IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ATA NEO 12, Ata Arms Company
Bone
პოსტი Dec 3 2009, 13:40
პოსტი #101


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიდრე თვითონ თოფის შესახებ ვისაუბრებდეთ , გავრკვეთ საიდან მოდის "ატა არმზი", როგორი წამოშობის ისტორია აქვს მას ...

ATA ARMS არსებობა დაიწყო გასული საუკუნის 50 წლებში როდესაც, კომპანიის დღევანდელმა მეპატრონემ (სალალ იოჰლუმ) , შექმნა თავისი პირველი გლუვ ლულიანი თოფი, ჰორიზონტალური და ცოტა მოგვიანებით ვერტიკალური და გადაწყვიტა მათი წარმოება , რაც წარმატებით განახორციელა კიდევაც. კომპანიას კი დაარქვა Vursan Salah . ასე გრძელდებოდა 1992 წლამდე ვიდრე თურქი კონსტრუქტორი არ გამოიგონებდა იმ დროისათვის ერთადერთ თურქულ ნახევრადავტომატულ თოფს , მისი წარმოება გრძელდებოდა ზუსტად ათი წელი ვიდრე არ შეიერთა ბერეტას ჯგუფმა, და მიანიჭებდა ახალ სახელს Stoeger Silah Sanay .
ვიდრე ეს ვითარება შეიცვლებოდა,ვურსანის პარალელურად, მეოცე საუკუნის უკიდურეს მიწურულს კომპანიის ხელმძღვანელმა ჩამოაყალიბა პარალელური კომპანია სახელწოდებით ATA ARMS-ი , ამ კომპანიას ძირითადად მარზთავენ კონსტრუქტორის შვილები. ვურსანის გაყიდვის შემდეგ კი ''ატამ'' გააგრძელა ტრადიციული თოფების გამოშვება. 2009 ში კი წარმოებაში ჩავიდა მოდელი "ატა ნეო" 12. ამ პერიოდისთვის ამ თურქულ ბრენდს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა გააჩნია.
ATA NEO 12.
ესაა ინერციული სისტემის ნახევრად ავტომატური მოქმედების თოფი, რომელიც შექმნილია და დაპროექტებულია თურქეთში, კომპანიაში ატა არმზი. ინერციული სისტემა ავტორი ბრუნო ჩივოლინია, კონკრეტულად კი მისი პატენტის ბაზაზეა გაკეთებული. ეს უკანასკნელი კი იტალიელი კოსნტრუქტორ გამომგონებელია რომელიც რამდენი მე წლის განმავლობაში ბენელ არმზში მუშაობდა შემდფეგ კი ბერეტაში.



როგორც ვთქვით თოფის კონსტრუქციაზე გავლენა იქონია იტალიურმა საიარაღო მიღწევებმა, მაგრამ მისი დიზაინი საკმაოდ ორიგიუნალურად გამოიყურება. ხელში აღებისას საკმაოდ სასიამოვნო შდაბეჭდილებები იქმნება, მეტალის ნაწილების დამუშავება "შეირაღებული" თუ შეუიარაღებელი თვალით ჩანს რომ მაღალ დონეზეა, არავითარი ზედმეტი მეტალის ნაწილები და უხეში წიბოები არ არსებობს, კონდახი და ტიპჟირი დახვეწლი დიზაინისაა, დამუშავება და მასზე დატანებული ბადე კი მაღალი ხარისხის, სამიზნე თამასა და კორა ყოველგვარი დეფექტების გარეშე ძალიან სიმეტრიულია ყველა თვალსაჩინო დეტალი, ხისა და რკინის შეერთების ადგილები მაქსიმალურად ზუსტი, საერთო ჯამში ვიტყოდი რომ თოფი ერგონომიკულია სრული ამ სიტყვის ნიშვნელობით, კონდახი მაქსიმალურად უნივერსალურია თუმცა დავამატებდი რომ კონდახის სიგრძე როგორც ასეთი მაღალი ადამიანისთვისაა გათვლილი, გრძელი ხელებით. თუ შეიძლება საერთოდ ნახევარავტომატურ თოფზე ითქვას დბალანსებული , "ატა ნეო'' 12 ნამდვილად მშვენიერი ბალასნისაა, მითუმეტეს თუ მჭიდში 1-2 ვაზნაა, აშკარაა რომ იარაღი კეთილსინდისიერაადაა გაკეთებული.
რათქმაუნდა თურქული იარაღი ევროპის ქვეყნებში მათ შორის საქართველოში არ გაიყიდება თუ ის შესაბამის გამოცდას არ გაივლის, არსებობს საყოველთაოდ მიღბული ევროპული და ამეიკული ტესტი რომელიც ნებისმიერმა საინპორტო იარაღმა უნდა დააკმაყოფილოს, ატას ამ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა.
ატა ნეო 12 ის მექანიზმის კოლოფი დღეისათვის ფართოდ გავრცელებული მსუბუქი შენადნობისგანაა დამზადებული, კერძოდ კი ალუმინის შემცველობის, რომელიც თავის კლასში იძლიერესია მარკაა 7012 T6. სალულე ფოლადი ასევე თანამედროვე, ქრომ მოლიბდენის შემცველობისაა და მისი მარკაა 42CrMo4-4140. ექსპლოატაციაში კი მისი მაჩვენებელია 1370 ბარი , რაც ორჯერ მაღალია მაგ. რიგითი რუსულუ თოფის მაჩვენებელზე.
საკონდახე მასალას რაც შეეხება თურქეთში მისი დეფიციტი ნამდვილად არაა, თუმცა ფირმა ბიუჯეტურ მოდელებზე მაღალი კლასის კაკლის დაყენებისგან თავს იკავებს. ეს ლოგიკურიცაა. აი ძვირფას მოდელებზე შესანიშნავი ხარისხის, პრემიუმ კლასის ფესვის მერქანით კეთდება ხის ყველა ნაწილი. რათქმაუნდა არც ატაა გამონაკლისი და თავის კონდახებში ისიც მიმართვს ე.წ. xtra wood ის ტექნიკას, დაიტანოს ნახატი ღარიბი ტექსტურის მქონე მასალაზე.
ატას ტესტირების დროს გსროლი იქნა 10 000 ვაზნა რომლის დროსაც თოფს არავითარი ცვლილება არ განუცდია, არავითარი დეტალი არ გამოსულა მწყობრიდან. თოფი უპრეტენზიოა ვაზნების ჭურვის წონის მიმართ, 28 დან 52 გრამამდე. თუმცა 24 გრამიანი ვაზნებიც უპრობლემოდ გადატენა, ჩვენი ტესტირების დროს მე მივედი იმ დასკვნამდე რომ : მცირე მუხტიანი ვაზნების გადატენვას ხელს უშლის ქარხნულ ვაზნებში მაღალი ქუდი, დაბალ ქუდიანები კი უპრობლებოდ გადაღეჭა თოფმა.
სვაზნე გაბურღულია 76 მმ ვაზნაზე, სადაც შესაძლებელი ჩეულებრივი 70მმ-ი და მაღალი სიმძლავრის ვაზნებსი გამოყენება წარმატებით.

ზოგიერთ მოდიფიკაციებს აქვს სავაზნე 89 მმ.
ლულის სიგრძე შეიძლება იყოს 61 , 71 და 76. . სამიზნე თამასა გაგრილების ფუნქციით, სლაგ თოფებზე თამასა არაა. სამიზნე კორა ფლუორესცენტული, ფერადი ბოჭკოვანი მასალის, რომელიც ორი ძირითადი ფერისაა წითელი და მწვანე, იშვიათად თეთრი.


თოფი აღჭურვლია საცვლელი ჩოკებით , კომპლექტში შედის 5 მობილური ჩოკი რომელიც ნებისმიერ სანდირო ობიექტზე ნადირობისთვის ნებისმიერი შევიწროების დაფიქსირების საშუალებას იძლევა. სურვილის მიხედვით კი შესაძლებელია ლულის დამაგრძელებლის ჩახრახნვა რომლიც 10 სმ. და მისი შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს



საწრაფი დამიზნების დროს ასეთი კორა უდაოდ ძალიან მოსახერხებელია. ლულის შიდა დიამეტრი 18,4 მმ ია.
სავაზნე მჭიდი ტრადიციულია და მოთავსებულია ტიბჟირში, მისი ტევადობა 5 ვაზნაა 70მმ და 4 ვაზნა 76 მმ-ი.
ატა ნეო 3000გრამია, მოდელების მიხედვით ატას თოფები 2800 დან 3200 გრამამდეა, ეს უკანსკნელი მაჩვენებელი მაქსიმულია.
თოფი გამოდის 4 სხვადასხვა ტიპის კამუფლირებით ! ასევე რამოდენიმე ტიპის პლასტიკიური კონდახით და ცევიოთი.
თოფის დაშლა მექანიზმის გასუფთავების მიზნით ძალიან მარტივია, ყოველგვარი სპეც-ინსტრუმენტების გარეშე ხდება.


როგორც უმეტეს ნახევარავტომატურ თოფებს ატასაც ტრადიციუი მცველი აქვს, სასხლეტის უკან "ფარზე"


ბალისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება არ დავკმაყოფილდით მშობლიურ საიტზე არსებული ინფორმაციით და შევეცადეთ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა თოფის მექანიზმის მუშაობასა და ბრძოლის ხარისხზე.



ტესტური გასროლები ჩავატარეთ საყოველთაოდ მიღებული ტესტის მიხედვით, 100 X 100 სმ მაშტაბის ფორმატზე 35 მეტრ დისტანციაზე. სადაც მისროლის შემდეგ დაიხაზა 75 სმ -ი დიამეტრის წრე, მონაცემები შესაბამისი წესებით დადგინდა. კერძოდ:
1) ATA NEO 71 სმ ლულით, ჩოკური შევიწროება 0,5 მმ. სროლის მანძილი 35 მეტრი (მანძილმზომით) სფანთი #7 , ვაზნაში 34 გრამი ანუ 476 მარცვალი. ფორმატს მოხვდა 273 მარცვალი , 75 სანტიმეტრიან წრეში კი მოთავსდა 258 ცალი ჯამში 54 %
2)ჩოკური შევიწროება 0,75 მმ სროლი მანძილი 35 მეტრი, საფანტი #7 ,34 გრამი ანუ 476 მარცვალი,75სასნტიმეტრიან წრეში მოავსდა 303 ჟამში 63 %
3)ჩოკური შევიწროება 1 მმ სროლის მანძილი 35 მეტრი, საფანტი # 7 , 34 გ ანუ 476 მარცვალი, 75 სანტიმეტრიან წრეში მოთავსდა 298 მარცვალი ჯამში 62 % (პრადოქსია) მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარა იყო საფანტის ცენტრისკენ მიჯგუფება.
4)ATA NEO 12 ჩოკური ევიწროება 1მმ ლულის სიგრძე 81 სმ ფორმატი A3 (61X 86) საფანტი #7,24გ სულ ფორმატს მოხვდა 239 მარცავალი 50%
5)ატა ნეო12 ჩოკური შევიწროება 1 მმ ლულის სიგრძე 71სმ, ფორმატი A3 საფანტი #7,24გ 245 მარცვალი 51%
6)ატანეო 12 ჩოკური ჩევიწროება 1 მმ ლულის სიგრძე 81 სმ დისტანცია 50 მეტრი ! ფორმატი A3 საფანტი # 2 34გ ანუ სულ 108 მარცვალი,ფორმატს მოხვდა 55 მარცავლი ანუ 51%
7)ატა ნეო12 ჩოკური შევიწროება 1მმ-ი ლულის სიგრძე 81სმ 70მ #2 34გ სულ 108 მარცვალი, ფორმატს მოხვდა 19 მარცავლი 17%
8)ატა ნეო 12 ჩოკური შევიწროება 0,25მმ ლუის სიგრძე 71 სმ, მანძილი 20მეტრი ფორმატი A3 , საფანტი #9 31გ, ვაზნაში 672 ცალი, ფორმატს მოხვდა 472 ცალი ჯამში 70 %
შედარებისთვის მპ 153 , ჩოკური სევიწროება 0,25 მმ ლულა 71 სმ, მანძილი 20 მეტრი ფორმატი A3 საფანრტი იგივე ფორმატს მოხვდა 459 მარცვალი ჯამში 68% ამ ბოლო ორი მისროლის შედეგი ადვილად ჩანს სურათზე.

მპ 153 ქვევით

როგორც ზემოთ ავღნიშნე საფანტის სიბურჯღლესთან ერთად უნდა დადგენილიყო მისი ჭრა, ანუ მოხვედრის ძალის მაჩვენებელი. სროლა მიმდინარეობდა იმავე 35 მეტრზე იმავე # 7 საფანტით. მშრალ (რამდენიმე წლის) ფიჭვის ფიცრებზე. შედეგად შუაში მოხვედრლი საფანტები (ყველაზე დიდი ენერგიით და სიჩქარით) ისეთ სიღმეზე შევიდა ფიცარში რომ საერთოდ არ ჩანდა, სავარაუდოდ 3ჯერ ღმად საკუთარ სიმაღლეზე, გვერდითი და უკანა მარცვლები კი მეტნაკლებად სკუთარი სიმაღლის სიღრმეზე, ზოგიც საერთოდ არ შევიდა ფიცარში მაგრამ ეს უკვა საერთოდ გვერდითი და უენერგიო საფანტები იყო. ასეთი რათქმუნდა სულ რამოდენიმეცალი.


დავინტერესდით ასევე ტყვიის სროლა რა შედეგებს მოგვცემდა, ამისთვის A3 ფორმატზე მოვათავსეთ სამიზნე დიამეტრით 17სმ-ი.
სროლის მანძილი 45 მეტრი. ჩოკური შევიწროება წმინდა ცილინდრი. ტყვიები გამოვიყენეთ ხელთ არსებული. კერძოდ "მონოლითი" და "გუალანდი"

ამინდი იყო ტყვიის სროლისთვის ცუდი, ქროდა საკმაოდ ძლიერი ქარი. ვისროდით ჩოქელა მაგრამ თოფის ლულა არ იყო ფიქსირებული რაც შედეგზეც აისახა :
"გუალანდი" მოთავსდა 22 სმ-ი დიამეტრის წრეში
"მონოლითი" მოთავსდა მართკუდხედში 22 X 8,5 სმ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ ქარი უარყოფიტად მოქმედებდა ლულაზე.

პარალელურად შევამოწმეთ ტყვიის შეღწევადობა,ამისთვის გამოვიყენეთ მშრალი ფიჭვის ფიცრები. "გუალანდმა" შეაღწია 12 სმ-ზე
"მონოლითმა" 16,5 სმ-ზე და გამჭოლად გაიარა ფიცრებში.
საერთო ჯამში 'ნეო12'-მა სასიამოვნო გრძნობა დაგვიტოვა, ტყვიების მიმართ უპრეტენზიო ჩანს(გარდა მსუბუქი ჭურვის მქონე ვაზნებისა რომელსაც შერჩევა უნდა და უპრობლებოდ იმუშავებს) 'ნეო 12'-ის უარყოფით თვისებებზე დრო მოგვითხრობს, ნამდვილ შემოწმებას ხანგრძლივი ნადირობების შედეგად მივიღებთ.
დრეისათვის ATA ARMS- ის წლიური წარმოებაა 25 000 ერთეული თოფი.

თემა მომზადებულია Davitus, geojorjika და Bonehill-ის მიერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Bonehill   ATA NEO 12   Dec 3 2009, 13:40
- - nikoloza_migina   გილოცავ.. მაგარია   Nov 10 2011, 14:51
- - Bonehill   romeo 1 მშვენიერი აგრე...   Nov 11 2011, 08:40
- - gsx   ეგ 1.2იანი ჩOკი ცალკე ...   Nov 11 2011, 14:39
- - romeo 1   3 სმ. სიგრძის 1.2 მმ. ჩო...   Nov 12 2011, 20:06
- - gsx   რამდენი გრამიდან ი...   Nov 12 2011, 21:42
- - romeo 1   28 გრამიანები უპრობ...   Nov 13 2011, 21:25
- - woodman   ისვრის მე ვისროლე ...   Nov 14 2011, 21:44
- - romeo 1   გასაგებია! ჩემთვ...   Nov 15 2011, 09:26
- - woodman   ისე ძველი მოდელი უ...   Nov 15 2011, 19:28
- - woodman   ძმებო ATA NEO 12 SYNTETIC 710mm. შე...   Dec 6 2011, 19:13
- - PREDATOR   გილოცავ!   Dec 6 2011, 19:16
- - woodman   დიდი მადლობა   Dec 6 2011, 19:28
- - ზახარა   woodman გილოცავ!   Dec 6 2011, 19:39
- - Fishman   woodman გილოცავ გილოც...   Dec 6 2011, 20:09
- - woodman   არა მგონი არააქვთ ...   Dec 6 2011, 20:33
- - Bonehill   გილოცავ სურათები გ...   Dec 6 2011, 22:10
- - T A M P L I E R   woodman გილოცავ   Dec 7 2011, 09:47
- - kajuberi   woodman გილოცავ ძმა პირ...   Dec 7 2011, 10:22
- - woodman   რათქმა უნდა მეც ძა...   Dec 7 2011, 10:32
- - ჭალიმგელა   woodman გილოცავ, დააგდე...   Dec 7 2011, 10:55
|- - woodman   სურათს 8 დგეში დავდ...   Dec 7 2011, 18:57
- - kajuberi   სურათების დადება მ...   Dec 7 2011, 11:26
- - T A M P L I E R   kajuberi http://imageshack.us/   Dec 7 2011, 11:50
- - kajuberi   T A M P L I E R ეგეც ვნახე ძ...   Dec 7 2011, 11:52
- - მაქსიმუსა   http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_...   Dec 12 2011, 09:11
- - PREDATOR   - - - ეს ატა ნეო არარ...   Dec 12 2011, 17:41
- - alika77   მაგ საიტზე ეტყობა ...   Dec 12 2011, 18:02
- - T A M P L I E R   RE: ATA NEO 12   Dec 12 2011, 18:05
- - romeo 1   ATA CY არის ეგ თოფი გაზ...   Dec 12 2011, 19:30
- - მაქსიმუსა   დიდი მადლობა ყველა...   Dec 12 2011, 21:18
- - Bonehill   alika77 რათქმაუნდა სის...   Dec 12 2011, 21:26
- - Davitus   PREDATOR ძველი ფასია ეგ,...   Dec 12 2011, 23:32
- - leodone   ATA NEO Synthetic Gray, 12 Ga, 71 cm. or 76 cm., 4...   Dec 14 2011, 12:15
|- - მაქსიმუსა   ციტატა(leodone @ Dec 14 2011, 13...   Dec 16 2011, 18:23
- - kajuberi   leodone გილოცავ ძმა წარ...   Dec 14 2011, 12:55
- - leodone   გაიხარეე   Dec 14 2011, 13:14
- - leodone   რაც შეეხება გილზებ...   Dec 14 2011, 13:23
|- - gogita.m   ციტატა(leodone @ Dec 14 2011, 14...   Dec 14 2011, 16:42
|- - Maverick   QUOTE (leodone @ Dec 14 2011, 14:23) რ...   Dec 14 2011, 17:36
- - leodone   35 გ მაქვს დატენილი ...   Dec 14 2011, 19:34
- - leodone   სურატს ვერ ვდებ არ ...   Dec 14 2011, 21:42
- - romeo 1   leodone გილოცავ ატას შე...   Dec 16 2011, 19:06
|- - woodman   რომეოს გაუმარჯოს...   Dec 16 2011, 19:12
- - leodone   გაიხარეთ . მაგარი გ...   Dec 16 2011, 19:17
|- - woodman   რომელი ატა ნეო გაქ...   Dec 16 2011, 19:21
- - leodone   კაკლის კონდახით კა...   Dec 16 2011, 19:43
- - leodone   ისე რა მაინტერესებ...   Dec 16 2011, 19:55
|- - woodman   კარგად იტანს მარა ...   Dec 17 2011, 00:50
|- - მაქსიმუსა   ციტატა(leodone @ Dec 16 2011, 20...   Dec 17 2011, 12:05
- - leodone   გიუნა შენ ის დაწერ...   Dec 17 2011, 17:42
|- - woodman   ატა ნეო 12 თუ შეიძინ...   Dec 17 2011, 21:32
- - leodone   აი გამოვიტანე ჩემი...   Dec 26 2011, 18:29
|- - მაქსიმუსა   ციტატა(leodone @ Dec 26 2011, 19...   Dec 26 2011, 19:39
- - T A M P L I E R   woodman პიემების ყუთი ს...   Dec 26 2011, 18:31
- - leodone   ოკ   Dec 26 2011, 23:38
- - leodone   მადლობ გიო მიზნობრ...   Dec 26 2011, 23:42
- - romeo 1   გილოცავ აბა leodone ATA-ს ...   Dec 27 2011, 15:06
- - leodone   გაიხარე   Dec 27 2011, 16:54
- - leodone   გამარჯობათ თქვენი ...   Jan 8 2012, 20:39
- - gsx   სავარაუდოდ არაფერ...   Jan 8 2012, 21:30
- - გოგა   ციტატა2,3 თუ ივარგებ...   Jan 9 2012, 00:42
- - leodone   იტალიური წამალი რა...   Jan 9 2012, 11:03
- - romeo 1   სოკოლოთ რომ ვტენიდ...   Jan 9 2012, 11:30
- - leodone   სახელი არ ვიცი თორ...   Jan 9 2012, 15:19
- - მაქსიმუსა   შენ კაცო რა ყოფილხ...   Jan 9 2012, 18:02
- - leodone   მართალი ხარ რაგაცნ...   Jan 10 2012, 10:51
|- - მაქსიმუსა   ციტატა(leodone @ Jan 10 2012, 11...   Jan 10 2012, 11:53
- - მაქსიმუსა   ისე არ ვიცი პრაქტი...   Jan 10 2012, 12:10
- - T A M P L I E R   მაქსიმუსა ვიდეო ა...   Jan 10 2012, 12:35
- - romeo 1   ვნახე ვიდეო და მემ...   Jan 10 2012, 14:22
- - მაქსიმუსა   ხო რავი ცოტა დამაჯ...   Jan 10 2012, 14:32
- - leodone   გიო გუშინ 28 გრამიან...   Jan 10 2012, 15:59
- - woodman   არაფერს არ მაიმუნო...   Jan 10 2012, 18:49
- - leodone   26 დეკემბერს გამოვი...   Jan 10 2012, 18:53
- - romeo 1   28 გრამიანები ატას ქ...   Jan 10 2012, 18:56
- - alika77   თურქებს ხომ აქვთ ლ...   Jan 10 2012, 19:00
- - woodman   მართალი ხარ მაგის ...   Jan 10 2012, 19:06
- - romeo 1   არც მე მივიდებ მხა...   Jan 10 2012, 19:38
- - woodman   რომეო მე 24 ზე გამიჭ...   Jan 10 2012, 19:57
- - romeo 1   რა თქმა უნდა, 100-150 გა...   Jan 10 2012, 20:04
- - woodman   მაგდენი არც მისვრი...   Jan 10 2012, 20:07
- - romeo 1   ხოდა ყფრო კარგი მა...   Jan 10 2012, 20:08
- - woodman   პროსტა რომ იკაწრებ...   Jan 10 2012, 20:30
- - leodone   რა იკაწრება ლულა თ...   Jan 10 2012, 22:07
- - woodman   ლულაც და კოლოფიც კ...   Jan 11 2012, 17:48
- - Fishman   მოკლედ, მეღირსა და ...   Jan 11 2012, 20:42
- - nikoloza_migina   გილოოცავ, სულ კარგ ...   Jan 11 2012, 20:50
- - alika77   გილოცავ შედეგიან ნ...   Jan 12 2012, 02:22
- - Fishman   nikoloza_migina alika77 დიდი მად...   Jan 12 2012, 11:46
- - მაქსიმუსა   გილოცავ! ეგ ერთი დ...   Jan 12 2012, 11:57
- - Fishman   მაქსიმუსა მადლობ...   Jan 12 2012, 18:03
- - მაქსიმუსა   ხო აბა მიდი 28 გრამი...   Jan 12 2012, 21:02
- - Fishman   მითხრეს ჯერ საშუალ...   Jan 12 2012, 21:50
- - woodman   ლაშა გილოცავ ძმაო ...   Jan 12 2012, 22:48
- - mmm777mmm   შეიძლება ამ კითხვა...   Jan 13 2012, 00:33
- - შუკა   mmm777mmm ამ თემებს გადა...   Jan 13 2012, 00:40
|- - mmm777mmm   ციტატა(შუკა @ Jan 13 2012...   Jan 13 2012, 00:52
- - Fishman   woodman მადლობა ირაა...   Jan 13 2012, 01:27
- - Davitus   Fishman გილოცავ ძაღლი ...   Jan 13 2012, 09:27
- - romeo 1   მეც უერთდები მილოც...   Jan 13 2012, 09:32
3 გვერდი V  < 1 2 3 >

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2025 - 08:55