fabarm xlr5 VS fabarm elos, მოკლე ტესტი ჩავატარე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
fabarm xlr5 VS fabarm elos, მოკლე ტესტი ჩავატარე |
Mar 4 2012, 20:17
პოსტი
#1
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოკლედ შევიძინე რა ორ სასხლეტიანი fabarm elos-ს გადავწვიტე შემედარებინა (ჩემ 2 წლის ნახმარ) fabarm xlr5-თან.
![]() ლულების სიგრძე ორივე მოდელის 71 სმ ტესტირების მიზანი იყო დიდ და საშუალო მანძილზე ამ ორი მოდელის ჭრა - მიტანის შედარება. (ძირითადი აქცენტი ჭრაზე მქონდა ) ვიცი უკეთესად და წესით როგორ კეთდება უფრო კარგად ესეთი ტესტები, მე რისი საშუალებაც მქონდა და რაც მაინტერესებდა ისე დავტესტე. ვტესტავდი მარტო, წყნარ უქარო ამინდში, მანძილს ვზომავდი მანძილმზომით ვისროდი მყარი საყრდენიდან. ვისროლე ჯამში 50 ვაზნა 3 ფირმის NIKE-fiocci , RC2 და YAF-, 5 ნომრიდან 0 ნომრამდე (34 გრამიანები) თან ვაზნებსაც ვადარებდი რომელია უკეთესი შორს სასროლად.. მქონდა ქაღლდის სამიზნები (1,5მ /1,5მ ) ფანერის ნაჭრები (40სმ/40სმ, სისქე 80მმ) ფიჭვის ნაჭრები (50სმ/30სმ, სისქე 2,5 სმ) სამწუხაროდ შტანგელი არ მქონდა და ფიჭვში ნასროლ საფანტებს ასანთის ღერით ვზომავდი.. მთელი ტესტი ვერ გადავიღე ტელ დამიჯდა, რისი გადაღებაც მოვასწრი დავდებ რაც არადა სიტყვაზე დამიჯერეთ დავიწყე-fabarm xlr5- ვაზნა RIO. ცხრიანი კარტეჩი. მანძილი 50 მეტრი ვისროლე ცილინდრით სამიზნე - კარდონი ( 100სმ/50სმ) ![]() იგივე fabarm elos-დან სროლისას ![]() თითქმის იდენტური ნასროლი გამოვიდა ანუ დიდი განსხვავება არ მომცა. შემდეგ ვესროლე 30 მეტრზე, ფიჭვის ნაჭერს ორივე თოფიდან, აქ უკვე დაზინება შეღწევადობა მაინტერესებდა შედეგი fabarm xlr5-დან ნასროლი ![]() ![]() მოხვდა 3 გარეთ (გამჭოლად) გავიდა 2 ცალი.. fabarm elos-დან სასროლი. ![]() ![]() მოხვდა 4 გარეთ გამჭოლზე ვერც ერთი ვერ გავიდა.. ეს ფიცრის სისქე 2,5 სმ ![]() ![]() შემდეგ. 40 მეტრში fabarm xlr5-დან ჩოკით 0 ნომერი RC4 36 გრამიანი ვესროლე ფანერას. ![]() შემავალი ![]() გასული. ![]() ფანერის დიამეტრი.. თითქმის იგივე მოხვედრის შედეგი იყო fabarm elos-დან სროლისას (წამეშალა სურათები) მაგრამ გსავლით მოხვედრლი საფანტის მხოლოდ 60% გავიდა.. კიდევ მრავალი ტესტი ჩავატარე და საბოოლო ჯამში დავადგინე რომ გაშლა მიტანა ორივე თოფს (fabarm xlr5 და fabarm elos) აქვს ერთნაირი. ჭრა ე.წ (უბოინია სილა) fabarm xlr5 აქვს უკეთესი.. კიდევ ერთი რაც ჩემი ტესტიდან გამომდინარე ვნახე ლულის დამაგრძელებელი (10სმ) ჩოკთან შედარებით იგებს მანძილს 12-მაქს15 მეტრს მეტზე უკვე სისულელეა სროლა.. 80 მეტრზე 36 გრამიანი 0 ნომერით იხვის ხელა სამიზნეს 2 ცალი მოხვდა ისიც გამაჩერებელი ენერგიის გარეშე (მიეყარა უბრალოთ) გუშინ კიდევ ერთი რაც მოვასწარი იყო 3 ტიპის ვაზნის ჭრა მიტანის შედარება ერთი და იგივე თოფიდან ჩოკური შევიწროებით, 50 მეტრის მანძილის დისტანციაზე.. NIKE-fiocci 34 გრამიანი 5 ნომერი RC2 34 გრამიანი 5 ნომერი YAF-34 5 ნომერი ვისროლე ფანერაზე 50 მეტრში ეს შედეგები..(გასვლით ვერც ერთმა ვერ გაიტანა) ![]() ![]() ![]() NIKE-fiocci მიტანით ამ ვაზნებში ყველაზე უკეთესი შედეგი ქონდა RC2 34 გრამიანს 5 ნომერს მოკლედ ესე ვიტესტავე პატივისცემით შუკა |
|
|
|
![]() |
Mar 5 2012, 10:17
პოსტი
#16
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
არა 7 არ მქონდა . 6 ნომერი ვესროლე 35 მეტრში ჩემი დატენილი 34 გრამიანი და ასანთის მარცვლის ერთი მეხუთედი შევიდა
უმეტესობაზე მაქვს საუბარი.. ისე სრულყოფიდად რომ დატესტო 3-4 თოფი , ფინანსებს თავი რომც დაანებო ძალიან შრომატევადი საქმეა.. |
|
|
|
Mar 22 2012, 13:03
პოსტი
#17
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შუკა
მომეწონა XLR 5-ის ნახელავი. განსაკუთრებით 2.5 სანტიმეტრიანი სისქის ფიცარზე ELOS-ი იგივე შედეგს ვერ მოგცემდა ვინაიდან ცოტა განსხვავებული სვერლოვკის ლულა აქვს AXIS-ი რომ ყოფილიყო მაშინ შეიძლებოდა დაახლოებით ერთი და იმავე რეზულტატზე საუბარი! |
|
|
|
Mar 22 2012, 19:21
პოსტი
#18
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ტრიბორ ეიჩპი და ტრიბორ პლუს
რა არსებითი განსხვავებაა იცის ვინმემ? |
|
|
|
Mar 23 2012, 14:39
პოსტი
#19
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ტრიბორ ეიჩპი და ტრიბორ პლუს რა არსებითი განსხვავებაა იცის ვინმემ? განსხვავება არის ჩოკებში. INNER HP და INNER PLUS. HP ჩოკებს შიდა ზედაპირი აქვს ჰიპერბოლური ფორმის (PLUS ჩოკებს კი კონუსური ფორმის აქვთ!) რაც სტაბილურობისა და გარკვეულად მეტი სიშორის გარდა იძლევა იმის საშუალებას, რომ რკინის საფანტი ისროლო ნახევრადჩოკზე უფრო ვიწრო შევიწროვებებიდან!!! ანუ - INNER HP ან EXIS HP LONG 0,7 და INNER HP ან EXIS HP XTREME 0,9. ჯერჯერობით მხოლოდ ამ ტიპის ჩოკებიდან მხოლოდ ფაბარმის იარაღიდან (ვინაიდან ფაბარმის პატენტია) არის შესაძლებელი 0.7, 0.9 შევიწროვებით რკინის საფანტის სროლა!!! მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება მხოლოდ ჩოკშია, ეს სხვაობა მაინც დიდია და ეკუთვნის ლულის გაბურღვას. ჩოკი - ტრიბორის ბოლო, მესამე "გაბურღვაა"/ნაწილია! ანუ ჩოკის გარეშე ტრიბორი არ არსებობს! შუკას შემთხვევაში - მისი იარაღი არის ეტყობა ELOC A, ან B, აბ C იმიტომ, რომ ელოსის სხვა მოდელებს HP ჩოკები უყენია... ჩემი აზრით B მოდელია - შეიძლება A-ც იყოს სურათიდან ვერ გაარჩევ A მოდელს მაგალითად ეჟექტორები არ აქვს, C მოდელს შეიძლება მოყვებოდეს 8 პოზიციაში რეგულირებადი სასხლეტი.. მაგრამ ამ ყყველაფრის გარჩევა სურათიდან ცოტა ძნელია. მაგრამ ყველა ვარიანტში ან A არის ან B - "ია ტაკ დუმაიუ" |
|
|
|
Mar 23 2012, 17:08
პოსტი
#20
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბესო,
მადლობ |
|
|
|
Mar 23 2012, 18:55
პოსტი
#21
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბესო,
მარტო ჩოკების ბრალი არაა ლულზეა დამოკიდებული ამას იმიტომ ვწერ რომ XLR 5-ჩოკებით ვისროლე ორივე თოფი და XLR 5-მაინც აჯობა |
|
|
|
Mar 23 2012, 19:42
პოსტი
#22
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ბესო, მარტო ჩოკების ბრალი არაა ლულზეა დამოკიდებული ამას იმიტომ ვწერ რომ XLR 5-ჩოკებით ვისროლე ორივე თოფი და XLR 5-მაინც აჯობა მე რომ დავწერე, რომ ჩოკი ტრიბორის ლოგიკური დასასრულია მეთქი ვერ წაიკითხე? თორემ ლულებში დიდი სხვაობაა მეთქი ვერ ვიტყვი. თუმცა კი ვისაც აინტერესებს - პირველი ფაბარმის ტრიბორი 2001 წელს შმოაგდეს მგონი და გაუმჯობესებული კი 2005-ში - შესაბამისად ამ ლულებს შორის სხვაობა არის 1 ბურღვის პარამეტრები. ანუ ორივე ტრიბორია, ორივეს აქვს ზომაზე მეტად გაფართოებული ცილინდრული ნაწილი, ორივეს აქვს კონუსური ნაწილი და ბოლოს ბოლოდებ ა ჩოკით, მაგრამ ზომებშია სხვაობა ეხლა გამოტყდი რომელი მოდელია? ELOS B? ბესო, მადლობ გაიხარე |
|
|
|
Mar 23 2012, 19:50
პოსტი
#23
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბესო
კარგი გამოგიტყდები ELOS C. უეჯექტორო |
|
|
|
Mar 23 2012, 19:51
პოსტი
#24
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ციტატა XLR 5-ჩოკებით ვისროლე ორივე თოფი და XLR 5-მაინც აჯობა ეგრეა ძმაო - ქალაქში ახალი შერიფია ციტატა ELOS C FIELD თუ AL? |
|
|
|
Mar 23 2012, 19:54
პოსტი
#25
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
AL
ისე საველე-გაოფენები რომ მორჩება კარგი იქნება გავიდეთ და რამდენიმე თოფი დავტესტოთ.. (შევაჯიბროთ) თან გავერთობით თან მარტო გაგონილი წაკითხულით არ შემოვიფარგლებით. |
|
|
|
Mar 23 2012, 19:54
პოსტი
#26
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ციტატა უეჯექტორო უეჟექტორო????? - ეგეთი როგორც წესი A მოდელებია.... სტრანნო სტრანნო... ნაღდად არ გამიგია? რამე მესნი სბორკა ხომ არ შემოგტენეს? |
|
|
|
Mar 23 2012, 20:00
პოსტი
#27
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
|
Mar 23 2012, 20:02
პოსტი
#28
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბესო
რაც დავუზკაზე ის ჩამომიტანა (სპეც ზაკაზია მხოლოდ ჩემთვის) |
|
|
|
Mar 23 2012, 20:05
პოსტი
#29
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეხლა დავაკვირდი კალაპოტის გრავირებას
არაა ეგ ც მოდელი http://www.fabarm.com/en/products-elos-c.htm აი შეადარეთ ბესო რაც დავუზკაზე ის ჩამომიტანა (სპეც ზაკაზია მხოლოდ ჩემთვის) შუკა, აშკარად ა მოდელია |
|
|
|
Mar 23 2012, 20:08
პოსტი
#30
|
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
სურათი ვნახე მაგრამ პასპრტში შემსას C.უწერია . საინტერესოა
|
|
|
|
![]() ![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd December 2025 - 17:30 |