სიახლე კანონმდებლობაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
სიახლე კანონმდებლობაში
ზახარა
პოსტი Mar 15 2012, 22:24
პოსტი #166


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შუკა

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტს ბუნებრივი რესურსების სააგენტო გასცემს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Mar 15 2012, 22:26
პოსტი #167


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზახარა
ნეტა ყველა მოკვდავზე იქნება თუ მხოლოდ ძლიერნი ამა სოფლისანი ისარგებლებენ? ehh.gif thinking.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 15 2012, 22:33
პოსტი #168


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შუკა
როგორც რუსები ამბობენ , დაველოდოთ და ვნახოთ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 19 2012, 13:16
პოსტი #169


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბატონი კოტეს თხოვნით ვდებ გერმანელი ექსპერტის დასკვნას (რომელიც მან მომაწოდა) "ნადირობის სექტორის რეფორმის სტრატეგიები საქართველოში"












PDF ფორმატშია

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 20 2012, 11:20
პოსტი #170


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მდაა... ძალიან ზოგადი რაპორტია.

მაგრამ 1 ნათლად ჩანს, რომ ჩვენთან ნადირობის სექტორის რეფორმირება უფრო სწორად ნოლიდან შექმნა სასწრაფოდ დასაწყებია და ეს მეურნეობები არაფერის მომტანი და გასაუქმებელია!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 20 2012, 17:59
პოსტი #171


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'ბესო'

მდაა... ძალიან ზოგადი რაპორტია.
ერთ კვირაში კაცმა ეს, რომ დადო ბარაქალა მას. რაც უთხრეს და რაც ანახეს ის დაწერა. ეტყობა სულ არ გაჭირებია იმის დანახვა, რომ დასანახი არაფერი იყო.
კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას დრო და ფინანსები ჭირდება (კარქა ბლომად ნოლებით).
ჭორის დონეზე გავიგე, რომ ნადირფრინველის აღრიცხვის ჩასატარებლად (მთელი ქვეყნის მასშტაბით) 100 000 - მდე ლარი გამოუყვიათ. აღრიცხვა ახალი სეზონის გახსნამდე უნდა მოესწროსო. ეტყობა ჩამოვრჩი ახალ ტექნოლოგიებს. 20 წელია ხალხი ვერ დათვალეს და ტყეში ნადირ-ფრინველის დათვლა .............

მაგრამ 1 ნათლად ჩანს, რომ ჩვენთან ნადირობის სექტორის რეფორმირება უფრო სწორად ნოლიდან შექმნა სასწრაფოდ დასაწყებია
გეთანხმები, მაგრამ დასაწყები კი არა წინა საუკუნეში მაინც უნდა დაწყებულიყო, დღეს, რომ რაღაცა შედეგი გვქონოდა.

და ეს მეურნეობები არაფერის მომტანი და გასაუქმებელია!
აქ კი ვერ დაგეთანხმები, გასაუქმებელი კი არა გასამრავლებელია და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას მით უკეთესი.
სხვა საკითხია სანადირო მეურნეობების მოწყობის ფორმა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ამ მეურნეობებმა სწორი მიმართულებით იმუშაონ და შედეგი მოიტანონ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 21 2012, 08:08
პოსტი #172


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგ კაცს რაც დაანახეს კარგად ვიცით. და მერე ეს რეპორტიც, რომ მაქსწიმალურად გაასაიდუმლოეს ეგეც კარგად ვიცით.
რაც შეეხება მეურნეობებს - საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა და კიდევ უფრო პატარა სანადირო სავარგულები აქვს, რომ აქ მეურნეობებმა შეიძლება ფორმალურად შეასრულონ თავისი ფუნქცია მხოლოდ სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის და ფასებში ჩარევის შემთხვევაში, რაც არ მოხდება!

ამ კაცმაც იგივე თქვა, რომ საქართველოში სამონადირეო მეურნეობები და კერძოდ ამის ჩალიჩი - იდიოტიზმია და სანამ თქვენი ქვეყანა ამას არ მიხვდება მანამდე არაფერი გამოვაო!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 22 2012, 00:45
პოსტი #173


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'ბესო'

ნებით თუ უნებლიედ მეც ბევრი მაქვს ამ თემაზე ნაფიქრი.
ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი (ჩვენდა უნებურად) გადადგმული გვაქს. ჩვენ ვიცით სხვების მაგალითებზე რა არ უნდა ვაკეთოთ.საკეთებელი კი ჩვენ რეალობას უნდა მოვარგოთ და ვაკეთოთ.
უშეცდომო ამ ქვეყანაზე არავინაა. ვერც ვერავინ ჩვენზე უკეთ ვერ გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელს.

სანადირო მეურნეობა ჩემი აზრით (ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან) არც სასროლეთია და არც ტირია, არც ფულის შოვნის ნოვატორული მექანიზმი (მე თუ მკითხავ ამოუპირავი ორმოა ამ მხრივ).
სანადირო მეურნეობა დღეს ჩვენთან სანადირო ობიექტების გადარჩენის და გამრავლების ერთადერთი და უკონკურენტო ობიექტია, ურომლისოდაც ჩვენ აბორიგენულ სახეობებს გადაშენება უწერია.
ჩვენთან არ უნდათ გაიგონ, რომ კონსერვაცია და აღწარმოება სინონიმები არ არის. დაკონსერვებუ პროდუქტს ადრე თუ გვიან მოხმარების ვადა გასდის და იგი უვარგისი ხდება მოსახმარებლად, მითუმეტეს როცა დაკონსერვების დროს ვერ იცავ სტერილურობას და მზა პროდუქტის შენახვის პირობებს (არ გვაქვს დღეს ჩვენ ამის ფუფუნება. დროზე ადრე უნდათ ზამთრისათვის შენახული ხილფაფების დაგემოვნება, კვოტებს ვგულისხმობ).
აღწარმოება სანადირო მეურნეობებისათვის მთავარი ამოცანაა, რომლის შესასრულებლად საკანონმდებლო ბაზაა მოსაწესრიგებელი, სპეციალისტების გაზრდაა საჭირო და მათი დაინტერესება, რომ ამ დარგში იმუშაონ და კიდევ ბევრი რაღაცეები.
ადამიანებთანაა სალაპარაკო; მონადირეებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს ჩემი აზრით მართებულად გაბოროტებულები არიან (შეიძლება ვაჭარბებ).
საქართველოში იმდენი სანადირო სავარგულია (სწორი მიდგომის შემთხვევაში), რომ ყველას ეყოფა და არა მარტო ჩვენ.
თუ გვინდა, რომ ვინადიროთ სანადირო მეურნეობების რაოდენობა უნდა გავზარდოთ და ისინი გარეული ნადირ-ფრინველის "ინკუბატორებად" უნდა ვაქციოთ, საიდანაც მათი განსახლება მოხდება სანადირო სავარგულებში ნადირობის სეზონის გახსნამდე 6 თვით ადრე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 22 2012, 12:19
პოსტი #174


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



akela1954

შენებური შეხედულებით სამონადირეო მეურნეობები დღეიდან დაწყებული შემდეგი 15-20 წლის მანძილზე დოტაციაზე უნდა იყვნენ, რომ ეგ ყველაფერი გამოვიდეს! ან კეთილი ბიძია გვინდა ვინმე, რომ უანგაროდ აკეთოს ეს ყველაფერი და მოგებაზე არ ფიქრობდეს. მე დღეს ესეთი არავინ მეგულება მათ შორის ვისაც სამონადირეო მეურნეობა ამა თუ იმ ფორმით აქვს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 22 2012, 22:22
პოსტი #175


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'ბესო'

3-5 წელი მინიმალური დროა, ყველაზე ხელსაყრელი პირობების დროს, სათანადო კადრების შერჩევით, ფრინველზე ნადირობის შემთხვევაში.
5-10 წელი ნადირზე ნადირობისათვის თუ სატროფეო ეგზემპლარებზეა საუბარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 23 2012, 11:04
პოსტი #176


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ვეთანხმები akela1954-ს რომ სანადირო მეურნეობების წარმატებული და გამართული ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა სანადირო ფრინველის ფერმების არსებობა. ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს. ისევე როგორც სახლს სჭირდება საძირკველი, სან. მეურნეობას - გასაშვებად გამზადებული ფრინველის მომწოდებელი ფერმა. ყველგან ასეა საქმე აწყობილი და ახალ ველოსიპედს რატომ უნდა ვიგონებდეთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 23 2012, 14:06
პოსტი #177


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
3-5 წელი მინიმალური დროა, ყველაზე ხელსაყრელი პირობების დროს, სათანადო კადრების შერჩევით, ფრინველზე ნადირობის შემთხვევაში.
5-10 წელი ნადირზე ნადირობისათვის თუ სატროფეო ეგზემპლარებზეა საუბარი.


რამდენად მოკლე დროც არ უნდა დაჭირდეს... (3-5 წელი არაფერში ეყოფა მაგრამ მაინც) მთელი ეს პერიოდი და კიდევ 1 მაგდენი დოტაციაზე უნდა იყოს ეს სფერო!!!! შესაბამისად სამონადირეო მეურნეობების პერსპექტივა მოგების კუთხით შემდეგი 20 წლის მანძილზე არის 0!!! ხოლო თუკი საკანონმდებლო ბაზა მოერგება რომელიმე 1 მეურნეობისთვის მოგების მიღებას, მაშინ სხვაგან სავარაუდოდ ყველაფერზე აიკრძალება ნადირობა და პრინციპში სანადიროც არ დარჩება არაფერი! ამიტომ არ არის ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის კერძო სამონადირეო მეურნეობები გამართლებული და ეს თქვა იმ კაცმაც, მაგრამ ვინ მოუსმინა!!!


ციტატა
ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს.


სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 23 2012, 18:54
პოსტი #178


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'ბესო'
ხოლო თუკი საკანონმდებლო ბაზა მოერგება რომელიმე 1 მეურნეობისთვის მოგების მიღებას, მაშინ სხვაგან სავარაუდოდ ყველაფერზე აიკრძალება ნადირობა და პრინციპში სანადიროც არ დარჩება არაფერი!

ეს ვერ გავიგე ,როგორ შეიძლება საკანონმდებლო ბაზა ერთ მეურნეობას მოერგოს?

სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!!

ნორმალური კანონმდებლობის, ჩრდილოეთ კანადის ურბანიზაციის ხარისხი და კიდევ ბევრი რამეა ამის ხელშემწყობი, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია დღეს. ჰო და მაგ ბატებზე იმდენი პროექტი მუშაობს დღეს რომ მთელ ჩვენ ქვეყანას ეყოფოდა სამონადირეო აყვავებისათვის.
კანადურ ბატზე მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ აბორიგენ მოსახლეობას აქვს ნადირობის უფლება. დანარჩენებისთვის იქაც არის შეზღუდვები.
აღარ მახსოვს, მაგრამ სამონადირეო მოსაკრებელი და სანადირო ნებართვა კანადაში იაფი არ უნდა იყოს თუნდაც, გადამფრენ ფრინველზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნადირობა აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი იაფი (გარეული ღორის მოსაპოვებელი ლიცენზია სსსრ-ის დროს 14 მანეთი და 50 კაპიკი ღირდა და გადამფრენზე ნადირობა მხოლოდ საწევროს გადახდით "მონადირეთა კავშირში"), როგორც გვახსოვს ან გადმოცემით გაგვიგია და ამასთან შეგუება ადრე თუ გვიან მოგვიწევს, თუ არადა სანადირო ობიექტი საერთოდ აღარ დარჩება. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ალბათ ბევრ ვინმეს (ჩემი თამადობით) გახსენებებით მოგვიწევს თავის შეყოლიება.
აქ ესე ნაგლეჯ-ნაგლეჯ წერას ხომ არ მოგვეწყო ერთი შეხვედრა, თან ვატყობ რომ ფორუმის წევრებიც არ იკლავენ თავს საკითხის განხილვაში ჩართვაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 23 2012, 19:34
პოსტი #179


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
ეს ვერ გავიგე ,როგორ შეიძლება საკანონმდებლო ბაზა ერთ მეურნეობას მოერგოს?


როგორ და როგორც აქამდე ერგებოდა ხოლმე 2-3 სამონადირეო მეურნეობის მოთხოვნებს! ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მონადირეები მხოლოდ გადამფრენი ფრინველების იმედად იყვნენ დარჩენილები! - ისე როგორც ადრე ლობირებდა ხოლმე სამინისტროს ზოგი ჩინოსანი არსებულ სამონადირეო მეურნეობებს და როდესაც ვითხოვდით, რომ დაეშვათ სხვადასხვა ცხოველებზე - მათ შორის მტაცებლებზე ნადირობას - ესე გვპასუხობდნენ, რომ მერე მეურნეობებმა რა ქნან ცოდოები არ არიანო????

ციტატა
მაგ ბატებზე იმდენი პროექტი მუშაობს დღეს რომ მთელ ჩვენ ქვეყანას ეყოფოდა სამონადირეო აყვავებისათვის.

ამას ვიძახი ზუსტად, რომ დღეს მეურნეობებისთვის ნორმალური კანონმდებლობის პირობებში მხოლოდ დოტაციაა გამოსავალი - სანამ არ მოძლიერდება ფაუნა!

როგორც მეგობრისგან ვიცი - კანადის მოქალაქეა - ნებისმიერი მონადირისთვის ვინც რა თქმა უნდა ლიცენზიის ფულს იხდის მთელი წელი დაშვებულია ნადირობა ბატზე და არანაირი პრივილეგია აბორიგენებს მაგ საკითხში არ აქვთ!

ზუსტად იმას გავყვიროდით 3 წელია, რომ დაუშვით ნადირობა ყველაფერზე და დააწესეთ გადასახადითქო - ხოდა როგორც იქნა წელს რაღაც გაკეთდა და ისიც დამახინჯებულად (და ისიც იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესში შედის!!!)!

ვინ სად რა უნდა გადაიხადოს, რა ვადით ან რამდენის მოპოვებისთვის ეს საკითხებიც კი არ არის დაზუსტებული.


ციტატა
აქ ესე ნაგლეჯ-ნაგლეჯ წერას ხომ არ მოგვეწყო ერთი შეხვედრა

ნებისმიერ უახლოეს ღვინისძიებაზე სიამოვნებით დაგხვდებით newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 23 2012, 22:34
პოსტი #180


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ციტატა(mgalobla @ 23rd March 2012 - 15:06) *
ციტატა
ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს.


სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!!!


უკეთეს მაგალითს მოგიყვან - ახალზელანდიური თუ ავსტრალიური ბოცვერი. ვერანაირი სანადირო პრესი ვერ უძლებს მათი გამრავლების ტემპებს. newsmile05.gif
მემგონი ასეთი მაგალითები არ გამოდგება ხოხობთან, კაკაბთან და გნოლთან პარალელების გასავლებად.
სხვათაშორის ეს ციტატა სულ სხვა აზრით იყო დატვირთული, ანუ სანადირო მეურნეობაში უშვებენ შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მოზარდს, რისგანაც სეზონზე იღებენ მაქსიმუმს და არ უყურებენ რამდენი დარჩება, რადგან მეორე წელს ისევე უშვებენ საჭირო რაოდენობას სავარგულში. ამით მეურნეობა აღწევს მაქსიმალურ ბრუნვას - მეტ კლიენტსაც მოემსახურება და ფასის გაიაფების ტენდენციაც უფრო იქნება. მარტო ადგილობრივი პოპულაციის რეპროდუქციული რესურსის იმედზე, ამოსაღები ფრინველის რაოდენობა ვითომ იმდენივე იქნება? თუ დაველოდოთ სანამ ხოხობი და გნოლი გადაჭამს საქართველოს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 01:59