მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 44)
ლეკი
პოსტი Aug 11 2011, 10:32
პოსტი #31


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(bero @ Aug 10 2011, 11:46) *
სალამი ბიჭებს ,

ერთი კითხვა მაქვს მცოდნეებთან,

ქედანზე ნადირობისას ფიტულების გამოყენება რამდენად ეფექტურია ? ( საუბარი მაქვს ლეკის ატვირთულ სურათებზე ) რკინის კონსტრუქცია რომ არის გამოყენებული..
ან ხომ არ იცით რამე სხვა საშუალება ?

წინასწარ დიდი მადლობა . newsmile05.gif

ეფექტური ნამდვილად არის, განსაკუთრებით კი ელექტრო (ანუ მოძრავი) ფიტულები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Aug 29 2011, 09:29
პოსტი #32


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ჩვენ ,,სასტავს,, ლეიშმანიოზისაგან ძაღლები დაგვეხოცა და მტრედზე, ქედანზე და გვრიტზე გავედით სანადიროდ

ესეც შედეგი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
coolboy
პოსტი Dec 18 2011, 22:23
პოსტი #33


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 21
რეგისტრ.: 18-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ქედანი მოსახლეობასჰი ჯდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Dec 19 2011, 10:14
პოსტი #34


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ჯდება მაღალ შენობებზე..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
coolboy
პოსტი Dec 20 2011, 18:47
პოსტი #35


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 21
რეგისტრ.: 18-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lasha-gs
პოსტი Aug 9 2012, 18:05
პოსტი #36


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 1-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ქევხო
გაუმარჯოს ძმა, ქედანზე საით ნადირობთ ხოლმე, მასწავლე ან ერთად წავიდეთ სადმე რათქმა უნდა რო გაიხსნება სეზონი და თუ სურვილი გექნება წინასწარ მადლობ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DAVITA
პოსტი Aug 10 2012, 17:08
პოსტი #37


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 126
რეგისტრ.: 16-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(lasha-gs @ Aug 9 2012, 19:05) *
ქევხო
გაუმარჯოს ძმა, ქედანზე საით ნადირობთ ხოლმე, მასწავლე ან ერთად წავიდეთ სადმე რათქმა უნდა რო გაიხსნება სეზონი და თუ სურვილი გექნება წინასწარ მადლობ


გაუმარჯოს,

ქედანზე სპეციალურად მე ალაზნის ჭალებში ვნადირობ, ძირითადად თებერვალში. შირაქში კი სადაც შეგვხვდება ის ვუწყობთ ჩასაფრებას. მილარში ააუარება მაგრამ მესაზღვრეები ატრაკებენ ხოლმე. კახეთში თუ მოხვდები თებერვალში, ვინადიროთ.


გუშინ სახლიდან დავპოსტე და ყურადღება არ მიმიქცევია რო ჩემი ძმის (DAVITA) სახლით ვიყავი ფორუმზე, დამახსოვრებული ქონდა.

ქევხო ვარ და ეს პოსტი მე დავწერე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lasha-gs
პოსტი Aug 11 2012, 14:07
პოსტი #38


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 1-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



დიდი მადლობა ძმაო , იმიტომ გკითხე უწერიათ სემიჭკებში ვინადირეთო და დამაინტერესა სად არის ამდენი ქედანი რო ამდენს კლავენ მეთქი რა თქმა უნდა ლიმიტირებულს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აუცილებლათ ჩამოვალ და ვინადიროთ gunshot.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Aug 11 2012, 14:29
პოსტი #39


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



romeo 1

რომეო პირველ ფოტოში მარცხნივ როდგას ხიკსონდახიანი თოფით რუსთაველი ალიკა ხო არაა???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lasha-gs
პოსტი Aug 24 2012, 19:40
პოსტი #40


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 1-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გილოცავთ ყველას ნადირობის სეზონის გახსნას, ბიჭებო მტრედი არის სადმე რო გირდეს წასვლა ტბილისთან ახლო მახლოს ან საერთოდ არის წელს ქედანი სადმე წინასწარ მადლობთ Shooting.gif cooldog.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lasha-gs
პოსტი Aug 30 2012, 12:26
პოსტი #41


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 1-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ ქედანი საით მოძრაობს უფრო ხო მეტყვით წინასწარ მადლობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 30 2012, 12:53
პოსტი #42


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ქესალოში მყავს ნანახი უზარმაზარი ღრუბლები ქედანის, დაიწყება გადაფრენები სექტემბრის ბოლოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Sep 3 2012, 17:43
პოსტი #43


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ქესალოში ქედანი არაა თუ იმ ადგილს გულისხმობთ ხრამის მხარეს ვერხვებთან (5-6 წლის უკან სერიოზულად მოძრაობდა). ბოლო 2 წელიწადია იშვიათად თუ ნახავ. ვინ ამბობს მარნეულისკენ მოძრაობს სექტემბრის ბოლოს, რადგან წიფლის თესლებით იკვებებაო სადღაც ხეობაში, სექტეьბრის მერე ამბობენ აქეთ მოდის და ვერხვის კვირტებს ჭამსო, მაგრამ მე თუ დამიჯერებთ ბოლო 2 წელი ინტენსიურად ვიარე მაგ ადგილებში და ის რასაც 5 წლის უკან ვხედავდი (50-100 იანი გუნდები, აფრინდებოდა ვერხვებს) მაგ სიტუაცია ვერ ვნახე. ალბათ უამრავი ფაქტორი განაპირობებს ქედნების ასეთ ქცევას. აქ მწყერისგან განსხვავებით მანოკს ვერ დავაბრალებთ ვერაფერს. იქნებ უფრო გამოცდილმა ხალმა გაგვიზიაროს თავიანთი მოსაზრება, ქედანზე ნადირობის მოყვარულებმა რა გავითვალისწინოთ, რომელ ადგილებს მივეძალოთ და ა.შ Bonehill უზარმაზარ ღრუბლებს შორს კი ნახავ ბაზარი არაა, მაგრამ სროლის რა მოგახსენოთ და ხელს კი დაუქნევ კაცი newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 3 2012, 19:48
პოსტი #44


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(shihan_74 @ 3rd September 2012 - 18:43) *
უაზრმაზარ ღრუბლებს შორს კი ნახავ ბაზარი არაა, მაგრამ სროლის რა მოგახსენოთ და ხელს კი დაუქნევ კაცი

newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lasha-gs
პოსტი Sep 3 2012, 22:15
პოსტი #45


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 1-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ისე მართლა კარგი იქნება თუ ვინმე გამოჩნდება ვინც დაგვაკვალიანებს ქედანზე მონადირეებს საით არის ამჯერათ ქედანი მადლობთ წინასწარ tema-wamoweulia.gif

Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th September 2025 - 08:57