31–ე ქარხნის ტბა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
31–ე ქარხნის ტბა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 1-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოკლედ, დღეს ვიყავი სათევზაოდ 31-ე ქარხნის ტბაზე. ასეთ რამეს ცხოვრებაში არ შევსწრებივარ. ჩვეულებრივ კოპტონზე ვთევზაობდი, პრიკორმკითაც დიდად თავი არ შემიწუხებია. შუადღემდე დიდი ვერაფერი დავიჭირე (სულ ერთი ცალი 200 გრ საზანჩიკი) ქარი რო ამოვარდა, თან ისეთი მანქანას რო არწევდა (ჯიპი) და დონკაც ორჯერ ჩამოაგდო ჯოხიდან, წამოვიდა მარა რა წამოვიდა. თან ქარის საპირისპიროდ ვიდექი და ვერც ისე შორს ვაგდებდი. 3-ჯერ დამიჯდა ერთი 3-5 კგ თევზი, 2 საზანი 1 ზერკალნი კარპი,
საჩოკში ჩასმავდე კი მოვიყვანო 3-ჯერ, მარა აი უკვე ნაპირის სიახლოვეს იმისთანა ემართებოდათ რომ 1-2 დაკვრაში წყვიტავდნენ. არადა 0,3 მეყენა. სხვასთან არაფერი არ მოდიოდა ნორმალური, გაგიჟდა ხალხი. მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ვერ დავიმორჩილე, მაინც ფრიად კმაყოფილი ვარ თევზაობით. სეზონზე 1 დიდი რო დაჯდეს, უკვე დიდი ამბავია და დღეში 3 ცალი, ნამეტანი იყო. 2-3 წელია მანდ დავდივარ, ეგეთი არაფერი გამიგია. ქარს ვაბრალებ, ჟანგბადმა მოიმატა ალბათ წყალში და გააქტიურდნენ, თორე ეგეთები მანდ არ ხდება ხოლმე. გამოცდილები რაც გვირჩევთ, რა ვუყოთ ამ პეტლია/პავადოკის წყვეტას ან გამოყვანის ტექნიკა არის რამე? ისიც იყო რო მარტო ვიყავი და საჩოკი ერთხელ ვერ მოვიშველიე, არადა 100%-იანი ამოყვანილი იყო, თავი ამოვაწევინე და იყო ეგრე გატრუნული, მარა რო ვერაფერი მოვახერხე, ლესკით ვცადე ამოყვანა და ჩაწყდა კაუჭთან. დანარჩენ 2 შემთხვევაში ივაჟკაცა თევზმა, საჩოკში არ ჩაჯდა და დაწყვიტა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 12:27 |