მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (75 - 89)
ლაშა თევზაძე
პოსტი Oct 11 2012, 20:49
პოსტი #76


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლაგატკით ისროლე მტრედი? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 11 2012, 20:49
პოსტი #77


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



LeoTaso
მოლოდინს გადააჭარბე newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Oct 11 2012, 20:52
პოსტი #78


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



გომბორზე გადადის ქედანი ესტუმრეთ მოყვარულები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Oct 11 2012, 20:56
პოსტი #79


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Fishman
D.gif D.gif ჯიგარი ხარ.
ქვა ვისროლე, რომელზეც ძუა იყო გამობმული, გადავატარე ტოტს, დალშე ჩავაბი ფიტული და "ვირა" newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Oct 12 2012, 00:01
პოსტი #80


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



LeoTaso

აი ქვა რო ვერ დავინახე მანდ დავიბენი D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Oct 12 2012, 10:32
პოსტი #81


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჰერცოგი997 @ Oct 11 2012, 21:52) *
გომბორზე გადადის ქედანი ესტუმრეთ მოყვარულები


გახლდით ამ დილით, წვიმდა და მხოლოდ ერთმა ასე 15 ცალამდე გუნდმა გადმოიარა. ერთი ცალი ჩამოვაშორე გუნდს, მაგრამ ქედანის რა მოგახსენოთ და რაღაც გულიოს და შინაური მტრედის გიბრიდი აღმოჩნდა. მოკლედ სართიჭალა და გომბორთან აზრი დაკარგა უკვე მტრედზე ნადირობამ. ქესალოში თუ მოძრაობს ქედანი გააქვთ ვინმეს მაგ ადგილებში პროგრესი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Oct 12 2012, 10:37
პოსტი #82


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(LeoTaso @ Oct 11 2012, 21:42) *
მეზობელ თემაში დავწერე, მაგრამ აქ მინდა დავკონკრეტდე.

ესეიგი დღეს გავედით მტრედზე, ნადირობის გარდა ერთი მუღამიც მქონდა, გამომეცადა (ჩემის აზრით newsmile05.gif ) ჩემი პატარა გამოგონება.

რამოდენიმე წელია რაც ამ ფრთხილ და ძნელად მოსაპოვებელ ფრინველზე სისტემატიურად ვნადირობ, ხოდა დავაკვირდი ( ისედაც ცნობილი ფაქტია) რომ ფიტულებზე მშვენივრად რეაგირებენ და არიფულადაც ტყუვდებიან newsmile05.gif ხოდა ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავი არ შეგაწყინოთ , ავიღე გუდვილში ნაყიდი სიმულატორი (ღირს 7 ლარი)




online photo sharing

და დავსვი ხეზე.




picture sharing


photo hosting

მართალი გითხრათ ეს უკანასკნელი არც თუ ისე ადვილი ყოფილა, მაგრამ ხერხი ჯობია ღონესაო და აი "ხერხიც" D.gif

ოღონდ არ დამცინოთ, იმიტო რო მუშაობს 100% newsmile045.gif

ხო რაც მთავარია, როგორ დავსვი ხეზე? D.gif

აი ასე:

image hosting sites

აი შედეგიც


image hosting sites

გისურვებთ წარმატებებს !!!

ბრავო ძმაო ამ საქმის ექსპერტი ხარ, არა ერთჯერ დაგვარწმუნე ამაში. მაგრამ ჩემი თხოვნა მაინც მიაყურადე შენ რა, ტექნიკურად გუგლ მეპისკენ გადამიმასართე newsmile01.gif კონკრეტულად მინდორი და იმ ხის მისამართი არ მინდა სადაც შენ ნადირობ, მარნეულში დაახლოებით სად დადიხარ ის მაინც მომწერე PM-ში მაინც ძმურად!!! newsmile040.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Oct 12 2012, 12:01
პოსტი #83


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Assasin
მარნეულში სოფელ თამარისთან არის გაგარინის ტბები(თუ ტბა)მანდ დიდი ხეები დგას და მანდ ჩითავს ნამდვილი ქედანი!დიიიიდი რაოდენობით!
ისე კი მარნეულშI ყველაგან არის მტრედისებრები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Oct 12 2012, 12:35
პოსტი #84


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




LeoTaso

საღოლ ძმაო მაგარი რაღაც მოგიფიქრებია... newsmile05.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Oct 12 2012, 12:44
პოსტი #85


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეკი

საღოლ შენ , როგორც თემის ავტორს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Oct 12 2012, 13:08
პოსტი #86


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Assasin

არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Oct 12 2012, 15:15
პოსტი #87


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(LeoTaso @ Oct 12 2012, 14:08) *
Assasin

არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება.

გაიხარე!!!

ციტატა( T A M P L I E R @ Oct 12 2012, 13:01) *
Assasin
მარნეულში სოფელ თამარისთან არის გაგარინის ტბები(თუ ტბა)მანდ დიდი ხეები დგას და მანდ ჩითავს ნამდვილი ქედანი!დიიიიდი რაოდენობით!
ისე კი მარნეულშI ყველაგან არის მტრედისებრები

დავზვერავ T A M P L I E R შენის ნებართვით მაგ ადგილებს, გაიხარე!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Oct 12 2012, 15:26
პოსტი #88


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



წარმატებები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezo197313
პოსტი Nov 23 2012, 23:46
პოსტი #89


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 1-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ეხლა თუ აქვს აზრი ქედანზე ნადირობას და როდისაა საუკეთესო დრო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 24 2012, 11:26
პოსტი #90


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, 00:46) *
ეხლა თუ აქვს აზრი ქედანზე ნადირობას და როდისაა საუკეთესო დრო?

რატო არა აქვს აზრი? newsmile05.gif ქედანზე სანადიროდ ყოველთვისაა დრო მთავარია ადგილები და მარშუტები შეისწავლო.. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2025 - 13:56