კარჩხანა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კარჩხანა, Carassius Auratus Gibelio - Карась
ვიტო
პოსტი Jul 16 2009, 15:35
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარჩხანა-კარასი, ალბათ კიდევ არსებობს რაიმე დსასახელება ამ თევზის, ეს სახეობა ალბათ ეკუთვნის იმ
პარაზიტების სახეობას რომელიც შეიძლება შეედაროს ვირთხას, ყვავს, კაჭკაჭს და ძმანსას მათსას newsmile05.gif

ეს სტატიაც ჩემ პირად შეხედულებებზეა და გამოცდილებებზეა რომლებიც გამაჩნია ჩემს სათევზაო პრაქტიკაში
ყველაზე მრავლად, რადგან ამ თევზით ვიწყებდი და რაც არ უნდა ვეცადო ნემსკავზე მაიც ჯდება რამდენადაც არ უნდა
მინდოდეს მისი არ დაჭერა newsmile05.gif საქართველოს მტკნარი წყლის ყველაზე გავრცელებულ, ყველაზე მავნებელ,
ერთ ერთ ყველაზე აზარტულ და ცნობად თევზად დავახასიათებდი. არ მეგულება მეთევზე რომელსაც არ ყავდეს დაჭერილი ეს თევზი
და ხშირ შემთხვევაში როდესაც სხვა არაფერი არ ურტყავს ყველა ცდილობს კარჩხანას მოარგოს თავისი აღკაზმულობა რომ
გარკვეული შედეგით მაინც მივიდეს სახლში.......

ორი სიტყვით შევეხები მის გასტრონომიულ ფასეულობას: მიუხედავათ იმისა რომ თევზის დიდი მოყვარული არ ვარ
შემიძლია თამამად ვაღიარო, რომ ეს ჯიში თავისი საგემოვნო მონაცემებით დაგს ალბათ უმაღლეს მწვერვალებზე,
რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ იმ სირთულეს რომელიც მოსდევს მისი ჭამის დროს ფხების მიერ პირის ღრუში
გაჩხერვების სისტემატიურობას newsmile05.gif სამაგიეროდ დიდი ეგზემპლარებზე ესეთი პრობლემები ნაკლებად გვხვდება და
თუ "კოტლეტებს" მიცემთ ხომ საერთოდ, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ კარჩხანას ძალიან გემრიელი ხორცი აქვს.

დავწერდი როგორც ვთევზაობ ამ თევზზე, მაგრამ გამიზნულად ძალიან ბევრი წელია აღარ მითევზაია, უბრალოდ მომბეზრდა,
ალბად იმიტომ რომ ნამეტანი საყოველთაო(სვესაიუზნი) თევზია და ალბად იმიტომაც, რომ სადაც არ უნდა წავიდე ვიცი რომ
ისედაც მოიპოვება ეს თევზი იმ წყალსატევში სადაც ვთევზაობ სხვა თევზზე newsmile05.gif (იმედია გასაგებად ავხსენი)

იმასაც დავამატებდი, რომ როგორც სპორტული ჟინის მოსაკლავი სახეობა საქართველოში ალბათ ყველაზე კარგი
ობიექტია შამაიის შემდეგnewsmile05.gif ჩემი დაკვირვებით თუ გამიზნულად კარჩხანაზე თევზაობს ადამიანი, მთელი დღე აქვს
შანსი, რომ დარკვეული ჩავარდნების გარდა იჭიროს და იჭიროს ეს ცნობილი-უცნობი თევზი, უცნობი იმიტომ რომ არც თუ ისე
იშვიათად ხდება როდესაც მისი ჭერის დროს მყისიერად ხდებახოლმე ჩარტყმების შეწყვეტა და მე ნამდვბილად არ ვიცი
ასეთ შემთხვევებზე პასუხი, ნუ უწიგნური ვარ რა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif (ჩემები გაიგებენ ამ ფრაზას),კაით ეხლა, წიგნიც ბევრი გვიკითხია,
მაგრამ ნებისმიერ ლიტერატურაში და ნებისმიერი ცნობილი მეთევზე გეტყვით რომ - თევზზს რას გაუგებო, ხან ხდება რომ
ნებისმიერ, თუნდაც ფოთლის მონახევზე მოდის, ხან კიდევ პროტეინებით გაჟღენთილ სატყუარას გვერძე გაუვლის თითქოს არც შეუნიშნიაო.

მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე ბევრს ვერ მოგიყვებით, უბრალოდ შემოვიფარგლები გარკვეული ჭორებით, რომლებიც
მეც და ბევრ თქვენთაგანსაც გაუგია და პირადი აზრებით, ნაფიქრალებით და სირძნეებით newsmile05.gif:
1. სადღაც ამოვიკითხე, რომ კარჩხანა საქართველოს ტბებსა და მდინარეებში შემოყვანილია ხელოვნურად XX საუკუნის შუა პერიოდში
2. ჩემი აზრით ბევრად უფრო მდიდარი იქნებოდა მანამდე საქართველოს იქტიოფაუნა.
3. რატომ?-იმიტომ რომ იმასაც შევამჩნევდით დაკვირვებული ხალხი, რომ სადაც კარჩხანას რაოდენობის მაჩვენებელი საკმაოდ
დიდია, იქ სხვა თევზების სახეობები ძალიან დიდი კრიზისს განიცდიან, უმეტესად ნაკლებად გამდინარე ტბებში.
4. ეს რაზე მეტყველებს? - იმაზე რომ კარჩხანა ადაპტირებას აკეთებს ყველა სხვა სახეობაზე უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ.
5. + საკვები არეალის დეფიციტსაც უქმნის თითქმის ყველა სახეობას რადგან მე პირადად წყლის ყველა ფენაში დამიჭერია.
6. ზამთარს რაც ეხება და სავარაუდოდ ლიტერატურაც არ გვატყუებს ამ თევზს შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა
და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე ჩაძრომა მიწაში სადაც ატარებს ცივ და სუსხიან ზამთარს ან გვალვის შემთხვევაში გამოწვეულ
სიმშრალეს.

მოკლედ უნივერსალური თევზია რომელიც ფლობს გადარჩენის ხელოვნების და წყალსატევის მონოპოლიზირების ტექნოლოგიებს newsmile05.gif

მაინც გავიხსენებ და დავწერ თუ როგორ ვთევზაობდი ამ თევზზე ოდესღაც newsmile05.gif
ისევ საკუთარი სიბრძნეებიდან-კარჩხანას ჭერის საუკეთესო პერიოდებია მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდეა და პერიოდი, როდესაც
ზამთრის სიცივეებიდან გამოფხიზლებას იწყებს, მახსოვს ერთხელ აღდგომებზე რაჭაში ვიყავი და წამოსვლის წინა დღეს შაორზე
გავედით სათევზაოდ, მთების წვერებზე კიდევ ჩანდა ბოლომდე ჩამოუმდნარი თოლი, მაგ დღეს ძალიან აქტიური იყო თევზი,
ეტყობოდა, რომ ზამთდასუსტებულს ჩქარა უნდოდა ენერგომატარებლების აღდგენა, ურტყავდა ჩაგდებისთანავე. განსაკუთრებულად
აქტიური, როგორც ყველა სახეობის უმეტესობა მაინც დილაობით არის. დავამატებდი იმასაც რომ კარჩხანა მაინც ტივტივის მოყვარულისთვისაა
იმისგან გამომდინარე რომ ნებიმიერ აღკაზმულობაზე მოდის, გავიხსენებდი 2009 წელს ფოთში როდესაც
მდინარე კაპარჭაზე, კეფალზე გაწყობილი კარჩხანას ამოვკარი newsmile05.gif

სატყუარები: მინდა ავღნიშნო, რომ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ნაკელის ჭია არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება
არის არასწორი, ბუზის მატლზეც დიდი წარმატებით ურტყავს, წვიმის ჭიაზეც, სხვადასხვა მწერებზეც, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება
მოიპოვოთ წყალსატევის ახლოს და ნებისმიერ შეზავებულ "სმესზეც", უბრალოდ მაქსიმალურად ბევრი ნაირსახეობის სატყუარა უნდა გქონდეთ
თან რომ ერთის ინტერესის შეწყვეტის შემთხვევაში შეცვალოთ მეორეთი.
ნემსკავი: ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნემსკავებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ
აქვს, უბრალოდ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რომელიც ოპტიმალური იქნება კონკრეტილ წყტალსატევში არსებული კარჩხანის ზომასთან
შეფარდებით. მაგალითად, წალკაში შედარებით დიდი ზომის შეგიძლიათ გამოიყენოთ, კუმისზე შედარებით პატარები.
ტივტივა: არც ეგ არის ძალიან გადამწყვეტი ფაქტორი, უბრალოდ მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გერგებოდეთ ჯოხზე + უნდა
გაითვალისწინოთ სადავე ძუა მე მაგალითად მაკმაყოფილებს სტიკიც(ფიქსირებული) და ვაგლერის ტიპისაც(სკალზიაში), გააჩნია წყლის
სიღრმეს, სასროლ მანძილს და წყალმცენარეების სიხშირეს, თუ მაგალითად რაიმე ფანჯარაში მინდა ჩავაგდო ან ექსტრემალურ
მანძილზე მინდა ვისროლო ან დიდ სიღრმეზე, ვხმარობ ვაგლერს, თუ ნაპირთან ახლოს მიწევს ვიყენებ სტიკს.
ნემსკავების რაოდენობა: ადრე ყოველთვის 2 ცალს ვიყენებდი, ლიდერი ნაწილდებოდა დაახლოებით 20 და 30 სმ-იან ნაწილებად,
თუმცა მაინც მივედი იმ დასკვნამდე რომ არავითარ განსხვავებას ეს მეთოდი არ გვაძლევს, იმის გარდა რომ ზედმეტ პრობლემებს გვიქმნის
და ზედმეტ დროს გვაკარგვინებს, ამიტომ ნებისმიერი თევზაობის დროს(რა თქმა უნდა მსგავსი) ვხმარობ 1 ცალს და გადახლართავის ალბათობა დასულია ნოლამდე.
ძუა:სადავე მაკმაყოფილებს 0.2 მმ-იანი, ლიდერი 0.18-0.16
ჯოხი: ე.წ. match-ი ტესტით 5-20 გრ ყველაზე ოპტიმალური იქნება.

ცოტა კულინარიასაც მივამატებ newsmile05.gif პრინციპში თევზის მომზადების თემა ამოუწურავია თუმცა მე შევეხები ერთ ძალიან მნიშვნელოვან
საკითხს. ყველამ ვიცით, რომ კარჩხანას დაგემოვნების დროს დიდად გვიშლის ხელს მისი ფხებისგან დაწმენდვა, უფო სწორედ
პირიდან ფხების გამოხშირვა, ამის თავიდან ასაცილებლად ვისწავლე ერთი ძალიან კარგი მეთოდი, ვიღებთ თევზს ვასუფთავებთ და გვერდებზე უკეთებთ
3-4 ვერტიკალურ ჭრილებს ფილეს დანით, იმ სიღრმეზე რომ ფხებს გაუსვათ პირი. ვდებთ მარილიან წყალში 2 საათის განმავლობაში და
ამის შემდეგ ვწვათ ტაფაზე ბევრ ზეთში, ანუ ზეთის რაოდენობა საკმარისზე მეტი უნდა იყოს, ასეთი მეთოდით ფხა თითქოს დნება და
პრობლემაც მოგვარებულია newsmile05.gifდანარჩენი თქვენზეა, თუ გინდათ ეს პროცესი საფანელში ამოვლებულზე გააკეთეთ, თუ გინდათ
ღუმელში არაჟანთან ერთად newsmile05.gif

გისურვებთ წარმატებულ თევზაობას, ვო ტაკ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
(dila)adriano
პოსტი May 24 2011, 06:45
პოსტი #16


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Davitus @ May 24 2011, 03:18) *
ვაა...გილოცავ შალვა, საქართველოს კარჩხანრეკორდსმენი ხარ ჯერ ჯერობით newsmile05.gif


ისე რა დაერხა ახლა ჭილის ტბას newsmile035.gif

მადლობა
მაგრამ შალვა არაა ის ადამიანი ვინც ეგ რეკორდი დაამყარა
კარჩხანრეკორდსმენია ავთო ჭანკოტაძე newsmile05.gif

მაგ ტბას ვერაფერს დააკლებენ
სათევზაო ადგილები მანდ უკიდურესობამდეა შეზღუდული vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი May 26 2011, 15:01
პოსტი #17


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



შალვა, ჩემს მეტი ნეტა თუ ხვდება ვინმე, ლექსად რომ წერ ამ რეპორტებს და მაგარიც სინამდვილეში ამითა ხარ? small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 26 2011, 15:56
პოსტი #18


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შადი შამოდი

ნუ მაგას პირდაპირ არ ვეუბნებით, ფარულად და შემოვლით, მაგრამ ვერ ხვდება და თავის მართლებას იწყებს newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი May 28 2011, 20:23
პოსტი #19


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შენ გენაცვალე ჩემო ს უტრა პო რანშე, მაგარიხარ, ჩვენი კარჩხანტყაოსანიხარ შალო dastur.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი May 28 2011, 23:24
პოსტი #20


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



საღოლ ამხელა კარჩხანა ჯერ არ მინახია... ravari-misca.gif ravari-misca.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Aug 5 2011, 13:59
პოსტი #21


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მართალია ფხიანი თევზია მაგრამ შემწვარი გემრიელი კია, რათქმაუნდა იმასაც გააჩნია თუ სად არის დაჭერილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Feb 25 2012, 12:40
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კუმისზე სტანდარტული რამხელა იქნება დაახლოებით ? რომელი ზომა ნემსკავი დაჭირდება ? ხომ არ იცით ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Feb 25 2012, 12:49
პოსტი #23


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



littel fisher
ციტატა(little fisher @ 25th February 2012 - 13:40) *
კუმისზე სტანდარტული რამხელა იქნება დაახლოებით ?

სტანდარტული რა??
ციტატა(little fisher @ 25th February 2012 - 13:40) *
რომელი ზომა ნემსკავი დაჭირდება ?

რას??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Feb 25 2012, 12:52
პოსტი #24


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა( T A M P L I E R @ Feb 25 2012, 13:49) *
littel fisher

სტანდარტული რა??

რას??


სტანდარტული კარჩხანა და მისთვის შესაფერისი ნემსკავი ? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მიხაილ
პოსტი Feb 25 2012, 15:09
პოსტი #25


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 810
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GEORGIA,TBILISI



littel fisher
4 ან 5 ნომერი გამოიყენე თუ მარტო მაგაზე აპირებ თევზაობას, (მე ეგრე ვთევზაოდი) მარა ცოტა დიდიც არ აწყენს ეგება და რამე მოზრდილი დაჯდეს.
D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Feb 25 2012, 15:23
პოსტი #26


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(FISHERMAN @ Feb 25 2012, 16:09) *
littel fisher
4 ან 5 ნომერი გამოიყენე თუ მარტო მაგაზე აპირებ თევზაობას, (მე ეგრე ვთევზაოდი) მარა ცოტა დიდიც არ აწყენს ეგება და რამე მოზრდილი დაჯდეს.
D.gif


გასაგებიია newsmile05.gif დიდი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Mar 21 2012, 23:57
პოსტი #27


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



littel fisher

5-ნომერი და არანაირი მოზელილი პური. "პუშოკი" (ქართულად არ ვიცი როგორ ქვია) ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა იმ მხრივ რომ, მარტო კარასი არ ინტერესდება. სურათი თუ ვიპოვე დავდებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მიხაილ
პოსტი Mar 22 2012, 09:48
პოსტი #28


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 810
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GEORGIA,TBILISI



ამური

ე.წ 'პუშოკი' : პურის გული, მშრალი, მოუზელავი. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Mar 22 2012, 10:38
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



littel fisher "პუშოკი" ესე კარჩანის უფრო დიდ ეგზემპლიარებს აიყვან და არა მარტო კარჩხანას.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Mar 22 2012, 14:29
პოსტი #30


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ამური @ Mar 22 2012, 11:38) *
littel fisher "პუშოკი" ესე კარჩანის უფრო დიდ ეგზემპლიარებს აიყვან და არა მარტო კარჩხანას.





ეს არ გაძვრება ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th December 2025 - 23:19