|
Nov 9 2011, 00:56
პოსტი
#192
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi |
კაი რა თუ ძმები ხართ რა სხვის ომში ყველა ბრძენია მე გეტყვით რა კაი სისხლი აღარაა და ეგაა......
და ვიღაცეები ნუ იბრალებთ მოცოდნეობას |
|
|
|
Nov 9 2011, 09:29
პოსტი
#193
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Nov 9 2011, 09:58
პოსტი
#194
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
Maverick
გიას ჰყავდა ზუსტად ეგეთი |
|
|
|
Nov 10 2011, 20:15
პოსტი
#195
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. |
EAGLES EYE
მე ორივე შემთხვევაში ვეთანხმები მაგ კაცს, რადგან ერთი მეორისგან გამომდინარეობს!! როგორ გეკადრებათ, ეს აბსოლიტურად განსხავებული რამეა... ეს სტილია ირლდ. სეტერის. კუდი ქიცინი მე ისეთ აზარტულ პონტერზეც მინახია (II ხარიხსი დიპლომიცკი ქონდა მგონი) რომ მიკვირდა... სხვლა და ძებნა საკმაოდ კარგი ქონდა მაგრამ, აი ნაბულზე "პროპელერვით" იქნევდა კუდს. კურცხარებშიც ბევრიაკ კუდის ქიცინი და დრათხარებშიც... გორდონიკი კი იქნევს კუდის წვერს... მაგრამ ეს სულაც არ მეტყველბს რომ ძაღლს "ცუდი" ანუ ზედმატდ არგზნებადი და ზედმატდ მშიშარა ფსიქიკა ქონდათ. მე ორი ირალნდიური მაყვდა, დედას საოცარდ დაძაბული და ელეგანტური ნაბული ქონდა, ხოლო მის ლეკვს რომელიც ეხლა 7 წლის არის, მან კუდის ქიცინი ამ ბოლო დროს დაიწყო, ლეკვობაში და გეშვის დორს ძაალიანაც გასწორებული ქონდა. ეგ ძაღლები საქრთველოშიც და რუსეთშიც არა სწორი სელეციის გამო დაკნინდა, თორე არავისზე ნაკლები პოტენციალი არ არქვს, გორდენზე სწრაფადც კი ეძებს. |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th December 2025 - 19:41 |