IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #1701


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - giga_megu   გუშინდელი გასვლის ...   May 5 2012, 22:36
- - giga_megu   ერთი ორიოდე სიტყვი...   May 5 2012, 22:44
- - Fishman   giga_megu მაგარი სურათე...   May 5 2012, 23:21
- - giga_megu   Fishman შტატივი გვინდა ...   May 6 2012, 00:48
- - ზაზა   დღეს დილით ბაზალეთ...   May 6 2012, 08:35
- - giga_megu   ალეკოს ვულოცავ .სუ...   May 6 2012, 14:33
- - იკო1981   გილიცავ ალიკ ,მალა...   May 6 2012, 19:02
- - Maverick   არაგველო გილოცავ...   May 7 2012, 15:04
- - Bonehill   ხვალე ხო ადიხართ ვ...   May 7 2012, 19:15
- - hunter777   თვალები გაუყავისფ...   May 7 2012, 19:25
- - Davitus   Maverick იქნებ პროსტინ...   May 7 2012, 20:23
- - monadire batumeli   რაა ხდება პოინტერბ...   May 8 2012, 21:07
- - ზაზა   არ ვიცი სად უნდა და...   May 8 2012, 21:27
- - giga_megu   RE: ინგლისური პოინტერი   May 8 2012, 22:24
- - giga_megu   მოდერებს ვთხოვ გაა...   May 8 2012, 22:36
- - Alik   RE: ინგლისური პოინტერი   May 9 2012, 07:41
- - simona   მოგესალმებით ყველ...   May 10 2012, 19:12
|- - andro ph   ციტატა(simona @ May 10 2012, 20...   May 11 2012, 10:16
- - giga_megu   ფემი ნაბულზე   May 16 2012, 09:28
- - kupra   ფენი ეს შემოყვანილ...   May 16 2012, 09:38
- - giga_megu   არა რა შემოყვანილი...   May 16 2012, 11:02
- - simona   andro ph აჭარის წარმომა...   May 17 2012, 08:49
- - simona   RE: ინგლისური პოინტერი   May 17 2012, 19:51
- - simona   მადლობა ვიდეოს გას...   May 18 2012, 08:50
- - Alik   ძალიან სამწუხაროა ...   May 19 2012, 12:07
- - ჭალიმგელა   Alik რა თქმა უნდა ძვე...   May 19 2012, 14:29
- - giga_megu   http://fmsu.org/?p=897 ამ საიტზ...   May 20 2012, 23:25
- - Alik   giga-megu აბსოლუტურათ სტ...   May 21 2012, 09:26
- - ჭალიმგელა   Alik იქნებ დეტალურად ...   May 21 2012, 10:45
- - hunter777   კარგი ამბავია ახალ...   May 21 2012, 11:03
- - Bonehill   hunter777 გილოცავ ვისი ძ...   May 21 2012, 17:58
- - ზაზა   ბონე, შენი ლეკვის დ...   May 21 2012, 22:13
- - ნუკრიMax   ციტატა(zaza @ 21st May 2012 ...   May 22 2012, 20:59
- - Akop   ... для того, что бы оценит лу...   May 23 2012, 09:04
- - ჭალიმგელა   სად არიან გიგო და ა...   May 23 2012, 11:18
- - aragveli   მოლი   May 23 2012, 19:15
|- - kupra   ციტატა(aragveli @ May 23 2012, 20...   May 29 2012, 02:29
- - Bonehill   აუ ეს რაარი.... უძალი...   May 23 2012, 19:28
|- - aragveli   ციტატა(Bonehill @ May 23 2012, 20...   May 23 2012, 19:38
- - Bonehill   ციციშვილზე გადავი...   May 23 2012, 19:37
- - Bonehill   ვსო მიღებული ხარ ა....   May 23 2012, 20:07
- - ზაზა   ალეკო, მოლი მაგარი...   May 23 2012, 22:31
- - aragveli   დღეს ერთი 4 დუპელი ა...   May 23 2012, 22:44
- - Bonehill   უუფ როგორ საქმიანა...   May 28 2012, 21:10
- - achiko-l   წეროვანში "ნალას...   May 29 2012, 15:40
- - achiko-l   ნალა მგზავრობს.....   May 29 2012, 15:48
- - მაქსიმუსა   რა სევდიანი თვალებ...   May 29 2012, 18:37
- - ლეკი   მეგობრებო ! მგონი...   May 31 2012, 18:25
- - aragveli   ეგ სურათები ალამაზ...   May 31 2012, 18:59
|- - ლეკი   ციტატა(aragveli @ May 31 2012, 19...   May 31 2012, 19:15
- - kupra   კი ნამდვილად ეგრეა...   May 31 2012, 19:10
- - Bonehill   გამოთქვას აზრი ყვე...   May 31 2012, 19:33
- - nik@a   მაშ ყველა ფოტოს მო...   May 31 2012, 20:03
- - ჯეკო   ლეკი აანებე ბიჯო ა...   May 31 2012, 22:18
- - Rostik   http://www.myvideo.ge/?video_id=1723836   Jun 2 2012, 14:47
- - Bonehill   კაი ვინმეა ეტყობა ...   Jun 2 2012, 21:38
- - giga_megu   ჩემი ძაღლის ძმაა ბ...   Jun 2 2012, 23:04
- - Bonehill   ეს უფრო დახვეწილია...   Jun 2 2012, 23:14
- - darcho   რა ლამაზად დაუდგა, ...   Jun 2 2012, 23:23
- - simona   ლინკი ჩასვით ტეგებ...   Jun 14 2012, 22:03
|- - Fishman   ციტატა(simona @ Jun 14 2012, 23...   Jun 15 2012, 00:52
- - ზახარა   მაგრამ დარბიან ნ...   Jun 15 2012, 07:27
- - samo   .... ნაბულზე არ დამდგ...   Jun 15 2012, 11:22
- - Bear Grylls   გამარჯობა ამ დღეებ...   Jun 17 2012, 23:33
- - darcho   გომბორზე წაიყვანე ...   Jun 18 2012, 00:50
- - ზაზა   ბაგირა (შავი ძუ) და ...   Jun 20 2012, 18:02
- - ზაზა   RE: ინგლისური პოინტერი   Jun 20 2012, 18:09
- - ზაზა   RE: ინგლისური პოინტერი   Jun 20 2012, 18:13
- - kupra   კარგებია   Jun 20 2012, 18:44
- - Fishman   ვააახ გუშინ დავპოს...   Jun 20 2012, 18:50
- - samo   RE: ინგლისური პოინტერი   Jun 23 2012, 15:43
- - samo   ჯორჯო გუბერტი ალბა...   Jun 23 2012, 16:04
- - Bonehill   1.25 წამიდან ნახეთ რა ...   Jun 25 2012, 06:42
- - Maverick   და რა ხდება? ამათი ა...   Jun 25 2012, 20:51
- - Davitus   Maverick სეკუნდირების ...   Jun 25 2012, 23:20
- - giga_megu   შეაფასეთ ეს პოინტე...   Jun 26 2012, 01:29
- - Fishman   RE: ინგლისური პოინტერი   Jun 26 2012, 01:30
- - Bonehill   ციტატა(giga_megu @ 26th June 2012...   Jun 26 2012, 07:48
- - ზაზა   RE: ინგლისური პოინტერი   Jun 26 2012, 11:08
|- - irakli# maxi   ციტატა(ზაზა @ Jun 26 2012...   Jun 27 2012, 19:44
- - Jager_Man   კოჭებში ეტყობა, მო...   Jun 26 2012, 13:04
- - giga_megu   მცოდნეებს ვთხოვ ჩე...   Jun 27 2012, 01:14
- - Bonehill   giga_megu მე დიდი ექსტეპ...   Jun 27 2012, 09:22
- - Bonehill   ზაზა არ ხსნის ამ ვი...   Jun 27 2012, 09:31
- - ლეკი   ზაზა რა კარგი ბიჭი ...   Jun 27 2012, 15:32
- - aragveli   ეხლა ვიყავი გასული...   Jun 27 2012, 18:20
- - Bonehill   ბოლო სურათი ნახეთ ...   Jun 27 2012, 18:25
- - Bonehill   ლეკი გაიხარე , ზაზ...   Jun 27 2012, 18:30
- - aragveli   ესეც ვიდეო , ნაბული...   Jun 27 2012, 20:17
- - Bonehill   წელს ერთად ვინადირ...   Jun 27 2012, 20:31
- - ჯეკო   aragveli მაგარი ლეკვი გ...   Jun 28 2012, 09:30
- - aragveli   ხო გადაირია, ბევრი ...   Jun 28 2012, 12:15
- - ზაზა   ჩემს პოსტთან რა პრ...   Jun 28 2012, 12:21
- - aragveli   დავასუფთავე, არა ზ...   Jun 28 2012, 12:28
|- - @bazierashvili@   ციტატა(aragveli @ Jun 28 2012, 13...   Jul 1 2012, 09:44
- - ზაზა   ეზოში გყავს და სულ ...   Jun 28 2012, 12:31
38 გვერდი V  « < 16 17 18 19 20 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th July 2025 - 04:21