IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1301


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - AlekoN   iva75 ციტატა(iva75 @ 2nd Decembe...   Dec 2 2011, 11:05
- - iason   კარგია და სასიხარუ...   Dec 3 2011, 08:50
- - AlekoN   გეიშას დედის Nabb DUCATI-ს...   Dec 5 2011, 14:43
- - გოგა   AlekoN ერთი სურათი გიდ...   Dec 5 2011, 18:26
- - dato 85   გოგა არ უჭირით, სი...   Dec 5 2011, 22:05
- - AlekoN   გოგა ციტატა(giorgevich ...   Dec 6 2011, 14:35
- - AlekoN   dato 85 ციტატა(dato 85 @ 5th Dec...   Dec 6 2011, 14:43
|- - dato 85   ციტატა(AlekoN @ Dec 6 2011, 08...   Dec 7 2011, 08:59
- - AlekoN   გეიშას მამის CYRUS-ის ...   Dec 6 2011, 20:48
- - nik@a   AlekoN და რა დაჯდა თვით...   Dec 7 2011, 12:53
- - AlekoN   nik@a უფროსი - 800 , უმცრო...   Dec 7 2011, 17:56
- - nik@a   AlekoN დიდი მადლობა, თუ...   Dec 7 2011, 20:51
|- - GIGO   ციტატა(nik@a @ Dec 7 2011, 21...   Dec 7 2011, 23:54
- - nik@a   [b]GIGO[/ მადლობა მეგობა...   Dec 8 2011, 10:04
- - monadire batumeli   AlekoN,, კარგაი რომ მარტ...   Dec 8 2011, 14:27
- - nik@a   monadire batumeli და აზრის გა...   Dec 8 2011, 16:05
- - AlekoN   monadire batumeli ჩემი აზრით, ...   Dec 8 2011, 18:22
- - axotnik adjari   RE: ინგლისური პოინტერი   Dec 8 2011, 18:45
- - monadire batumeli   AlekoN,,დაგეტანხმები რ...   Dec 8 2011, 20:25
- - nik@a   არა ეს კი გავიგე მა...   Dec 8 2011, 21:59
- - AlekoN   monadire batumeli რა თქმაუნდა...   Dec 8 2011, 22:07
- - monadire batumeli   nik@a ,, 9 ტვის დზაგლი იკ...   Dec 9 2011, 11:47
- - AlekoN   monadire batumeli ჩვენ რაც შე...   Dec 9 2011, 11:53
- - nik@a   monadire batumeli გაიხარე მად...   Dec 9 2011, 17:09
- - AlekoN   nik@a გვინდა რომ, საწყ...   Dec 9 2011, 21:20
- - monadire batumeli   ჩემი აზრიტ ფერს გა...   Dec 9 2011, 21:29
- - AlekoN   ფოტო განწყობისთვი...   Dec 10 2011, 23:54
- - Davitus   მაგარი ფოტოა   Dec 11 2011, 01:31
- - nik@a   კი ბატონო გეთანხმე...   Dec 11 2011, 12:32
- - Davitus   nik@a ფერი გემოვნები...   Dec 11 2011, 17:11
- - Fishman   AlekoN აუ რა სერიოზულ...   Dec 11 2011, 20:18
- - AlekoN   უკრაინულ ფორუმზე გ...   Dec 11 2011, 20:38
- - Fishman   კი ეგ მივხვდი ოთხი ...   Dec 11 2011, 21:02
- - AlekoN   ახლა გავეცნოთ გედი...   Dec 13 2011, 22:54
- - dato 85   რიგირთ მეოთხე ფოტო...   Dec 14 2011, 00:50
- - dato 85   HARDY du Bois des Perches (რიგით მე-...   Dec 16 2011, 03:19
- - giga_megu   AlekoN ალეკო გავგიჟდი ...   Dec 20 2011, 10:07
- - გიორგი   მოკლედ სხვა (შესაბ...   Dec 20 2011, 12:01
- - GIGO   RE: ინგლისური პოინტერი   Dec 20 2011, 22:45
- - ჩელე   გიორგი ციტატამოკ...   Dec 21 2011, 20:54
- - ლეკი   გიორგი თუ დედ-მამა ...   Dec 21 2011, 22:27
- - გოგა   ლეკი რომელი კლუბი ...   Dec 21 2011, 23:41
- - ლეკი   მაგას გავარკვევ და...   Dec 22 2011, 00:02
- - გიორგი   დედ მამის საბუთი მ...   Dec 22 2011, 00:12
|- - Maverick   QUOTE (გიორგი @ Dec 22 2011, 01...   Dec 23 2011, 09:22
- - ნუკრიMax   ციტატა(გიორგი @ 22nd ...   Dec 22 2011, 22:51
- - ლევანი   ციტატა(Nukry @ 23rd December 2011...   Dec 23 2011, 00:53
- - შუკა   RE: ინგლისური პოინტერი   Dec 25 2011, 19:52
- - T A M P L I E R   შუკა ვისია??   Dec 25 2011, 20:06
- - შუკა   სულხანასი.. 2 კვირი...   Dec 26 2011, 16:05
- - gocha-tita   შუკა როგორ ხარ? რა...   Dec 26 2011, 20:01
- - შუკა   გოჩა კარგად ჯიგარ...   Dec 26 2011, 22:32
- - გიორგი   Maverick გაიხარე წელს რ...   Dec 29 2011, 22:55
- - royyy   გამარჯობათ,ყველას ...   Jan 12 2012, 22:24
- - iason   მიიყვან ვეტერინარ...   Jan 12 2012, 22:46
- - royyy   2 თვის ხდება ჩემი რო...   Jan 13 2012, 10:22
- - royyy   http://www.youtube.com/watch?v=SoRyv3rpB5Q...20E5B...   Jan 13 2012, 11:31
- - royyy   ერთი სული მაქ როდი...   Jan 13 2012, 17:02
- - zknl   თხოვნა მაქვს, თუ ვი...   Jan 14 2012, 04:12
- - giga_megu   ულამაზესი ნახატი გ...   Jan 20 2012, 22:51
- - kupra   RE: ინგლისური პოინტერი   Jan 20 2012, 23:13
- - giga_megu   პოინტერის ულამაზე...   Jan 20 2012, 23:15
- - გოგა   ციტატარას უწუნებ კ...   Jan 22 2012, 21:02
- - kupra   ააა რავარ სტოიკაზე...   Jan 23 2012, 03:41
- - ლეკი   ჩემი ვაჟკაცი...   Jan 23 2012, 13:44
- - monadire batumeli   ჩემი პოინტერი პერი...   Jan 23 2012, 21:04
- - monadire batumeli   RE: ინგლისური პოინტერი   Jan 23 2012, 21:09
- - kupra   კაი დიდი ვინმეაა ი...   Jan 23 2012, 22:59
- - royyy   ბათუმელ მაგრად ნად...   Jan 24 2012, 23:31
- - giga_megu   აბა როგორი ლეკვები...   Jan 26 2012, 18:11
|- - Assasin   ციტატა(giga_megu @ Jan 26 2012, 1...   Jan 28 2012, 12:00
- - monadire batumeli   kupra,, კი ბრატ გეტანხმ...   Jan 27 2012, 18:33
|- - kupra   ციტატა(monadire batumeli @ Jan 27...   Jan 27 2012, 22:43
- - dato 85   monadire batumeli თქვენ ძაღლ...   Jan 27 2012, 19:28
- - AlekoN   პოინტერი მეფეა! ----...   Feb 16 2012, 21:58
- - kupra   ძაან მაგარია AlekoN თუ ...   Feb 17 2012, 11:36
- - AlekoN   გეიშა დაახლოებ...   Feb 17 2012, 13:13
- - კუდიგორელი   ეს ჩემი ბასა, კენჭი...   Feb 17 2012, 19:06
- - monadire batumeli   kupra,, შენი აზრი გაქვს ...   Feb 18 2012, 18:37
- - kupra   monadire batumel... საწყენად ა...   Feb 18 2012, 19:04
- - axotnik adjari   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 18 2012, 19:40
- - axotnik adjari   კუპრა ამ ძაღლზე ნა...   Feb 18 2012, 19:45
- - kupra   ვააა ვერ გავიგე რა ...   Feb 18 2012, 20:11
- - monadire batumeli   მალადეც კარგად არჩ...   Feb 18 2012, 20:16
- - dato 85   AlekoN ვაა, რა კარგი ლე...   Feb 18 2012, 20:19
- - axotnik adjari   კარგი რა ვიტომ კარ...   Feb 18 2012, 20:52
- - Fishman   axotnik adjari რას გწერენ ...   Feb 18 2012, 23:58
- - kupra   პოინტერი როა ეგ მე...   Feb 18 2012, 23:58
|- - monadire batumeli   ციტატა(kupra @ Feb 19 2012, 00...   Feb 19 2012, 10:41
- - monadire batumeli   აი საგვარეულოც და ...   Feb 19 2012, 10:49
|- - შადი შამოდი   ციტატა(monadire batumeli @ Feb 19...   Feb 19 2012, 12:31
|- - monadire batumeli   ციტატა(შადი შამოდი...   Feb 19 2012, 12:48
- - ლეკი   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 19 2012, 11:25
- - ჭალიმგელა   monadire batumeli მე პირიქით ...   Feb 19 2012, 13:20
|- - monadire batumeli   ციტატა(ჭალიმგელა ...   Feb 19 2012, 15:12
- - შადი შამოდი   იმერეთის მონადირე...   Feb 19 2012, 13:42
|- - monadire batumeli   ციტატა(შადი შამოდი...   Feb 19 2012, 15:06
- - შადი შამოდი   ამიტომაა აუცილებე...   Feb 19 2012, 17:09
38 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 02:20