ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#1201
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
კუდიგორელი ინგლისური პოინტერი May 19 2009, 16:49
Fishman Davitus
ხო ალბათ, თორე ... Nov 23 2011, 00:30
Alik Fishman-ნეტავ გაგვიზია... Nov 23 2011, 07:51
Alik და რა არის ის მთავა... Nov 23 2011, 07:57
AlekoN Alik
ციტატა(Alik @ 22nd November... Nov 23 2011, 09:10
Alik კითხვა იყო კონკრეტ... Nov 23 2011, 09:46
Alik ეს კი სურათები რომ ... Nov 23 2011, 10:06
kupra კაია კაი ძაან ლამა... Nov 23 2011, 12:06
Fishman Alik
მე იმდენი არ ვიც... Nov 23 2011, 13:27
გოგა ციტატა(AlekoN @ 23rd November 201... Nov 23 2011, 17:24
axotnik adjari RE: ინგლისური პოინტერი Nov 23 2011, 21:35
Alik საველე ღირსებებს რ... Nov 24 2011, 09:18
Maverick QUOTE (Alik @ Nov 24 2011, 10:18) ამ... Nov 24 2011, 10:07
kajuberi ციტატა(Alik @ 24th November 2011 ... Nov 24 2011, 09:45
kajuberi ციტატა(Nikolo @ 24th November 201... Nov 24 2011, 10:18
Maverick მოკლედ ჩვენ ამ თემ... Nov 24 2011, 10:35
kajuberi ციტატა(Nikolo @ 24th November 201... Nov 24 2011, 10:40
Maverick QUOTE (kajuberi @ Nov 24 2011, 11:40) ს... Nov 24 2011, 10:51
kajuberi Maverick
დამასწარი მაგი... Nov 24 2011, 10:57
AlekoN Alik
ციტატა(Alik @ 24th November... Nov 24 2011, 11:38
გოგა Alik
პატივს ვცემ თქვე... Nov 24 2011, 11:42
nikusha2001 მომიტანეს ჩემი პოი... Nov 24 2011, 12:05
AlekoN Alik
თქვენ გსურთ, რომ ... Nov 24 2011, 12:18
AlekoN Alik
ციტატა(Alik @ Nov 23 2011, 0... Nov 24 2011, 12:54
Alik AlekoN-ახლა სანადიროთ ... Nov 24 2011, 13:33
Alik პატივცემულო AlekoN-ამ ... Nov 25 2011, 09:25
Alik მაგრამ ბევრს მოუდი... Nov 25 2011, 09:45
Alik ბევრი რამე საინტერ... Nov 25 2011, 10:01
AlekoN ციტატა(Alik @ Nov 25 2011, 11... Nov 25 2011, 23:18
Alik ძაღლის ჩამოყვანას ... Nov 25 2011, 10:20
Alik და კიდევ ერთი AlekoN-ლა... Nov 25 2011, 10:36
გოგა ციტატა(Alik @ 25th November 2011 ... Nov 25 2011, 10:46
Alik გოგა მე პირადათ ალ... Nov 25 2011, 11:01
Alik სტაბილურობა არის ფ... Nov 25 2011, 13:37
AlekoN Alik
ციტატა(Alik @ 25th November... Nov 25 2011, 20:32
dato 85 ისე ერთ რამეში ვეთ... Nov 25 2011, 22:12
dato 85 ჰო კიდე სულ დამავი... Nov 25 2011, 22:23
AlekoN Alik
ციტატა(Alik @ 25th November ... Nov 25 2011, 22:40
AlekoN dato 85
ციტატა(dato 85 @ 25th No... Nov 25 2011, 22:49
dato 85 ციტატა(AlekoN @ Nov 25 2011, 16... Nov 26 2011, 00:02
monadire batumeli ყველას მოგესალმებ... Nov 26 2011, 19:07
monadire batumeli //www.radikal.ru][/URL]"]Visit My Website[/ur... Nov 26 2011, 19:31
iason Alik,dato85,AlekoN,მეტად საინტ... Nov 26 2011, 22:01
dato 85 iason
ისე გადათარგმნ... Nov 26 2011, 22:11
monadire batumeli მეც გამოვეხმაურებ... Nov 27 2011, 13:21
dato 85 ციტატა(monadire batumeli @ Nov 27... Nov 27 2011, 21:22
nikusha2001 მე ახალი დარეგისტრ... Nov 27 2011, 14:38
Fishman ციტატამოტანა უჭირ... Nov 27 2011, 15:23
nikusha2001 ციტატა(Fishman @ Nov 27 2011, 16... Nov 28 2011, 21:13
T A M P L I E R dato 85
ციტატა(dato 85 @ 26th No... Nov 27 2011, 17:09
Maverick nikusha2001
გამოუსწორებე... Nov 27 2011, 17:28
nikusha2001 ციტატა(Maverick @ Nov 27 2011, 18... Nov 28 2011, 21:05
monadire batumeli აბა როგორი კაცია? Nov 27 2011, 20:22
AlekoN ციტატა(dato 85 @ Nov 26 2011, 23... Nov 27 2011, 20:46
dato 85 AlekoN
"dato 85-ს მიერ დად... Nov 27 2011, 21:27
monadire batumeli dato 85 ,, გენეტიკა ნამდ... Nov 27 2011, 22:04
dato 85 ციტატა(monadire batumeli @ Nov 27... Nov 28 2011, 00:45
AlekoN dato 85
მაგრამ მარტო წვ... Nov 27 2011, 22:36
kupra რა მაინტერესებს ეს... Nov 27 2011, 23:55
dato 85 ციტატა(kupra @ Nov 27 2011, 17... Nov 28 2011, 00:55
kupra ფერს კიდე რაც შეეხ... Nov 28 2011, 00:55
zknl "ამიტომ ის სისხლე... Nov 28 2011, 01:02
dato 85 ციტატა(zknl @ Nov 27 2011, 19... Nov 28 2011, 20:47
AlekoN dato 85
აი საღოლ!
zknl
ცი... Nov 28 2011, 12:13
monadire batumeli მე ვიცი ბატუმში 2 წლ... Nov 28 2011, 13:57
dato 85 ციტატა(monadire batumeli @ Nov 28... Nov 28 2011, 20:52
kupra რა მაინტერესებს კა... Nov 28 2011, 14:07
monadire batumeli მეც ერტი რამ არ მეს... Nov 28 2011, 18:33
dato 85 ციტატა(monadire batumeli @ Nov 28... Nov 28 2011, 20:58
AlekoN ეს გეიშას დედაა --- NABB... Nov 29 2011, 00:42
dato 85 AlekoN
მაგარი ძუა... სგა... Nov 29 2011, 02:56
kupra ეს ძაღლები ესპანელ... Nov 29 2011, 08:12
monadire batumeli აი ამ ხვადს მაგრად ... Nov 29 2011, 09:30
geo877 შნეპი ერთი უკვე წლ... Nov 29 2011, 11:44
AlekoN dato 85
ციტატა(dato 85 @ 29th No... Nov 29 2011, 15:48
AlekoN გეიშას ბუდობა -
გე... Nov 29 2011, 16:21
kupra საიდაანაა ეს ლეკვი... Nov 29 2011, 17:22
monadire batumeli მაგარი ლეკვია,,დზუ... Nov 29 2011, 18:26
dato 85 kupra
"ეს ძაღლები ეს... Nov 29 2011, 19:02
dato 85 AlekoN
ჰო მართლა, თვით... Nov 29 2011, 19:09
AlekoN dato 85
არტიზანი არა! ... Nov 29 2011, 23:45
iva75 AlekoN ეს ლეკვი თქვენ ჩ... Nov 30 2011, 14:41
Sergi88 გაუმარჯოს AlekoN. მაგა... Nov 30 2011, 18:16
kupra კაი ლაკვია ძაან ვნ... Nov 30 2011, 18:38
AlekoN iva75
Sergi88
ორივე ლეკვი ... Nov 30 2011, 19:36
monadire batumeli AlekoN ,,ეს ლეკვები აი ა... Nov 30 2011, 21:10
leo182 http://s017.radikal.ru/i434/1111/f0/f5cf98484364.j... Nov 30 2011, 21:37
AlekoN monadire batumeli
მაგ ბუდობი... Nov 30 2011, 21:59
AlekoN ციტატა(tedo_axodnik @ 30th Novemb... Nov 30 2011, 22:08
AlekoN გეიშას ბუდობაში ორ... Nov 30 2011, 22:17
Sergi88 გამიხარდა კარგი სი... Nov 30 2011, 23:00
kupra კაი ლეკვებია ვნახო... Nov 30 2011, 23:04
iason იტალიური სანადირო ... Dec 1 2011, 00:31
zknl AlekoN, ძალიან გამიხარ... Dec 1 2011, 02:02
Sergi88 AlekoN თუ საიდუმლო ა რ ... Dec 1 2011, 08:34
AlekoN zknl
ციტატა(zknl @ 1st December ... Dec 1 2011, 13:47
kupra ციტატა(AlekoN @ Dec 1 2011, 14... Dec 1 2011, 20:21
monadire batumeli AlekoN ,, დაგეტანხმები რ... Dec 1 2011, 14:55
iva75 AlekoN
და რამდენი ხვად... Dec 1 2011, 21:08
AlekoN iva75
ერთი ძუთი კლუბი ... Dec 2 2011, 00:26
iva75 AlekoN
ციტატა(AlekoN @ 2nd Decem... Dec 2 2011, 09:33![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2025 - 17:42 |