ბინოკლი, ბინოკლის არჩევა, მისი მომართვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ბინოკლი, ბინოკლის არჩევა, მისი მომართვა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 15-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
[size="4"][/size]ბინოკლი
![]() upload picture იმაზე, თუ რაოდენ საჭიროა ბინოკლი მონადირეთათვის არ ვაპირებ საუბარს. უბრალოდ, ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი მწირი გამოცდილება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ავარჩიოთ ბინოკლი სწორად და შემდგომ, როგორ მოვმართოთ იგი. მაშ ასე, რას მივაქციოთ ყურადღება ბინოკლის არჩევისას? ყველა ბინოკლს, მწარმოებლისა და კონკრეტული მოდელის მითითების შემდეგ, მიწერილი აქვს რაღაც ციფრების ნამრავლი (მაგ., 7x35 ან 8x40) ამ ნამრავლის პირველი ციფრი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ აღემატება ჩვენს მიერ ბინოკლით დანახული გამოსახულება იმ გამოსახულებას რასაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავდით. ანუ, თუ ბინოკლს აწერია 7x35 ეს ბინოკლი შვიდჯერ გაადიდებს გამოსახულებას. ამ ნამრავლის მეორე ციფრი გვიჩვენს ობიექტივის დიამეტრს. რაც მეტია ობიექტივის დიამეტრი, მით უფრო მეტი სინათლის გატარება შეუძლია მას. მართალია დიდი ობიექტივის მქონე ბინოკლებით კარგად დავინახავთ ცუდი ხილვადობის პირობებშიც კი, მაგრამ აქაც საჭიროა რაღაც ოქროს შუალედის გამოძებნა. ასეთი ბინოკლები როგორც წესი, მძიმეა ხოლმე და მე გირჩევთ ისეთი ბინოკლები შეიძინოთ, რომელთა ობიექტივის დიამეტრი 40-50 არ აღემატება. არც იმაზე გამოკიდებას გირჩევთ, რომ ბინოკლმა რაღაც "უსაშველოდ" გაადიდოს, 7-ჯერ 8-ჯერ ან 10-ჯერ გადიდება საკმარისია. ისე, გადიდების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად შესამჩნევად მცირდება ხედვის არეალი, ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ. ბინოკლის კიდევ ერთი მახასიათებელი გახლავთ ე.წ. выходной зрачок (მაპატიეთ, ამ ტერმინს ვერაფრით მოვუძებნე ქართული შესატყვისი) ამ მახასიათებლის გამოთვლა შესაძლებელია ასე: ობიქტივის დიამეტრის სიდიდეს ვყოფთ გამოსახულების გადიდების მაჩვენებელზე. რაც მეტია ე.წ. выходной зрачок, მით უფრო მკვეთრია გამოსახულებაც. იმისათვის რომ შებინდებისას კარგად დაინახოთ გამოსახულება, სასურველია ბინოკლის ეს პარამეტრი 5-ზე ნაკლები არ იყოს. შეძენის შემდეგ აუცილებელია ბინოკლი მოვირგოთ ჩვენს თვალზე. ამას ვაკეთებთ იმისდა მიხედვით თუ როგორი ფოკუსირების სისტემა აქვს ჩვენს ბინოკლს. ცენტრალური ფუკუსირების მქონე ბინოკლებში ორივე ოკულარის ფოკუსირება ხდება ერთდროულად, ხოლო თუ ბინოკლს არ გააჩნია ფოკუსირების ეს სისტემა მაშინ ორივე ოკულარს ვასწორებთ ცალკ-ცალკე. ჩემი აზრით ეს უკანასკნელი უფრო მოსახერხებელია, იმიტომ რომ ადამიანის ცალი თვალი შესაძლოა უფრო უკეთ ხედავდეს, ვიდრე მეორე და ასეთ შემთხვევაში ბინოკლი გასწორდება ამ კონკრეტული ადამიანის მხედველობის თავისებურებების გათვალისწინებით. დღეისათვის, უამრავი ცნობილი ფირმა აწარმოებს ბინოკლებს სპეციალურად მონადირეთათვის. ასეთი ბინოკლები წყალგაუმტარია, დარტყმაგამძლეა და კომპაქტური, თუმცა როგორც ყოველთვის, ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის ძვირია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
limona543
სასარგებლო სტატიაა პირადად ჩემთვის. მაინტერესებდა ეგ ნამრავლები რას ნიშნავდა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
-------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 15-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Fishman
ოპტიკურ სამიზნესთან სამწუხაროდ შეხება არ მქონია, ვერაფერს გეტყვი. ოპტიკური სამიზნის ყიდვას რო გადავწყვეტ, მაგაშიც გავერკვევი ალბათ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ალთაზარ
კანკრეტნად ეგ ვერსად ვერ ვიპოვე რაც მაინტერესებდა. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
limona543
კარგი სტატიაა ნამდვილად. ფოკუსის გასწორებაზეც სწორად გაქვთ დაწერილი, გამომალი ლინზის სიდიდეზეც და ჯერადობაზეც. მე ერთს დავამატებდი, საუკეთესო ვერსიად მიმაჩნია როდესაც ბინოკლს ავტომატური პარალაქსის გასწორება აქვს, ძალზედ მოსახერხებელია სხვადასხვა მანძილზე პარალაქსის გასწორება რომ არ გიწევს კაცს. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ფუნქციით ბინოკლები ძვირია :( |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Fishman
ოპტიკაზეც მასეა: პირველი იწერება მინიმალური ჯერადობა, მეორე მაქსიმალური და ბოლოს გამომავალი ლინზის სიდიდე. მანდაც იგივე პრინციპია, რაც მეტია გამომავალი ლინზა, მით უფრო ნათელია ოპტიკა. კიდევ არის გამტარი ლინზის სიდიდეც, მაგრამ ეგ პარამეტრი ცალკე იწერება ხოლმე და ძირითად პარამეტრებში არ ჩანს. |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მონადირეს ბინოკლი უნდა იყოს საიმედო,წყალგაუმტარი,მჩატე,პ
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 15-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კალვერა
იდეაში მასეა, მარა როგორც წესი ეგეთი ბინოკლები ძალიან ძვირი ღირს. აი, მაგალითად Bushnel Trophy 10x42 დაახოებით 400$ ღირს, Bushnell H2O 12x42 - 200$ |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
აი ეს ბინოკლი ჩამომივიდა. თავისი ფასი 100$ იყო და ფასდაკლებაზე 30$ მივეცი ადგილზე. შეფუთვა და გაფორმება კარგი აქვს, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს რამდენად დაღდია. იმიტომ რომ 30$-ად ბუშნელის ბინოკლი რაღაც ძალიან იაფი მეჩვენება, თან 10-30X გადიდებით 50მმ-იანი ლინზით.
Bushnell |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 15-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Fishman
ასეთი მონაცემების ბინოკლი 30 დოლარად მეც იაფი მეჩვენება. მე ამაზონიდან გამოვიწერე ჩემი ბინოკლი, ძალიან უბრალო ბინოკლია (7x35) და 30$ გადავიხადე |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Fishman
ჩაინა ბუშნელია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Davitus
ხოო დავით, ეხლა წავიკითხე შეფუთვაზე "მადე ინ ჩინა" ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Fishman
ჯაპანა უნდა ეწეროს ბაბუ, ჯაპანა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Davitus
აწი კი მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ ეს იაფად რომ იყო ეგრევე ავდექი და შევუკვეთე ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2025 - 23:05 |