წალკაში იხვზე, 01 . 11 . 2012 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
წალკაში იხვზე, 01 . 11 . 2012 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც მოგეხსენებათ წყალმცურავებზე სეზონი გაიხსნა ნოემბრიდან, ჩვენც "ვიკენდების მონადირეებს" იმის გამო რომ დრო გვქონდა ამ გაგანია მუშაობის დღეს, გადავწყვიტეთ ექსპრომტად წალკაში წავსულიყავით
და უცებ შეიკრა სასტავი ჭალიმგელა ilariona ზახარა Davitus ტრანსპორტი: LRD 2 ძაღლები: კურცჰარი და ინგლისური სეტერი შევიკრიბესი რა გითხრათ და, ილომ გამოგვიარა ლამის ყველას, დილაადრიანად ჩავეყარენით მანქანაში, და მივადექით ცნობილ სუპერმარკეტს, გამოსვლისას ჩვენი ნადირობის თილისმად, ეს ვაჟკაცი მოვნათლეთ ![]() ჩავსხედით და იმის გამო რომ ძაღლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან უნდა აგვეყვანა, გადაწყდა წალკაში კოდის გადასახვევის გავლით წავსულიყავით, გზა დიდია და დილით ყველას ეძინება, ამიტომ საჭესთან ზახარას გარდა ყველას მოგვიწია ჯდომა ![]() როგორც იქნა მივედით... გადაწყდა პატარა არხს დავყოლოდით, ადგილობრივი იხვების იმედით, საღამოს "ოერელიოტს" ჩავუჯდებოდით და წამოვიდოდით სახლისკენ წყალზე მშრალად გადასვლის ტექნიკა, რათქმაუნდა მონადირეებს დიდი ხნის აპრობირებული გვაქვს ![]() ![]() ![]() ![]() არხზე 3 იხვის მეტი ვერ აიყვანეს ჩვენმა დესანტებმა, ამასობაში მზეც გამოვიდა, გადავწყვიტეთ სხვა ალტერნატიული ადგილები გვეძებნა, მოვიძიეთ ეს ადგილი, მაგრამ იმხელა ტერიტორიაა, ნამდვილად ვერ შეისვლებოდა შუაგულში სადაც ბლომად იყვნენ ხვიხვები ![]() ![]() სტანდარტული სიტუაცია იყო და მოსაყოლად არ ღირს, რომ არა ერთი სახალისო კურიოზი, მოკლედ ის იყო გულდაწყვეტილები წრეზე დავდიოდით სადამდეც შეგვეძლო,რომ უცებ აიწია ერთი იხვი და ზახარამ ძირს ჩამოაგდო, ჩავარდა წყალში და იმის გამო რომ საკმაოდ ღრმა იყო, ყველა ჩაფიქრებული ჩუმად ვიდექით თუ როგორ უნდა გამოგვეტანა ნადავლი და წყლისკენ არც არავინ დაძრულა უცებ საიდანღაც მოვარდა ჩვეულებრივი "დვარნიაშკა" მივიდა ნაპირთან და შესვლა რომ დაიწყო მერე გავაცნობიერეთ რომ, ნადავლს უნამუსოდ გახევდა, ასე დღის სით და მზისით შესვლით ვინ შევიდოდა, დავიწყეთ ნაპირიდან ყვირილი და ყიყინი, მე შენ გეტყვი შეაშინებ თუ... მოკლედ ტაცა პირი ამ ჩვენს ჩამოგდებულ იხვს და.... უკვე ყველა დარწმუნებული რომ გვაყაჩაღებს ეს უსინდისო, ახლა იმის ფიქრშია ყველა რომ გზა მოუჭრას გამოსვლისას და როგორმე პირიდან წაგლიჯოს სიმწრით მოპოვებული იხვი... ამის ფიქრში ვიყავით და ძაღლმა, არც აცია არც აცხელა, პირში იხვამოჩრილმა, გამოცურა ჭალიმგელასკენ, რომელიც ყველაზე ახლო იყო ნაპირთან, ყველას ენა ჩაგვივარდა, ვერ მივხვდით რას აკეთებდა... გამოცურა, ნაპირზე გამოვიდა, მოკრძალებით მივიდა გიორგისთან და ფეხებთან მოწიწებით დაუდო ნადავლი... ერთი გაიფერთხა ბეწვი და ნელი ძუნძულით არხეინად გასწია თავისი ადგილსამყოფელისკენ გაოგნებული ჭალიმგელა, უყურებს როგორ მიძუნძულებს თავისთან "კეთილი სამარიტელი" ![]() ეს ისევ გაოგნებული, მორთმეული ნადავლით ხელში ![]() რათქმაუნდა მივედით ძაღლის სამფლობელოში, ვიღაც იქაური მწყემსის აღმოჩნდა, როგორც ჩანს მიჩვეული იყო საწყალი, წყლიდან იხვის ამოტანას და ნაცნობი სიტუაცია რომ დაინახა შორიდანვე გამოვარდა, ცუგრიკა, დავასაჩუქრეთ სასუსნავით და საქებარი სიტყვებით : )) სასუსნავი რომ ჩვენც გვინდოდა, მერეღა მივხვდით, ისე გემრიელად და მადიანად შეექცეოდა ძაღლი შეთავაზებულ საჭმელს, ამიტომ გადავინაცვლეთ ნაძვნარში, ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით, სუფრის გაშლა არ გაგვჭირვებია, საველე პირობებში მშვენიერი ცხელი კერძიც გვქონდა, სახელდახელოდ გაკეთებული ოსტრის სახით ![]() ![]() სამზადისის მომენტში, ზოგი საფეისბუკე ფოტოსესიებს აწყობდა ![]() კარგად რომ დავნაყრდით, ცოტა პოზიორობაც წავიდა ნადავლთან ![]() ![]() ![]() ზოგმა ძილიც მოასწრო, მთელი 15 წუთი, მერე ქარი და წვიმა ერთად ამოვარდა და მანდ გაჩერებას აზრი არ ქონდა ![]() ამის შემდეგ გადავინაცვლეთ ჩასაფრების ადგილთან ახლოს, სადაც საღამოს "ოერელიოტი" უნდა მომხდარიყო, რეისით E0349 შებინდებამდე კაი დრო იყო დარჩენილი, ზოგმა ისევ ძილი გააგრძელა მანქანაში, ![]() ზოგიც სნაიპერული შაშხანის ოპტიკიდან, პოზიციებს აკონტროლებდა და ჩეჩენ ბოევიკებს უთვალთვალებდა ![]() მოკლედ, კარგი გამოძინების მერე, რომ მივხვდით კიდევ ბევრი დრო გვქონდა შებინდებამდე, გადაწყდა ყავა ფართი მოგვეწყო, აბა მონადირე რისი მონადირეა, სანადიროდ "კოფე" თუ არ დალია და ზედ "პლიტკა" არ დააყოლა : ))) ასე დაიწყო ყავაფართისთვის მზადების ციებცხელება ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასე იყო და ამგვარად... ყავაც ჩავისხით, შოკოლადიც მოვისხით, და ამასობაში ქეც მოიღრუბლა... ხოდა რომ მოიღრუბლა, ლოგიკურად ჩამობნელდა, ჩვენც ავდექით და სუპერკამუფლირებული შენიღბვიზაციაც დავიწყეთ ახლა გგონიათ აქ ვინმე დგას მანქანის გარდა? ![]() ან ამ მინდვრებში რომ არ დავწერო ჭალიმგელაა ჩასაფრებული თქო, მაგრა დაგეღლებათ თვალები სილუეტის ამოცნობით : )) ![]() აქ თვალები რომ ცას მიაპყრო, ეგრევე დაიწვა, თორემ წინაზე მაგრად ერწყმოდა გარემოს : )) ![]() მოკლედ, რაღა ბევრი გაწვალოთ და თვალები გატკინოთ ამდენი ტექსტების კითხვით, იმ ღამეს, როგორც ახლა თქვენ ვერ ხედავთ იხვს, ისე არ გვინახია არავის, ალბათ ისე დავიმალეთ ყველანი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდით : D საღამოსკენ, ისეთმა წვიმამ დაუშვა, ვიღას აღსოვდა იხვის პერელიოტი, ყველა თავკამუფლიაჟმოგლეჯილი გარბოდა მანქანისკენ ასე და ამგვარად, გავერთეთ, წალკაში და გავხსენით, წყალმცურავებზე ნადირობის სზეონი. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
კარქი იყო კარქი!კარქი რეპორტმახერი ხარ მე ვიყო შპროტი
![]() მაგრამ თუ ამინდი არ აირია მარაზმი მგონია იხვზე სიარული |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
გენაცვალეთ!!!!!!!!
ვისიამოვნე რეპორტით..... და 1 შეკითხვა თქვენი 2 ცუგრია რას აკეAთებდა? |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
შოთა.03
ეხლა ეგენი იკადრებდნენ წყალში შესვლას??როგორ გეკადრება ![]() ![]() ან იხვზე რად გინდოდათ ძღლი(მით უმეტეს რომელიც არ შედის) |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ბრავო . ორგანიზებული მოწესრიგებლი კულტურული გასვლაა !
კამუფლიაჟებმა დაგლიჯა (მთხრობელმა უფრო) ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
კარგი რეპორტია ძალიან...
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გილოცავთ სეზონის გახსნას წყალმცურავებზე ! Davitus ოსტრი ფიჭვებში როგორღა მოახერხეთ ? ![]() ![]() ![]() ისე თუ არეული ამინდი იყო საინტერესოა რატო არ იტრიალა კვატამ ?! ალბათ ადრეა ცოტათი ? |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვა მალაცი!!!
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 942 რეგისტრ.: 10-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სასიამოვნოდ გაგიტარებიათ დრო. მეც ვისიამოვნე რეპორტის კითხვით და ბევრიც ვიცინე(განსაკუთრებით ფინალზე).
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
კარგია ბიჭებო, საკმაოდ საინტერესო რეპორტია
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
LeoTaso
ოოოოოოოოო ეგ , ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით ქნეს , მართლაც მაგარი კუხნია აქვს ამ კაცს ... -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 18:30 |