Weihrauch HW100 SK, მცირე მიმოხილვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
Weihrauch HW100 SK, მცირე მიმოხილვა |
Sep 8 2009, 19:32
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
თუ თემა არასწორადაა გახსნილი დიდ ბოდიშ ვიხდი და გთხოვთ გადაითანოტ შესაბამის განყოფილებაში უბრალოდ საქმე ის არის რომ ამ ფოუმზე პნევმატიკას არა აქვს განყოფილება და ამიტომ იძულებული ვიყავი აქ გამეხსნა ეს თემა ნუ მაინც ხრახნლულიანია და ვიტო რათ მჩაგრავ ჰააააა
შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უცხოური ფორუმიდან ამ შესანისნავი შაშხანის განხილვას მოკლედ მოვკალათდეთ კარგად ჩვენს სავარძლებში და დავიწყეთ Weihrauch HW100 SK მწარმოებელი ქვეყანა : გერმანია კალიბრი: 4,5 მმ ლულის სიგრძე (რეალური) : 410 მმ მთლიანი სიგრძე (პასპორტით) : 975 მმ მთლიანი სიგძე მოდერატორის გარეშე(რეალ): 875 მმ მთლიანი სიგძე მოდერატორით ; (რეალ) 1050 მმ ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (პასპორტით) : 275მ/წმ ( 25 ჯოული) ტყვის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (რეალური) : 275 მ/წმ (25,3 ჯოული) მჭიდი 14 ტყვიიანი ( 2 ცალი კომპლექტში) სრულყოფილი გასროლების რაოდენობა 28 (პასპორტით) სრულყოფილი გასროლების რაოდენობა რეალური 36-37 ( ეს ის რაოდენობაა როცა ქრონოგრაფი ისევ 274- 275 მ/წმ დიაპაზონში აჩვენებს ტყვიის სიჩქარეს და რეზერვუარის მანომეტრის ისარი ისევ მწვანე შკალაზე დგას ) მასა : 3,2 კგ ( პასპორტით) მანომეტრი: არის მაქსიმალური სამუშაო წნევა : 200 ატმოსფერო დასატუმბი პორტი : არის მოდერატორი: არის მწარმოებლის საიტი : http://www.weihrauch-sport.de ![]() ![]() მე ტყულად არ დამიწერია დაწყრილებით ამ კარაბინის მონაცემები (როგორც მწარმოებლის მიერ მითითებული ასევე რეალური) , საქმე იმაშია რომ ჩემი კარაბინის ( და ვფიქრობ არამარტო ჩემი) გაბარიტები არანაირად არ ჯდება მწარმოებლის საიტზე მითითებულ გაბარიტებში , მე წესით უნდა მქონდეს 16 ჯოულიანი ვარიანტი რომლის ლულაც 310მმ-ია მაგრამ როგორც ვხედავთ ჩემს კარაბის აქვს ”FAC ”ვერსიის გაბარიტები თუმცა ენერგია და შესაბამისად ტყვიის საწყისი ისჩქარე არის 16 ჯოულიანის უნდა ავღნიშნო რომ ამ ”კარაბინის” სიგძე არცთუისე პატარაა რადგან თუ შევადარებთ მას АА410-თან ვნახავთ რომ არცთუისე ჩამორჩება ”კარაბინი” მეორე მწარმოებლის შაშხანას გაბარიტებში , შედარებისთვის აი ფოტოებიც , АА410-თან და BSA-ის კარაბინთან შედარება. ამ სურათის მიხედვით HW100 SK შეიძება შაშხანად ჩავთვალოთ BSA-ის კარაბინთან შედარებით . ![]() ![]() რატომ ავირჩიე S ვერსია და არა T ? უბრალოდ მე ბევრ ვკითხულობდი ფორუმებზე და დავასკვენი რომ კონდახის T ვერსია მოსახერხებელია უფრო საყრდენიდან სროლისას ,მაგრამ ტყეში ხეტიალისთვის და ნადირობისათვის S ვერსია შკარად ჯაბნის პისტოლეტურ კონდახს. რაშიც კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარმა გასვლებმა ბუნებაში , ამ ვერსიის კონდახის არჩევანში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლესაც , მე შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე ვანახე მას ამ ორი ვერსიის სურათი და იგი არც დაფიქრებულა ისე აირჩია S ვერსია , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას რომ არჩევანში დამეხმარა. შიდა დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალია , ვტენით მჭიდა, თვითინ მჭიდი არის ალუმინის შენადნობისაგანმართალია ხარისხი ძალიან მაღალი არ არის კონკრეტულად ამ დეტალის , აგერ-ეგერ ეტყობა ფრეზის კვალი , თუმცა ეს უმნიშვნელო ნაჩხაპნები არანაირ გავლენას არ ახდენს მექნიზმის იდეალურად და შეუცდომლად მუშაობაზე მთლიანობაში. ![]() ![]() ![]() ვტენით კარაბინს, ამისათვის საჭიროა ზატვორი მოვწიოთ უკან ბოლომდე და აი ამ დროს ხდება ბარაბნის ( მჭიდის) შემობრუნება იმისათვის რომ ტყვია გაუმზადოს მიმწოდებელ რათან მოხდეს მისი ლულაში მიწოდება ![]() შემდეგ ჩვენსკენ (უკან) ვწევთ მჭიდის ფისქსორტს და ვიღებთ მჭიდს ![]() ამ ფოტოზე ფიქსატორი უკან დავაბრუნე რომ მეჩვენებინა მჭიდის მამოძრავებელი ღერძი ![]() სავსე მჭიდს ვაბრუნებთ უკან , თუთქმის არ არსებვობს რისკი იმისა რომ მოვახდინოთ ფუჭი გასროლა, რადგან თუ გავითვალისწინებთ ბარაბნის და ლულის კოლოფიშ კონსტრუქციას ეს შეუძლებელია, რადგან როგორც კი გამოჩნდება ტყვიისთვის განკუთვნილი ცარიელი კამერა ბარაბანში ესეიგი დარჩა 3 გასროლა ![]() ![]() ![]() კარგი კონსტრუქციაა არა? ![]() ![]() აუცილებელია აღინიშნოს რომ ორივეს ვაირაუხსაც და AirArms -საც დამამკვრივებელი რეზინი აქვს ლულის კამერაში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან მოდელებს და არა მიმწოდებელზე როგორც ეს აქვს ბიუჯეტურ მოდელებს. ამის გამო იგი ადვილად გადაიტანს 5000-6000 გასროლას ყიველგვარი დამამკვრივებელი რეზინის რგოლის შეცვლის გარეშე. ![]() დასატუმბი პორტი და მანომეტრი ნუ რა შეიძება ითქვას ამაზე? არც არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ არის და თავის საქმეს აკეთებს ძალიან კარგად , ჰო მანომეტრი შკალა მშვენიერი კითხვადია , ჰო ერთად-ერთი მანომეტრია რომლის შკალაც ზუსტად ემთხევა Hill-ის ნასოლის შკალას . ![]() ![]() ლულის ფასკა არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს , უბრალოდ ხარისხიანია და მომხმარებლის ჩარევას არ საჭიროებს ![]() ![]() აი საუნდ მოდერატორზე კი ღირს ყურადღების შეჩევერა და უფრო დაწვრილებით დათვალიერება , მას არ აქვს <F> წარწერა ანუ იგი არ არის შესუსტებული ვერსიებისთვის განკუთვნილი და შესუსტებული ვერსიების საუნდ მოდერატორებისგან განსხვავდება სიგრძით , ის უფრო მოკლეა! დიახ უფრო მოკლეა , მართალია სულ 5 მმ-ით არის მოკლე მაგრამ გაუგებარია რატომ?! ნუშეიძება უბრალოდ შემთვხევითობაა და მეტი არაფერი ნუ რაც შეეხება საუნდმოდერატორის მუშაობას, ნუ ეს არის ყვეალზე ჩუმი შაშხანა რომელიც მე მქონია ოდესმე , იგი გაცილებით უფრო ჩუმია ვიდრე АА კიზეზი კი ალბათ იმალება რედუქტორში, რომელიც კარაბინშია ჩამონტაჟებულია და ერთი გასროლისთვის საჭირო ჰაერის რაოდენობას პორციებად ყოფს განსხვავებით პირდაპირსადენიანებისაგან. აი ეს დადასტურდა მაშინ როცა მოვხსენი მაყუჩი და იმისათვის რომ გამებო როგორ ”ბრახუნებდა” კარაბინი მოდერატორის გარეშე ![]() ![]() სასხლეტი- ნუ განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ საუკეთესოა ![]() ![]() სახლში ოპტიკური სამიზნეები ოხრად მიყრია , მაგრმ აი საშუალო რინგები დიუმიანი დიამეტრით არ აღმომაჩნდა თვისუფალი ![]() ნუ მოვიდა სროლის დროც , მე მხოლოდ 22 მეტრიანი დისტანციაზე სროლის საშუალება მქონდა და გამოყიყენე სტანდარტული გამოს სამიზნეები , ცოტა ხანი სროლის შემდეგ მივხვდი რომ რამდენიმე სამიზნეც საკმარისია იმისათვის რომ წარმოდგენა შეგექმნნას ამ კარაბინზე, თითოეულ სამიზნეზეა ნასროლი ორ- ორი მჭიდი ანუ თითოში 28 – 28 ტყვია ![]() შემდეგ ვნახე ალუმინის ქვაბი და დავიეყე მაგაზე სროლა , კედლების სისქე 1,1 – 1,2 მმ , ნუ ესეც მალე მომბეზრდა , სადაც დაუმიზნებ იქ ხვდება , მართლაც მოსაბეზრებელია ![]() ![]() გავემზადე და წავედი ტყეში მეუღლესთან და შვილთან ერთად , დავდეთ ბოთლები 35 მეტრზე , ვესროლე …… კვლავ უინტერესოა ![]() ნუ დასკვნის მაგიერ : რა შეიძება ვთქვათ Weihrauch HW100 SK-ზე , ხარისხიანი კარაბინია , არ საჭიროებს ჩარევას და დამუშავებას , ვფიქრობ დიდხან გამიჩერდება ხელში, სიზუსტე შეუდარებელია, იმაზე მეტია ვიდრე მე სროლა შემიძლია დიდი მადლობა რომ ამდენი წაიკითხეთ და არ მაგინეთ პირველწყარო : http://talks.guns.ru/forummessage/96/511808.html |
|
|
|
![]() |
Apr 20 2012, 23:21
პოსტი
#106
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Apr 20 2012, 23:44
პოსტი
#107
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ბესო
რავიცი აბა კითხე იმათ |
|
|
|
Apr 21 2012, 00:57
პოსტი
#108
|
|
|
ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბესო
მაგისგან პასუხები არის მოკლე და კონკრეტული (ჟორჟიკაზე მაქვს საუბარი) 2011 წლის 1 იანვრიდან პნევმატური იარაღები საქართველოს საზღვარს ვერ კვეთავს, პირადი განკარგულებაა მთლად უფროსისგან აი შშს-ში რომ ზის რეალურად კი ეს ყველაფერი დაიწყო როდესაც სკოლის დირექტორის შვილმა თანაკლასელს თავში ესროლა პნევმატური პისტოლეტიდან და მაგაზე ატყდა მთელი ამბები! ამ შემთხვევამ თვალი გაუხილე მთელს სამართალდამცავებს, რომ პნევმატური იარაღი არ არის ხელწამოსაკრავი და თავისუფლად შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანს. ვინაიდან კანონში ნათლად გაწერილი იყო, რომ პნევმატური იარაღი არა უმეტესი 4.5მმ კალიბრისა არ ექვემდებარება გაფორმებას (ხო 4.5მმ ზევით ყველა კანონგარეშე იყო) და თავისუფლად შეეძლო ეტარებინა ნებისმიერ ლაწირაკს და ესროლა ვიზეც უნდოდა, უნდა შეეტანათ ცვლილება! ცვლილება, რომ შეეტანათ სჭირდებოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა შეეტანათ და მერე დაემტკიცებინათ პარლამენტში. შსს-მ დაავალა სტანდარტებისა და მეტროლოგიის სამსახურს შეემუშავებინა პნევმატურ იარაღზე სტანდარტი რასაც მერე თვითონ დაამტკიცებდნენ პარლამენტში! სტანდარტებმა იბოდიალეს და რაღაცა კუკუობა მოუმზადეს (ნახევარი წელი რაღაცას წვალობდნენ) მიხვდნენ, რომ ამ სტანდარტებს კანონში ვერ ჩაწერდნენ და მიიღეს უარესი გადაწყვეტილება! ადგენენ და მიიღეს ისეთი კანონი, რითაც თვითონ არეგულირებენ სტანდარტებს ხოდა ეს ყველაფერი რაც მე ახლა 4 წუთში დავწერე გრძელდება უკვე თითქმის წელიწადნახეავრი! სხდომაზე უკვე გატანილია და ფაქტიურად დამტკიცებულია, რომ გაფორმება იქნება პნევმატიკაშიც, ოღონდ ჯერ არაა ცნობილი, თუ რომელი პნევმატიკა იქნება გაფორმებით და რომელი საერთოდ ამოვარდება მოხმარებიდან. ხოდა ეს წელიწადნახევარია საბაჟო თან კანონიერად და თან უკანონოდ საბაჟოზე შემოსულ ნებისმიერ პნევმატიკას აჩერებს იქამდე, სანამ ახალი კანონი არ გამოცხვება. მგონი ყველაფერი მოგიყევით |
|
|
|
Apr 21 2012, 01:04
პოსტი
#109
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ციტატა მაგისგან პასუხები არის მოკლე და კონკრეტული (ჟორჟიკაზე მაქვს საუბარი) გველსა ხ**ელად ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბნარი უკაცრავად ოფიზა მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო |
|
|
|
Apr 21 2012, 10:43
პოსტი
#110
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) |
ბესო 2011 წლის 1 იანვრიდან პნევმატური იარაღები საქართველოს საზღვარს ვერ კვეთავს, პირადი განკარგულებაა მთლად უფროსისგან აი შშს-ში რომ ზის რეალურად კი ეს ყველაფერი დაიწყო როდესაც სკოლის დირექტორის შვილმა თანაკლასელს თავში ესროლა პნევმატური პისტოლეტიდან და მაგაზე ატყდა მთელი ამბები! ამ შემთხვევამ თვალი გაუხილე მთელს სამართალდამცავებს, რომ პნევმატური იარაღი არ არის ხელწამოსაკრავი და თავისუფლად შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანს. ვინაიდან კანონში ნათლად გაწერილი იყო, რომ პნევმატური იარაღი არა უმეტესი 4.5მმ კალიბრისა არ ექვემდებარება გაფორმებას (ხო 4.5მმ ზევით ყველა კანონგარეშე იყო) და თავისუფლად შეეძლო ეტარებინა ნებისმიერ ლაწირაკს და ესროლა ვიზეც უნდოდა, უნდა შეეტანათ ცვლილება! ცვლილება, რომ შეეტანათ სჭირდებოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა შეეტანათ და მერე დაემტკიცებინათ პარლამენტში. შსს-მ დაავალა სტანდარტებისა და მეტროლოგიის სამსახურს შეემუშავებინა პნევმატურ იარაღზე სტანდარტი რასაც მერე თვითონ დაამტკიცებდნენ პარლამენტში! სტანდარტებმა იბოდიალეს და რაღაცა კუკუობა მოუმზადეს (ნახევარი წელი რაღაცას წვალობდნენ) მიხვდნენ, რომ ამ სტანდარტებს კანონში ვერ ჩაწერდნენ და მიიღეს უარესი გადაწყვეტილება! ადგენენ და მიიღეს ისეთი კანონი, რითაც თვითონ არეგულირებენ სტანდარტებს ხოდა ეს ყველაფერი რაც მე ახლა 4 წუთში დავწერე გრძელდება უკვე თითქმის წელიწადნახეავრი! ეგ ყველაფერი მაღაზიების დაკრიშვის ამბავია და მეტი არაფერი,რა მNიშვნელობა აქვს გერმანიიდან ჩამოტანილ ფიშტოს ატარებს ბავშვები თუ აქაურ მაღაზიებში ნაყიდს?? |
|
|
|
Apr 21 2012, 16:34
პოსტი
#111
|
|
|
ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
xishnika
არაა მასე დამიჯერე, ვერც მაღაზიებს ვერ შემოაქვთ პნევმატიკები! მაგნუმს გაუმართლა, რომ ძალზედ დიდი სტოკი ჰქონდა და დღემდე კიდევ შემორჩათ რაღაც მოდელები, თორე ისე ახალი არაფერი არ შემოსულა. იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც უვიც მებაჟეს გაეპარა და განაბაჟებინა პნევმატიკა, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელია ეგ შემთხვევები. ამ თემაში არ ღირს გაგრძელება, ძალიან დიდი გადახვევა გამოგვდის თემიდან და არაა ეს სწორი. |
|
|
|
Apr 21 2012, 18:44
პოსტი
#112
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ეს არის სრული იდიოტიზმი, მაგის მაგივრად უბრალოდ რომ აეკრძალათ არასრულწლოვნებისთვის იარაღის მიცემა და პნევმოს შესყიდვისას უბრალოდ ჯანმრთელობის ცნობა ან პრავა მოეთხოვათ საკმარისი იქნებოდა და სკოლაში ბავშვები სისულელეებს აღარ გააკეთებდნენ! ან რომ გაფორმდება მერე ვერ ესვრიან ერთმანეთს თუ რა?
|
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 05:58 |