თეთრი არაგვი, თევზაობა ფასანაურში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
თეთრი არაგვი, თევზაობა ფასანაურში |
Aug 24 2010, 22:43
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბედის ირონიით
გრიგოლეთში მიმავალი კაცი ფასანაურში აღმოვჩნდი თან ისეთ სასტავთან ერთად რომ 10 დღის განმავლობაში ფასანაურის მაღაზიებში არაყი გამოცალეს (ამ საქმეს ძირითადად გოგოები ჩადიოდნენ) ერთი შეხედვით თევზაობისთვის დრო არ უნდა დამრჩენოდა თუმცა ყოველ დილით ჯიუტად ვდგებოდი დილის 7 საათზე და თეთრი და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავთან გავდიოდისათევზაოდ "ჯიუტადო" იმიტომ ვამბობ რომ პირველი 3 დღე ვერაფერს ვიჭერდი გამოვცადე ყველანაირი სატყუარა თეთრი ჭია წითელი კალია "სმესი" მაგრამ სახლში უთევზოდ ვბრუნდებოდი სიტუაცია შეიცვალა მასშემდეგ რაც ერთი ძალიან მაგარი მეთევზე გავიცანი იქნებ თქვენც იცნობთ ფორუმებზე მას "რომანოზა' ქვია გამოგიტყდებით პირველად გადავეყარე ნამდვილ "მეთევზე სპორტსმენს" ეს სამტრედიელი კაცი დილიდან საღამომდე ყოველ დღეს არაგისპირას ატარებდა შესაშური რაოდენობით იჭერდა მურწებს და კალმახებს (ახლა არავინ თქვას კალმახის ჭერა კანონითააო აკრძალული ეგეთ მეთევზეს ყველანაირი მორალური უფლება აქვს მისი დაჭერის) რომანოზამ არაგვზე თევზაობის სადუმლოებებს მაზიარა: მსუბუქი დონკა გრძელი ჯოხი (ჯოხები იცოცხლე მრავლად მქონდა) და რაც მთავარია სატყუარა არაგვზე (ზემო დინებაში) თევზი მხოლოდ სამსალაზე და ყურყუმალაზე მოდის სამსალა ისევე როგორც ყურყუმალა თხელ წყლებში ქვების ქვეშ ბინადრობს სამასალები ძირითადად ერთი ზომის არიან მათ დასჭერად რომანოზამ ფასანაურიდან 3 კილომეტრი მატარა მდინარე ხანდოსწყლამდე ამ მდინარის ჩქერებში დიდი ქვების ქვეშ ეს მწერი იმდენია რომ შეიძელბა არც დამიჯეროთ ქვის ერთი გადატრიალება და 30-40 სამსალა უკვე შენს წინდაშია სხვათა შორის თუ სამსალას ცოცხლად შენახვა გსურთ (რაც აუცილებელია) სველ ნაჭერში უნდა შეინახოთ უმჯობესია წინდაში რაც შეეხება ყურყუმალას მისი დაჭერა გაცილებით რთულია ისინი ზომით სამსალაზე ბევრად დიდები იზრდებიან (4 სმ-მდე) (ჩემი დაკვირვებით ყურყუმალაზე თევზაობა გაცილებით ეფექტურია) და არაგვის თავთხელში ბინადრობენ ქვების ქვეშ სატყუარებს შორის ასევე აღსანიშნავია ქვების ქვეშ მობინადრე უცნაური მატლები ზომით 5 სანტიმეტრამდე სამწუხაროდ მათი სახელი არავინ მითხრა (თუმცა ჩემი პირველი ფასანაურელი კალმახი სწორედ მასზე მოკალათდა დიდი ზარ-ზეიმით წამოვაბრძანე სახლში ორი დღე ეზოს უკან დაგუბებულ პატარა წყაროში ვაჭყუმპალავე რითაც დიდად გაიხარეს ბავშვებმა ორი დღის შემდეგ კი ბავშებისავე თხოვნით კალმახი სამშვიდობოზე გავუშვით) მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ რომანოზამ არაგვზე თევზაობის ანბანი შემასწავლა მთავარი წესია: გყავდეს ცოცხალი სამსალა (ან ყურყუმალა) წინდაში გებას და მუდმივად იმოძრაო ერთი მორევიდან მეორისაკენ რომანოზა თითო გასვლაზე 2 კილოზე ნაკლებს არასოდეს იჭერდა ჩემი თვალით ნანახი მისი სარეკორდო თევზებია: ხრამული (იგივე ფიჩხული) 750 გრამი კალმახი 500 გრამი და მურწა 250 გრამი რაც შეეხება ჩემს მონაგარს როგორც მოგახსენეთ ჩვენს ეზოში არაყმა ამოხეთქა ასე რომ სათევზაოდ დიდი დრო არ მრჩებოდა ერთი ორჯერ კი დავიკარგე რომანოზასთან ერთად თუმცა არც მაშინ მისახელებია თავი 10 დღის განმავლობაში ჩემი მონაგარია: 40-მდე მურწა (ყველაზე დიდი 100 გრამი) ერთი კალმახი (გათავისუფლებული) ერთი 300 გარმიანი ხრამული (დავიჭირე ნაპირში, თითქმის მოზაგრავე ქალების ფეხებთან ფასანაურში თევზაობა ზედმეტად აზარტულია პრინციპი ერთია: "შენ სამსალა მომეცი და მურწას მე გაჭმევო" ხრამულს კი არა ისეთი მოზაგრავე ნაშობა ეძრობა პატიოსანმა კაცმა სამსალამობმული ანკესი გვერდზე უნდა გადადო და ჭეშმარიტი ანკესი მოიმარჯვო მე რა უნდა მექნა ცოლიანი კაცი ვარ და შამფურზე შემწვარ მურწას ვჯერდები |
|
|
|
![]() |
Sep 1 2010, 09:30
პოსტი
#16
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 83 რეგისტრ.: 3-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვიტო აუცილებლად, მთავარია წავიდეთ და თევზი დავიჭიროთ და რეპორტი თავისი ჩანახატებით იქნება
|
|
|
|
Apr 28 2012, 16:37
პოსტი
#17
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 543 რეგისტრ.: 13-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ვახ ეს რა კაი თემა ვნახე. კაი, საინტერესო რეპორტით დაიწყო,მაგრამ როგორც კი უნდა გახურებულიყო საუბარი დამთავრებულა.
დავიჯერო 2011 წელს არავის უთევზავია არაგვზე.? რაც შეეხება სანსალას და სხვა დანარჩენებს. რიონის თემაში მაქვს ნახსენები "ღორტავი". (რაჭულად ღორღავი) როგორც ზემოთ დაახასიათეს ჩქერიან და თხელ დინებაში მოიპოვება. ქვის ქვეშ. ასევე თუ პატარა მთის ნაკადული ეცემა ქვიან ადგილას, იქ იცის ხშირად ღორტავი. სანსალას კი ვეძახი მატლს, რომელიც ქვის ქვეშ სილით და პატარა კენჭებით იკეთებს ბუდეს, ჩუპრიტურტ. უმეტესად სალათის ფერია, ფოსფორის ფერში გადადის. კიდე ესეითივე მატლები გვხვდება ყავისპერ ჭუპრებში და უფრო ხშირად ხავსიან ან ნაგვიან ქვებზე. მინდა ავღნიშნო როომ ორივე მწერი მშვენიერი სატყუარაა მდინარის თევზისთვის. და არამარტო. |
|
|
|
May 10 2012, 12:57
პოსტი
#18
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 55 რეგისტრ.: 19-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
მე ვითევზავე 2011 წელს ფასანაურის რაიონში სოფელ დოლასქედთან სანსალაზე და ძალიან კარგი ეგზაემპლარები დავიჭირე მურწაც და წვერაც.წითელ ჭიაზე საერთოდ არ მოვიდა
|
|
|
|
May 15 2012, 08:50
პოსტი
#19
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 29-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
აბა ვის უნდა აგაგვზე მურწა კალმახი , მოვემზადოტ სჰევიკრიბოტ და ავიდეტ, რა არი ამაში ძნელი და განუხორციელებელი, 2 დგით ბაიტი არის, რომანოზა.
|
|
|
|
May 17 2012, 21:48
პოსტი
#20
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ციტატა მოვემზადოტ სჰევიკრიბოტ და ავიდეტ, რა არი ამაში ძნელი და განუხორციელებელი, 2 დგით ბაიტი არის, რომანოზა. წყალი როგორია? თოვლის დნობა მორჩა მთებში? ამ წვიმებმა არ აატალახა? |
|
|
|
May 17 2012, 21:49
პოსტი
#21
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
არა მგონია წყალი სუფთა იყოს.....
|
|
|
|
May 18 2012, 20:36
პოსტი
#22
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 29-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
რა გაატრაკა ამ წვიმებმა საქმე რატქმაუნდა ამღვრეული წყალი იქნება ჯერ ისრ დავრეკო შემიძლია და იქნებ სადმე ხევზე გვეთევზავა
|
|
|
|
May 20 2012, 13:28
პოსტი
#23
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ციტატა რა გაატრაკა ამ წვიმებმა საქმე რატქმაუნდა ამღვრეული წყალი იქნება ჯერ ისრ დავრეკო შემიძლია და იქნებ სადმე ხევზე გვეთევზავა თუ დარეკვის და წინასწარ მდგომარეობის გაგების საშუალება არის მაგას რა ჯობია. როგორც კი დაიწმინდება შეიძლება 1 დღე გაქცევა და მოსინჯვა.... |
|
|
|
May 20 2012, 15:52
პოსტი
#24
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 29-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
დარეკილი მაქვს . მარა მე მაინჩ წავალ ხუთშაბათს დილით დავღალე ტყუილა ყოფნით
|
|
|
|
May 21 2012, 07:35
პოსტი
#25
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
|
|
|
|
May 21 2012, 15:13
პოსტი
#26
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 29-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
მე ტვიტონ გადაგლილი ვარ და ტუ არ გავედი სადმე სისხლი ამენღვრევა, მითევზავია ბევრჯერ ეგეტ წყალში ისე კარგად არ ყვება რათქმაუნდა მარა გასრთობათ საკმარისია
|
|
|
|
May 22 2012, 00:22
პოსტი
#27
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხუთშაბათს რაიმე "ნეიშენალ ჰოილიდეი" თუ არ არის ისე ვერ მოვახერხებ გასვლას
წარმატებულ თევზაობას გისურვებ! |
|
|
|
May 24 2012, 08:49
პოსტი
#28
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 29-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
|
May 24 2012, 09:02
პოსტი
#29
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 29-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
რამდენად არ დამიგერებთ და იტყვით რომ მეთევზეს მორიგი ტყუილიაო არ მაინტერესებს, ზესტად ამ ადგილას 15-17 წლის უკან 27 კილოიანი მყავს ამოყვანილი
|
|
|
|
May 24 2012, 09:02
პოსტი
#30
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
აუ მაგარი ტიპია
|
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 11:36 |