სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი”
![]() ![]() მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო. მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო ![]() ![]() მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება: ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში. შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე. “თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია… გადავხსენი თოფი და ………. სადააა ნარეზიიი ….. ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით….. შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს…. - “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა….. - რა ნარეზიოოო ?!?!?!? - რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!! ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი… - მაგას ნარეზი არა აქვსო !!! - მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!! - სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა) - რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი… მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! ![]() ![]() ![]() ![]() როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”. თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . . მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის… მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას) დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის: - გოგა ! - ჰა - თოფს ვყიდულობ - მერე - ნარეზი არა აქვს - რა ნარეზი !?!?! - ლულაში ნარეზი - პაუზა . . . - შენ შ… ხომ არ გაქვს !!!! - ზუმერი .…… დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#196
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ცხელ-ცხელი ამბავი
![]() წინა კვირას ბათუმში ვიყავი… ხოდა იქ ბულვართან (ბულვარის მეორე მხარეს) ერთი კაი კაფე შევიგულიანეთ “ფან-ფანი” ხოდა მთელი დღე მანდ ვიჯექით, როცა ზღვაზე არ ვიყავით… ამ ქუჩაზე, ჩვენი მთავრობის გადამკიდე, ხან უშვებდნენ მანქანების გაჩერებას და ხან არ უშვებდნენ… ხან ისევ გაუშვებდნენ და მერე უცბად აღარ გაუშვებდნენ და მოკლედ სულ ასეთი ამბავი იყო…. ეს ხალხიც დააყენებდა მანქანებს, გადავიდოდა ბულვარში ან პლიაჟზე და ცოტა ხანში მოვარდებოდა პატრულის მანქანა და მიდიოდა ძახილი - ამის პატრონი გამოცხადდი მანქანასთან, და იმის პატრონმა მანქანა გაიყვანე და მთელი ამბავი ![]() ერთი დღეცაა, რომ მანამდე რომ გაუშვეს გაჩერება და უკვე რომ აღარ შეიძლება ზუსტად ეგ მომენტიააა…. ხოდა მოვარდა ეს პატრულის მანქანა და გაიძახის რუპორში - “ბმვ 424 გაიყვანე მანქანა…. მერსედესი 945-ის პატრონი გამოცხადდეს ავტომობილთან…. 125 ჯიპი მანდ არ გააჩერო….” და მოკლედ თავის სტიქიაშია რა… ჩვენც დიდად ყურადღებას არ ვაქცევთ, მიჩვეულები ვართ, მაგრამმმმმმმმ !!! აი ბოლოს დაგლიჯაა !! ![]() ![]() ბოლოს მთელი ქუჩა რომ გაიწმინდა დარჩა ორი მანქანააააა….. ხოდა ეს შენი პატრულიც გაჰკივის ბოლო ხმაზე “უკრაინულ და სომხურ ნომრიანი მანქანების პატრონები გამოცხადდით ავტომობილთან !!!”…….ქართულად ![]() ![]() გაჰკივის და გაჰკივის… არა და ესენიც როგორი ჯიუტი პატრონები შეხვდა…. არა და არ ცხადდებიან !! ![]() ![]() არა მე კი ვიფიქრე, რომ ალბათ ქართული არ ესმით-თქო და იმიტომ არ ცხადდებიან, მაგრამ ეხლა მაგას ხომ არ ვეტყოდი… მაგათ მაინც უნარ-ჩვევები აქვთ ჩაბარებული…. ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#197
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 866 რეგისტრ.: 15-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რამოდენიმე დღის წინ,ერთი ყმაწვილი წამოგვყვა თბილისის ზღვაზე სათევზაოდ.
ძალიან აქტიურობდა და წამოსვლისას გვითხრა ანკესების წყლიდან ამოღებაში მოგეხმარებითო... ეცა ერთ ჯოხს და დაიწყო ძუის ამოხვევა.არადა,უკვე ჩვევად მაქვს ფრიქციონის გახსნილად დატოვება. ატრიალებს სახელურს და თან ვამხნევებ: -მიდი,მიდი...200 მ წნული მაქვს დახვეული მაგ კოჭაზე,შორს არის ნასროლი-მეთქი! ![]() 5 წთ-ის შემდეგ,რაღაცა ეჭვები გაუჩნდა და მაქოზე დაიწყო დაკვირვება... -არ ახვევს მე მგონი,ერთ ადგილას არისო... -ეგრეა ეგ,სწრაფად დაატრიალე და აიყოლებს მეთქი ძუას! იმან იქ დაატრიალა და დაატრიალაა...ეხლაც ეტყობა გადახურების ნიშნები კოჭას ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#198
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
Sos049
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#199
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
Sos049
მაგარი ვიცინეეეე ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#200
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გიორგი
კარქი იყო, გავხალისდი ![]() ეგ ღადაობა "ოპელი ვერ გევიგე" და "არ აინთო შენი მოსაწონი ფერის" რუბრიკაში იჩითება ვატყობ მე ![]() ჯერია ![]() Sos049 ახალგაზრდებს მარჯვენაში ყოველთვის აქვთ "ვარჯიშით" გამომუშავებული პოტენციალი ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#201
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
Sos049
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#202
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ახლობლელს გადახდა ჩინეთში(უფრო სწორად მის მეუღლეს) მოკლედ..ჩაფრინდნენ. ნახეს რაც სანახავი იყო და მეუღლე ეგრევე გავარდა მაღაზიებში(მოგეხსენებათ ქალების ამბავი) რომ მოიარა მთელი ჩინეთი..გადაწყვიტა სასტუმროში დაბრუნება. მოდის და უცებ დააფიქსირა..რომ უკან მოყვება რაღაც ველო ტახსები რომ ყავთ ჩინელებს. თან ამას ეუბნება ტაქსისტი. "პაიეხალი..იდინახუი"....."პაეხალი..იდინახუი" თან იმეორებს და იმეორებს. ქალი დაიძაბა...მაგარი შეეშინდა...საფულე ჩაიხუტა და მორბის დაფეთებული. იმანაც მოუმატა და მოდევს... თან უფრო ხმამაღლა იძახის "პაეხალი..იდინახუი"
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#203
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დღე არ გავა ცუდი არ გაიგო.....
|
|
|
![]()
პოსტი
#204
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
აუ საწყალი. ეტყობა სულ იდი ნახუის ეძახდნენ
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#205
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 866 რეგისტრ.: 15-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ერთ ჩემს ქუთაისელ ბიძაშვილზე დავწერე აქ და ერთი ისტორიაც მინდა მოგიყვეთ...
მოკლედ,სულ ერთმანეთის გაშაყირებას ვცდილობთ და ბევრი სასაცილო ისტორია დაგვიგროვდა ![]() ადრე,ერთი ჯაზმენი ძმაკაცი,ჯაზის ფესტივალზე ჯეოსელმა მობილური, ჩართული ტელეფონით დაასაჩუქრა,რომლის ნომერი,საკაიფო, 5 და 4-ის კომბინაციებით შედგებოდა... რახან ჩემს ნომერს იცნობდა,ამ ძმაკაცის ტელეფონიდან მივწერე ქუთაისში ლევანიას: ჯეოსელი გაცნობებთ,რომ თქვენმა ნომერმა მოიგო 100 ლარიანი სასაუბრო ბარათი. გილოცავთ და გთხოვთ პრიზის მისაღებად მიაკითხოთ ჯეოსელის უახლოვეს ოფისს ან S.A.T ზეიმია ლევანიასთან ![]() -ლევანია დამარეკინე მოსკოვში... -მიდი ძმაო! რა მენაღვლება,ხვალ 100ლარს დამისვავენ ანგარიშზე... მიდის ოფისში მეორე დღეს და...კარების სახელურზე დაკიდებულ ვიღაცას,წიხლით აგდებენ ოფისიდან: -მანქანა მოვიგეე...მესიჯი მომივიდაა...ყვირის განწირული. -თქვენ რა გნებავთ?ჰკითხეს ლევანიას -100ლ-ის სასაუბრო მოვიგე... ![]() -ბუჯო, თქვენ ვადაგასული ხომ არ ჭამეთ რამე? რაის სალაპარაკო,ხომ არ უბერავთ პატარას? აგერ მესიჯი, შენახული მაქვს ტელეფონშიო! -აგი მგონი,ცენტრალურის ნომერია,თბილისის... ნუ,გადმორეკა ლევანიამ და მზად დავხვდით: ![]() -დიახ,ცენტრალური ოფისია...დიახ მოიგეთ...დიახ,ყველა ფილიალმა უნდა გასცეს...(შემდეგ ზარებს აღარ ვუპასუხეთ) რაოო?...მეკუთვნისოო...და არ მაძლევენო...??? ![]() ...და ქუთაისში ამბობენ ამასოო...? დამელოდეთ აგერ პატარა ხანს ![]() იმგენმაც იცოდნენ,უნდა დაეხვედრებინათ ვიღაცა(ჯერ კიდევ ეგეთი დროა ![]() ![]() მოკლედ,2 საათში, დიდი გარჩევა მოეწყო,ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ამ კაცს...გამძაფრდა კიდევაც სიტუაცია და ამ დროს "ცენტრალური ოფისიდან" მესიჯია: ჯეოსელი გაცნობებთ S.A.T-ის გაშიფრვას: S-სოსოს A-აკოცე T-ტრაკზე! ამჯერად, მას მიაკითხეთ პირადად!გმადლობთ! -სტოპ! მორჩა ბაზარი!!! არ მეკუთვნის მაგი თანხა!!! კი ვიცი,რაც მეკუთვნის,მარა,არაა მაგი აქ სალაპარაკო! წავედით ეხლა ყველანი,გეპატიჟებით,პური უნდა ვჭამოთო... ბევრი უცინიათ თურმე, ჩემი სადღეგრძელოც კი შეუსვიათ განსხვავებულით ![]() ვენაცვალე ქუთაისს და ქუთათურებს!!! |
|
|
![]()
პოსტი
#206
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#207
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
Sos049
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#208
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Sos049
შენ რა გითხრა მერე? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#209
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#210
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() კარგი იყო ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd September 2025 - 19:37 |