ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#106
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 146 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეც მაგრად დამტანჯა
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#107
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 593 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
წნულ ძუის აბურდვასთან დაკავშირებით ჩემს გამოცდილებასაც გეტყვით.
აბურდვის და კვანძების წარმოშობის პირველი მიზეზი არის უმეტეს შემთხვევაში თვითონ კოჭა ან კოწის მაქოზე არასწორედ დახვეული წნული ძუა: 1. მაქო აუცილებლად უნდა იყოს შევსებული 1 მმ-ით არ არ მისული ბოლომდე, არ უნდა სცდებოდეს მაქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევს რგოლების გადმოვარდნას მაქოდან და აბურდვას. ძუა დახვეული უნდა იყოს მჭიდროთ. 2. კოჭა - უნდა იყოს კარგი ხარისხის, ანუ უნდა ახვევდეს და ალაგებდეს ძუას მაქოზე სწორედ (ზიგზაგისებურად, რომ ძუა ერთმანეთში ხვიებსშორის არ იჭრებოდეს). ასევე უხარისხო კოჭები სროლისას და დახვევისას გრეხავენ თვითონ ძუას, რაც იწვევს ძუის თავისუფალ (დაუჭიმავ) მდგომარეობაში გადაგრეხვას და აბურდვას. ასე რომ ჩემი აზრით უხარისხო კოჭით წნული ძუით თევზაობა არ ღირს!!!! რაც შეეხება კითხვას სპინინგზე მონო თუ წნული - მე ვიტყვი რომ წნული ჯობია: კარგად იგრძნობა კონტაქტი სატყუარასთან და თევზთან, დიამეტრი/გაწყვეტის შეფარდება, მეტი საიმედოება. რაც შეეხება მის წელვადობის არქონას ამის კომპენსირება შეიძლება თვით სპინინგის ამორტიზაციით და კოჭის სწორი მუხრუჭის რეგულირებით. |
|
|
![]()
პოსტი
#108
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რაც შეეხება მის წელვადობის არქონას ამის კომპენსირება შეიძლება თვით სპინინგის ამორტიზაციით და კოჭის სწორი მუხრუჭის რეგულირებით. ძალიან კომპეტენტური მსჯელობაა. მხოლოდ დავამატებდი, რომ არა 100 % - ით, არამედ, სპინინგის ამორტიზაციასა და კოჭის მუხრუჭის სწორ რეგულირებას წნულის სიხისტის - მხოლოდ ნაწილობრივი კომპენსირება შეუძლია |
|
|
![]()
პოსტი
#109
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მხოლოდ დავამატებდი, რომ არა 100 % - ით, არამედ, სპინინგის ამორტიზაციასა და კოჭის მუხრუჭის სწორ რეგულირებას წნულის სიხისტის - მხოლოდ ნაწილობრივი კომპენსირება შეუძლია წნულის სიხისტეს კი კომპენსირებას მარტივად უკეთებს კოჭის მუხრუჭი და ასევე თვითონ სასპინინგე ჯოხის წვერი... ნუ თუ ულტრალაითს ვიყენებთ მაშინ ხომ საერთოდ - კომპენსირებასაც უკეთებს და კიდევ მეტსაც... |
|
|
![]()
პოსტი
#110
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გამარჯობათ
დამწყები სპინინგისტი ვად და მირჩიეთ; ეხლახან შევიძინე ეს კომპლექტი : ანკესი: Trabucco RAPTURE REVS 2,40. 5-21gr. მასალა - NANO FIBRE HM CARBON. წყობა შტეკერული, 2 მუხლიანი. კოჭა: Trabucco Xenos XGB 1000 და მაინტერესებს წნულ ძუას თუ ვიხმარ (ანუ კოჭა თუ შემიწყობს ხელს) ზედმეტი პრობლემების გარეშე? და კიდევ რა დიამეტრს მირჩევთ და რა ფირმისას? (სანადირო ობიექტი: ქორჭილა და წერი) |
|
|
![]()
პოსტი
#111
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 221 რეგისტრ.: 29-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: откуда все ;-))) ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#112
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
КАА
გასაგებია , მადლობთ. ჩვენ მაღაზიებში იყიდება თუ იცი? |
|
|
![]()
პოსტი
#113
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 358 რეგისტრ.: 4-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს მემგონი ორივეს კომბინირებული ფორმა,ცადეთ ვინც ახერხებთ,რომ სპინინგით ითევზაოთ.გამოხმაურებებიც საკმაოდ კარგი აქვს. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#114
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 221 რეგისტრ.: 29-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: откуда все ;-))) ![]() |
КАА LeoTaso, გირჩევ რო იყიდო ესგასაგებია , მადლობთ. ჩვენ მაღაზიებში იყიდება თუ იცი? ჩვენ მაგაზიებში იგივე შნურის ორ ჯერ ნაკლები რაოდენობა (150 ფუტი) დაგიჯდება უფრო ძვირი.. |
|
|
![]()
პოსტი
#115
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 51 რეგისტრ.: 1-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
გაუმარჯოს ბიჭებს! კითხვა მაქვს http://dynamiclures.com/fishing-line/ ეს ძუა წნულია თუ მონო ვერ დავადგინე იქნებ დამეხმაროთ
![]() ![]() http://dynamiclures.com/hd-trout/ ამ ვობლერზე უწევენ რეკომენდაციას, ისე ვობლერზე წნული ჯობია თუ მონო ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია 16gauge: Jun 20 2015, 10:18 |
|
|
![]()
პოსტი
#116
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
16gauge
მონოს გავს ეგ ძუა. რაც შეეხება წნულის თუ მონოს ხმარებას, ორივეს თავის პლიუს მინუსი აქვს, მაგრამ მე წნულს გირჩევ ვობლერებზე, მხოლოდ ხარისხიანს ! ...და ხარისხიან , "წვრილ" წნულს შესაბამისი კოჭა სჭირდება (ხარისხიანი) ხვიები კარგად რო დაალაგოს, "პეტლი" რო არ გადმოგიგდოს და ცხოვრება არ გაგიმწაროს ![]() ![]() და თევზაობა კოშმარად არ გექცეს ![]() თუ დამწყები ხარ დაიწყე მონოთი, ნელ-ნელა გადახვალწნულზე. |
|
|
![]()
პოსტი
#117
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 51 რეგისტრ.: 1-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd October 2025 - 02:26 |