ფიდერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ფიდერი, ფსკერული თევზაობა საკვებურით
T A M P L I E R
პოსტი May 16 2009, 18:02
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



როგორც ვიცით feeder ინგლისიდან გავრცელდა და საკმაოდ კარგად მოიკიდა ფეხი მთელ მსოფლიოში გამოირჩევა რა მაღალი ეფექტურობით არც ქართველი მეთევზეების მხედველობას გამოჰპარვია.
feeder-i როგორც რუსები ეძახიან donka s karmushkai საკმაოდ მარტივი მოწყობილობაა,მიუხედავად იმისა რომ ფიდერი ბევრნაირია, მისი პრინციპი მაინც ერთი და იგივე რჩება ეს არის ფსკერული მოწყობილობა ინტეგრირებული საკვებურით











ფიდერით თევზაობის მეთოდი ნახევარი საუკუნის წინ ბრიტანეთში გაჩნდა, სადაც რამოდენიმე სახელით იყო ცნობილი ფიდერი (feeder fishing), ლეჯერინგ (ledgering) ან ქუივერთიფი (quivertip fishing). ყველაზე კარგად თევზაობის ამ სტილს აღწერს ქუივერთიფი, რადგანაც თევზის “ჩარტყმის” სიგნალიზატორად გვევლინება ანკესის წვრილი მგრძნობიარე ბოლო, რომელიც ირხევა (ქუივერინგ) მაშინ როდესაც თევზი დაინტერესდა ჩვენი სატყუარით. ფიდერი ძირითადად განკუთვნილია “თეთრი” არამტაცებელი თევზის საჭერად, თუმცა არც თუ ისე იშვიათია ფიდერით ქარიყლაპიას და სხვა მტაცებლის დაჭერის ფაქტები.

ფიდერის “ჯოხი” არის ჩვეულებრივი კარპის ჯოხის მსგავს, შტეკერული ჯოხი, მხოლოდ განსხვავებას წარმოადგენს დამატებითი განსხვავებული სიხისტის წვერები, ჩვეულებრივ 2, 3 ან 4, რომლებიც სტანდარტულად მოყვება ჯოხებს.



გამოარჩევენ ფიდერის ჯოხის რამოდენიმე კლასს:
მსუბუქს (light feeder) - სიგრძით 2.5 - 3მ, რომლისთვის გამოიყენება სიმძიმე 40 გრ. წონით და მომცრო “საკვებურები”. ამ კლასის ფიდერი განკუთვნილია მოკლე დისტანციებზე, მცირე ზომის არხებსა და ტბებზე სათევზაოდ.
საშუალოს (medium feeder) – 3.3 – 3.9 მ სიგრძით, რომლებთანაც გამოიყენება 60 გრ. საკვებურები. ეს ფიდერი გამოსადეგია ნებისმიერ ტბაზე, წყალსაცავზე და მდორე დინების მქონე მდინარეებზე.
მძიმეს (heavy feeder) – რომლებიც გამოიყენება უფრო მძიმე, 80-100 გრ-მდე საკვებურებით თევზაობის შემთხვევაში.
ექსტრა მძიმეს (eztra heavy) – ასეთი ჯოხების სიგრძე მერყეობს 3.6 – 4.5 მ-მდე, რათა გაადვილდეს მძიმე, 150 გრ-ზე ზევით საკვებურების შორ დისტანციაზე ზუსტი სროლა. გამოიყენება მოზრდილი თევზის საჭერად, დიდ მდინარეებზე სწრაფი დინებით.

ქუივერთიფი - ჩარტყმის სიგნალიზატორი

ანკესის წვერი, რომელიც გვიჩვენებს თევზის მოდებას ნემსკავზე, მთავარი რგოლია აღნიშნულ ანკესში. შეძენისას სასურველია 3 ან 4 დამატებითი წვერის მქონე ანკესის შეძენა. წვერი გვაძლევს საშუალებას თითოეული მათგანი მიუსადაგოთ ჩვენს მიერ არჩეულ წყალსატევს თუ დასაჭერი თევზის სახეობას. წვერი სიხისტე ხშირად იზომება უნციებში (Oზ), 0.5 Oზ და ზევით, 6-Oზ მდე. ასევე თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა ფერის მარკირება, ძირითადად წითელი, ყვითელი და მწვანე (4 წვერის შემთხვევაში - რუხიც)

კოჭა

ტრადიციულად ფიდერით თევზაობისთვის იყენებენ ჩვეულბრივ უინერციო კოჭას, მაქოთი 2000-3000, წინა ან უკანა ფრიქციონით (მუხრუჭით), ან კიდევ “ბაითრანერით”. სასურველი კოჭას ქონდეს მაღალი “გადაცემის სიჩქარე” (5:1 და მეტი), რადგან, როგორც მოგეხსენებათ ფიდერით თევზაობისას ხშირია სატყუარის გადაგდების სიხშირე, მიუხედავად იმისა მოხდა თევზის ამოყვანა თუ არა. ასევე კოჭის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მაქოზე ძუის ჩამკეტ კლიპსას, რომლითაც ხდება სატყუარის სროლის დისტანციის ფიქსაცია, ის უნდა იყოს ხარისხიანი და კარგად დამუშავებული. ასევე თვით მაქო არ უნდა იყოს ღრმა, რადგანაც ძირითადად მცირე დიამეტრის მონოს და წნულის გამოყენება გვიწევს. დიდ დისტანციებზე და სწრაფი დინების მქონე მდინარეებზე თევზაობისას მიზანშეწონილია კარპფიშინგისთვის განკუთვნილი ძლიერი კოჭების გამოყენება.



მონო ძუა და წნული ძუა

ფიდერით თევზაობისას შესაძლებელია როგორც მონო ძუის ასევე წნულის გამოყენება. ყველაფერი დამოკიდებულია ჭერის ადგილზე, დისტანციაზე და მეთევზის განსწავლულობაზე ამ მეთოდით თევზაობაში. როგორც ვიცით წნულს აქვს ნაკლები ჭიმვადობა ვიდრე მონოს და ამდენად საჭიროებს ჩარტყმაზე სწრაფ და მოზომილ რეაქციას.

სადგარი

ფიდერით თევზაობისას აუცილებელია ხარისხიანი სადგარების ქონა, რადგან მის დადგმისა და ზედ ანკესის სწორად მოთავზებაზეა დამოკიდებული დრეკადი წვერის ზუსტი მოქმედება. შესაძლებელია ჩვეულებრივი ორკაპა სადგარების გამოყენებაც, მაგრამ ესეთ შემტხვევაში ხშირად მოგვიწევს ანკესთან ერთად მისი გადატანა ადგილიდან ადგილზე.




საკბეურები

ძირითადად გამოარჩევენ 3 ტიპის საკვებურებს, ღია ("open&feeder") ტიპის, დახურულს (block&feeder") და “მეთოდ”-ის ("method feeder") ტიპისას.



სასურველია არსენალში გვქონდეს დიდი რაოდენობის და სხვადასხვა მოდიფიკაციის საკვებურები თევზაობის განსხვავებული პირობებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
ღია ("open&feeder") ტიპის საკვებურები თავისთავად არსებობს როგორც ოვალური ასევე წახნაგოვანი ფორმის, რომლებიც გამოიყენება ძირითადად ტბებსა და წყალსატევებზე, დამდგარ წყალში და მდინერეებში. დინების არსებობისას ან ქარიან ამინდში სასურველია წახნაგოვანი საკვებურების გამოყენება. ღია ტიპის საკვებურიდან ადვილად ხდება საკვების გამოდევნება. საკვების გამოთავისუფლების სისწრაფე შესაძლებელია ვარეგულიროთ მასში არსებული კომპონენტების ცვალებადობით. საკვები უნდა იყოს ზომიერად ფხვიერი რაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს, მაგრამ არც იმდენად რომ გადაგდებისას მოხდეს მისი საკვებურიდან გადმოყრა.
დახურულს ("block&feeder") ტიპის გამოყენების არეალი იგივე, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მასში შეგვიძლია მოვათავსოთ მხოლოდ მატლები და ჭიაყელები რომლებიც დროდადრო დატოვებენ საკვებურს.
“მეთოდ”-ის (""method feeder") ტიპის საკვებური გამოიყენება ძირითადად დამდგარ წყალში. ამ შემთხვევაში საკვები უნდა იყოს უფრო მკვრივი, რადგანაც მოსახერხებელი იყოს მისი შეზელვა და თან გაუძლოს მის გატყორცნას დანიშნულების ადგილამდე.

საკვებურების მთავარ ძუაზე მიმაგრებასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. არსებობს მათი მიმაგრებისთვის რამოდენიმე კვანძი და საშუალება. მაგალითისთვის მოვიყვან რამოდენიმეს: “პატერნოსტერი”-ს კვანძი, სიმეტრიული და ასიმეტრიული. ასევე სპეციალური გადახვევის საწინაამღდეგო “მილი” მასზე დამონტაჟებული ტრიალითურთ.
პატერნოსტერი – გამოირჩევა მარალი მგრძნობელობით, მასში დამატებითი დედალების, როგორიცაა “მილი” და ტრიალას არარსებობის გამო, მაგრამ ახასიათევს თვით ამოკვრაც (?!?!).
სიმეტრიული კვანძი – უფრო მგრძნობიარე ვიდრე პატერნოსტერი და “მილი”-ს მქონე მონტაჟი მაგრამ ახასითებს ხშირი გადახლართვა.
ასიმეტრიული – სიმეტრიულის მსგავსია, მხოლოდ კვანძI ოდნავ გადახრილი. გამოირჩევა მგრძნობიარობით მაგრამ საჭირეობს გამძლე ძუასა და წნულს.
გადახლართვის საწინაამღდეგო მილის მქონე – ამ მონტაჟებში ყველაზე ნაკლები მგრძნობიარობის მქონეა, მაგრამ უპირატესობა მისი მდგომარეობს სწრაფ და ადვილ დამზადებაში.






ნემსკავები

რაც შეეხება ნემსკავებს, ძირითადად გამოიყენება მცირე ზომის მაგრამ მყარი მასალისგან დამზადებული ნემსკავები. (დაწვრილებით შემდეგ სტატიებში)


ფიდერით თევზაობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თევზაობის სიზუსტეს, ამისათვის ორიენტირად შეგვიძლია ავიღოდ მოპირდაპირე ნაპირზე არსებული ბოძი, ხე ან რაიმე უძრავი ობიექტი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში . . . . (მე არ ვიცი რა უნდა ვქნათ ))) ალბათ მარკერს ჩავაგდებ). ასევე სასურველია ერთი და იგივე დისტანციის დაჭერა, ამისათვის დაკვებილ ადგილზე სატყუარის გადაგდების შემდეგ ძუას ვათავსებთ სპეციალურ კლიპსაში და შემდგომი ყველა გადაგდება განხორციელდება ჩვენს მიერ შერჩეულ დისტანციაზე.






პ.ს. ძირითადად ეგაა, (გაგრძელება და დეტალების დამატება შემდეგ სტატიებში).
made in { triglit }
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
8 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 >  
Start new topic
გამოხმაურებები (75 - 89)
იაშკა
პოსტი May 21 2011, 16:17
პოსტი #76


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 358
რეგისტრ.: 4-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



http://www.youtube.com/watch?v=nbaEIjKyttc
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Aug 6 2011, 00:00
პოსტი #77


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(nika @ 16th May 2009 - 19:02) *
ფიდერით თევზაობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თევზაობის სიზუსტეს, ამისათვის ორიენტირად შეგვიძლია ავიღოდ მოპირდაპირე ნაპირზე არსებული ბოძი, ხე ან რაიმე უძრავი ობიექტი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში . . . . (მე არ ვიცი რა უნდა ვქნათ ))) ალბათ მარკერს ჩავაგდებ). ასევე სასურველია ერთი და იგივე დისტანციის დაჭერა, ამისათვის დაკვებილ ადგილზე სატყუარის გადაგდების შემდეგ ძუას ვათავსებთ სპეციალურ კლიპსაში და შემდგომი ყველა გადაგდება განხორციელდება ჩვენს მიერ შერჩეულ დისტანციაზე.


ყველაზე ნაღდია პლასმასის ბოთლს სიმძიმე მოაბა და ღუზა გააკეთო, წყალში შეცურო და სასურველ ადგილზე ჩაუშვა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
maxo06
პოსტი Aug 20 2012, 17:12
პოსტი #78


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 66
რეგისტრ.: 30-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ფიდერით თევზაობის მოყვარულთა საყურადღებოდ---სექტემბრის შუა რიცხვებში(თარიღი დაზუსტდება) იგეგმება პირველი "2012 წლის კლუბთაშორისი პირველობა ფიდერით თევზჭერაში".ტურნირს ექნება პირადი პირველობის სახე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.ტურნირი ჩატარდება ან წალკაში ტბაზე ან რუსთავის პარკის არხში.


წელს ტურნირი ჩატარდება სამოყვარულო დონეზე, თუმცა დროთა განმავლობაში მას მიეცემა სპორტული შეჯიბრის სახე და შესაბამისად გამკაცრდება წესებიც.

2012 წლის ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
2. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
3. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე და ერთი დამხმარე პირი. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
4. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
5. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
6. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
7. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერული ტიპის მონტაჟი, მათ შორის მეთოდ-ფიდერიც (ეს წესი დროთა განმავლობაში გამკაცრდება).
8. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით.
9. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
10. დაჭერილი თევზის მოსათავზებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი ბადისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
11. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს (ნუ მცირე გამონაკლისის გარდა )

შემდგომში მოგაწვდით უფრო დაზუსტებულ ინფორმაციებს.ორგანიზებას უწევენ ფიშერ.გედან -დენტისტი- ანუ თენგო და ქლუბ მონადირედან სალამანდრა ანუ ზურა რომელიც ეხლა რუსეთში ცხოვრობს ჩამოდის სექტემბრისთვის და მისი დიდი სურვილია ამ ტურნირის ჩატარება.ჩვენც ვეხმარებით საორგანიზაციო საკითხებში და გვინდა საყოველთაო და ყოველწლიური გავხადოთ ეს ტურნირი.ფაქტიურად საქართველოს ჩემპიონატს ეყრება საფუძველი.ძალიან გაგვიხარდება და აუცილებელიც არის ყველა კლუბდან თუ მიიღებს ხალხი მონაწილეობას.თენგომ მე მთხოვა აქ მომეწოდებინა ეს ინფორმაცია.
მსურველებს გელოდებით newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
იმედია ადმინები არ მიწყენენ ამ ინფორმაციის დაანონსებას,იმიტომ რომ ეს არის საერთო ტურნირი და არა შიდასაკლუბო ტურნირი. newsmile05.gif
პატივისცემით: მალხაზ მახარაშვილი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
maxo06
პოსტი Aug 21 2012, 21:07
პოსტი #79


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 66
რეგისტრ.: 30-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



საოცარია--ფიდერით თევზაობა არავის აინტერესებს აქ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
maxo06
პოსტი Aug 23 2012, 11:05
პოსტი #80


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 66
რეგისტრ.: 30-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



+100
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
maxo06
პოსტი Aug 28 2012, 11:41
პოსტი #81


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 66
რეგისტრ.: 30-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge, club-monadire.ge-ს მხარდაჭერით აწყობს საქართველოში პირველ კლუბთაშორის შეჯიბრებას ფიდერით თევზჭერაში.

ტურნირის სახელწოდება: "2012 წლის კლუბთაშორისი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 16 სექტემბერი.

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი.

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება თევზის სპორტული ფსკრული ანკესით (ფიდერით) ჭერაში

ტურნირის მიზანი:სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მეთევზეთა შორის გამოცდილების გაზიარება


შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად.
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე და ერთი დამხმარე პირი. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ტიპის საკვებურით აღჭურვილი მონტაჟი. ნებადართულია თევზაობა მეთოდ-ფიდერით, რომელიც მიმაგრებულია ინ-ლაინ წესით. მეთოდ-საკვებურას ღრუ მიმაგრება აკრძალულია.
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი.

ტურნირის განრიგი:

7:00 მონაწილეთა შეკრება შეჯიბრების ადგილზე;
7:30 კენჭისყრა და მონაწილეთა განაწილება სექტორებში;
8:00 ტურნირის სტარტი
15:00 ტურნირის ფინიში (რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მსაჯთა კოლეგიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ტურნირის მსვლელობის ვადაზე ადრე შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ);
15:30 აწონვა და შედეგების შეჯამება
16:00 დაჯილდოვება

მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე. ამისათვის საჭიროა ამ თემაში დაპოსტოთ თქვენი სახელი, გვარი და (თუ გაქვთ) ნიკნეიმი და ტურნირის ორგანიზატორები მოგათავსებენ ქვეშმდებარე სიაში.
მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება აქ და საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 30 2012, 20:10
პოსტი #82


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



maxo06
ნებისმიერი ესეთი თემა შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან. ელემენტარული პატივისცემის ამბავია

მით უმეტეს Fisher.ge ს არ უნდა ქონდეს ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
maxo06
პოსტი Aug 30 2012, 20:31
პოსტი #83


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 66
რეგისტრ.: 30-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზუსტადაც რომ არ არის კომუნიკაციის პრობლემა და ჩვენც ასე გვეგონა,იმიტომაც მთხოვეს რომ აქ დამედო ეს ინფორმაცია,რატომ უნდა გავიდეს ეს ინფორმაცია პრივატული ტელეფონსაუბრის დონეზე არ მესმის.თუ თვლით რომ ამინფორმაციის აქ დადებით უპატივცემულობა გამოვხატე თქვენს მიმართ გთხოვთ რომ წაშალოთ მთლიანად ის პოსტები რაც ამ ინფოს ეხება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 30 2012, 21:24
პოსტი #84


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



maxo06
ფორუმს აქვს თავისი წესები და ყველას მართებს მისი დაცვა. მით უმეტეს კიდევ მასამე კლუბის ლინკების და რეკლამების დადება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Mar 31 2013, 22:10
პოსტი #85


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



http://www.youtube.com/watch?v=HXEsyUhAeeo...ayer_detailpage
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Mar 31 2013, 22:45
პოსტი #86


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



http://www.youtube.com/watch?v=00L5tTHN0ws...ayer_detailpage

ნახეთ გამოგადგებათ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
პაატა.
პოსტი Apr 2 2013, 14:45
პოსტი #87


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 633
რეგისტრ.: 16-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ვიყიდე ფიდერის ჯოხი medium feeder.მოყვა ორი ცხვირი.ერთს აწერია 1ოზ მეორეს 2ოზ.რა ზომის საკვებურის ხმარება შეიძლება იქნებ მითხრათ.


--------------------
[color="#8B0000"][b]მეღვინეთუხუცესი[/b][/color]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
i.gor
პოსტი Apr 3 2013, 00:04
პოსტი #88


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 203
რეგისტრ.: 31-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



paata
1ოზ ნიშნავს 1 უნციას რომელიც არი დაახლოებით 28,5გრ .შესაბამისად საკვებურა არ უნდა აღემატებოდეს ამ წონას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
პაატა.
პოსტი Apr 3 2013, 05:53
პოსტი #89


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 633
რეგისტრ.: 16-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



მადლობ.გასაგებია


--------------------
[color="#8B0000"][b]მეღვინეთუხუცესი[/b][/color]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მახო.
პოსტი Apr 20 2013, 22:30
პოსტი #90


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 255
რეგისტრ.: 12-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება







დგეს გავაკეთე იმედია არ დააფრთხობს თევზს D.gif პირველის კვალობაზე რას იტყვით?? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2025 - 18:24