IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #2001


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - Bonehill   ჯილდა გუშინწინ   Oct 6 2012, 14:29
- - ზახარა   Guroo სურათები დიდი ზ...   Oct 7 2012, 07:38
- - Guroo   ზახარა დიდ ბოდიშს ...   Oct 7 2012, 11:28
- - Bonehill   არადა 3 თვის ლეკვია ...   Oct 7 2012, 12:00
- - Fishman   Bonehill ვა რა კარგი მა...   Oct 7 2012, 13:17
- - Bonehill   პატრონიც არ აკლებს...   Oct 7 2012, 13:30
- - ზახარა   Guroo ეგეთი პოინტერი ...   Oct 7 2012, 14:58
- - ირაკლი   მარტა 2 თვის და 5 დღი...   Oct 8 2012, 13:51
- - Bonehill   ციტატა(123456 @ 8th October 2012 ...   Oct 8 2012, 14:03
- - nik@a   ვაჰ რა კარგი ტიპებ...   Oct 8 2012, 14:16
|- - ჯეკო   ციტატა(nik@a @ Oct 8 2012, 15...   Oct 9 2012, 21:26
- - Bonehill   nik@a მისცა "კურაჟმა...   Oct 8 2012, 18:07
|- - ირაკლი   ციტატა(Bonehill @ Oct 8 2012, 19...   Oct 8 2012, 21:14
- - giga_megu   ირაკლი ძაან ლამაზი...   Oct 9 2012, 08:53
|- - ირაკლი   ციტატა(giga_megu @ Oct 9 2012, 09...   Oct 9 2012, 12:48
- - Bonehill   ბატონი "ჯინო" მფ...   Oct 9 2012, 08:58
- - Bonehill   ციტატა(123456 @ 8th October 2012 ...   Oct 9 2012, 09:05
- - giga_megu   ბონე გუგას ძალიან ...   Oct 9 2012, 09:09
- - Bonehill   giga_megu შენ ჩაქრი შენა ...   Oct 9 2012, 09:11
- - giga_megu   კაი ბაბუ ხარ ძმაო.3 ...   Oct 9 2012, 09:43
- - Bonehill   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 9 2012, 10:12
- - nik@a   ციტატაპატყივცემუ...   Oct 10 2012, 20:16
- - kurcxaari   გამარჯობათ მე მყავ...   Oct 10 2012, 21:31
- - კალვერა   აცრილი თუ არაა არ გ...   Oct 11 2012, 00:12
- - achiko-l   ალა ქათამს უკეთე...   Oct 11 2012, 16:32
- - achiko-l   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 11 2012, 16:39
- - Bonehill   ვაა მაგარი ტიპია ა...   Oct 11 2012, 17:04
|- - achiko-l   ციტატა(Bonehill @ Oct 11 2012, 18...   Oct 18 2012, 10:20
- - @bazierashvili@   გამარჯობათ მონადი...   Oct 12 2012, 11:09
|- - levani100   ციტატა(@bazierashvili@ @ Oct 12 2...   Oct 12 2012, 12:18
|- - @bazierashvili@   ციტატა(levani100 @ Oct 12 2012, 1...   Oct 13 2012, 13:26
- - KTX-100   ხალხო გამარკვიეთ რ...   Oct 12 2012, 13:02
- - ჰერცოგი997   იმიტომ რომ წელში ა...   Oct 12 2012, 13:22
- - KTX-100   რავიცი, ჩემი ლეკვი ...   Oct 12 2012, 14:42
- - Bonehill   კაი იყო   Oct 12 2012, 14:47
- - bobby   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 13 2012, 10:58
- - monadire batumeli   ჩემი ძუ პოინტერი ს...   Oct 13 2012, 11:49
|- - ჭალიმგელა   ციტატა(monadire batumeli @ Oct 13...   Oct 13 2012, 21:26
- - giga_megu   @bazierashvili@ გამოფენაზე თ...   Oct 13 2012, 16:41
- - KTX-100   ჯესი 6 თვის პ.ს. და...   Oct 13 2012, 18:51
- - T A M P L I E R   KTX-100 ციტატა(KTX-100 @ 13...   Oct 13 2012, 18:57
- - KTX-100   T A M P L I E R ციტატასტოპი...   Oct 13 2012, 20:21
|- - @bazierashvili@   ციტატა(KTX-100 @ Oct 13 2012...   Oct 19 2012, 09:28
- - Fishman   monadire batumeli მაგრად მომ...   Oct 13 2012, 20:22
- - Sergi88   giga_megu კარგია გიგა მო...   Oct 13 2012, 21:43
- - giga_megu   იკას არ ეწყინება მ...   Oct 13 2012, 21:44
- - Bonehill   giga_megu კარგია , მაგრამ...   Oct 13 2012, 22:17
- - giga_megu   Bonehill წავკისში ძლივს ...   Oct 13 2012, 22:25
- - nik@a   giga_megu მაგარი გოგო გყ...   Oct 13 2012, 23:21
- - giga_megu   nik@a დიდი მადლობა ნიკ...   Oct 14 2012, 08:51
- - giga_megu   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 14 2012, 09:39
- - monadire batumeli   გაიხარეთ ყველას დი...   Oct 14 2012, 10:33
- - Bonehill   giga_megu ვაა ყნოსვა ქონ...   Oct 14 2012, 11:49
|- - giga_megu   ციტატა(Bonehill @ Oct 14 2012, 12...   Oct 14 2012, 14:18
- - alexs-1994   დონა მე-6-ე თვეში   Oct 16 2012, 10:00
- - KTX-100   ჯესი 6 თვის   Oct 17 2012, 11:36
- - Bonehill   კაია, კაი რაკურსით...   Oct 17 2012, 11:39
- - KTX-100   Bonehill მადლობა ბოლობ...   Oct 17 2012, 12:30
- - Bonehill   ჯერ ერთი ექსპერტი ...   Oct 17 2012, 12:42
- - Maverick   Bonehill მაოცებ ბაბუ უკ...   Oct 17 2012, 12:48
- - KTX-100   Bonehill ის 2 მივხვდი და ...   Oct 17 2012, 12:48
- - Maverick   თუმცა შენი დახატულ...   Oct 17 2012, 12:50
- - Bonehill   ციტატა(Nikolo @ 17th October 2012...   Oct 17 2012, 12:51
- - KTX-100   აჰა, წავიკითხე და გ...   Oct 17 2012, 12:53
- - KTX-100   Maverick ციტატათვალებს ...   Oct 17 2012, 13:04
- - Bonehill   с полем ბატონო აკოპ ...   Oct 17 2012, 14:36
|- - Akop   ციტატა(Bonehill @ Oct 17 2012, 15...   Oct 17 2012, 14:51
- - Bonehill   გადაიტანენ ბიჭები ...   Oct 17 2012, 15:17
- - ზახარა   Akop გადატანილია ნად...   Oct 17 2012, 16:13
- - Akop   დიდი მადლობა....!!...   Oct 17 2012, 16:33
- - გიზოვიჩი   Akop კაი ნანადირევია ...   Oct 17 2012, 16:37
|- - Akop   ციტატა(გიზოვიჩი ...   Oct 17 2012, 17:47
- - Bonehill   ციტატა(KTX-100 @ 17th Octobe...   Oct 18 2012, 10:03
- - Bonehill   სურათზე რაც ჩანს უ...   Oct 18 2012, 10:31
|- - achiko-l   ციტატა(Bonehill @ Oct 18 2012, 11...   Oct 19 2012, 10:29
- - KTX-100   Bonehill არადა როგორც ვ...   Oct 18 2012, 10:45
- - Bonehill   KTX-100 კაცი ხარ კაცური   Oct 18 2012, 10:48
- - Bonehill   RE: ინგლისური პოინტერი   Oct 19 2012, 10:31
- - giga_megu   ესაა პოინტერის ნამ...   Oct 19 2012, 15:38
- - kurcxaari   3 თვის პოინტერი სიმ...   Oct 26 2012, 20:30
- - გიზოვიჩი   ბაგირა გროუ   Oct 31 2012, 14:03
- - ჭალიმგელა   გიზოვიჩი დახატული...   Oct 31 2012, 14:12
- - Bonehill   მშვენიერი ! გიზოვ...   Oct 31 2012, 14:25
- - Gobrona   მაგარი ტიპია   Oct 31 2012, 18:13
- - nik@a   აქაც დავდებ...   Nov 2 2012, 16:57
- - Bonehill   შემდეგ ბუდობაზე უნ...   Nov 2 2012, 21:59
- - darcho   ეს არის შერის მეგო...   Nov 7 2012, 16:36
- - ჯეკო   darcho უკანა ფეხებზე მ...   Nov 7 2012, 16:45
- - Bonehill   ლამაზი ძაღლია. შეს...   Nov 7 2012, 18:06
- - darcho   არა ჯეკო ცუდად ჩან...   Nov 7 2012, 20:44
- - Davitus   darcho საწყენად არ ვამ...   Nov 8 2012, 11:09
- - Bonehill   ბაგირა გროუ   Nov 8 2012, 14:08
- - T A M P L I E R   ეს გროუ რა არის??   Nov 8 2012, 14:30
- - KTX-100   Bonehill ციტატაბაგირა გ...   Nov 8 2012, 14:50
- - nik@a   მაგარი ტიპია, თან რ...   Nov 8 2012, 15:48
- - monadire batumeli   ჩემი სარა 8 თვის   Nov 8 2012, 21:03
- - Fishman   მე გადავთარგმნე ბა...   Nov 8 2012, 21:03
- - გიზოვიჩი   Fishman კი ეგრეა თარგმა...   Nov 8 2012, 21:34
|- - Fishman   ციტატა(გიზოვიჩი ...   Nov 8 2012, 22:27
- - LeoTaso   გიზოვიჩი ხოდა ღმ...   Nov 8 2012, 21:48
38 გვერდი V  « < 19 20 21 22 23 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th July 2025 - 12:36