ცეცხლის ხაზზე, ისტორიები წარსულიდან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცეცხლის ხაზზე, ისტორიები წარსულიდან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ც ე ც ხ ლ ი ს ხ ა ზ ზ ე <<ლელო>> 27.აპრილი.1969წ
არმიელები უფავორიტებოდ უკეთესად ისროდნენ თბილისის სამხედრო მონადირეთა საზოგადოების სტენდზე დამთავრდა რესპუბლიკური პირველობა იუნიორთა შორის . ცეცხლის ხაზზე გამოვიდა 31 სპორტსმენი . შედეგები უხეირო იყო . შეიძლება ეს ძლიერი ქარის ბრალიც გახლდათ . კომპლექსურ ჩათვლაში ყველას აჯობა სამხედრო მონადირეთა საზოგადოებრივმა კოლექტივმა , რომელმაც 350 შესაძლებლიდან 176 ქულა დააგროვა . გამარჯვებულს 9 ქულით ჩამორჩა "ლოკომოტივი" . III ადგილზეა მონკავშირის გუნდი -158 ქულა . როგორც ადგილიდან , ისე მრგვალ სტენდზე სროლაში გაიმარჯვეს არმიელებმა . ადგილიდან სროლაში მეორე იყო "განთიადი" , მესამე -ლოკომოტივი . მრგვალ სტენდზე სროლაში 11 ადგილი მონკავშირმა მოიპოვა . "ლოკომოტივი" III ადგილით დაკმაყოფილდა . პირად ტურნირში ყველას აჯობეს : ადგილიდან სროლაში ო. ნაზარენკომ ("ლოკომოტივი"-100დან-67 ქულა) . მრგვალ სტენდზე -სპორტის ოსტატმა თ.მატოიანმა (მონკავშირი) - 80 ქულა . თბილისელი მესტენდურეების საქალაქო ტურნირში ფავორიტები - ზ.მაჩხანელი და ტ.ჟღენტი არ მონაწილეობდნენ , მაგრამ ამან ასპარეზობისადმი ინტერესი ვერ შეანელა . პირველ დღეს შესანიშნავი ამინდი იდგა და მონაწილეებმაც მაღალი შედეგებით გაგვახარეს . ადგილიდან სროლაში დაწინაურდა ი.საგანელიძე (მონკავშირი) რომელმაც 100-დან 95 სამიზნე გატეხა , მას 2 ქულით ჩამორჩებოდა სპორტის ოსტატი ვ.ალავერდოვი ("ლოკომოტივი") გ.მეფარიშვილმა (მონკავშირი) კი 89 ქულა მოაგროვა . მრგვალ სტენდზე , როგორც მოსალოდნელი იყო დაწინაურდა სპორტის ოსტატი თ.მატოიანი (მონკავშირი) . 100-დან მან მხოლოდ 6 ქულა დაკარგა და 1 ქულით აჯობა თანაგუნდელ ოსტატს ე.ძიძიგურს . შეჯიბრების მეორე დღეს ამინდი გაუარესდა , ამოვარდა ქარი და შედეგებიც დაეცა . საბოლოოდ ადგილიდან სროლაში პირველობა საგანელიძეს დარჩა . 200-დან მან 177 ქულის დაგროვება შეძლო, II ადგილზეა მეფარიშვილი-174 ქულა , III ა.ბუკია (მონკავშირი) -169 ქულა . მრგვალ სტენდზე ჩემპიონი გახდა მატოიანი -186 ქულა . მომდევნო ადგილები დაიკავეს : ლ.სიმონიანმა (სამხედრო მონადირეთა საზოგადოება )-178 ქულა და ე.ძიძიგურმა -169 ქულა საკავშირო კატეგორიის მსაჯი ჯ.მოწონელიძე სურათზე : ცეცხლის ხაზზეა ი.საგანელიძე ფოტო ჯ.ხუბუასი (სამწუხაროდ სკანერი არ მიმუშავებს) (წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები) -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 18:14 |