IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1601


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - aragveli   RE: ინგლისური პოინტერი   Mar 26 2012, 07:10
- - ზახარა   ვაა ალიკ რა მაგარ ვ...   Mar 26 2012, 07:49
- - aragveli   ხო ზახარ თვალის ფე...   Mar 26 2012, 08:01
- - giga_megu   კარგი ლეკვია ალიკ ...   Mar 26 2012, 09:31
- - iva75   aragveli რა კაი საგეში ი...   Mar 26 2012, 09:41
- - T A M P L I E R   ზახარა ციტატა(zaxara ...   Mar 26 2012, 12:15
- - შუკა   ალიკ ძაღლის რა გით...   Mar 26 2012, 12:37
- - nik@a   RE: ინგლისური პოინტერი   Mar 26 2012, 15:50
- - ზაზა   დიდი ძებნის პოინტე...   Mar 26 2012, 16:00
- - გიზოვიჩი   როკი კარგი ბიჭია წ...   Mar 26 2012, 16:06
- - ზაზა   რას ვერჩი წიე და ნა...   Mar 26 2012, 16:24
- - ნოსო   ჩემი ფანი აბა ...   Mar 30 2012, 18:31
- - Davitus   ნოსო ცოტა მოსუქებ...   Mar 31 2012, 08:25
- - LeoTaso   T A M P L I E R აი ამ ლეკვზე ...   Mar 31 2012, 22:54
- - Alik   RE: ინგლისური პოინტერი   Apr 1 2012, 20:03
- - ჰერცოგი997   დამგვანებია რაცხა...   Apr 1 2012, 21:09
- - dato 85   ბატონო ალიკ, ეს ის კ...   Apr 3 2012, 07:42
|- - irakli# maxi   ციტატა(dato 85 @ Apr 3 2012, 08...   Apr 3 2012, 10:49
- - ზაზა   ამ დილით ,ღობის მეო...   Apr 3 2012, 13:50
|- - irakli# maxi   ციტატა(ზაზა @ Apr 3 2012,...   Apr 3 2012, 21:17
- - giga_megu   აბა რას იტყვით როგ...   Apr 3 2012, 23:12
|- - ზაზა   ციტატა(giga_megu @ Apr 4 2012, 00...   Apr 4 2012, 11:49
|- - giga_megu   ციტატაკარგი ლეკვი...   Apr 4 2012, 13:05
- - ნუკრიMax   giga_megu მაგარი კაი მორ...   Apr 3 2012, 23:28
- - შუკა   giga_megu ევროპელია? თუ ...   Apr 3 2012, 23:49
|- - giga_megu   აქაურია ანდრონიკა...   Apr 4 2012, 09:08
- - aragveli   RE: ინგლისური პოინტერი   Apr 4 2012, 14:27
- - ზაზა   ალეკო,შემ გიცანი,მ...   Apr 4 2012, 14:42
- - aragveli   ერთი ფრანგი ჯელტმე...   Apr 4 2012, 15:05
- - giga_megu   ალეკო გვითხარი აბა...   Apr 4 2012, 16:40
- - ზაზა   ალეკო,შენთან როგორ...   Apr 5 2012, 10:02
|- - irakli# maxi   ციტატა(ზაზა @ Apr 5 2012,...   Apr 5 2012, 10:07
- - ზაზა   სადა ხარ ალეკო,გვი...   Apr 5 2012, 10:12
- - giga_megu   შუალა ჩემი ლინდაა ...   Apr 5 2012, 12:10
- - aragveli   მოვა მწყერი და ვნა...   Apr 5 2012, 12:29
|- - ზაზა   ციტატა(aragveli @ Apr 5 2012, 13...   Apr 5 2012, 12:40
- - aragveli   ქათამს ვგულისხმობ ...   Apr 5 2012, 12:44
- - iva75   საქართველოში პოინ...   Apr 5 2012, 19:46
- - aragveli   მართლა სხვა ძაღლია...   Apr 5 2012, 20:29
- - iva75   გაკიდება და ეგეთი ...   Apr 5 2012, 20:45
- - ზახარა   ციტატა(iva75 @ 5th April 2012 ...   Apr 5 2012, 22:35
- - Fishman   ბოლოს და ბოლოს დიდ...   Apr 5 2012, 23:01
- - giga_megu   მაგ გაკიდების გადა...   Apr 6 2012, 00:56
- - aragveli   ახლა აქ რომ ყველაფ...   Apr 6 2012, 06:33
- - monadire batumeli   ჩემი დზუ 1 ტვის პოინ...   Apr 6 2012, 18:21
- - ჯეკო   monadire batumeli მაგარი გოგო...   Apr 6 2012, 19:28
|- - monadire batumeli   ციტატა(ჯეკო @ Apr 6 2012,...   Apr 6 2012, 20:19
- - Fishman   monadire batumeli მაგარი ტიპ...   Apr 6 2012, 19:30
- - giga_megu   რას იტყვით მონადირ...   Apr 6 2012, 20:49
|- - monadire batumeli   ციტატა(giga_megu @ Apr 6 2012, 21...   Apr 6 2012, 21:27
|- - giga_megu   გიგა კარგი გოგოაა ...   Apr 6 2012, 22:04
- - T A M P L I E R   კარგები არიან ორვე...   Apr 7 2012, 10:30
- - kote chxareli   პოინტერტან ერტად ნ...   Apr 8 2012, 13:13
- - giga_megu   anomalies-ში არის ის ოთხი ...   Apr 11 2012, 23:35
- - Sergi88   alekoN-ის მობილურის ნო...   Apr 11 2012, 23:52
- - giga_megu   შალვა შავგულიძის FEX...   Apr 12 2012, 07:02
- - ზაზა   როკი პატარა პოინტე...   Apr 14 2012, 16:50
- - Alik   RE: ინგლისური პოინტერი   Apr 16 2012, 08:31
- - Alik   ვინც ყურადგებით მო...   Apr 16 2012, 08:39
- - Alik   იგივე მგეშავი რომე...   Apr 16 2012, 09:21
- - monadire batumeli   ჩემი გოგო დიდ იმედ...   Apr 16 2012, 15:19
- - Fishman   monadire batumeli მაგრად მომ...   Apr 16 2012, 19:52
- - monadire batumeli   Fishman,,გაიხარეთ   Apr 16 2012, 20:05
- - giga_megu   ლინდა თვის და ათი დ...   Apr 17 2012, 18:40
- - monadire batumeli   giga_megu,, კარგად გაუქაჩ...   Apr 17 2012, 18:44
- - giga_megu   RE: ინგლისური პოინტერი   Apr 17 2012, 23:15
- - levani100   კარგია მემგონი გეშ...   Apr 18 2012, 09:01
- - giga_megu   levani100 ვიდით მემგონი ...   Apr 18 2012, 10:25
- - giga_megu   დღეს დილით მე და ბა...   Apr 27 2012, 12:06
- - levani100   მწყერი ვერ ნახეთ 2 ს...   Apr 27 2012, 12:39
- - giga_megu   არ ვიცი რის შემდეგ ...   Apr 27 2012, 15:50
- - levani100   ნამდვილად სასიხარ...   Apr 28 2012, 11:42
- - aragveli   RE: ინგლისური პოინტერი   Apr 30 2012, 08:58
|- - ზაზა   ციტატა(aragveli @ Apr 30 2012, 09...   Apr 30 2012, 10:12
- - Bonehill   შენი "ქალიშვილია...   Apr 30 2012, 09:40
- - Bonehill   ზაზა მეც მაქეთკენ ...   Apr 30 2012, 12:18
- - samo   ზაზა Bonehill ეს ძაღლი ა...   Apr 30 2012, 12:30
|- - ზაზა   ციტატა(samo @ Apr 30 2012, 13...   Apr 30 2012, 12:38
- - Rostik   ჩაკი ნაბულზე   Apr 30 2012, 16:13
- - aragveli   არა მგონი ფრანგია ...   Apr 30 2012, 17:07
- - giga_megu   დაფრინავენ ეს დალო...   May 1 2012, 16:26
- - Fishman   მეორე სურათში რა მ...   May 1 2012, 17:28
- - giga_megu   კიდევ ერთი   May 1 2012, 17:54
- - aragveli   მოკეთ დღეს მთელი 3-4 ...   May 1 2012, 19:50
- - კუდიგორელი   aragveli კაი გოგო გყავს ...   May 1 2012, 20:01
- - kupra   კაია პირველი სტოიკ...   May 1 2012, 20:04
- - aragveli   ამ მეორე ვიდეოში ს...   May 1 2012, 20:14
- - Maverick   aragveli კარგია, მწყერი ...   May 1 2012, 20:45
- - ზაზა   ალეკო,გილოცავთ ორი...   May 1 2012, 20:52
- - aragveli   ხო ეს პირველი შეხვ...   May 1 2012, 20:55
- - ჯეკო   aragveli კარგია ალიკ კა...   May 1 2012, 20:57
- - შადი შამოდი   სანამ ახლოს არ მიხ...   May 1 2012, 21:23
- - archilich   გაუმარჯოს ალეკოს,კ...   May 2 2012, 09:40
- - aragveli   მოლი ნაბულზე   May 4 2012, 08:57
- - giga_megu   გილოცავ ალეკო მაგა...   May 4 2012, 10:29
- - kupra   მოლი კაი გოგოა ეტყ...   May 4 2012, 11:42
- - aragveli   არ ვიცი გიგა, მე და ...   May 4 2012, 12:25
- - iason   როგორც გავიგე ყირი...   May 4 2012, 22:09
- - aragveli   მოლი   May 5 2012, 09:49
38 გვერდი V  « < 15 16 17 18 19 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th July 2025 - 14:16