IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #2101


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - ზახარა   გიზოვიჩი ძალიან მ...   Nov 8 2012, 23:33
- - giga_megu   გრეისი 5 თვის   Nov 9 2012, 00:20
- - levani100   გიზოვიჩი ძაან პერ...   Nov 9 2012, 08:27
- - levani100   giga_megu ცოტა უკეთესი ს...   Nov 9 2012, 09:01
- - giga_megu   levani100 არ მაქვს იქ გად...   Nov 9 2012, 09:10
- - giga_megu   levani100 ესეც "ალექსან...   Nov 9 2012, 23:06
- - გიზოვიჩი   levani100 ციტატა(levani-asi ...   Nov 10 2012, 11:21
- - Bonehill   giga_megu უმაგრესი ტორს...   Nov 10 2012, 15:33
- - levani100   giga_megu სურათზე ეტყობ...   Nov 10 2012, 20:30
- - giga_megu   levani100მე ვიცი რომ დამ...   Nov 10 2012, 20:53
- - achiko-l   5 თვის ალა,ბონეს შვი...   Nov 27 2012, 13:42
- - Bonehill   ვაა .... აი ტორსი. მოვ...   Nov 27 2012, 14:05
- - achiko-l   მგონი ნორმალურად მ...   Nov 27 2012, 14:57
- - nik@a   achiko-l სიმაღლე და წონ...   Nov 27 2012, 18:09
- - Bonehill   achiko-l როგორ მომენატრ...   Nov 27 2012, 21:01
- - ლეკი   გაიზარდა ჩემი ბოვშ...   Nov 27 2012, 23:57
|- - zaza13   ციტატა(ლეკი @ Nov 28 2012...   Dec 1 2012, 22:37
- - Bonehill   Bonehill ლეკვები ბზინვა...   Nov 28 2012, 18:22
- - achiko-l   სიმაღლე 46 ს.მ. წონა ა...   Nov 30 2012, 09:16
- - Bonehill   ექსტერიერი მშვენი...   Nov 30 2012, 10:05
- - monadire batumeli   залить картинку,,ჩემი პო...   Nov 30 2012, 14:24
- - monadire batumeli   хостинг фото,,სარა ნაბუ...   Nov 30 2012, 14:28
- - Fishman   monadire batumeli აუ რა მაგარ...   Nov 30 2012, 19:15
|- - ჭალიმგელა   ციტატა(Fishman @ Nov 30 2012, 20...   Dec 1 2012, 13:30
|- - Fishman   ციტატა(ჭალიმგელა ...   Dec 1 2012, 15:20
- - Bonehill   დინგი სულ სხვა შინ...   Nov 30 2012, 20:16
- - Fishman   ვერ გავიხსენე ბაბუ...   Nov 30 2012, 20:32
- - monadire batumeli   Fishman,,კარგი გოგოა,ისე...   Nov 30 2012, 20:45
- - Bonehill   ციტატა(tedo_axodnik @ 30th Novemb...   Nov 30 2012, 21:11
- - nikoloz dvali   ოთხი წლის მერე ავი...   Dec 1 2012, 13:11
- - nikoloz dvali   არა უბრალოდ სკოლას...   Dec 1 2012, 21:50
- - niksitine   პოინტერი დზმებოო ძ...   Dec 1 2012, 22:44
- - გიზოვიჩი   სად არიან პოინტერე...   Dec 2 2012, 16:21
- - ჯეკო   გიზოვიჩი შენი ბაგ...   Dec 2 2012, 18:15
- - nikoloz dvali   ბიჭებო კარგი საგვა...   Dec 4 2012, 16:20
- - giga_megu   გრეისი 6თვის,დავიწ...   Dec 4 2012, 19:07
|- - dato 85   ციტატა(giga_megu @ Dec 4 2012, 13...   Dec 10 2012, 22:42
|- - giga_megu   ციტატა(dato 85 @ Dec 10 2012, 23...   Dec 11 2012, 23:25
- - ჰერცოგი   giga_megu ვისი დართვიდა...   Dec 4 2012, 19:43
|- - giga_megu   ციტატა(ჰერცოგი @ De...   Dec 4 2012, 23:04
- - Bonehill   ჩვენი ძაღლებიდან ა...   Dec 4 2012, 19:59
- - ჰერცოგი   ხოდა მაგიტომ უფრო ...   Dec 4 2012, 21:13
- - bagman   სეზონის გახსნის წი...   Dec 4 2012, 21:49
- - levani100   bagman რბილ ხასიათში რ...   Dec 4 2012, 22:58
- - LeoTaso   შემთხვევით წავაწყ...   Dec 6 2012, 11:46
- - monadire batumeli   სურათი წაშლილია დი...   Dec 6 2012, 12:55
- - levani100   ისე კარგი კვარცხლბ...   Dec 6 2012, 13:27
- - monadire batumeli   ხო ეგ ჩემი ხვადია 5 ...   Dec 6 2012, 13:49
- - KTX-100   monadire batumeli კარგი ძაღლე...   Dec 6 2012, 14:13
- - monadire batumeli   KTX-100 მალე დაქალიშვი...   Dec 6 2012, 14:24
- - giga_megu   გრეისი ნაბულზე   Dec 8 2012, 00:04
- - levani100   გიგააა ნაბული მე ს...   Dec 8 2012, 11:08
- - giga_megu   levani100 ცხვირით დგას ა...   Dec 8 2012, 22:30
- - aragveli   კუდი არ ჩანს ეფარე...   Dec 9 2012, 05:50
|- - giga_megu   ციტატა(aragveli @ Dec 9 2012, 06...   Dec 9 2012, 13:35
- - giga_megu   ეხლა ჩავასწორე და ...   Dec 11 2012, 23:44
- - Fishman   giga_megu გიგა, ლისზე მწ...   Dec 12 2012, 00:17
|- - giga_megu   ციტატა(Fishman @ Dec 12 2012, 01...   Dec 12 2012, 00:20
- - giga_megu   ყველანაირად ვცადე ...   Dec 12 2012, 15:40
- - T A M P L I E R   http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=4   Dec 12 2012, 15:44
- - dato 85   giga_megu კარგია კარგია....   Dec 12 2012, 18:41
|- - giga_megu   ციტატა(dato 85 @ Dec 12 2012, 19...   Dec 12 2012, 20:12
- - Bonehill   dato 85 თქვენის ნებართ...   Dec 12 2012, 18:50
- - dato 85   Bonehill დიდი მადლობა რ...   Dec 12 2012, 19:07
- - Bonehill   ციტატა(dato 85 @ 12th December 20...   Dec 12 2012, 19:24
- - giga_megu   picture hosting ძაან ვიწვალე...   Dec 12 2012, 20:25
- - Fishman   giga_megu ოტლიჩნო!   Dec 12 2012, 20:33
- - Bonehill   giga_megu ასე რა   Dec 12 2012, 20:35
- - giga_megu   მე რადიკალიდან ვდე...   Dec 12 2012, 20:56
- - dato 85   giga_megu ციტატამაგრამ ...   Dec 15 2012, 18:59
|- - giga_megu   ციტატა(dato 85 @ Dec 15 2012, 19...   Dec 15 2012, 19:28
- - გიზოვიჩი   Bonehill მიეცი რა სურატ...   Dec 15 2012, 19:00
- - nik@a   ციტატაჯავახეთში დ...   Dec 15 2012, 19:44
- - Bonehill   "ჯილდას" და "კუ...   Dec 15 2012, 21:20
- - dato 85   giga_megu ციტატაჯავახე...   Dec 16 2012, 20:35
- - temo.p   მე თვითონ ახალციხე...   Dec 17 2012, 19:43
- - ნუკრიMax   ციტატა(dato 85 @ 16th December 20...   Dec 17 2012, 21:27
- - giga_megu   პოინტერებით(ევროპ...   Dec 19 2012, 00:43
- - Bonehill   რაც კაია კაია   Dec 19 2012, 11:08
- - ლეკი   ჩემი "ჩაქირა"....   Dec 22 2012, 00:25
- - giga_megu   ძალიან ლამაზად დგა...   Dec 27 2012, 22:59
- - არჩილ   ერთი კითხვა მაქვს. ...   Jan 15 2013, 01:31
- - levani100   არჩილ სახლში გაზარ...   Jan 15 2013, 08:34
- - Bonehill   არჩილ სასურველია ...   Jan 15 2013, 08:58
- - არჩილ   მეც მასე ვიფიქრე, ზ...   Jan 15 2013, 15:24
- - xaraza   მეც მასე ვფიქრობ მ...   Jan 15 2013, 16:58
- - levani100   ჩემი ლეკვი დღეს გა...   Jan 16 2013, 08:58
- - giga_megu   დიდი ძებნის ძაღლებ...   Jan 16 2013, 15:21
- - არჩილ   ესაც ჩემი პატარა რ...   Jan 18 2013, 00:47
- - არჩილ   хостинг фото   Jan 18 2013, 01:37
- - Davitus   ციტატა(levani-asi @ 16th Jan...   Jan 18 2013, 03:26
|- - sabo73   ციტატა(Davitus @ Jan 18 2013, 04...   Jan 18 2013, 10:28
- - levani100   არჩილ გილოცავ კარ...   Jan 18 2013, 09:37
- - Assasin   არჩილ მეც მოგილოცა...   Jan 18 2013, 10:08
- - არჩილ   გაიხარეთ მადლობთ. ...   Jan 18 2013, 19:03
- - dato 85   ჩემი პოინტერი ზამთ...   Jan 20 2013, 00:30
- - giga_megu   მე ფემმი სახლში გა...   Jan 20 2013, 09:24
- - miroslava   4 თვის და 20 დღისაა ჩე...   Jan 23 2013, 10:28
- - Bonehill   miroslava მააგარი ლეკვი ...   Jan 23 2013, 10:33
38 გვერდი V  « < 20 21 22 23 24 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th July 2025 - 02:06