სანათი საშუალებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სანათი საშუალებები |
![]()
პოსტი
#151
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
დაე იყოს ასე...
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#152
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ელექრო მანოკით, თოფზე მისამაგრებელი ფანრით ე.წ რეფლექტორით ღამე განათებით ნადირობა იკრძალება საქართველოს კანონმებლობით, ნადირობს წესების დარღვევა ადმინსტრაციული სამართალდარრვევათა კოდექსის 86 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. ეხლა მგონი სხვა მუხლია თუარვცდები.
|
|
|
![]()
პოსტი
#153
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოკლედ და კონკრეტულად, ბევრი პოლემიკა რომ არ გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, აგიხსნით მარტივად...
კიბატონო რეფლეკტორით ნადირობა იკრძალება და პირადად მე წინააღმდეგი ვარ მსგავსი მეთოდით ნადირობის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამაგრი რომელიც იყიდება ზემოთ ხენებულ პოსტებში, წარმოადგენს არა სუპერ დუპერ რეფლეკტორის სამაგრს, რომელიც გამოიყენება ბრაკონიერული მეთოდებით მოპოვებისთვის (მაგხელა ფარს უბრალოდ ვერ დაამაგრებ, მსგავსი პატარა მოწყობილობით) არამედ გამოიყენება ისეთი კომპაკტურ-ტაკტიკური ფანრებისთვის, რომელიც არც თოფის ბალანს არღვევს ძლიერად და არც ისეთ კაშკაშა გამოსხივებას გამოსცემს რომ ”მოწყვეტით მფრინავი იხვი გააჩეროს” (სასაცილოა მსგავსი არგუმენტები უბრალოდ) გადამფრენ იხვზე ნადირობის გამოცდილება მაქვს, იმხელა ალბათ ბევრ ”მოდას აყოლილ მონადირეს” არ დაესიზმრება, გადამფრენი იხვის გაჩერების მცდელობაც კი, ყველაზე დედისმხვნელი სუპერ რეფლეკტორით მსოფლიოში, იმდენად აბსურდია რომ განხილვადაც კი არ ღირს მსგავსი ფანრები, რომლებიც მაგრდება ლულის ქვეშ, მაქსიმუმ ანათებს 50-60 მეტრში (სროლის ეფექტურ მანძილში) დანიშნულება აქვს უნივერსალური, როგორც დაჯდომის მერე აფრენილი იხვის მინათება ჩამოგდება, მოკლული ნადავლის მოძიება, ასევე გზის განათება, სასიგნალო მინიშნება, შემდგომში მოხსნა და ღამით გამოყენება და ა.შ. მსგავსი ფანრებით ნებისმიერი ბრაკონიერული ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაც კი წარმოუდგენელია, თუნდაც მდელოზე დამჯდარი ტყის ქათამის მოპოვება რომც გადაწყვიტოთ, შანსები გექნებათ 0-ს ტოლი, იმის გამო რომ ბევრად მძლავრი რეფლეკტორია საჭირო რომელსაც დამატებითი კვების ცალკე თრევა სჭირდება და პრაკტიკულად იგივეა რაც სპეციალურად გამიზნული საბრაკონიერო მოწყობილობის ტარება ეშმაკიცაა და ფრთხილიც თუმცა ღამე ის პატარა ფანარი რომელიც ზემოთ თოფზეა მიმაგრებული სრულიად საკმარისია უკუნეთ სიბნელეში იხვი რომ დაიბნეს... უმთვარო ღამეში ტყეში რაც ხდება დასავლეთში ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ალბათ... თვით შეგნება და ზომიერება არა მარტო რაოდენობაშია განკუთვნილი არამედ პროცესშიც... მაშინ ავიყვანოთ იხვის ჭუჭულები დავსხათ ეზოში და ვესროლოთ ოღონც ლიმიტს არ გადავაჭარბოთ ახლა ეს მონადირული იქნება ? მონადირე ფერმერისგან რისგან განსხვავდება? იმით რომ ბუნებაში თანაბარ ორთაბრძოლაშია ჩაბმული სადაც ნადირსაც აქვს გადარჩენის შანსი და მხოლოდ გონებით უნდა ვაჯობოთ და არა ტეხნიკით... ზნეობა ეთიკა და წინაპრებისგან დატოვილი დიდებული მაგალითია საქმე!!! ვერც ამაში დაგეთანხმებით, ეს უკვე წარმოდგენას მიქმნის იმაზე რომ არ გაქვთ გამოცდილება და ზედაპირულად ნანახით მსჯელობთ... როცა არის საშუალება, მთვარიან მოღრუბლულ ამინდში ინადირო, არავინ არ გამოიყენებს ფანარს, იმის გამო რომ ზედმეტი წონაა და ლულის ბალანსსზე მოქმედებს, მაგრამ ისეთ მომენტში როცა უკუნეთი სიბნელეა, ტყეში ხარ და კანტიკუნტად მოძრავი იხვიდან ერთი წყალზე დამჯდარი იხვის ბლაყუნი გესმის ნახევარსაათში ერთხელ, და იმი გამო რომ ფანარი არ გაქვს დასანათებლად, ძალიან ძნელია უსმინო ამ იხვის ყვიყვინს და იჯდე ნევრებმოშლილი, გაიყინო და ნადავლის გარეშე წაყვიდე სახლში, იმის მაგივრად რომ ფანრის გამოყენებით დადანათებით, აფრენილ იხვს ესროლო და იმხელა ჭაობში წვალებით შესულმა მონადირული ჟინი ეთიკის ფარგლებში მოიკლა და ხელცარიელი არ დაბრუნდე ისევ უკან გასავლელ გრძელ ჭაობიან გზაზე ეს ყველაფერი ვისაც არ გამოუცდია, ”ფაუნაზე მზრუნველი” ფრაზები ადვილი სათქმელია, ამიტომ ვინც პრაკტიკოსი და გამოცდილები ვართ და საქმით ვამტკიცებთ ბუნების სიყვარულს, გვენდეთ და არავითარ შემთხვევაში არ გაუდგებით ბრაკონიერულ ბილიკებს ყველა არათემატური პოსტი გადავა შესაბამის თემაში. |
|
|
![]()
პოსტი
#154
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ფარით მოპოვებული ყოველი ნადავლი ითვლებ ბრაკონიერულად ასე არის თუ არა კანონში? არ ვიშველიებ მე საქართველოს კანონს, რადგან საქართველოში შეიძლება ბევრი სასაცილო კანონი იქნას მიღებული... მაგრამ, უამრავი ვიდეო მინახავს, უამრავი რამე ამომიკითხავს და არსად არ შემხვედრია რომ "პაწაწკინტელა" ფარი დასაშვებია...
ფარი ფარია და ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ რამდენად შორს ანათებს... ბატონო დავით აქ არაა გამოცდილება მნიშვნელოვანი, მე უკვე ავღნიშნე რომ გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ამას გამოცდილება არ ჭირდება... თუ უმთვარო ღამეა გამთენიისას ვინადიროთ, ან მთვარიან ღამეს გავიდეთ სანადიროდ და უკან ხერცარიელი დაბრუნება არ მოგვიწევს... უბრალოდ არ მესმის თქვენი და რა ვქნა... და თუ მაინც ვერ ვითმენთ ჟინი და აზარტი გვკლავს მაშინ ვერც ლიმიტის შენარჩუნებას ვერ გაუფრთხილდება ასეთი აზარტი... აქ და ყველგან სადაც მონადირული კულტურის შესწავლა შესაძლებელია ყველგან ამოვიკითხავთ და მოვისმენთ ფრაზებს "მთავარია პროცესი და არა შედეგი" ღამე ნადირობის მუღამიც სწორედ ეს არააა რომ გაცილებით რთულად მოსაპოვებელია, რთული კი ბევრად აზარტულია ასე არ არის? ბრაკონიერობა ბრაკონიერობაა და არ არსებობს ცოტა და ბევრი ბრაკონიერობა... (შეურაცყოფას არავის ვაყენებ და ნუ გამიგებთ სხვანაირად ამ ფრაზას თხოვნა იქნება ჩემი... მეც გადამიხვევია პატარა წესისთვის) |
|
|
![]()
პოსტი
#155
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
nik@a
ბატონო ნიკოლოზ, მე და ბევრ კეთილსინდისიერ მონადირეს, არ მიგვაჩნია მსგავსი მოწყობილობების (კონკრეტულად ამ სამაგრის) გამოყენება ბრაკონიერობად, შესაბამისად თქვენ თქვნივე პირადი აზრი გაგაჩნიათ და რაც არ უნდა აგიხსნათ აქ, დარჩებით მაგ აზრზე, მაგრამ მაინც ჯობია კარგად დაფიქრდეთ და გაიაზროთ, რა უფრო ბრაკონიერობაა, სანათი საშუალების სამაგრის გამოყენება, თუ ბრაკონიერული სურათების გავრცელება პროპაგანდა პატივისცემით მე |
|
|
![]()
პოსტი
#156
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
nik@a
ბნ.ნიკოლოზ როგორც მივხვდი გამოუცდელი ადამიანი ბრძანდები(ნადირობაში) და იმიტომ ჩამოგიყალიბდა ესეთი წარმოდგენა ამ ყველაფრისადმი დრო მიდის და დედამიწა იცვლება, იცვლება ფრინველთა მიგრაციის ტრასები და დრო ადრე თუ იყო ისე რომ გამთენიისას გასული მონადირე გავიდოდა და მოინადირებდა გადამფრენ იხვს ახლა ესე მარტივად აღარ არის არ ვიცი იხვი გაეშმაკდა თუ რა მოხდა ახლა მხოლოდ ღამე აკეთებს გადაფრენას იხვზე ნადირობის მოყვარული ბევრი სპორცმენი მინახია თოფზე ფანარმიმაგრებული და ბევრჯერაც მიკითხია თუ რატომ ნადირობდა ამ მეთოდით,პასუხი კი იგივე იყო დროის უკუღმართობა. გავიდეს ნებისმიერი მონადირე დილით და დღის შუქზე მოკლას იხვი!!ვერ მოკლავს რადგან დღის შუქზე მარტო ბაკლანები(ჩვამა)აკეთებენ გადაფრენას იხვი კი რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ღამე აკეთებს გადაფრენას ეხლა ამ მეთოდის აკრძალვით მონადირეს რომელიც სულ პატარა ბავშვობიდან ნადირობს იხვზე და ეს ტრადიად აქვს ქცეული ,ესეთ ადამიანს ეუბნებით რომ "დაივიწყოს იხვი" ეს სანადირო გამოყენებით და ამ სამაგრს სხვა გამოყენებაც აქვს არის ხალხი რომელიც საერთოდ არ ნადირობს და არ ც მოსწონს ნადირობა აწყობენ თავისთვის ტაქტიკურ იარაღს და უყენებენ ათან სამაგრს ათასი რამისთვის მაგალითად ეს კონკრეტული სამაგრი გამოდგება იგივე ტაქტიკური ფანრის და ლაზერის დასამაგრებლად პატივისცემით აქ რო შემოვიხედე ფორუმ.გე-ზე მეგონა თავი |
|
|
![]()
პოსტი
#157
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
საქარტველოსდღევანდელი კანონმდებლობით დღეს ვისაც თოფი აქვს და უნადირია ყველა ბრაკონიერია ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! და ვინც არაა ბრაკონიერი იმას არასდროს უნადირია. ასე რომ აზრი არააქ მაგ პოლემიკას ეხლა, ესეადა ჰე!
|
|
|
![]()
პოსტი
#158
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ოოო... საინტერესო განხილვები ყოფილა აქ.
ეხლა ტყუილად თავის მართლებას შეეშვით ![]() ![]() nik@a ეხლა მეორე მომენტი. რაც შეეხება ზუსტად მაგ სამაგრს, შეგიძლია გამოიყენო უბრალო ფანრისთვის, რაც აკრძალული არ არის, რადგან კომფორტულია მასე გზის განათება თუ არა ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. მე შეიძლება შუბლზე დავამაგრო, შეიძლება ყელზე და შეიძლება ... ქე მიხვდით სადაც. პირადათ მე სანთებელას ნათურა მეყენა მუშკაზე და "პლანკას" და "მუშკას" ვანათებდი, ბრაკონიერობაა??? აბსოლიტურად არა. საქმე იმაშია რამდენად კეთილსინდისიერად მოვიქცევით ჩვენ. ესე რომ ხელაღებით იმის მტკიცება რომ ეს ბრაკონიერობაა ნამდვილად არასწორია. კანონი გვაძლევს იმის უფლებას რომ ვიყიდოთ ეს სამაგრი, ესე იგი კანონის რაღაც პუნქტი ითვალისწინებს მის კანონიერებას, ისევე როგორც ხრახნილლულიანი ნებისმიერი თოფი, რომელიც მრავლად იყიდება ჩვენს მაღაზიებში. ეხლა არ თქვათ 308 Win ით ვინმე გადამფრენზე ნადირობსო. აქედან დასკვნა ერთი გამომაქვს: მე სანთებელას ნათურას დავაყენებ თუ ჯიბის ფარს, მთავარია ჩვენ თვითონ რამდენად კათილსინდისიერად მივუდგებით ამ საქმეს, მით უმეტეს რომ მონადირული და სახელმწიფო კოდექსები ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს. P.S. მოხარული ვარ რომ ესე ინტერესით ჩაერთეთ განხილვებში |
|
|
![]()
პოსტი
#159
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
T A M P L I E R
Davitus ბატონებო, მე ავღნიშნე ჩემი გამოიცდელობა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მარსიდან ჩამოფრინდი? მართალია ვერც ჩემი ასაკით დავიკვეხნი 91იანი ვარ, მაგრამ მიყვარს ნადირობა. ბავშობიდან თოფი თუ არ მეკავა უკან დავდევდი ხალხს სიხარულით შევყურებდი ამ პროცესს, გაზრდა მიხაროდა იმიტომ რომ თოფის დაჭერის უფლებას მომცემდნენ, სხვათა შორის "იმენა" ბრაკონიერების გარემოცვაში გავიზარდე. (ბრაკონიერების ანუ ამ ხალხისთვის ნადირობა შემოსავლის წყარო კი არ იყო უბრალოდ მათთვის არ არსებობდა წესები. გაზრდაშიც მონადირულ გაზრდას ვგულისხმობ) გავიზარდე მათ გვერდით და უბრალოდ არ ვიცოდი რა იყო შავი და რა იყო თეთრი, ისე მეგონა სწორი და მართალი რასაც ვხედავდე მე ჩემი ბავშობის მანძილზე, არც თუ ისე დიდი ხანია რაც გავერკვიე მონადირულ კულტურაში და კატეგორიულად არ მინდა ადრინდელი შეცდომების თუნდაც პატარათი გამეორება... არც ის მინდა აქ 13 წლის ბიჭუნა შემოვიდეს, რომელსაც აინტერესებს ეს საქმე და ენთუზიაზმითაა სავსე, ერთი სული აქვს სადმე რაღაც შეისრუტოს და დაიკმაყოფილოს თავისი ჟინი. დარწმუნებული ვარ ასეთი პატარა ბიჭი ნამდვილად ვერ შეძლებს იმის გარჩევას ეს "პაწაწკინტელა" ფანარია თუ აეროპორტის გასანათებელი "პროჟექტორი" ასე ეს და ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ და ნურავინ მეტყვის რომ ამ ყველაფერში ვცდები!!! ახლა რაც შეეხება იხვის გადაფრენას, 10 დღის წინ ვიყავი ალაზნის ჭალებში და იხვი მშვენივრად მოძრაობდა, მშვენივრად კი არა გადასარევად, 2 კაცი ვიყავით და 7 იხვის მონადირება შევძელით მიუხედავად იმისა რომ არც ფიტულები გვქონდა და არც პირის მანოკი... სხვათა შორის დღე იყო ბატონებო და დღე მოძრაობდა ეს მამაცხონებული იხვი... შედეგი უფრო მეტი შეიძლებოდა ისევ გამოცდილებამ გვიღალატა. პერელიოტზეც დავრჩით, მიუხედავად იმისა რომ უამრავი პატრონა ვისროლეთ მხოლოდ ორი იხვი ავიყვანეთ, ყოველგვარი სანათების გარეშე... და ეს მე ბატონებო გამოუცდელმა დამწყებბმა მონადირემ... და თანაც აღმოსავლეთში... გუშინ ჩემი მეგობრები იყვნენ და 10 იხვამდე მოინადირეს დღისით მზისით!!! მყავს დასავლეთშიც მეგობრები და მშვენივრად ნადირობენ გამთენიაზე, არ ვიცი თქვენ რა ადგილებში დადიხართ და სად არ გადადის დღე იხვი!!! ჭალიმგელა გეთანხმები სრულიად, საქმე ეთიკაა და წინაპრებისგან დატოვილი მაგალითი, ეს ზემოთაც ავღნიშნე... ასევე ავღნიშნე ისიც რომ მე პირადად დათოს არ ვაყენებდი შეურაცყოფას და არ ვწამებ ბრაკონიერობას, მე განვაცხადე რომ ეს უბრალოდ რეკომენდაციაა იმ ხელსაწყოსი, რომელსაც აიტაცებენ ის ხალხი ვისთვისაც არ არსებობს არც ეთიკა და არც ადამიანობა!!! Davitus მე ნამდვილად ჩემ აზრზე დავრჩბი და ვერავინ შემაცვლევინებს ამ აზრს... იმედია არ მოვა ისეთი პერიოდი რომ ეს აზრი შემეცვალოს!!! პატივისცემით ნიკა რაზმაძე. |
|
|
![]()
პოსტი
#160
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ყველას,
კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა თქვენს ფორუმზე ვეთანხმები nik@a-ს იმაში რომ ფანრის გამოყენება ნადირობის დროს ყველა შემთხვევაში ბრაკონიერულია. საუბარია არაა გზის განათებაზე ან თუნდაც ჩამოგდებული ფრინველის მოძებნაზე. ამ მიზნისათვის არსებობს შუბლის და ჯიბის ფანრები, რომლებიც ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე ლულაზე მიმაგრებული ფანარი. ისე ფანარსაც გააჩნია, არსებობენ ტაქტიკური ფანრები ძლიერი განათებით, რომელიც პირდაპირ გამოიყენება მოწინააღმნდეგის დეზორიანტაციისათვის მოკლე მანძილზე და ეს ფანრები იარაღზე მაგრდება ![]() თუმცა მე პირადათ 220 ლუმენიანი ჯიბის ფანრით დამჯდარი იხვის აფრენა 3-4 წამით შემიყოვნებია, ანუ მოუცია სროლის საშუალება, როცა სხვა შემთხვევაში აფრინდებოდა. ის რომ ფარით იხვს გააჩერებ ან დასვავ ტყუილია ეგ ტყის ქათამი არაა, ჩიბუხა რომ ჩიბუხაა ისიც არ ჩერდება ფარზე და ფრინდება. რაც შეეეხება ფაქტს, რომ იხვი გაეშმაკდა და მისი მოპოვება გართულდა და აქედან გამომდინარე ჩვენც შესაბამისად უნდა აღვიჭურვოთ არ მიმაჩნია მაინდამაინ სწორად. ჩვენ იმდენს ვიზამთ რომ მომავალში იხვი საერთოდ შეცვლის გადაფრენის გზებს და გაივლის იქ სადაც ნაკლები საფრთხე ემუქრება. თავშეკავება უნდა ვისწავლოთ ალბათ ყველამ და მოყიყინე იხვი თუ უცაბედათ გამოხტარი შველი ნერვებს არ უნდა გვიშლიდეს... მე არ მაქვს იმდენად სუფთა სინდისი და რომ ამ მხრივ ვინმეს მორალი ვუკითხო, გთხოვთ ნურც ისე გაიგებთ რომ შემოვედი და ჭკუის დარიგებები დავიწყე. ფორუმია ეს, საკმაოდ ავტორიტეტული, ბევრი დამწყები მონადირე კითხულობს და ვერავინ ვერ დადგება იმის გარანტი რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყველას ერთგვაროვანი, სწორი ხედვა ჩამოუყალიბდება. მე კარგად მესმის რა იგულისხმება ამ შემთხვევაში ფანარში ყველასადმი პატივისცემით, იეტი |
|
|
![]()
პოსტი
#161
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მსგავსი ფანრებით ნებისმიერი ბრაკონიერული ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაც კი წარმოუდგენელია, თუნდაც მდელოზე დამჯდარი ტყის ქათამის მოპოვება რომც გადაწყვიტოთ, შანსები გექნებათ 0-ს ტოლი, აი ამაში ვერ დაგეთნხმები ამ ფანრით http://www.amazon.com/olight-Warrior-tacti...506&sr=1-17 უპრობლემოდ გააკეთებ იმას რასაც ცალკე კვების წყაროს მქონე კუსტარულად დამზადებული ფარით. |
|
|
![]()
პოსტი
#162
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
nik@a
იეტი გასაგებია თქვენი მოსაზრება და გულისტკივილი, ნამდვილად არ მინდა არც თავის გამართლების ჯიხვური პოზიცია დავიჭირო და არც მწვავე წინააღმდეგობრივი დისკუსიები გავმართო ამ საკითხთან დაკავშირებით, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, უმეტესად ყველაფერი ბრაკონიერობა გამოდის, მონადირული ეთიკა ამ ყველაფერს არეგულირებს და აბათილებს მაგრამ მონადირული ეთიკის ჩამოყალიბება დამწყებ მონადირეებში სწორედაც რომ ჩვენი ვალია, იმ მონადირეების და ბუნების მოყვარულების, რომლებსაც ჩამოყალიბებული გვაქვს ეს ეთიკა და სწორი მიმართულება, ყველამ საკუთარ ქმედებაში უნდა ჩავიხედოთ და მაშინ იქნება რაღაც გარკვეული ძვრა ამ მხრივ თუ დააკვირდებით მაქსიმალურად ვაკონტროლებთ და აკრძალული გვაქვს ბრაკონიერობის პროპაგანდა, ბრაკონიერული და არაკანონიერი, აკრძალული სახეობის მოპოვებული სურათების დადება, ბრაკონიერობის მოწოდება და ა.შ. რაც სამწუხაროდ ბევრგან არ ხდება! აი ამაში ვერ დაგეთნხმები ამ ფანრით http://www.amazon.com/olight-Warrior-tacti...506&sr=1-17 უპრობლემოდ გააკეთებ იმას რასაც ცალკე კვების წყაროს მქონე კუსტარულად დამზადებული ფარით. შეიძლება, გამორიცხული არ არის ვცდებოდე, უბრალოდ მართლა არ ვარ ამ საკითხში გათვითცნობიერებული სპეციალისტი, ამიტომ შეიძლება ვცდები რომ ეს ასე არ მიმაჩნია. თუმცა ჩემს პირად აზრს ვწერ პოსტის სახით და არ მომყავს კლვევები და ტესტირებები დასტურად სამწუხაროა თუ თქვენ პირადი გამოცდილების შედეგად ამბობთ ამას კარიგია დაინტერესება რომ გამოიწვია ამ თემამ, ამ ”გარჩევებით” ჭეშმარიტებას დაინახავს ის ვისაც უნდა დანახვა და იმედია სასარგებლო დსკვნასაც გამოიტანს, მე არ ვიძახი რომ ჩემი მოსაზრებაა მართალი და მას უნდა მიბაძონ სხვებმა, თუმცა მე ჩემი ჩემი პირადი მოსაზრება მაქვს და ამ მოსაზრებაზე დავრჩები სამუდამოდ |
|
|
![]()
პოსტი
#163
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
Davitus
გასაგებია თქვენი პოზიცია... ბევრ რამეში გეთანხმებით თუმცა მეც ჩემ პოზიციაზე ვრჩები... დიდი მადლობა თქვენ სასიამოვნო კამათისთვის მეგობრებო... რაც მეტია მსგავსი კამათი, სწორი აზრის ჩამოყალიბება მით უფრო ადვილია... |
|
|
![]()
პოსტი
#164
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სამწუხაროა თუ თქვენ პირადი გამოცდილების შედეგად ამბობთ ამას ამ ათიოდე წლის წინ მე იქა აქ ფარით ვნადირობდი, მაქვს ეხლაც ძველი რუსული, ქარხნულად სანადირო, თუმცა როგორც ვთქვი 10 წელია მას არ გაუნათებია. დევს თავისთვის და იცის რომ პირადიპირი დანიშნულებით მე აღარ გამოვიყენებ არც მას და არც სხვას. მე მაქვს ჩემს მიერ მითითებული ფანრის სიმკვეთრე ნანახი და შედარება შემიძლია გავაკეთო იმ სანადირო ფართან. ეფექტი ექნებათ თითქმის ერთნაირი. ფარით ნადირობა კი არა იმას ვფიქრობ მწყერზე აღარ ვინადირებთქო ![]() ჩიბუხებზე ვარ გადასული ვისაც აუდგება და თოფს იყიდის, ყველა მაგ გაჭირვებულ მწყერს ესვრის და რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობ თავს. მართლა გეუბნებით, გეფიცებით. მაპატიეთ, თემას გადავუხვიე ოდნავ. |
|
|
![]()
პოსტი
#165
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ფარით ნადირობა კი არა იმას ვფიქრობ მწყერზე აღარ ვინადირებთქო ჩიბუხებზე ვარ გადასული ვისაც აუდგება და თოფს იყიდის, ყველა მაგ გაჭირვებულ მწყერს ესვრის და რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობ თავს. ამ ლოგიკით ნადირობას თავი უნდა დავანებოთ გამოდის ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2025 - 01:04 |