IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #601


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - Fishman   kupra ამ სურათში ვერ...   Nov 4 2011, 21:56
- - kupra   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Nov 5 2011, 21:08
- - kupra   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Nov 5 2011, 21:25
- - dato 85   ეს სატიტი რომ არ და...   Nov 11 2011, 01:25
- - kupra   არა სეტერიც ძაან მ...   Nov 11 2011, 01:40
- - dato 85   kupra კი აქვ ეგ პრობლე...   Nov 11 2011, 02:27
- - შუკა   ესეც დეიზი 8 თვის   Nov 27 2011, 12:13
- - Fishman   ეს კიდე 4 თვის რიჩი   Nov 27 2011, 16:17
- - T A M P L I E R   სასახელოები გაგეზ...   Nov 27 2011, 17:06
- - Fishman   გაიხარე ტამპლიერ ...   Nov 27 2011, 22:45
- - kupra   მაგარი მასტები არი...   Nov 27 2011, 23:45
- - გოგა   ციტატა(lashak @ 28th November 201...   Nov 27 2011, 23:46
- - kupra   გოგა მადლობა.   Nov 27 2011, 23:59
- - ჭალიმგელა   აქაც დავდებ. პერი დ...   Nov 28 2011, 00:37
- - Fishman   ვაააახ გუფი რო მომ...   Nov 28 2011, 00:58
- - Fishman   საუკეთესოს ირჩევე...   Dec 1 2011, 00:48
- - monadire batumeli   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Dec 3 2011, 00:31
- - monadire batumeli   მე ვიტყოდი რომ საქ...   Dec 3 2011, 00:35
- - ჭალიმგელა   monadire batumeli გთხოვთ ვიდე...   Dec 3 2011, 00:43
- - ჭალიმგელა   მოკლედ ჩავლე და გე...   Dec 5 2011, 10:37
- - Maverick   ბარემ ბასტი და ბუბ...   Dec 5 2011, 10:46
- - ჭალიმგელა   Maverick მე ზეზვა და მზი...   Dec 5 2011, 13:26
- - Fishman   რა მაგრები არიან! ...   Dec 5 2011, 14:11
- - ჭალიმგელა   Fishman მესამე ჰერცოგა...   Dec 5 2011, 15:19
- - Fishman   ჭალიმგელა გაზაფხ...   Dec 5 2011, 16:17
- - ჯეკო   ესეც ჰერცოგას ბეკი   Dec 5 2011, 17:04
- - iason   Canicaccia - Home - CaniCaccia იტალი...   Dec 5 2011, 22:30
- - axotnik adjari   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Dec 8 2011, 18:43
- - samo   ჭალიმგელა მაინც ვე...   Dec 10 2011, 16:55
- - ჭალიმგელა   samo ლინკი არ იხსნება...   Dec 10 2011, 17:05
- - iason   გაგიმარჯოთ! 100 მტე...   Dec 11 2011, 22:38
|- - samo   ციტატა(iason @ Dec 11 2011, 23...   Dec 11 2011, 23:11
- - coolboy   მაგარი ძაგლებია ლა...   Dec 19 2011, 17:22
- - coolboy   გამარჯობატ 4 ტვისა...   Dec 19 2011, 18:10
- - coolboy   გამაგებიეტ რა ვას...   Dec 19 2011, 18:30
|- - ლეკი   ციტატა(coolboy @ Dec 19 2011, 19...   Dec 19 2011, 20:30
- - T A M P L I E R   coolboy შემოვა ხალხი და...   Dec 19 2011, 18:56
- - ჭალიმგელა   coolboy 4 თვის ლეკვს ძალ...   Dec 19 2011, 20:26
- - GIGO   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Dec 20 2011, 22:13
- - Maverick   ძალიან ლამაზია, აი ...   Dec 21 2011, 10:09
- - coolboy   ჯიგრებო განსხვავე...   Dec 24 2011, 22:29
- - coolboy   მადლობტ პასუხისატ...   Dec 24 2011, 22:43
- - Fishman   coolboy ინგლისური სეტ...   Dec 24 2011, 23:15
- - dato 85   coolboy ლავერაკი არის ...   Dec 24 2011, 23:51
- - coolboy   მადლობ პასუხისტვი...   Dec 25 2011, 21:36
- - ჭალიმგელა   coolboy წყლისთვის თევზ...   Dec 25 2011, 21:58
- - ჰერცოგი997   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Dec 26 2011, 14:54
- - ჰერცოგი997   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Dec 26 2011, 14:59
- - T A M P L I E R   ვაა რა კაი ტიპია   Dec 26 2011, 15:02
- - Maverick   ჰერცოგი997 რა კარგი ...   Dec 27 2011, 09:18
- - coolboy   ირონია რა შუაშია ა...   Dec 27 2011, 11:53
- - ჭალიმგელა   coolboy პასუხი მეც გაგე...   Dec 27 2011, 12:06
- - coolboy   გაიხარე დზმაო კონკ...   Dec 27 2011, 13:06
- - ჯეკო   ესეც ბილის ცოტა ძვ...   Dec 27 2011, 20:52
- - Fishman   ჯეკო ეს ძალიან ძვე...   Dec 27 2011, 21:08
|- - ჯეკო   ციტატა(Fishman @ Dec 27 2011, 22...   Dec 29 2011, 11:19
- - ზახარა   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Dec 29 2011, 09:20
|- - sabo73   ციტატა(ზახარა @ Dec 2...   Dec 29 2011, 09:27
- - ჭალიმგელა   coolboy ეტყობა რაღაცაზ...   Dec 29 2011, 11:15
- - coolboy   მადლობა დროდა დრო ...   Dec 30 2011, 21:40
- - coolboy   სურატი როგორ დავდო...   Dec 30 2011, 22:55
- - ჭალიმგელა   აქედან ვტვირთავთ დ...   Dec 30 2011, 23:25
- - samo   big KIM მამა: პერი (რიჟა...   Jan 4 2012, 18:36
- - Maverick   ყოჩაღ სამო, კარგია, ...   Jan 5 2012, 08:46
- - ჰერცოგი997   ვა ვა კარგი ლეკვია ...   Jan 5 2012, 11:23
- - samo   ამ ძაღლის ტიტულებს...   Jan 5 2012, 15:51
- - ზახარა   ჩარლი 6 თვის   Jan 7 2012, 11:31
- - samo   ზახარა ვისი ძაღლებ...   Jan 7 2012, 12:35
- - ზახარა   samo http://ochopintre.ge/forum/index.php?showtop...   Jan 7 2012, 12:43
- - Maverick   მომწონს ზახარ, კარ...   Jan 7 2012, 15:16
- - Bonehill   კაი ვინმე დგება ! ...   Jan 7 2012, 21:54
- - amona   ჰა ჩემიც იდოს ბარე...   Jan 8 2012, 16:13
- - Maverick   amona აბა შენი იდოს, შე...   Jan 9 2012, 09:38
- - samo   ერთი თხოვნა მაქ ბი...   Jan 19 2012, 16:44
|- - ჭალიმგელა   ციტატა(samo @ Jan 19 2012, 17...   Jan 22 2012, 22:28
- - ჰერცოგი997   ესეც პატარა ბეკი თ...   Jan 22 2012, 21:59
- - kupra   კაი კაცი და კაი სეტ...   Jan 23 2012, 03:38
- - ჭალიმგელა   kupra ვინ არის?   Jan 23 2012, 08:33
- - kupra   არ ვიცი უბრალოთ ის...   Jan 23 2012, 14:30
- - ჯეკო   ესეც ბილი 6 თვის.   Jan 23 2012, 22:34
- - ჭალიმგელა   ბიბი და ბობო   Jan 25 2012, 23:23
- - გოგა   ერთად იზრდებიან ეს...   Jan 25 2012, 23:35
- - ჭალიმგელა   კარის მეზობლები არ...   Jan 25 2012, 23:55
- - ჰერცოგი997   უფ მაგრები არიან ტ...   Jan 26 2012, 00:37
- - topiani dzia   ჩემიც იგლისური ლა...   Jan 26 2012, 17:46
- - gsx   რაღა უნდა შეიცვალო...   Jan 26 2012, 17:58
- - Maverick   gsx რატომ 99%??? მე ის 1% უ...   Jan 26 2012, 19:51
|- - gsx   ციტატა(Maverick @ Jan 26 2012, 20...   Jan 28 2012, 15:43
- - ჭალიმგელა   topiani dzia ნუკრიმ მითხრ...   Jan 26 2012, 21:16
- - topiani dzia   კი არაუშავრს, როგო...   Jan 26 2012, 22:30
- - kupra   იფ კაია ლამაზია ...   Jan 28 2012, 13:01
- - T A M P L I E R   მართლაც   Jan 28 2012, 13:01
- - kupra   ჯიგიტ ნასტაიაში   Jan 28 2012, 13:18
- - შუკა   [URL=http://www.radikal.ru] ესეც ჩე...   Jan 28 2012, 17:40
- - gsx   რამხელაა?? ძალიან ...   Jan 28 2012, 17:53
- - შუკა   9 თვის ჯორია უკვე   Jan 28 2012, 17:58
- - ჭალიმგელა   გუფი 10 თვის   Jan 28 2012, 18:00
- - შუკა   ამათგან მაგარი ლე...   Jan 28 2012, 18:01
- - gsx   ჩემი 8 თვისაა ერთი ვ...   Jan 28 2012, 18:02
- - dato 85   ტყის ქათამზე... საფრ...   Jan 28 2012, 18:24
19 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th June 2025 - 21:00