ევროპული მოშენების მეძებრები - განსხვავებები, თავისებურებები, ღირსებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

40 გვერდი V  « < 29 30 31 32 33 > »   
Reply to this topicStart new topic
ევროპული მოშენების მეძებრები - განსხვავებები, თავისებურებები, ღირსებები
ზაზა
პოსტი Apr 3 2012, 17:05
პოსტი #451


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(GIGO @ Apr 3 2012, 16:39) *
თუ ძაღლი "კილომეტრებს" ხაზავს ესეიგი ახლოს ფრინველი არაა და იმიტომ, თუ ისე გგონიათ რომ ევროპული ძაღლები მარტო შორს დარბიან და ახლოს არა? სანამ შორს გავა ძაღლმა უნდა წამყვანთან ახლოს უნდა გაიაროს და მერე წავიდეს შორს.
რაც ძაღლი მეტ ფართობს ფარვს ძებნისას მით ნაკლები ტყუილად სიარული უხდება მონადირეს. პირიქით რაც უფრო ნაკლებ მანძილს ფარავს ძაღლი ძებნისას მითუფრო მეტი მანძილის გავლა უხდება წამყვანს.
თუ მაინცადამაინც შორს არ გინდათ რომ ეძებოს ძაღლმა მაშინ ამისათვის არსებობს მარტივი ხერხი - სასტვენი ან ჟესტი ან ბრძანება და ძაღლი საჭირო მანძილზე შორს არ წავა. მაგრამ ახლომორბენალ ძაღლზე თუ მისი შორს გაგზავნა დაგჩირდებათ აქ ვერც სასტვენი და ვერც რაიმე სხვა საშუალება ვეღარ დაგეხმარებათ.


ამაში გეთანხმები,გიგო.
უნდა ირბინოს ძაღლმა,მაგრამ იმ ტემპში არ გამოტოვებსო,-იკითხეს და ვეთანმები.თან,იმ ვიდეოებში,კადრი წყდება და სხვა ადგილიდან გრძელდება,მონტაჟი მგონია ბევრი ვიდეო.რა ვქნა,ვნახავ აქ ჩამოყვანილებს და შეიძლება დაგეთანხმოთ.
როკიზე სტილიანი,აზარტული ძაღლი კი მინდა.ბევრს უნდა უკეთესი ძაღლი,შეიძლება არ აღიარებდეს,მაგრამ რასაც თქვენ გვთავაზობთ,მაგათ რომც დაგეთანხმონ,გიგო,აბა მაგ ფასში ვინ ჩამოიყვანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Apr 3 2012, 19:09
პოსტი #452


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ზაზა ნელ ან საშუალო ტემპში განა ცოტა ძაღლი ტოვებს ფრინველს? ადრეც დავწერე სისწრაფე ან სინელე არ გამოტოვების განმსაზღვრელი არ არის.
აქ მთავარია 1. ძაღლს მუდმივად ქონდეს ჩართული ცხვირი(სულ ეძებდეს). 2. მუდმივად იყენებდეს ჰაერის ნაკადს. 3. მეთოდურად გამოიკვლიოს ადგილი. 4. და რაც მთავარია ჰქონდეს შესაბამისი ყნოსვა. რავი მგონი არაფერი გამომრჩა.

ევროპულ შეჯიბრებებზე (ყველა სახეობის) - ფრინველის დამუშავების გარეშე ძაღლის ვერ იღებს
შეფასებას.
2 ფრინველგამოტოვებაზე ან დაფრთხობაზე იხსნება. 1 ნაყნოსის წამოგდებაზე (СТОЛК) იხსნება. 3 ცრუ ნაბულზე იხსნება.
1 ფრინველის გამოტოვების ან დაფრთხობის ან ცრუ ნაბულის შემთხვევაში ძაღლი მიიღებს შეფასებას მაქსიმუმ "ძლიერ კარგი".


დიდი ძებნის შეჯიბრებზე(ტარდება მხოლოდ ველურ გნოლზე და მხოლოდ წყვილებში) - ფრინველის დამუშავების გარეშე ძაღლი ვერ იღებს შეფასებას.

1 ფრინველის გამოტოვებაზე ან დაფრთხობაზე იხსნება. 1 ნაყნოსის წამოგდებაზე (СТОЛК) იხსნება. 1 ან 2 ცრუ ნაბულზე იხსნება. (შეჯიბრის მიხედვით).


კი მართალი ხარ ამხელა თანხის გადახდა დღეს ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება სურვილის მიუხედავად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Apr 3 2012, 19:45
პოსტი #453


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
ყოფილან ჩემი ახლობლები და მათი მონათხრობიდან შემიძლია ვისესხო


newsmile05.gif

ციტატა
თქვენ რა სხვაობას ხედავთ ლანდშაფტში იქნებ გაგვინმარტოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.

შეეშვით ჯერ ამ კაკაბს და როჭოს და ყველაზე მარტივიდან - მწყერიდან დავიწყოთ.
ახლოსაც ვერ დააყენებ საზღვარგარეთ არსებულ სამწყერე სავარგულებს და ჩვენსას ერთმანეთთან! (სხვის მონაყოლს არ ვსესხულობ!!!)

ციტატა
ამ თემაზე სადავო მგონი არაფერი არაა -ძაღლი ჯობია რომელიც თუ ახლოსაა ახლოს აკეთებს ნაბულს და თუ ახლოს არაა ფრინველი შორს.

ვთვათ ფრინველი შორს არის... რა ფართობი უნდა მოიცვას მონადირემ? ნახევარი კილომეტრი მარჯვნივ და ნახევარი კილომეტრი მარცხნივ? სხვა მონადირეებმა რა ქნან ამ დროს? "ევროპულ მაგარ" ძაღლებს უყურონ? როდესაც 1 ძაღლი დათარეშობს ყველგან, და შიგადაშიგ მისი პატრონიც აწყობს ხოლმე კილომეტრიან მარშ-ბრასოკებს??




ციტატა
არაფერი საპანიკო და საგანგაშო არაა, რის ნიშნებსაც ვხედავ ზოგიერთი ფორუმელის პოსტებში.


აბა... რა დამფრთხალია ხალხი? D.gif D.gif D.gif D.gif


ციტატა
ან კიდევ, ორი კინკილა კაცის ჩამოშორებამ კლუბის საქმიანობიდან ასეთი ვნებათაღელვაა რატომ გამოიწვია??

რა კლუბზეა საერთოდ საუბარი და რა ხალხის ჩამოცილებაზე? ან რატომო გგონიათ, რომ აქ ვინმეს აინტერესებს სხვა კლუბის ან/და მისგან განდეგილი წევრები ბედი? ან ვის ეტყობა აქ ვნებათაღელვა ზემოთხსენებული - ჩვენთვის გაუგებარი საკითხის გამო?


ციტატა
განა რამდენი ვართ, ასეთ რა გამანადგურებელ ძალას ვფლობთ ძუძუების დალოცილი ღამურები?


რაღაც ისეთი პირი უჩანს, რომ სხვაგან დაწყებული პოლემიკა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო შეწყდა ან ძალით გააჩერეს - აქ გადმოვიდა და გრძელდება ისე, რომ დასაწყისი არ იცის არავინ და შესაბამისად შუიდან გაგრძელებულის აზრიც ვერავის გამოაქვს! ამ თემამ მსგავსი არაფრის მომცემი პოსტების სიმრავლით თუ გააგრძელა ზრდა - 1-2 დღეში გამოვუყვან წირვას!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Apr 3 2012, 20:31
პოსტი #454


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რამდენიც არ უნდა ვიდაოთ, ევროპელებს ნამდვილად უფრო რთული მოთხოვნები აქვთ. ასევე საკმაოდ რთულ ამოცანად ძაღლისთვის მიმაჩნია ის, რომ როდესაც ძაღლი იყნოსავს (ამ შემთხვევაში გნოლს) უნდა დადგეს ნაბულზე და მხოლოდ პატრონის მისვლის შემდეგ, არ უნდა დაკარგოს ფრინველი ყნოსვიდან და უნდა დაიძრას პატრონთან ერთად ფრინველის მიმართულებით და ააფრინოს ფრინელი. იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილზე დადიან ევროპული მეძებრები და რამდენი ხანი დაჭირდება გამომყვანს ძაღლთან მისვლა,საკმაოდ რთულ ამოცანად მიმაჩნია, რადგან ფრინველი შეიძლება საკმაო მანძილით დაცილდეს ძაღლს (გიგო თუ რამე მეშლება შემისწორე ), მაგრამ რამდენად კარგად გამოუვა ეს ყველაფერი მწყერზე ევროპულ მეძებარს? ძალიან საინტერესოა. ვერაფერს ვიტყვი, რადგან მწყერი ბევრად ნაკლებ სუნს გამოსცემს. ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი მიტანებასთან დაკავშირებით: ვთქვთ, ქათამზე ნადირობისას ძაღლი დადგა ხშირ ბუჩქში, სადაც პატრონს არ შეუძლია ახლოს მისვლა, რაც ხშირად ხდება ხოლმე.- როგორ ააფრენს ამ შემთხვევაში ქათამს ევროპული მეძებარი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Apr 3 2012, 20:36
პოსტი #455


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(dato 85 @ Mar 7 2012, 21:05) *
შუკა

მოდი გინდა ჩვენი "მონადირე-პრაქტიკული" ძაღლები შევაჯიბროთ იმათ "სპორტულებს", სუფთა ნადირობაში. (ხაზს ვუსვამ, სუფთა ნადირობაში) ნებიმიერ გრუნტზე, ტყეში თუ მინდორში და ვნახავთ რომელი აჯობებს... შანსი არ ააქვთ ჩვენ ძაღლებს. თუნდაც გაწვრთინოლობა - დაგეშვავში ვერ აჯობებენ... ბუნებრივ მონაცმებზე ხო საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს.


ძაალაინ მცდარი ინფორმაცია გაქვთ, თითქოს ის ძაღლები არ ნდაირობენ და უბრალოდ მწევრებივით დარბიან... არადა პირიქით არის.

და საერთოდაც, საქრთველოში თუ რამე ძაღლმა ივარგა, იმ ძაღლებს ახლო წონაპრებში ევროპული ხაზები უზით... მინიმუმ ბაბუა-ბებია.
---------------------------
GIGO


ეს პოსტი თემის მეორე გვერდზეა.აქტუალურობის გამო ისევ გადავიკითხე ყველა გვერდი.მაქვს ასეთი კითხვა:სად უნდა შედგეს ეს შეჯიბრი,აქაურები ანდალუზიაში წავიყვანოთ თუ იქაურები ჩამოვლენ,ან იქაური უკვე აქაურებად ქცეულნი გამოვლენ???აკი წერია სადღაც,წელს ჩამოყვანილებს სად ვნახავთ,ჯერ დასაგეშებიაო,ამდენად მინიმუმ მომავალ წლამდე გადაიდება ეს ,,შეჯიბრება".

მე ადგილობრივების და ევროპულების მომხრეების პოსტებს ყურადღებით ვკითხულობ,ორივეს არგუმენტები მაინტერსებს და მინდა ამ შეჯიბრს დავესწრო,დასკვნას გამოვიტან და ამის შემდეგ ამ თემაზეც შემექმნება შთაბეჭდილება.თემას ჰქვია გამოხმაურებები ევროპული მოშენების მეძებრებებზე,ამ დროს კი თემის შინაარსისგან გადახვევით,რაც გაკეთებულა ვლანძღოთ და დამსახურებულ ხალხს საბჭოური კინოლოგიის დამსახურებული წევრი ხარო(იმედი მაქვს არაირონიულად) ვუთხრათ,არ მიმაჩნია სწორად.

პატივისცემით,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Apr 3 2012, 21:13
პოსტი #456


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



dato 85 გინადირია ევროპული ძაღლით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Apr 3 2012, 21:54
პოსტი #457


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(mgalobla @ 3rd April 2012 - 20:45) *
1-2 დღეში გამოვუყვან წირვას!!!

D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Alik
პოსტი Apr 3 2012, 22:06
პოსტი #458


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 202
რეგისტრ.: 15-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



პატივცემულო ზაზა აბსოლუტურად სტორად ბრზანეათ, მეც მასე მეგონა და ასე ვწერდი და პოლემიკაში ვიყავი მაცოკინთან ,და ვუმტკიცებდი რომ ჩვენი ყველაზე საუქეთესოა და ასე შემდეგ, მაგრამ ამის მერე ბევრი წავიკითხე, გადავხედე თანამედროვე მუშა სტანდარტებს, დავიზეპირე, ვესაუბრე იმ ხალხს რომელსაც ეს ეტაპი უყვე გავლილი აქვთ, და დღეს ნახვაც მინდა რეალობაში რით და რატომ ის ძაღლები ჯობია და რა მიღწევები აქთვ და ვიდეოს არა აბსტრაკტულათ ვუყურებ.არც მინადირი ევროპული ძაღლით მაგრამ აუცილებლად ამ წელიწადს ავიყვან გავზრდი დავგეშავ და კიდევაც ვინადირებ, რაც ეხება პრაკტიკულ ნადირობას ახლაც ვნადირობ და არც ერთმა ჩემა პოინტერმა არ მიღალატა არც ქათამზე არც დგით და არც ღამე, მწყერზე საუბარი ზედმეტია,და არც იხვზე და იხვზე საერთოდ დგით არც ვნადირობ .ნადირობა არის ნადირობა და ძაღლი და პატრონი ნადირობს და შეჯიბრება არის შეჯიბრება.და თუ არსებობს უკეთესი ძაღლები და აქვთ უკეთესი თვისებები რატომ არ უნდა გვყავდეს და რატომ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია ინაზე რომ ვისწავლით, დავგეშოთ და სხვებსაც ვაჩვენოთ,და კიდევაც მოვიგოთ ასე იცინოდენ უკრაინაში ლონა ვაშენკოზე როცა მაგან დაიწყო ეს მოძრაობა მაგრამ დღეს ლონამ ყველას დაუმტკიცა რომ ყველაფერი შეიძლება თუ მონდომება იქნება და ცოდნა და შრომა.Yველაფერი კი დანარჩენი როგორც იტყვიან რუსები БЕспредметный разговор ни о чем.ამიტომ ვისაც გაინტერესებთ წამოდით ნახეთ თქვენი თვალით, ადგილზე დასვით კითხვები და მიიღეთ პასუხები, და მერე გააკეთეთ არჩევანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Apr 3 2012, 22:46
პოსტი #459


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზაზა

კარგი ხარ ზაზა. მეც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ ღვაწლს, რამხელაც არ უნდა იყოს ის, ხაზი არ უნდა გადავუსვათ! ხოლო თუ რაიმე უკეთესია იმაზე უარს ვინც იტყვის ვერ უნდა იყოს ჭკუასთან ახლოს! ვინმეს, რომ არ ეგონოს, რომ რომელიმე მხარეს წარმოვადგენ - განვმეორდები, რომ მე ვარ შემდეგი ფორმულირების მომხრე - უნდა ირბინოს ძაღლმა და არა მონადირემ!!! მაგრამ... და კიდევ ერთხელ მაგრამ.... ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე!!! ამიტომ ჩვენს შემთხვევაში რა უფრო გამართლებულია ამაზე უნდა ვიფიქროთ და ყველაფერს პასუხი კი აბანოში გაეცემა!!! მოიყვანეთ ევროპელები და დახვდებიან აბორიგენები - მერე ვნახოთ ვინ რისი მაქნისია!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Apr 3 2012, 23:07
პოსტი #460


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა
შეეშვით ჯერ ამ კაკაბს და როჭოს და ყველაზე მარტივიდან - მწყერიდან დავიწყოთ.
ახლოსაც ვერ დააყენებ საზღვარგარეთ არსებულ სამწყერე სავარგულებს და ჩვენსას ერთმანეთთან! (სხვის მონაყოლს არ ვსესხულობ!!!)


კონკრეტულად რომელი ქვეყნის(კონკრეტულად რომელი ადგილები) სამწყერე სავარგულები გაქვს მხედველობაში და საქართველოსი რომელი?(ნასეხები და მონაყოლი თუ არ გაწყობთ სადაც გინადირია მწყერზე საზღვერგარეთ ის ადგილები შევადაროთ აქაურებს).

ციტატა
ვთვათ ფრინველი შორს არის... რა ფართობი უნდა მოიცვას მონადირემ? ნახევარი კილომეტრი მარჯვნივ და ნახევარი კილომეტრი მარცხნივ? სხვა მონადირეებმა რა ქნან ამ დროს? "ევროპულ მაგარ" ძაღლებს უყურონ? როდესაც 1 ძაღლი დათარეშობს ყველგან, და შიგადაშიგ მისი პატრონიც აწყობს ხოლმე კილომეტრიან მარშ-ბრასოკებს??


თუ ფრინველი შორსაა ახლო მორბენალი ძაღლით საღამომდე იმ ადგილამდე ვერ მიღწევს კაცი-სხვა ჩამოივლის იქ და იმას აუფრინდება.
ერთი ძაან მაინტერესებს კილომეტრზე მორბენალი ძაღლები საიდან მოგაქვთ. რადენჯერმე დავწერე დიდი ძებნის ძაღლებს თავი დავანებოთ-ვილაპარაკოთ სანადირო ძებნაზე.
სასტვენიც ვახსენე და სხვა ილეთებიც რაც ძებნის შემოკლების საშუალებას იძლევა. თუ მაინცადამაინც ეს ილეთები არ ჭრის არსებობს ელექტროსაყელო- რომელის მგონი ყოველ მეორე ძაღლს უკეთია ჩვენთან.

ისე ხშირად სართჭალაში 20-30 მეტრზე მორბენალი ძაღლებს ადგილც არაა ხოლმე-(მწყერზე მეტი მონადირეა ხოლმე)-რა უყოთ ამ ძაღლებს ასე შორს რო გადიან და სხვას უშლიან ხელს- სხვა მონადირეებმა რაღა ქნან ამ დროს?

ევრპული მაგარი ძაღლების სყურებლად უკრაინაში მივდივართ და აქ თუ ექნებათ საყურებელი თანაც მაგარი- მადლობასაც იტყვიან D.gif


მოლედ ვისც უნდა "ევროპული მაგარი" ძაღლები ზოგს გვყავს, ზოგიც აიყვანს ადრე თუ გვიან. ვისაც არა ეყოლება ისეთი როგორიც ყავს და აწყობს ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მითუმეტეს კონტეინერით არ აგზავნიან ევროპიდან და არ აძალებენ ყველას ლეკვის აყვანას.
მე "აქოური"-ც მყავს და თავისუფლად გადის 150-200 მეტრზე ცალ მხარეს როცა საჭიროა მაგრამ არავითარი პრობლემა არ შემქმნია არასდროს.

ციტატა
რა კლუბზეა საერთოდ საუბარი და რა ხალხის ჩამოცილებაზე? ან რატომო გგონიათ, რომ აქ ვინმეს აინტერესებს სხვა კლუბის ან/და მისგან განდეგილი წევრები ბედი? ან ვის ეტყობა აქ ვნებათაღელვა ზემოთხსენებული - ჩვენთვის გაუგებარი საკითხის გამო?


საუბარია " სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის საზოგადოებაზე".
ამ სხვა კლუბის წევრები არიან ამ თემაში ყველაზე აქტიურები. და მგონი "ვინმეს" აინტერესებს ამ კლუბის ბედი. თუ რაიმე საკითხი გაუგებარია შეგიძლიათ იკითხოთ -გიპასუხებთ.

ციტატა
რაღაც ისეთი პირი უჩანს, რომ სხვაგან დაწყებული პოლემიკა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო შეწყდა ან ძალით გააჩერეს - აქ გადმოვიდა და გრძელდება ისე, რომ დასაწყისი არ იცის არავინ და შესაბამისად შუიდან გაგრძელებულის აზრიც ვერავის გამოაქვს! ამ თემამ მსგავსი არაფრის მომცემი პოსტების სიმრავლით თუ გააგრძელა ზრდა - 1-2 დღეში გამოვუყვან წირვას!!!



ეს თემა საპოლემიკოდ არ გახსნილა. გაიხსნა ევროპული ძაღლებზე სასუბროდ. თუ ვინმეს არ მოსწონს ევროპული ძაღლები არავინ აძალებს ამ თემაში შემოსვლას და საწინაარმდეგო აზრის დაფიქსირებას. რაც თავისთავად პოლემიკას იწვევს.
რომელი თემაც არ მიზიდავს იმთემაში არც შევდივარ და მიტუმეტეს იმის მტკიცებას არ ვიწყებ რაც თქვენ მოგწონთ ის არვარგა არაფრადო - მითუმეტეს თვალი ნანახი როდესაც არ მაქვს.
წირვის გამოყვანა ძალიან ადვილია - მაგას ჯობია იმ ხალხს მოუწოდოთ ვინც საპოლემიკოდ შემოდის -შესაბამის თემაში დაწეროს თავიანთი მოსაზრება.

ციტატა
ეს პოსტი თემის მეორე გვერდზეა.აქტუალურობის გამო ისევ გადავიკითხე ყველა გვერდი.მაქვს ასეთი კითხვა:სად უნდა შედგეს ეს შეჯიბრი,აქაურები ანდალუზიაში წავიყვანოთ თუ იქაურები ჩამოვლენ,ან იქაური უკვე აქაურებად ქცეულნი გამოვლენ???აკი წერია სადღაც,წელს ჩამოყვანილებს სად ვნახავთ,ჯერ დასაგეშებიაო,ამდენად მინიმუმ მომავალ წლამდე გადაიდება ეს ,,შეჯიბრება".

მე ადგილობრივების და ევროპულების მომხრეების პოსტებს ყურადღებით ვკითხულობ,ორივეს არგუმენტები მაინტერსებს და მინდა ამ შეჯიბრს დავესწრო,დასკვნას გამოვიტან და ამის შემდეგ ამ თემაზეც შემექმნება შთაბეჭდილება.თემას ჰქვია გამოხმაურებები ევროპული მოშენების მეძებრებებზე,ამ დროს კი თემის შინაარსისგან გადახვევით,რაც გაკეთებულა ვლანძღოთ და დამსახურებულ ხალხს საბჭოური კინოლოგიის დამსახურებული წევრი ხარო(იმედი მაქვს არაირონიულად) ვუთხრათ,არ მიმაჩნია სწორად.

პატივისცემით


შეჯიბრების ჩატარებას ტრადიციულ ადგილზე (მარტო თბილისის ზღვას არ ვგულისხმობ) ევროპული წესებით მწყერზე არაფერი არ უშლის ხელს დროისა და პაწა ფინანსების გარდა. ასეთი შეჯიბრები ტარდება რუსეთში(და სხვაგანაც)-ჩვენნაირ ადგილებზე უპრობლემოდ.
ზაზა არფერს არ ვლანძღავთ- "სალანძღავი" უფრო ევროპელების მიმართ ისმის.

ციტატა
რამდენიც არ უნდა ვიდაოთ, ევროპელებს ნამდვილად უფრო რთული მოთხოვნები აქვთ. ასევე საკმაოდ რთულ ამოცანად ძაღლისთვის მიმაჩნია ის, რომ როდესაც ძაღლი იყნოსავს (ამ შემთხვევაში გნოლს) უნდა დადგეს ნაბულზე და მხოლოდ პატრონის მისვლის შემდეგ, არ უნდა დაკარგოს ფრინველი ყნოსვიდან და უნდა დაიძრას პატრონთან ერთად ფრინველის მიმართულებით და ააფრინოს ფრინელი. იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილზე დადიან ევროპული მეძებრები და რამდენი ხანი დაჭირდება გამომყვანს ძაღლთან მისვლა,საკმაოდ რთულ ამოცანად მიმაჩნია, რადგან ფრინველი შეიძლება საკმაო მანძილით დაცილდეს ძაღლს (გიგო თუ რამე მეშლება შემისწორე ), მაგრამ რამდენად კარგად გამოუვა ეს ყველაფერი მწყერზე ევროპულ მეძებარს? ძალიან საინტერესოა. ვერაფერს ვიტყვი, რადგან მწყერი ბევრად ნაკლებ სუნს გამოსცემს. ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი მიტანებასთან დაკავშირებით: ვთქვთ, ქათამზე ნადირობისას ძაღლი დადგა ხშირ ბუჩქში, სადაც პატრონს არ შეუძლია ახლოს მისვლა, რაც ხშირად ხდება ხოლმე.- როგორ ააფრენს ამ შემთხვევაში ქათამს ევროპული მეძებარი?


ძაღლს შეუძლია გაყვეს ფრინველს გაპარვის შემთხვევაში (საჭირო მანძილის შენაჩუნებით)- მაგრამ თუ ამოაფრინა სანამ წამყვანი მივა ეგრევე მოხსნიან.
არის მეორე ვარიანტიც. დაელოდოს წამყვანს, წამყვანის მისვლისაის თუ ფრინველი გაპარულია გადავიდეს ძებნაზე და ხელახლა დადგეს თუ არა და ამოიყვანოს მიახლოებით. უმაღლეს მუშაობად ითვლება როდესაც ძაღლს მიახლოების გაკეთება არ ჭირდება და ფრინველი წამყვანის მისვლისთანავე ფრინდება.

ტყის ქათამზე ტარდება შეჯიბრებები იქაც სახვადასხვაგვარ გარემოში და ქათმის ამოყვანის გარეშე შეფასება არ ეძლევა ძაღლს.

ფრანგმა სტუმრად რო გვყავდა - რამდენიმე წლის წინ შეჯიბრზე მოგებული ქურთუკი აქ ჩაიცვა პირველად- ჩემთან ვერ ვიცვამ ისეთი ჯაგიანი ადგილებია 1 დღეში დამეხეოდაო.
წალკა ტყის ქათმის სამოთხეაო იძახდა-მაგრად მოეწონა ქათმის ადგილები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 3 2012, 23:28
პოსტი #461


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ბესო @ Apr 3 2012, 20:45) *
ვთვათ ფრინველი შორს არის... რა ფართობი უნდა მოიცვას მონადირემ? ნახევარი კილომეტრი მარჯვნივ და ნახევარი კილომეტრი მარცხნივ? სხვა მონადირეებმა რა ქნან ამ დროს? "ევროპულ მაგარ" ძაღლებს უყურონ? როდესაც 1 ძაღლი დათარეშობს ყველგან, და შიგადაშიგ მისი პატრონიც აწყობს ხოლმე კილომეტრიან მარშ-ბრასოკებს??


აი ეს თემა არავის წამოუწევია და კი ვფიქრობდი ისე. მართლა კარგი შენიშვნაა.
ჩვენ ძირითადათ მარტო არ ვნადირობთ და თუ აქეთ იქიდან ყოველ წუთს მირბინა სხვისმა ძაღლმა ტავისი პატრონიანად და ცხვირიდან მწყერი ამაცალა, ძაღლის არ ვიცი მაგრამ პატრონს მართლა მივაყოლებ მაყრულს D.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Apr 3 2012, 23:32
პოსტი #462


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ბესო
ციტატა(mgalobla @ 3rd April 2012 - 20:45) *
ციტატა
არაფერი საპანიკო და საგანგაშო არაა, რის ნიშნებსაც ვხედავ ზოგიერთი ფორუმელის პოსტებში.


აბა... რა დამფრთხალია ხალხი?



ციტატა
ან კიდევ, ორი კინკილა კაცის ჩამოშორებამ კლუბის საქმიანობიდან ასეთი ვნებათაღელვაა რატომ გამოიწვია??

რა კლუბზეა საერთოდ საუბარი და რა ხალხის ჩამოცილებაზე? ან რატომო გგონიათ, რომ აქ ვინმეს აინტერესებს სხვა კლუბის ან/და მისგან განდეგილი წევრები ბედი? ან ვის ეტყობა აქ ვნებათაღელვა ზემოთხსენებული - ჩვენთვის გაუგებარი საკითხის გამო?

სანადირო მეძაღლეობის კლუბი ვიგულისხმე და არა "ოჩოპინტრე", არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი...
თუმცა ზოგიერთ "ოჩოპინტრელს" მაინც აინტერესებს ჩვენი კლუბის ამბები და "განდეგილებისაც" ... (იმედია მკრეხელობაში არ ჩაეთვლებათ newsmile05.gif)
ზოგიერთ ფორუმელში ვინც ვიგულისხმე, გამგები გაიგებს და მიხვდება.

ამ თემის კარგად გაცნობისას (კამათი გადმოვიდა პოინტერების თემიდან) გაუგებარი რად უნდა იყოს მისი შინაარსი, ვისაც მეძებრებთან მეტნაკლებად ქონიათ შეხება?? თორემ კითხვა მეც უამრავი მაქვს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Apr 3 2012, 23:34
პოსტი #463


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Chalimgela @ 4th April 2012 - 00:28) *
პატრონს მართლა მივაყოლებ მაყრულს

newsmile087.gif
აუწითლებ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Apr 3 2012, 23:34
პოსტი #464


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(GIGO @ Apr 4 2012, 00:07) *
რადენჯერმე დავწერე დიდი ძებნის ძაღლებს თავი დავანებოთ-ვილაპარაკოთ სანადირო ძებნაზე.
სასტვენიც ვახსენე და სხვა ილეთებიც რაც ძებნის შემოკლების საშუალებას იძლევა. თუ მაინცადამაინც ეს ილეთები არ ჭრის არსებობს ელექტროსაყელო- რომელის მგონი ყოველ მეორე ძაღლს უკეთია ჩვენთან.


გიგო ეხლა სულ დამაბნიე newsmile05.gif ანუ ავიყვანოთ შორს გამსვლელი ძაღლები, ოღონდ შორს არ გავუშვათ??? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Apr 4 2012, 08:54
პოსტი #465


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მაინც წინასწარ დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი ვაცალოთ ამ ხალხს და იქნებ მართლა კაი საქმეს აკეთებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

40 გვერდი V  « < 29 30 31 32 33 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 10:16