IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1401


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - შადი შამოდი   ირაკლი, მთავარია ძ...   Feb 19 2012, 21:34
|- - monadire batumeli   ციტატა(შადი შამოდი...   Feb 20 2012, 14:49
- - kupra   monadire batumel... შენ ხო მოგწ...   Feb 20 2012, 05:04
|- - monadire batumeli   ციტატა(kupra @ Feb 20 2012, 06...   Feb 20 2012, 14:55
- - modiliani   "ჯოლი"_11 თვის   Feb 20 2012, 13:44
- - modiliani   დედის საგვარეულო ...   Feb 20 2012, 14:10
|- - შადი შამოდი   ციტატა(modiliani @ Feb 20 2012, 1...   Feb 20 2012, 17:48
|- - modiliani   ციტატა(შადი შამოდი...   Feb 20 2012, 19:41
- - modiliani   ეს საბუთები აქვს ნ...   Feb 20 2012, 20:00
- - შადი შამოდი   ლეკვი რამხელაა, რო...   Feb 20 2012, 20:29
- - modiliani   ლეკვი 11 თვისაა, 19 მა...   Feb 20 2012, 21:02
- - kupra   აი ეხა ვათვალიერებ...   Feb 21 2012, 02:44
- - iva75   By ivagure at 2012-02-20 By ivagure at 2012-02-2...   Feb 21 2012, 09:50
|- - Assasin   [quote name='iva75'   Feb 21 2012, 16:53
- - giga_megu   iva75 ეს ის ევროპელი ლ...   Feb 21 2012, 13:17
|- - iva75   ციტატა(giga_megu @ Feb 21 2012, 1...   Feb 21 2012, 20:47
- - aragveli   კარგი გოგოა ივა ძმ...   Feb 21 2012, 16:07
- - giga_megu   iva75 მერე როგორია მოგ...   Feb 21 2012, 22:06
|- - iva75   ციტატა(giga_megu @ Feb 21 2012, 2...   Feb 22 2012, 19:19
- - AlekoN   გედის კიდევ ერთი ს...   Feb 21 2012, 22:40
- - giga_megu   AlekoN გედისაც და გეიშ...   Feb 22 2012, 07:36
- - dato 85   monadire batumeli დიდი ბოდიშ...   Feb 22 2012, 18:57
|- - monadire batumeli   ციტატა(dato 85 @ Feb 22 2012, 19...   Feb 22 2012, 19:25
- - iva75   http://imageshack.us/clip/my-videos/689/ftij.mp4/ ...   Feb 22 2012, 19:32
- - dato 85   monadire batumeli სურათზე რა...   Feb 22 2012, 19:37
|- - monadire batumeli   [quote name='dato 85' date='Feb 22 201...   Feb 22 2012, 20:03
- - dato 85   iva75 ბვრი კი ვერაფერ...   Feb 22 2012, 19:42
|- - iva75   ციტატა(dato 85 @ Feb 22 2012, 20...   Feb 22 2012, 19:49
- - AlekoN   ყველა ჯიშიანი ძაღლ...   Feb 22 2012, 19:45
- - AlekoN   TIBET de la Lembaz HARDY du Bois des Perches ...   Feb 22 2012, 20:08
- - iva75   AlekoN ცალკე თემა რომ გ...   Feb 22 2012, 20:22
|- - AlekoN   iva75 ციტატა(iva75 @ Feb 22 2012,...   Feb 23 2012, 18:12
- - alexs-1994   :   Feb 23 2012, 15:13
- - Maverick   alexs-1994 რამდენჯერ უნდ...   Feb 23 2012, 15:15
- - alexs-1994   მეგობარო აქ ჩემი ძ...   Feb 23 2012, 15:22
- - T A M P L I E R   alexs-1994 ციტატა(alexs @ 23rd F...   Feb 23 2012, 15:34
- - alexs-1994   ხოდა მოდერატორმა მ...   Feb 23 2012, 15:40
- - T A M P L I E R   alexs-1994 იმდენს იზავ ამ...   Feb 23 2012, 15:46
|- - alexs-1994   ციტატა( T A M P L I E R @ Feb 23 ...   Feb 23 2012, 15:58
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 23 2012, 15:47
- - nik@a   ეს თუ არ ვცდები Ansdell Ri...   Feb 23 2012, 15:47
- - T A M P L I E R   nik@a თემა ზოგადად ინ...   Feb 23 2012, 15:49
- - nik@a   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 23 2012, 16:16
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 23 2012, 16:16
- - nik@a   აქვე ავღნიშნოთ რომ...   Feb 23 2012, 16:20
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 23 2012, 16:20
- - nik@a   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 23 2012, 16:21
- - nik@a   ესეც ჩემი საყვარელ...   Feb 23 2012, 16:29
- - T A M P L I E R   alexs-1994 ვიდეო ჩასვი ტე...   Feb 23 2012, 16:32
- - შალვა   ვიდეოს შესახებ: პო...   Feb 23 2012, 17:55
- - AlekoN   alexs-1994 ამ ფილმის სამი...   Feb 23 2012, 18:35
- - AlekoN   nik@a ციტატა(bendeksi @ 23rd Feb...   Feb 23 2012, 18:54
- - nik@a   AlekoN თავიდან მეც ასე ...   Feb 23 2012, 19:01
- - AlekoN   nik@a უნდა გავითვალი...   Feb 23 2012, 19:53
- - nik@a   კი მხატვარი, ძალია...   Feb 23 2012, 20:05
- - nik@a   AlekoN თუ მიმითითებ სა...   Feb 23 2012, 20:11
- - AlekoN   nik@a ციტატა(bendeksi @ 23rd Febr...   Feb 23 2012, 20:25
|- - nik@a   ციტატა(AlekoN @ Feb 23 2012, 21...   Feb 23 2012, 20:27
- - AlekoN   ენობრივი ბარიერი ს...   Feb 23 2012, 21:03
- - dato 85   nik@a AlekoN ეს არის ინგლ...   Feb 23 2012, 23:24
- - kupra   რავარი წაჭიმულები ...   Feb 24 2012, 00:59
- - kupra   არა რა მაინც პოინტ...   Feb 24 2012, 01:14
- - aragveli   მოლი 6 თვის   Feb 24 2012, 11:02
- - Bonehill   რამხელა გამხდარა   Feb 24 2012, 11:42
- - aragveli   მოლი   Feb 24 2012, 22:14
- - alexs-1994   რობი   Feb 25 2012, 01:34
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 25 2012, 03:02
- - T A M P L I E R   alexs-1994 ვიდეო ჩასვი ტე...   Feb 25 2012, 11:19
|- - შადი შამოდი   ციტატა( T A M P L I E R @ Feb 25 ...   Feb 25 2012, 13:49
|- - alexs-1994   ციტატა( T A M P L I E R @ Feb 25 ...   Feb 25 2012, 14:11
- - T A M P L I E R   შადი შამოდი აუხსე...   Feb 25 2012, 13:57
- - გოგა   alexs-1994 ეს არის ის თემ...   Feb 25 2012, 14:14
|- - alexs-1994   ციტატა(გოგა @ Feb 25 2012...   Feb 25 2012, 14:17
|- - alexs-1994   გოგა და ისე შენ ოთხ...   Feb 25 2012, 14:17
|- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Feb 25 2012, 14:22
- - გოგა   alexs-1994 საგვარეულო "...   Feb 25 2012, 14:37
|- - alexs-1994   ციტატა(გოგა @ Feb 25 2012...   Feb 25 2012, 14:41
|- - შადი შამოდი   ციტატა(alexs-1994 @ Feb 25 2...   Feb 25 2012, 15:16
- - გოგა   მოდერებს: ამ ფორუმ...   Feb 25 2012, 14:47
- - T A M P L I E R   alexs-1994 ციტატა(alexs @ 25th F...   Feb 25 2012, 15:08
|- - alexs-1994   [quote name=' T A M P L I E R' date='F...   Feb 25 2012, 16:11
- - kupra   alexs-1994 არაა ეგ შენი ძა...   Feb 25 2012, 15:10
- - გოგა   alexs-1994 აი ეს განყოფილ...   Feb 25 2012, 16:15
|- - alexs-1994   ციტატა(გოგა @ Feb 25 2012...   Feb 25 2012, 16:18
- - monadire batumeli   მოგესალმებიტ,,ეხლა...   Feb 25 2012, 21:47
- - giga_megu   ამ ძაღლზე რას იტყვ...   Feb 26 2012, 10:21
- - AlekoN   monadire batumeli ხვადი ჩვენი...   Feb 26 2012, 18:41
- - giga_megu   ესენიც ნახეთ აბა რ...   Feb 26 2012, 19:11
- - AlekoN   giga_megu ციტატა(giga_megu @ 26t...   Feb 26 2012, 21:15
- - JaNeZa   7 თვის   Feb 26 2012, 21:44
- - giga_megu   AlekoN კაცი პოინტერები...   Feb 26 2012, 22:16
- - giga_megu   ფემი ჩემი ჭკვიანი ...   Feb 27 2012, 00:45
- - monadire batumeli   AlekoN,,,მალე იქნება საქ...   Feb 27 2012, 14:43
- - AlekoN   giga_megu ციტატა(giga_megu @ 26t...   Feb 27 2012, 17:52
- - monadire batumeli   ციტატა(AlekoN @ Feb 27 2012, 18...   Feb 27 2012, 19:39
38 გვერდი V  « < 13 14 15 16 17 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 17:30