ქედნებზე ბახა-ბუხი :D, 19 . 12 . 2012 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ქედნებზე ბახა-ბუხი :D, 19 . 12 . 2012 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Attention, Attention!!!
სამშაბათის საღამოა. ვზივარ ჩემთვის კომპიუტერთან C#-ის კოდებს ვუყურებ, მეორე დღეს გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და ამ დროს გაისმა მერკურის ხმა(ტელეფონზე რეკავენ). ჩემმა ტელეფონმა დაყვინა, მაქვს ახალი და შესაბამისად ბევრის ნომერი აღარ მაქვს და ვხედავ უცხო ნომერია... ვახ, ვის გავახსენდი ან რაუნდათ-თქო ვიფიქრე. ამასობაში კი ვუპასუხე და...: -ალო! -ლაშა, რას შვები როგორ ხარ? -კარგად ვარ. რომელი ხარ? -ზახარა ვარ. -ვა ზახარ, როგორ ხარ რას შვები და ა.შ. -კარგად ვარ. ხვალ რას შვები? -შუადღემდე არაფერს. -აბა მერე რას შვები? -მერე უნივერსიტეტში ვარ მისასვლელი. -სანადიროდ ვაპირებთ ხვალ და ვიფიქრე წამოხვიდოდი... (ამ დროს ათასმა აზრმა გამირბინა ტვინში, თუ როგორ შეიძლებოდა უნივერსიტეტისთვის თავი ამერიდებინა... მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა...) -ზახარ, ნახევარ საათში დაგირეკავ და ზუსტად გეტყვი პასუხს. -კაი, მიდი დაგელოდები. -კაი. ამ დროს ჩავარდი იზმენებში. ისიც ვიფიქრე ერთი გამოცდის დედაცთქო, მარა არ გამოდიოდა. მერე ვრეკე ჯგუფელებთან, მაგრამ სასიკეთო ვერც იმათმა მითხრეს რამე... ბოლოს ვიფიქრე გამოცდის დროს იქიდან დავურეკავ, ვეტყვი დიდთოვლობის გამო ტყეში ჩავრჩით და ვერ ვახერხებ მოსვლას და იქნებ გადამიტანოსთქო და ავკრიფე ზახარას ნომერი... -ალო! -ალო! ხმაზე კალვერა ვიცანი უცბად. -იკო შენ ხარ? -ხო მე ვარ. -ბიჭო ლაშა ვარ როგორ ხარ? -კარგად შენ როგორ ხარ რას შვები? -მეც კარგად ვარ... ხოარ ჩაგისვიათ ვინმე? -არა არავინ. მოიცალე? -კი კი მოვდივარ. როდის გავდივართ? -ღამე 3-ზე შენთან ვიქნებით. -კაი, მოვემზადები მაშინ. მოკლედ, ცოტა ვიფუსფუსე ჩავბარგდი და ამასობაში კი გახდა 1 საათი. ძილის რა მოგახსენოთ და ვიფიქრე ცოტას მივყვინთავ მაინც-თქო, მაგრამ არც ეგ გამომივიდა. 3-ის ნახევარზე ავდექი ჩავიცვი და იკოს ზარმაც არ დააყოვნა. ჩამოდი მოვედითო - იუწყებოდა... მეც ავიღე ჩანთა, თოფი, გამოვუშვი ჩემი ლომი და ფრინველთმგუდავი და ჩავედი ქვევით. კვიცივით ნივით დამხვდნენ Jei და კალვერა თავისი ჯინოთი. ჩავბარგდით ჩავსხედით და წავედით ზახარას ასაყვანად. ჩამოვიდა ზახარაც. დავამატეთ ზახარას გრუზებიც, ჩავჯექით და ჰერი-ჰერი ალაზნისკენ. ეხლა ის დროა უკვე შეჯამებული ეკიპაჟი წარმოგიდგინოთ: 1. კალვერა 2. ზახარა 3. Jei 4. Fishman ძაღლები: რიჩი და ჯინო. ცოტა პეიზაჟებით დატკბით ![]() ![]() ![]() ![]() თოვლის და ყინვის გამო მოგვიწია ძალიან ნელა სიარული, ამიტომაც იხვის „პერელიოტს“ ვერ მივუსწარით :( ადგილზე რომ მივედით უკვე გათენებული იყო... გადმოვედით მანქანიდან, ავისხით იარაღი და შევუყევით ტყეს. ![]() ![]() ცოტა ვიბოდიალეთ.მე და ზახარამ დავიწყეთ ლაპარაკი, უცბად ზახარამ არწივის მზერა ისროლა, ამას თოფიც მიაყოლა, მარა არაფერი... ქედანმა შეიბერტყა ერთი და გაფრინდა ასტრალში... აქ ქედნების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა... ![]() ![]() დავიწყეთ ისევ ბოდიალი. მე და Jei თლა უშედეგოდ დავბოდიალებდით ![]() იკომ ალბათ სკოლის ფოტოგრაფის ხმაზე დაუძახა Jei-ს სურათს გიღებო და აი შედეგიც... ![]() ![]() ეხლა შენ გადაგვიღეო... ![]() შიგადაშიგ ცოტ-ცოტა სურათებიც ვიღეთ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კარგა დრო იყო უკვე გასული. ზახარამ თქვა მანქანასთან წავიდეთ კიშკები წამოვიღოთ, რამე ადგილი მოვძებნოთ და აქ დავჯდეთო. წავედით მანქანასთან. ცოტა იქ მივირთვით. ![]() ![]() ავბარგდით და დავუბრუნდით ტყეს. იხვი და ბატი მოძრაობდა, ოღონდ ძალიან მაღლა და მაგათზე ოცნებასაც თავი დავანებეთ... ამასობაში თოვლიც თითქმის დამდნარიყო... ტყე დაგვხვდა ასეთი ![]() და დავტოვეთ ასეთი ![]() გავშალეთ დაყრილ ტოტებზე ჩვენი „პურ-მარილი“ და შევუდექით ჭამისთვის მზადებას. ზახარამ ჩამოასხა თავისი "ფლიაშკიდან", იკომ კიდე რაღაც „მადაფაქობა“ ბუტერბროტები გააკეთა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს ეს იყო უნდა დაგველია და ზახარამ „ეე ბიჭოო!“ დაიძახა. თავიდან ვერ მივხვდით მე და Jei რა უნდოდა. რო მივხვდით კიდე გაფრენილები იყვენენ ![]() ![]() მე პირადად პირველად ვიყავი ქედანზე სანადიროდ და ვესროდი ყველა დისტანციაზე. ვაზნა არ დამნანებია ![]() ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, რომ ხვდებოდა მარა არ კვდებოდა. რკინის აბჯარ ასხმულები დაფრინავდნენ სავარუდოდ... ![]() Jei ბუთქებდა, -„უხ შენი ავაცილე...“ მე ვპასუხობდი: -არ აგიცილებია. -რა იცი? -რა ვიცი და ბუნდღები ჩემთან ცვივა... ![]() ამასობაში კი გახდა 3 საათი(გამოცდის დრო) და უცბად გამოცდა გამახსენდა. იმ შემართებით, რომ ეხლა ლექტორს დამალაპარაკებენ და უნდა ვაბოლო რაღაცეებითქო დავრეკე ჯგუფელთან მეთქი რა ხდება დამალაპარაკე ან ნომერი გამოართვითქო და დავურეკავთქო. ჰოოოდა ეგრევე მახარა გამოცდა გადაიდოო. მოდით ეხლა და ნუ იტყვით, რომ ოჩოპინტრე არ არსებობს!!! ![]() მოკლედ, ორმაგად ნასიამოვნები დავრჩი ![]() ერთხელ კიდევ იკომ ერთი ქედანი 3 ვაზნით ძლივს მოკლა ![]() და მოკლედ, ასეთ რეჟიმში ვაგრძელებდით ახალი წლის ღამეობანას თამაშს ბათქაბუთქით ![]() ნუ ბოლოს 2 ცალი მაინც გამოვასალმე სიცოცხლეს და ჩამოვიკიდე ქამარზე. პროგრამა მინიმუმი შესრულებული იყო! ცოტ-ცოტა კიდევ წავიპოზიორეთ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დრო დადგა ჩვენი შინ დაბრუნების და გავეშურეთ მანქანისკენ. იქ ცოტა კიდევ წავიხემსეთ, ნანადირევი ვაპოზიორეთ, ჩვენც ზედ მივყევით და ჩავლაგდით. ![]() ესეც სრული ნანადირევი... ![]() აქ ქედანზე გამარჯვებული ზახარა არწივის მზერას აბყრობს არემარეს! ![]() ![]() Jei-მ კი იბუზღუნა არ მინდა ამათთან გადაღებული სურათი, არცერთმა თავი არ მომაკვლევინაო, მაგრამ მაინც მოხვდა კადრში ![]() ![]() გამოვეშურეთ თბილისისკენ დაღლილ-დაქანცულები. ტრასამდე გამოსვლისას Jei-მ და ზახარამ „ნივა ყველგან მივას“ პრინციპით მაგრად ი-OffRoad-ეს. მე და იკოს კიდე უკან თითქმის ფეხზე დამდგრებს გათიშულებს გვეძინა. როგორც Jei-მ და ზახარამ გვითხრეს თავებს ხან ერთმანეთს ვურახუნებდით და ხან მანქანის ჭერს... ![]() მოკლედ, ისევ ნელნელა და მშვიდობით დავუბრუნდით ჩვენ-ჩვენ სახლებს. P.S. მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი! პირველად ვინადირე ქედანზე(ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე. რთული და აზარტული ყოფილა), გავედი ქალაქგარეთ და მშვენივრად გავატარე დრო... დანარჩენს კიდევ ბიჭები მიამატებენ, თუ რამე გამომრჩა... მადლობა ყურადღებისთვის. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 21-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კარგი რეპორტი გამოგივიდა
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
ყველაფერი კარგია მგარმა გამოცდაზე რაქენი
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
აი საღოლ რა ლაშა, ძლივს ერთი ნორმალური რეპორტსმენი არ გამოერიაა, დავიღალე მარტო მე რომ ვწერ და სხვებს ეზარებათ, მოკლედ შენ ყველგან წასაყვანი კაცი ხარ, აწი სხვებმა იოცნებონ
![]() დაწერა კაცმა გამართულად და ლამაზად, მიბაძეთ სხვებმაც, ორ სიტყვას რომ ვერ აბამთ, ოროსნებო ![]() იმპროვიზირებული მაგიდა მომეწონა ნამეტანი ![]() ნადავლიც საკმარისია, რაც მთავარია გახვედით და გაერთეთ, მთავარი ეგაა, ხორცის დედაც... |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,812 რეგისტრ.: 13-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 942 რეგისტრ.: 10-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
KTX-100
ეხლაც რაღაც გამოცდაზე ზის... მემგონი ეგ გამოცდოფილი არის... |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მომეწონა რეპორტი.
თქვენადააა...... სხვა ჩიტები არ იყვნენ? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ყოჩარ ლაშაბერ. კარგი რეპორტია. კაიფი მერე გენეხათ მეც რომ მომეხერხებინა და ჩემი პუკალკა "ბელკით" წამოვსულიყავი.
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Fishman
ყოჩაღ შენ, იქაური გამოცდა არ ვიცი, მაგრამ რეპორტების გამოცდა 5 იანზე ჩააბარე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მაგარი რეპორტია
![]() ![]() ![]() ხო რაც შეეხება ნადირობას კარგი გამოვიდა , ეგ იყო გამყინვარებამ ნახევარი საათი დაგვაკარგვინა და იხვ-ბატებს ვერ მივუსწარით პერელიოტზე , რომ მივედით უკვე ალაზანზე გადადიოდნენ ძალინ მაღლა , მაგრამ როგორც იტყვიან : ომი ყვერობაა მთავარია მანევრირება !!! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი რეპორტია. საღოლ ბიჭებს
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
საღოლ რეპორტი მართლა მაგარია მაგრამ რას ერჩოდით რასაა მაგ მტრედებს და ჩხიკვებს მოკლედ ვერაფერი იპოვეთ და მერემაგას დაერიეეთ ხომ ოხ ოხ ოხ
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დონეა დონე !
ფიშმენა კაი თემამეიკერი ყოფილხარ. მაგრად მომეწონა ყველაფერი ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Fishman
მალადეცი გითხარი მე შენ, მშვენიერო პეპორტმწერო........... და კიდო მალადეცი ბიჭებს, სახალისო გასვლისთვიის. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 21:44 |