minchanin-ის სახელოსნოში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
minchanin-ის სახელოსნოში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია. ![]() ![]() ![]() სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი ![]() სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები ![]() შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი) ![]() ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3) ![]() სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია) ![]() სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი ![]() სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში. სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ნელნელა ვიწყებ ძველის გახსენებას და ახლის შქმნაზე ფიქრს. სტეოგერ იქს 10-ზე იქნა დაყენებული , ჩემი კონსტრუკციის "ნადულნიკ-სტაბილიზატორი" ![]() ![]() ეს მექანიზმი გამოიყენება ტურბულენტური აირების მოსაცილებლად, ტყვიის ლულიდან გამოვარდნის მომენტში. მსგავსი მექანიზმები გამოიყენება ცეცხლსასროლ სნაიპერის თოფებში. ხაზს ვუსვამ-მხოლოდ მსგავსი, რადგან ჩემი კონსტრუკციის გამოყენება ცეცხლსასროლ იარაღში კატეგორიულად აკრძალულია მოსალოდნელი გარანტირებული ტრამვის გამო. ეხლა ცოტა თეორია. თუ ვიმსჯელებთ ტყვიის შიგა და გარე ბალისტიკით-ტყვია ლულაში მოძრაობისას მოქმქდებს როგორც დგუში და დიდი სიჩქარით გამოდევნის ლულაში არსებულ ჰაერს, რომელიც ერევა გარე ატმოსფეროში არა ისრის მსგავსად სწორად, არამედ იკლაკნება და იწვევს ლულის კვეთთან ჰაერის "ზავიხრენიეს" (ქართულად ვერ გადმოვთარგმნე), გარდა ამისა ტყვ- იის ლულიდან გამოვარდნისას დაწნეხილი ჰაერი, რომელიც მას აწვებოდა (თუ დავუჯერებთ თეორიას) ასწრებს გვერდებიდან ტყვიის გადაადგილებას დაახლოებით 2,5-ჯერ (ცეცხლსასროლ იარაღში 4-ჯერ) რომელიც თავის მხრივ ასევე უმატებს "ზავიხრენიეს" ლულის კვეთთან არსებულ ჰაერს, და ტყვია შედის არაერთგვაროვან, სხვადასხვა მხარეს სწრაფად გადაადგილებად ჰაერის მასაში, რაც თავის მხრივ უჯიკავებს ტყვიას რათა გადააადგილოს მიღებული ტრაექტორიიდან. ზემოთნაჩვენები ხელსაწყო -"ნადულნიკ-სტაბილიზატორი"- გამოიყენება ასეთი ტყვიის ხელისშემშლელი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, რათა ტყვიას მოაცილოს ცუდი ტუბულენტური ჰაერის ნაკადი მისი ლულიდან გამოვარდნის შემდეგ. ეს ხელსაწყო არის რეგულირებადი, რის გამოც მე მას ვუწოდე ჩემს მიერ გამოგონილი. რადგან მსგავსი მინახავს, ხოლო რეგულირებადი არ შემხვედრია. რეგულირება ხდება კონუსის ლულის კვეთიდან დაშორებისა, რაც გავლენას ახდენს ტყვიის ტრაექტორიაზე. კონუსის გადაადგილება შეიძლება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საგნით რომლის საშუალებითაც შეიძლება კონუსის ამოხრახვნა ან ჩახრახვნა საჭირო მანძილზე, ხოლო შემდეგ კონუსზე არსებული ნახ**ეტის საშუალებით მისი დაფიქსირება და სპეციალური "კლუჩით" "კონტრგაიკის" მოჭერა, და კონსტრუკციის საბოლოო დაფიQსირება. "ნადულნიკ სტაბილიზატორის" ზუსტად დასარეგულირებლად შეიძლება დაჭირდეს 100-ზე მეტი გასროლა. რეგულირება ხდება შემ- დეგნაირად- ყველა ეს ხელსაწყო დაახლოებით უკვე დარეგულირებულია. საჭიროა რამოდენიმე გასროლა და ჯგუფის გაკეთება. შემდეგ კონუსის გადაადგილება ზემოთნახსენები მეთოDით ორი ბრუნით, მისი კონტრგაიკით დროებით დაფიქსირება, და ისევ ჯგუფის გაკეთება. შემდეგ ისევ ორი ბრუნი იმავე მიმართულებით, ისევ სროლა. შემდეგ ისევ ორი ბრუნით გადაადგილება და ისევ სროლა და ა.შ. შემდეგ კონუსის დაბრუნება ძველ ადგილზე და უკვე საწინააღმდეგო მხარეს მისი ორი ბრუნით გადაადგილება და სროლა. შემდეგ ამ ოპერაციის კიდევ გამეორება. და შემდეგ ისევ გამეორება. შემდეგ ჯგუფების ანალიზი, და საუკეთესო ჯგუფის გამოვლენის მერე ხდება კონუსის ამ ჯგუფის შესაფარდ ადგილზე დაბრუნება და შემდეგ მისი გადაადგილება საწინააღმდეგო მხარეებში უკვე თითო ბრუნებით. და ა.ს. და ასეთი მარტივი მეთოდით კონუსის ყველაზე საუკეთესო მდებარეობის დადგენა და საბოლოო დაფიქსირება კონტრგაიკით. ხელსაწყო გამოცდილია არა მარტო ჩემს მიერ, და მას მხოლოდ დადებითი შეფასება აქვს. ის ასევე ასრულებს ლულის დამამძიმებლის როლს. შეკვეთის მიხედვით შეიძლება დამზადდეს მსგავსი ხელსაწყო ღია სამიზნისთვის "მუშკით". მათი წონა მერყეობს 160 -დან 250 გრამამდე მისი ზომისა და კონსტრუკციის მიხედვით. თუ დავუჯერებთ თეორიას, ზოგიერთო პნევმოფანატი თავის თოფზე სამკილოგრამიან დამამზიმებელს აყენებს. რა თქმა უნდა ეს ეხება არა ლულის გადატეხვით ზდპ-ებს, რადგან ალბათ ყველა თოფის მექანიზმი ვერ გაუძლებს მას და ლულა თავისით გადაიხსნება. ფასი საშუალოდ 50 ლარი. ერთი შეხედვით მექანიზმი ვინმეს მარტივად შეიძლება ეჩვენოს , მაგრამ ეს სწორი არ არის რადგან ის უნდა დამზადდეს საკმაოდ მაღალი სიზუსტით , თორემ დადებითის მაგივრად უადყოფით შედეგებს მივიღებთ. თუ ჩემი ბილეტრისტიკა ვინმესთვის ახალი არ იყოს ნუ მიწყენთ. [/quote] |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
minchanin
კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა. იმედი მაქვს პნევმატიკოსები დაინტერესდებიან. |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩელე,
მეც ვიმედოვნებ. |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
LeoTaso
არა, ჯერ-ჯერობით მაყუჩებს არ ვამზადებ. |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ. მოვახდინე პნევმატური თოფისა და ტყვიის "შეჯვარება" ცეცხლსასროლ "ჟეველოს" კაფსულთან. როგორც ვიცი ბევრს აინტერესებს ეს თემა. ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ აქ
http://ochopintre.ge/forum/index.php?showt...30&start=30 ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
minchanin
"ზავიხრენიეს" ქართულად ჩაგრიგალება ქვია და მეორე გლუვლულიანი მობილჩოკბით აღჭურვილი ლულებისთვის თუ გიცდია მსგავსი ლულის მუხრუჭ-კომპენსატორის დამზადება |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
"ზავიხრენიეს" ქართულად ჩაგრიგალება ქვია მაგას ნამდვილად ვერ გადავთარგმნიდი. მადლობა. და მეორე გლუვლულიანი მობილჩოკბით აღჭურვილი ლულებისთვის თუ გიცდია მსგავსი ლულის მუხრუჭ-კომპენსატორის დამზადება მართალი გითხრათ მიფიქრია. მაგრამ იდეა ფიქრს იქით არ წასულა. იქ, ჩემი აზრით სხვა კონსტრუკციაა საჭირო. ჩემს კონსტრუკციაში იმდენად დიდია ტურბულანტური იარების შემხვედრი ფართი, რომ ასეთი კონსტრუკციის ცეცხლსასროლში გამოყენება საშიშიც კია. მაქვს კონსტრუკციის პროექტი სადაც გარკვეულ ნაწილად შერწყმული იქნება კომპენსატორი და პოლიჩოკი. უბრალოდ დრო არ მყოფნის ყველა იდეის განსახორციელებლად. |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
გასაგებია ისე კი კარგი იქნებოდა
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 4-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
გამარჯობათ მაქვს საფანტის იარაღი waltran 99 გადაკეთებული გაზის იარაღად მხოლოდ ტიხატრი აქვს ჩამატებული
გამიფუჩდა და ხომ ვერ მირჩევდით ვის მივაკიტხო? ვინ შეძლებს გაკეთებას? სავარაუდოდ ჩახმახის პრობლემა აქვს გამარჯობათ გაზის იარაღის შეკეთებას შეძლებთ? ჩახმახის პრობლემა აქვს თქვენი საკონტაქტო ნომერი რომ მომცეთ |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 4-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მადლობთ
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია amirani123: Feb 5 2015, 15:34 |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ორიოდე დღის წინ დავამთავრე მუშაობა გადამშვები ხ**ელის მოცულობის გავლენაზე ტყვიის სიჩქარესთან მიმართებაში. ანუ, გადავაკეთე ჩემი ჰატსან 105 (ძველი მოდელი) ახალი მოდელის მსგავს კონსრუკციად. ანუ, მოვაცილე კლიპი, და გავუკეთე "ზატვორი", რომლითაც ლულა მივუახლოვე
კომპრესორის ფსკერს 10 მილიმეტრამდე. ადრე იყო 45 მილიმეტრი. როგორც ადრე დავწერე, ჯერ კიდევ მინსკში ვცადე მიმეღწია 300 მეტრ წამში სიჩქარისთვის. რა არ ვცადე. რა ტიპის ზამბარები არ გამოვიყენე. მაგრამ... 11 ჯოულს ვერ ავაცილე მისი ენერგია. მიკვირდა, მისი კომპრესორის მოცულობა ანალოგიური იყო სხვა გავრცელებული მოდელების მოცულობისა - 57 კუბ. სმ. მერე კი, გადამშვები ხ**ელის დიამეტრის შემცირების საშუალებით მიღწეულ ტყვიის სიჩქარის გადიდების მიზეზზე ფიქრმა მიმიყვანა იმ იდეემდე, რომ სრულიად შესაძლებელია ტყვიის სიჩქარის ზრდა "მკვდარი მოცულობის" შემცირებამ გამოიწვიოს. რადგან, ცნობილია, რომ ტყვია ჯერ კიდევ ლულაშია, როცა დგუში ამთავრებს სვლას, და, ეტაკება კედელს. ე. ი. გამოდის, რომ კომპრესპრესორში არსებული ჰაერის მთელი მოცულობა გადადის ლულის იმ მოცულობაში, რომელიც ტყვიის ადგილ მდებარეობით განისაზღვრება. რა თქმა უნდა დგუში უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ტყვია გადაადგილდება ლულაში. ახლა გავიხსენოთ, რომ რედუქტორიან პცპ სისტემაში (მხედველობაში მაქვს გავრცელებული მოდელები) რედუქტორის შემდეგ წნევა დაახლოებით 100 ატმოსფეროს შეადგენს. და ამ დროს ტყვიის სიცქარე დაახლოებით 250 მეტრ. წამს შეადგენს (0,69 გრამიანი ტყვიებისთვის). გამოდის, რომ, თუ გვინდა ლულაში 100 ატმოსფეროს მიღება საჭიროა 57 კუბ. სანტიმეტრი მოთავსდეს ლულის იმ ნაწილში, რომელიც ტყვიის მდებარეობით განისაზრვრება. ანუ თუ გადავიანგარიშებთ 57 კუბ. სანტიმეტრის 100-ჯერ შემცირებას, გამოვა, რომ ტყვია დაახლოებით 3,3 სანტიმეტრზე უნდა იყოს კომპრესორის ფსკერიდან მაშინ, როცა დგუშმა სვლა უკვე დაამთავრა (ვთვლით, რომ გადამშვები ხ**ელის დიამეტრიც 4,5 მმ-ია). და, თუ ამას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ჩემს ჰატსან-105 -ში ტყვია, მაშინაც კი, თუ ის ადგილიდან არ დაიძვრება მანამ, სანამ დგუში არ დაეტაკება კედელს, მისი მდებარეობა უკვე 1,5 -ჯერ მეტია ზემოთ ხსენებულ, უკვე დაძრულ, და აჩქარება მიღებულ ტყვიასთან. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ნაკლები წნევის მიღებას ლულაში, და რა ქმა უნდა ნაკლებ აჩქარებას. ამიტომ ჩავთვალე, რომ მკვდარი მოცულობის შემცირებამ უნდა გამოიწვიოს ტყვიის სიცქარის გადიდება. და, არ გამოვრიცხავ მსგავსი მოდელების კონსტრუკციის შეცვლა მწარმოებლის მიერ სწორედ ამიტომ მოხდა. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჰატსანის მოდელები 70, 80, 85, 90 და სხვა, კომპრესორის მოცულობით 57 კუბ. სმ., და გადამშვები ხ**ელის სიგრძით 15 მმ. თავისუფლად ანვითარებს 300 მეტრ. წამ სიჩქარეს. დავუბრუნდები ჩემს "ჰიპერბოლოიდს". მე მივუახლოვე ლულა კომპრესორის ფსკერს 10 მილიმეტრამდე. და ჩემი ძველი ჰაერის ზამბარით, რომლიც ჯერ კიდევ მინსკში მეყენა მაგ თოფში, მივიღე 265 მეტრ. წამი სიჩქარე 0,69 გრამიანი ტყვიებით. ეს დაახლოებით 24 ჯოულია. მაშინ, როცა ძველი კონსტრუკციით 11 ჯოულს ვერ ავაცილე. ვფიქრობ გასაგებად დავწერე ის ძირითადი, რისი თქმაც მინდოდა. უპირველეს ყოვლისა ჩემს ნამუსევარს აქვს შემეცნებითი ხასიათი. თუმცა, მისი პრაქტიკაში გამოყენებაც შესაძლებელია. გამეკეთებინა სხვა და სხვა ვარიანტები ლულის კომპრესორთან მიახლოებისა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამისათვის გაცილებით ბევრი დრო იქნებოდა საჭირო, ვიდრე 3 დღისა, რაც მე ამ ტესტს მოვახმარე. ამდენი დრო სამწუხაროდ არ გამაჩნდა. და ამიტომ გადავწყვიტე მაშინვე ბოლო ვარიანტისთვის მიმემართა. სურათებს მოგვიანებით დავდებ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია minchanin: Apr 21 2015, 17:49 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2025 - 02:22 |