ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#1801
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
კუდიგორელი ინგლისური პოინტერი May 19 2009, 16:49
Bonehill თუ დიპლომიანია , რა... Jul 1 2012, 09:58
alexs-1994 დონა 2 თვის Jul 1 2012, 15:30
samo . Jul 2 2012, 10:16
ზაზა RE: ინგლისური პოინტერი Jul 2 2012, 12:13
ზაზა RE: ინგლისური პოინტერი Jul 2 2012, 13:18
aragveli კალმით ნახატი ლეკვ... Jul 2 2012, 13:53
ზაზა RE: ინგლისური პოინტერი Jul 2 2012, 14:11
ზაზა აქვე დავდებ ჩვენი ... Jul 4 2012, 13:15
T A M P L I E R კარგია კარგი! რაღ... Jul 4 2012, 13:18
Jager_Man არავეულებრივი გამ... Jul 4 2012, 14:13
levani100 ყველა პირობაა იმის... Jul 4 2012, 16:04
aragveli levani100- შენც უნდა უღალ... Jul 4 2012, 18:00
levani100 არა მეგობარო ღალატ... Jul 4 2012, 20:51
ლეკი ჩემი თავგასიებული Jul 4 2012, 21:10
Bonehill მემგონი ლამაზი ნაბ... Jul 4 2012, 21:27
ზაზა კაი მუქი ლაქები აქ... Jul 5 2012, 08:59
გიზოვიჩი RE: ინგლისური პოინტერი Jul 5 2012, 16:48
ჭალიმგელა მართლა ბაგირაა რა Jul 5 2012, 17:00
ზაზა მაგარია ბაგირა. ბა... Jul 5 2012, 17:07
sabo73 იფ გაიხარეთ სურათე... Jul 5 2012, 23:50
Bonehill კარგი სურთებია , კა... Jul 6 2012, 08:17
შადი შამოდი არ ვიცი, რაზეა "ნა... Jul 6 2012, 11:24
Davitus Bonehill
ციტატა(niko @ 6th July ... Jul 6 2012, 11:11
Bonehill შადი შამოდი
ზუსტა... Jul 6 2012, 11:50
alexs-1994 RE: ინგლისური პოინტერი Jul 8 2012, 18:13
alexs-1994 RE: ინგლისური პოინტერი Jul 8 2012, 18:22
aragveli შეჯიბრისთვის უკვე ... Jul 8 2012, 19:57
alexs-1994 RE: ინგლისური პოინტერი Jul 9 2012, 13:11
ჰერცოგი997 alexs-1994
ბოლო სურათზე რ... Jul 9 2012, 13:27
nik@a ეს ალბათ იმ ძაღლის ... Jul 9 2012, 13:39
alexs-1994 ამ სურათში 1 თვის
ლ... Jul 9 2012, 13:52
monadire batumeli სარა 4 თვის Jul 9 2012, 20:13
monadire batumeli შემიფასეთ Jul 9 2012, 20:20
alexs-1994 მაგარია Jul 9 2012, 20:27
Fishman monadire batumeli
ვაახ რა კარ... Jul 9 2012, 21:36
samo Fishman
4 თვის არის!
monadir... Jul 10 2012, 00:42
monadire batumeli samo,,,აბა როგორ დავით,,... Jul 10 2012, 09:17
Bonehill monadire batumeli
მშვენიერი გ... Jul 10 2012, 10:05
ზაზა RE: ინგლისური პოინტერი Jul 10 2012, 10:59
ზახარა აქ გააგრძელეთ მეძე... Jul 11 2012, 09:32
ზაზა RE: ინგლისური პოინტერი Jul 12 2012, 12:04
გიზოვიჩი ზაზა
პირველად გყა... Jul 12 2012, 12:19
ზაზა ციტატა(გიზოვიჩი ... Jul 12 2012, 12:52
ზაზა RE: ინგლისური პოინტერი Jul 16 2012, 10:22
Bonehill რაღაცეები იკვეთებ... Jul 16 2012, 12:22
levani100 კლასიკურ ფერებში გ... Jul 16 2012, 15:30
ზაზა სამი თვის მაქსიმუს... Jul 17 2012, 10:01
გიზოვიჩი ზაზა
ყოჩაღ ზაზუნა, ... Jul 17 2012, 10:58
ზაზა გახეხილი სტაფილო, ... Jul 17 2012, 11:01
hunter777 ვა რა კარგი დამდგა... Jul 17 2012, 11:01
T A M P L I E R ზაზა
ვერ ვხედავ და ... Jul 17 2012, 11:30
nik@a T A M P L I E R
მაი ვიდეოზე ... Jul 17 2012, 16:11
T A M P L I E R კაიხარე ნიკოლოზ Jul 17 2012, 16:21
ზაზა ვიდეოს ვდებ ისე, რო... Jul 17 2012, 16:26
Fishman ციტატა(ზაზა @ Jul 17 2012... Jul 17 2012, 20:10
nugzar inaneishvili 1983 http://www.uahunter.com.ua/forum/prodam-sh...era-t... Jul 17 2012, 22:53
იკო1981 მშვენიერია დედ-მამ... Jul 18 2012, 03:26
Maverick nugzar inaneishvili 1983
ჩვენი მე... Jul 18 2012, 09:15
ზაზა ეს ლეკვები ჩვენი ჩ... Jul 18 2012, 10:10
aragveli გაკიდებას მოვარჯუ... Jul 19 2012, 08:10
Bonehill კაი მიტანება იყო, კ... Jul 19 2012, 08:46
achiko-l საღოლ ალიკ მაგარია... Jul 20 2012, 11:42
aragveli აჩი ვის ხვადზე გყა... Jul 23 2012, 06:19
achiko-l ციტატა(aragveli @ Jul 23 2012, 07... Jul 23 2012, 12:46
giorgi vs beki სად იყავი თუ საიდუ... Jul 23 2012, 11:29
ზაზა ალეკო, მაგრა გყავს ... Jul 23 2012, 11:36
aragveli giorgi vs beki- ბაზალეთია. Boneh... Jul 23 2012, 12:16
ზაზა RE: ინგლისური პოინტერი Jul 25 2012, 11:26
ზაზა RE: ინგლისური პოინტერი Jul 25 2012, 12:36
გიზოვიჩი ვახ შენ გენაცვალე, ... Jul 25 2012, 13:14
Davitus ზაზა
მაგარია... ბევ... Jul 25 2012, 13:20
Fishman მაგარია
ერთხელ ჩ... Jul 25 2012, 15:19
Maverick QUOTE (Fishman @ Jul 25 2012, 16:19) ე... Jul 25 2012, 15:39
Fishman Maverick
წიგნში? Jul 25 2012, 15:46
Davitus Maverick
ალბათ "პავლო... Jul 25 2012, 15:56
Fishman ააა როგორ უნდა ასწ... Jul 25 2012, 15:58
achiko-l ბონემ სიურპრიზი გა... Jul 25 2012, 16:04
ჯეკო ზაზა
საღოლ რაა, კაი... Jul 25 2012, 16:25
Bonehill აქაც გილოცავ, სასა... Jul 25 2012, 16:55
გიზოვიჩი Davitus
რათქმაუნდა ლეკ... Jul 25 2012, 17:05
kupra ჯიგარია მაქსი. Jul 26 2012, 00:25
sabo73 გიზოვიჩი
შენ რა გი... Jul 26 2012, 10:06
achiko-l ესეც ჩემი პატარები... Jul 26 2012, 10:52
achiko-l RE: ინგლისური პოინტერი Jul 26 2012, 10:57
ზაზა რაც ვიდეოშია, აითვ... Jul 26 2012, 11:15
sabo73 achiko-l
აქანა კიდო გილ... Jul 26 2012, 13:02
გიზოვიჩი ზაზა
ბაგირაც ხომ მ... Jul 26 2012, 14:55
ზაზა გიზოვიჩ,
მართალი ხ... Jul 26 2012, 15:19
dato6 გიზოვიჩი ზუსტად ეგ... Jul 26 2012, 15:34
aragveli ამ ვიდეოში ნაბულზე... Jul 31 2012, 18:35
Bonehill რა ვთქვა არ ვიცი....ც... Aug 1 2012, 10:55
Giorgi_M ციტატა(Bonehill @ Aug 1 2012, 11... Aug 3 2012, 18:13
Fishman შეიძლება ეკლიანი ბ... Aug 1 2012, 14:38
იკო1981 ალიკ კიდე ეცადე ქე... Aug 2 2012, 06:26
ზაზა 4 თვის Aug 3 2012, 17:26
გიგი ეს ძაღლი რიკოთთან ... Aug 15 2012, 10:05
dato 85 კაცი (პატრონი) რომ ძ... Aug 16 2012, 19:49
iason საქართველოში ძაღლ... Aug 16 2012, 21:20
KTX-100 ესეც ჩემი უტვინო ლ... Aug 22 2012, 12:40
marshal იმ ძაღლს რიკოთთან ... Aug 22 2012, 13:12![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2025 - 16:21 |