კალმახი და მისი თავისებურებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
კალმახი და მისი თავისებურებები |
Dec 17 2009, 12:31
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ნებისმიერი სახეობის თევზის დასაჭერად საჭიროა ამ სახეობის ჩვევების და საკვები, საცხოვრებელი გარემოს შესწავლა.
მით უმეტეს ეს ეხება კალმახს. ამ კონკრეტულ სტატიაში არ დავკონკრეტდები კალმახის საცხოვრებელ ადგილებზე გარკვეული გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ შევეხებით სხვა მრავალ თვისებას! კალმახი არის ძალზედ ფრთხილი მტაცებელი. მის საცხოვრებელ/სადგომ ადგილზე რაიმე ჩრდილის ჩამოწოლაც კი მის დაფრთხობას იწვევს! ამიტომ მეთევზე დიდი სიფრთხილით უნდა მიეპაროს პოტენციურ საკალმახე ადგილებს! არ არის რეკომენდირებული ნაპირთან ზედმეტად ახლოს მისვლა და წყალში ჩადგომა (თუ აუცილებლობა არ მოითხოვს). მიუხედავად იმისა, რომ კალმახი ძალზედ ენერგიული თევზია, კვების დროს ის ამ ენერგიას ძალზე ეფექტურად ხარჯავს. ანუ მინიმალურ ენერგიას ხარჯავს საკვების მოპოვებისთვის. ამიტომ, კალმახის პოტენციურ სადგომებთან მეთევზემ რაც შეიძლება ახლოს უნდა გაატაროს სატყუარა, რათა მტაცებლის დაინტერესება შეძლოს -წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ დაინტერესდება ისეთი სატყუარით, რომელზეც ენერგიის დახარჯვაც მას ადეკვატურ "სარგებელს" არ მოუტანს. ზედა 2 აბზაციდან გამომდინარე და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ კალმახი კვების დროს გარკვეულწილად გვერდულად მოძრაობს, რითიც ის გზას უღობავს მდინარის მიერ ჩამოტანილ საკვებს, კალმახზე სპინინგით სპორტული თევზაობის ყველაზე გამართლებული მეთოდია სატყუარის შეგდება მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და დინების მიმართულებით ჩამოტარება (ვინაიდან კალმახი ყოველთვის მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგას), მის პოტენციურ სადგომთან რაც შეიძლება ახლოს და შესაძლებლობის ფარგლებში ნელი გატარებით. ამასთანავე, ტრიალას/ვობლერის წყალთან შეხებისთანავე საჭიროა გატარების დაწყება, ვინაიდან წყალში უმოქმედოდ მოხვედრილი სატყუარა უმეტეს შემთხვევაში დააფრთხობს მტაცებელს. ისევე როგორც ყველა სხვა ჯიშის თევზი, კალმახის აქტივობაც დამოკიდებულია წყალში ჟანგბადის შემცველობაზე. ამიტომ კალმახი აქტიურად იკვებება დილით და საღამოს, როდესაც წყლის ტემპერატურა დაბალია და წყალში ჟანგბადის შემცველობა კი შედარებით მაღალი. კალმახი არჩევს ფერებს, რა თქმა უნდა მისი გარჩევისუნარიანობა დამოკიდებულია ამინდზეც და წყლის სისუფთავეზეც, მაგრამ თუ შეატყობთ, რომ რომელიღაც 1 ფერის/ტონალობის სატყუარა არ იზიდავს მტაცებელს და ვერ იჭერთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებლად შეცვალეთ სატყუარა (შეცვალეთ სხვა ფერის ან ტონალობის სატყუარით). ხშირად ხდება, რომ სპინინგისტი წყალში ხედავს სატყუარაზე გამოდევნებულ კალმახს, რომელიც უბრალოდ გამოაცილებს სატყუარას და ბრუნდება უკან. ამ შემთხვევაში მტაცებელი ან არ არის დაინტერესებული სატყუარით და მას საკუთარი "სამფლობელოდან" განდევნის გამოცილებით, ან ამჩნევს რაღაც საეჭვოს და ვერ ბედავს კბენას. ნებისმიერ შემთხვევაში იგივე სატყუარის ხელმეორედ გატარება არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან დიდი შანსია მან დააფრთხოს თევზი. თუ პირველივე გატარები შემთხვევაში არის შანსი, რომ გატარების სიჩქარე შეანელოთ, ან სპინინგის წვერით ოდნავ წაუთამაშოთ, რომ სატყუარამ "თამაში" შეცვალოს, შეიძლება ამ მეთოდნმა გამოდევნებული კალმახის პროვოცირება მოახდინოს და ის ეცეს სამიზნეს. სხვა შემთხვევაში უმჯობესია სატყუარის შეცვლა ან უფრო მომცრო ზომის უფრო რეალისტური (არა მყვირალა) ფერის სატყუარით, ან უფრო აგრესიული "თამაშის" მქონე სატყუარით. დილით ადრე და საღამოს პირზე კალმახი საკვებად გადის შედარებით დაბალ წყალში, ამიტომ მეთევზემ ეს მომენტი აუცილებლად უნდა იცოდეს და ითვალისწინებდეს, თორემ საკალმახე ადგილების ძებნაში და მისთვის "მიმზიდველი" ადგილების გატესტვაში შეიძლება ცხვირწინ მდგომი თევზი დააფრთხოს, რაც ძალზე ხშირად ხდება ხოლმე! ზოგადად კალმახი ბუდობს ღრმა მორევებში, ქვების უკან, სადაც დინებას ეფარება, მდინარის კიდეებში და ჩაღრმავებებში, დიდი ქვების ქვეშ, მდინარეში ჩაწოლილი ხეების/ტოტების ქვეშ. ამ თევზს არ უყვარს მზე და სიცხე. უყვარც ცივი და სუფთა წყალი. ამიტომ მოღრუბლულ ამინდში კალმახის აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე მზიანში. დილის აქტიურობის მერე, მზინი დღის შემთხვევაში კალმახი გადადის ხოლმე პასიურ რეჟიმში (შიგადაშიგ "გამონათებებით" ![]() სპინინგით მოთევზავემ აუცილებლად უნდა იცოდეს კალმახის 1 საინტერესო თვისებაზე - კალმახი მდინარეში არ ბუდობს ჯგუფურად (რა თქმა უნდა ლიფსიტებს არ ეხება). ის მტაცებელია და თავის საცხოვრებელ/საკვებ ადგილს იცავს სხვა მტაცებლისაგან. ამიტომ ერთ და იმავე ადგილზე ვერ დავიჭერთ 3-5 ან 10 კალმახს, რათქმა უნდა თუ მორევი დიდი არ არის და არ იძლევა საშუალებას, რომ რამოდენიმე მოზრდილმა ეგზემპლარმა სხვადასხვა კუთხეში ან ორმოში იცხოვროს. სტატიის ავტორია - ბესო მგალობლიშვილი და ის წარმოადგენს ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს საკუთრებას |
|
|
|
![]() |
May 15 2012, 13:00
პოსტი
#16
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
არ შეიზლებაო თევზაობაო და რავი აბა
|
|
|
|
May 15 2012, 14:23
პოსტი
#17
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
თქვენ დამიწერეთ რა კაცურად რით შეილება თევზაობა და როგორ . შეილება თU არა ეგ არ მეხება რატო არ გეხება და ეგეთები არავინ მკითხოს კაცურად მარტო ის ითხარით როგორ შეილება კალმახის დაჭერა
|
|
|
|
Jun 1 2012, 10:56
პოსტი
#18
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Dec 12 2012, 21:56
პოსტი
#19
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 12-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
კანონით ამ ჯიშის თევზის ბუნებიდან ამოღება აკრძალულია, ეს ეხება კალმახს და არ არის დაკონკრეტებული ცისატყელაა თუ სხვა,
ვერ ვიტყვით რომ არ არის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა, აკრძალვა უცოდინარის ნამოქმედარია და არა საქმიანის, აკრძალვას ბრაკონიერობასთან ბრძოლა თუ არ მოაყოლე აკრძავლა იგივეა კორპუსები რომ გარედან გადაღებეს და შიგნიდან იგივე დატოვეს, ასეა თუ ისეა ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ ვერაფერს ვცვლით გარდა იმისა ჩვენი ადამიანური კანონებით ვითევზაოთ. იყო ასეთი აზრი რომ მოვითხოვოთ კალმახზე თევზაობის დაშვებაო, არაა ეგ მართალი ჩემი აზრით, კალმახი მართლა ცოტაა, რომ დაუშვან კიდე მოაკლდება და ეგ უარესი იქნება, ასეთი მოთხოვნა მხოლოდ იმისთვისაა რომ მეთევზემ თავი გაიმართლოს, აი კანონით დაშვებულიაო და მე ბრაკონიერი არ ვარო. სპორტული თევზაობა, უენო ნემსკავით, ეს უკვე საქმესთან ახლოსაა, დაიჭირე - გაუშვი-ს პრინციპი ! აი ეს უნდა დავნერგოთ ჩვენში, მე კა ხანია დანერგილი მაქვს, მიყვარს კალმახზე თევზაობა, არის მდინარე სადაც გაგვიშვია იმისათვის რომ მერე ვითევზაოთ დაიჭირე-გაუშვი-ს პრინციპით, ამით თევზი არ ზიანდება, მეთევზე სპორტულ ჟინს იკლავს და ყველა რჩება კმაყოფილი. მე სხვანაირი შეხედულება მაქვს, გამოცდილებას გვიზიარებენ უცხოელი მეგობრები, ბევრად განვითარებული ქვეყნებიდან, ადგილობრივი რომელიც თავის სოფელში ანკესით თევზაობს კალმახზე ის ბრაკონიერი არ არის ჩემთვის ! მისთვის აკრძალვა სისულელეა. ის არ დაიჭერს 30 კილოს, ვერც დაიჭერს, უფრთხილდება მის მდინარეს, ის არ შეუშვებს დენით იქ არავის, თვითონ თევზაობს და იმიტომ, არის ასეთი სოფლები არც ისე შორს, აბა გაბედოს და ვინმე შევიდეს ბადით ან აპარატით, აი იქ უნდა გაუშვა თევზი და ისენი მიხედავენ. კანონი ზედაპირულია და ყოველთვის ადამიანობისკენ არ გიბიძგებს, დაარღიეთ თქო არ ვამბობ, მაგალითად კანონით ტრანსპორტში ადგილი რომ არ დაუთმო მოხუცს, ფეხმძიმეს და სხვა... შეგიძლია, ანუ შენ კანონით ვერავინ გაგამტყუნებს მაგრამ ასე რომ მოიქცე კანონის დამცველი იქნები თუ ..... ? ამიტომ ჩემო მეგობრებო, ამას სხვაგვარი მოქმედება უნდა, ჩვენ (კლუბი) ვყიდულობთ და ვუშვებთ მდინარეებში, მერე ვთევზაობთ და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით, ასე რომ ყველა მოვიქცეთ ბევრად კარგი შედეგი გვექნება ჩემი აზრით, ადამიანი რომელიც თევზს იყიდის და გაუშვებს ღამე აპარატით არ მოსპობს, პირიქით სხვასაც უბიძგებს, ეს გაიარეს სხვა ქვეყნებმა ბევრი წლის წინ, ჩვენ ეხლა გავდივართ, ძნელია მაგრამ გადაილახება, ადრე თუ გვიან მივხვდებით და მერე თევზი ბევრი იქნება აი ჩვენი კალმახები უკვე რამხელებია ![]() ![]()
|
|
|
|
Dec 12 2012, 22:59
პოსტი
#20
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 942 რეგისტრ.: 10-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
Fly Fishing Club
ნეტა თქვენსავით მსჯელობდეს ყველა... მაგრამ ვინც დენით და ბადით თევზაობს ერთადერთი შემოსავლის წყარო ეგ აქვთ... მე არ ვამართლებ მაგათ მარა გარკვეულწილად მესმის... მე შევხვედრილვარ დენით მოთევზავეს და ასე მითხრა 2 შვილი და ცოლი შიმშილით მომიკვდებაო და აღარ ვეკამათე მერე... ქვეყანაში უნდა იყოს ზოგადად ისეთი მდგომარეობა რო თევზაობა, თევზაობის ჟინის მოსაკლავი და გასართობი უნდა იყოს და არა თავის გადარჩენის საშუალება... |
|
|
|
Dec 12 2012, 23:04
პოსტი
#21
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გიგი
კაი რა ბიჯო! თავის გასამართლებლად ყველა მაგას იტყვის. მოიყვანოს რამე, დათესოს და მერე მოსავალი აიღოს. მაინდამაინც დედა უნდა უტიროს მდინარეებს? ეგ არ არის გასამართლებელი!!! |
|
|
|
Dec 13 2012, 01:55
პოსტი
#22
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
ციტატა მოიყვანოს რამე, დათესოს და მერე მოსავალი აიღოს ააწყვე ცხოვრება შენ ხომ? |
|
|
|
Mar 6 2013, 17:00
პოსტი
#23
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ხოო ყველაფერი წავიკითხე და ფლაი ფიშინგს ვეთანხმები 1000000% ით. ეხლა აღმოვაჩინე თურმე ჩემ სოფელში ყოფილა მდინარეში კალმახი და ერთი სული მაქ როდის დადგება ზაფხული .... ვნახავ თუ ძაან ცოტა ინება მაშინ გავუშვებ ყველას და თუ ბევრი იქნება 3 დან 1 ს წამოვიღებ
|
|
|
|
Mar 6 2013, 19:01
პოსტი
#24
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
nikoloz dvali
ეხლა აღმოვაჩინე თურმე ჩემ სოფელში ყოფილა მდინარეში კალმახი არ თქვა მდინარის და სოფლის სახელი ვნახავ თუ ძაან ცოტა ინება მაშინ გავუშვებ ყველას და თუ ბევრი იქნება 3 დან 1 ს წამოვიღებ წესით კალმახზე თევზაობა აკრძალულია, თუ მაინდამაინც დაარღვევ, მტკაველიანზე ნაკლები გაუშვი.... |
|
|
|
Mar 6 2013, 19:59
პოსტი
#25
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
არ ვთქვი სპეციალურად... ვინც მითხრა ეს ამბავი ავიდეთო გადავკეტოთო და ბადე ჩავაგდოთო მეუთხარი კაი მაშინ თქო
|
|
|
|
Mar 6 2013, 23:14
პოსტი
#26
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
|
Mar 6 2013, 23:28
პოსტი
#27
|
|
|
ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
თემა გასაწმენდია, ამ თემის მოდერს ვთხოვ დაურიგოს კანონდამრღვევებს გაბრთხილებები და გაწმინდოს თემა!!!
|
|
|
|
Mar 7 2013, 17:22
პოსტი
#28
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 141 რეგისტრ.: 10-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
შენ კარგად წაიკითხე რაც ზევით ეწერა ? ვერ მივხვდი რაზე მეჩხუბები |
|
|
|
Sep 2 2013, 22:51
პოსტი
#29
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 386 რეგისტრ.: 6-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი |
გამარჯობა. ერთი რჩევა მინდა თქვენგან, როგორ ჯობია კალმახზე თევზაობისას ზემოდან დაუყვე მდინარეს თუ ქვემოდან აუყვე. საუბარი არ მაქვს რომ სათავემდე უნდა აყვე. მე როგორც ვიცი ქვემოდან ჯობია მაგრამ არის სხვა ვერსიებიც. კომპეტენტური პასუხი მაინტერესებს
მადლობა |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th October 2025 - 23:21 |