თეთრი არაგვი, თევზაობა ფასანაურში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
თეთრი არაგვი, თევზაობა ფასანაურში |
Aug 24 2010, 22:43
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბედის ირონიით
გრიგოლეთში მიმავალი კაცი ფასანაურში აღმოვჩნდი თან ისეთ სასტავთან ერთად რომ 10 დღის განმავლობაში ფასანაურის მაღაზიებში არაყი გამოცალეს (ამ საქმეს ძირითადად გოგოები ჩადიოდნენ) ერთი შეხედვით თევზაობისთვის დრო არ უნდა დამრჩენოდა თუმცა ყოველ დილით ჯიუტად ვდგებოდი დილის 7 საათზე და თეთრი და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავთან გავდიოდისათევზაოდ "ჯიუტადო" იმიტომ ვამბობ რომ პირველი 3 დღე ვერაფერს ვიჭერდი გამოვცადე ყველანაირი სატყუარა თეთრი ჭია წითელი კალია "სმესი" მაგრამ სახლში უთევზოდ ვბრუნდებოდი სიტუაცია შეიცვალა მასშემდეგ რაც ერთი ძალიან მაგარი მეთევზე გავიცანი იქნებ თქვენც იცნობთ ფორუმებზე მას "რომანოზა' ქვია გამოგიტყდებით პირველად გადავეყარე ნამდვილ "მეთევზე სპორტსმენს" ეს სამტრედიელი კაცი დილიდან საღამომდე ყოველ დღეს არაგისპირას ატარებდა შესაშური რაოდენობით იჭერდა მურწებს და კალმახებს (ახლა არავინ თქვას კალმახის ჭერა კანონითააო აკრძალული ეგეთ მეთევზეს ყველანაირი მორალური უფლება აქვს მისი დაჭერის) რომანოზამ არაგვზე თევზაობის სადუმლოებებს მაზიარა: მსუბუქი დონკა გრძელი ჯოხი (ჯოხები იცოცხლე მრავლად მქონდა) და რაც მთავარია სატყუარა არაგვზე (ზემო დინებაში) თევზი მხოლოდ სამსალაზე და ყურყუმალაზე მოდის სამსალა ისევე როგორც ყურყუმალა თხელ წყლებში ქვების ქვეშ ბინადრობს სამასალები ძირითადად ერთი ზომის არიან მათ დასჭერად რომანოზამ ფასანაურიდან 3 კილომეტრი მატარა მდინარე ხანდოსწყლამდე ამ მდინარის ჩქერებში დიდი ქვების ქვეშ ეს მწერი იმდენია რომ შეიძელბა არც დამიჯეროთ ქვის ერთი გადატრიალება და 30-40 სამსალა უკვე შენს წინდაშია სხვათა შორის თუ სამსალას ცოცხლად შენახვა გსურთ (რაც აუცილებელია) სველ ნაჭერში უნდა შეინახოთ უმჯობესია წინდაში რაც შეეხება ყურყუმალას მისი დაჭერა გაცილებით რთულია ისინი ზომით სამსალაზე ბევრად დიდები იზრდებიან (4 სმ-მდე) (ჩემი დაკვირვებით ყურყუმალაზე თევზაობა გაცილებით ეფექტურია) და არაგვის თავთხელში ბინადრობენ ქვების ქვეშ სატყუარებს შორის ასევე აღსანიშნავია ქვების ქვეშ მობინადრე უცნაური მატლები ზომით 5 სანტიმეტრამდე სამწუხაროდ მათი სახელი არავინ მითხრა (თუმცა ჩემი პირველი ფასანაურელი კალმახი სწორედ მასზე მოკალათდა დიდი ზარ-ზეიმით წამოვაბრძანე სახლში ორი დღე ეზოს უკან დაგუბებულ პატარა წყაროში ვაჭყუმპალავე რითაც დიდად გაიხარეს ბავშვებმა ორი დღის შემდეგ კი ბავშებისავე თხოვნით კალმახი სამშვიდობოზე გავუშვით) მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ რომანოზამ არაგვზე თევზაობის ანბანი შემასწავლა მთავარი წესია: გყავდეს ცოცხალი სამსალა (ან ყურყუმალა) წინდაში გებას და მუდმივად იმოძრაო ერთი მორევიდან მეორისაკენ რომანოზა თითო გასვლაზე 2 კილოზე ნაკლებს არასოდეს იჭერდა ჩემი თვალით ნანახი მისი სარეკორდო თევზებია: ხრამული (იგივე ფიჩხული) 750 გრამი კალმახი 500 გრამი და მურწა 250 გრამი რაც შეეხება ჩემს მონაგარს როგორც მოგახსენეთ ჩვენს ეზოში არაყმა ამოხეთქა ასე რომ სათევზაოდ დიდი დრო არ მრჩებოდა ერთი ორჯერ კი დავიკარგე რომანოზასთან ერთად თუმცა არც მაშინ მისახელებია თავი 10 დღის განმავლობაში ჩემი მონაგარია: 40-მდე მურწა (ყველაზე დიდი 100 გრამი) ერთი კალმახი (გათავისუფლებული) ერთი 300 გარმიანი ხრამული (დავიჭირე ნაპირში, თითქმის მოზაგრავე ქალების ფეხებთან ფასანაურში თევზაობა ზედმეტად აზარტულია პრინციპი ერთია: "შენ სამსალა მომეცი და მურწას მე გაჭმევო" ხრამულს კი არა ისეთი მოზაგრავე ნაშობა ეძრობა პატიოსანმა კაცმა სამსალამობმული ანკესი გვერდზე უნდა გადადო და ჭეშმარიტი ანკესი მოიმარჯვო მე რა უნდა მექნა ცოლიანი კაცი ვარ და შამფურზე შემწვარ მურწას ვჯერდები |
|
|
|
(dila)adriano თეთრი არაგვი Aug 24 2010, 22:43
ჩელე ვააა, კარგი იყო.............. Aug 25 2010, 02:14
zaza1978 (dila)adriano
ვა საღოლ როგო... Aug 25 2010, 09:14
romanoza ციტატა(zaza1978 @ Aug 25 2010, 10... Aug 29 2010, 18:47
romanoza გაუმარჯოს ყველა მე... Aug 29 2010, 17:31
ვიტო (dila)adriano
საოცარ სპინ... Aug 30 2010, 17:24
aragveli ციტატა(ვიტო @ Aug 30 2010... Aug 30 2010, 17:41
romanoza ციტატა(aragveli @ Aug 30 2010, 18... Aug 30 2010, 19:12
amroci ციტატა(aragveli @ Aug 30 2010, 18... Aug 31 2010, 12:31
zaza1978 romanoza
სურვილი როგორ ... Aug 30 2010, 17:29
zaza1978 romanoza
11-12 შევძლებთ ალბ... Aug 31 2010, 11:16
romanoza ციტატა(zaza1978 @ Aug 31 2010, 12... Aug 31 2010, 13:45
zaza1978 romanoza
ოკ Aug 31 2010, 14:02
ვიტო zaza1978
romanoza
თუ წახვედი... Aug 31 2010, 14:17
romanoza ციტატა(ვიტო @ Aug 31 2010... Aug 31 2010, 21:21
zaza1978 ვიტო აუცილებლად, მ... Sep 1 2010, 09:30
davit.p ვახ ეს რა კაი თემა ვ... Apr 28 2012, 16:37
lapsha889 მე ვითევზავე 2011 წელ... May 10 2012, 12:57
romanoza აბა ვის უნდა აგაგვ... May 15 2012, 08:50
ბესო ციტატამოვემზადოტ ... May 17 2012, 21:48
ჩელე არა მგონია წყალი ს... May 17 2012, 21:49
romanoza რა გაატრაკა ამ წვი... May 18 2012, 20:36
ბესო ციტატარა გაატრაკა ... May 20 2012, 13:28
romanoza დარეკილი მაქვს . მა... May 20 2012, 15:52
შოთა.03 romanoza
ციტატა(romanoza @ 20th ... May 21 2012, 07:35
romanoza მე ტვიტონ გადაგლილ... May 21 2012, 15:13
ბესო ხუთშაბათს რაიმე ... May 22 2012, 00:22
romanoza ფასანაურში მიმავა... May 24 2012, 08:49
romanoza რამდენად არ დამიგე... May 24 2012, 09:02
aragveli აუ მაგარი ტიპია გა... May 24 2012, 09:02
romanoza კი აბა რა ეგ ხო უნ... May 24 2012, 11:52
ჩაგელა რომანოზ ძმაო მე ახ... May 24 2012, 19:59
romanoza ციტატა(ჩაგელა @ May 2... May 25 2012, 09:00
romanoza ციტატა(romanoza @ May 25 2012, 10... Jun 10 2012, 19:38
diablo მეც მანდ ვარ
იესლ... Jun 10 2012, 19:53
ჩაგელა წავიდეთ მე ჩემ ნომ... Jun 11 2012, 13:20
romanoza ციტატა(ჩაგელა @ Jun 1... Jun 11 2012, 19:55
diablo RE: თეთრი არაგვი Jun 11 2012, 20:02
ალთაზარ diablo
სად მიდიხარ რო მ... Jun 11 2012, 20:11
diablo RE: თეთრი არაგვი Jun 11 2012, 20:24
შოთა.03 იფფფ, მშვენიერი იდ... Jun 12 2012, 08:18
romanoza მე მცალია 17-18 რიცხვ... Jun 12 2012, 10:17
diablo მოკლედ გადაწყდა 17 შ... Jun 12 2012, 20:22
ალთაზარ diablo
ორ კაცში ვინ იგუ... Jun 12 2012, 21:28
diablo უი შემშლია 3 მი კაცი Jun 12 2012, 21:49
Deutschland ალთაზარ
მწარედ თ... Jun 12 2012, 21:54
T A M P L I E R RE: თეთრი არაგვი Jun 12 2012, 21:56
ჩაგელა ძმებო დაგეგმეთ და ... Jun 15 2012, 07:58
romanoza გავდივარ დილიტ 8 სა... Jun 15 2012, 22:31
diablo ციტატა(romanoza @ Jun 15 2012, 23... Jun 15 2012, 23:26
romanoza ციტატა(diablo @ Jun 16 2012, 00... Jun 16 2012, 13:09
romanoza კი 17 -ში ანუ ხვალ Jun 16 2012, 08:32
Davitus ხალხნო, ყველა თემა... Jun 16 2012, 08:36
davit.p რა მოხდა არაგვზე, თ... Jun 28 2012, 00:32
romanoza ვერაპერი რა მოხდა ... Jun 28 2012, 12:50
diablo ციტატა(romanoza @ Jun 28 2012, 13... Jun 29 2012, 09:30
bigbear გამარჯობათ.
ვინმე ... Jul 20 2012, 09:40
beqa10 გაუმარჯოს.2 კვირის ... Jul 21 2012, 17:34
Little Fisher დღეს ვიყავი არაგვზ... Sep 30 2012, 18:56
LeoTaso Little Fisher
ხავსით გახვე... Sep 30 2012, 19:09
Little Fisher არა ხავსით კი არა ვ... Sep 30 2012, 19:11
LeoTaso არაგვი ისვენებს ზნ... Sep 30 2012, 19:13
Little Fisher LeoTaso
მადლობა Sep 30 2012, 19:24
Little Fisher გუშინ მე და აქაური ... Mar 4 2013, 14:40
Little Fisher ეს 3 ფოტო მაქვს დანა... Mar 4 2013, 14:48
Little Fisher და კიდევ ანანურის ... Mar 4 2013, 18:20
Saba.S 8-9 ივნისს ვიყავი ბუ... Jun 10 2013, 20:02
მონადირე Saba.S
ყოჩაღ, მაინც კარ... Jun 14 2013, 13:17
Saba.S მონადირე
წყალსაც... Aug 5 2013, 20:16![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 13:09 |