IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გერმანული იაგდტერიერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 18:41
პოსტი #401


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi







იაგტერიერი ერთერთი ახალგაზრდა ჯიშია ტერიერებს შორის. მისი შექმნის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის ათიანი წლებში, ბავარიაში, მიუნჰენში ფოქტერიერების მოყვარულთა წრეში.






საქმე ის არის რომ ამ დროს გერმანია მოიცვა ფოქსტერიერების ბუმმა, სადაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგნელები 1880-იან წლებში შეიყვანეს. ამ ძაღლების პოპულრაობა იმდენა დიდი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში მათმა რაოდენობამ ძლიერ მოიმატა, ხოლო სელექციური მუშაობის მაღალმა დონემ ის განაპირობა, რომ მალე გერმანია გახდა მაღალხარისხოვანი ფოქსტერიერების ერთერთი უმსხვილესი ექპორტიორი.

ამ ჯიშზე დიდი მოთხოვნილება იყო მონადირეთა სორის, რომლებიც მათ იყნებდნენ არა მარტო სოროში, არამედ ჩლიქოსნებზე, კურდღელზე და ფრინველზე სანადიროდაც. მეორე მხრივ ფოქსტერიერმა თავისი ეფექტური შეხედულებითა და ორიგინალური ფორმებით გამოფენები მოყვარულთა გულებიც მოიგო, განსაკუთრები პოპულარული გახდა მისი უხეშბეწვიანი ვარიანტი, აქედან გამომიდინარე თავი იჩინა ჯიშის გავითარების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ტენდენციამ - საგამოფენო ფოქსებია მოშენებისას ყურადღება ექცეოდა მხოლოდ დახვეწილ, უტრირებულ ექსტერიერს, საველე თვისებებს კი დიდად არ დაგიდევდნენ. ხოლო სანადირო ხაზების გამოყვანისას პირიქით. ბუნებრივია ამ ფოქსტერიერების მოყვარულების გაერთიანებებში ზემოხსენებულ ბანაკებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

მიუნჰენელი მონადირეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი აშენებდნენ თავზე და ფეხებზე უფრო მოკლე ბეწვის მქონე უხეშბეწვიან ფოქსებს. ასეთი შემოსილობა უფრო პრაქტიკული იყო და არ საჭიროებდა ტრიმინგს. გარდა ამისა უპირატესობა ენიჭებოდათ მწარმოებლებს, რომელთა შეფერილობაშიც შავი ფერი სჭარბობდა, რადგან მიღებული აზრის თანახმად მუქი ფერი ნაკლებად გამაღჲზიანებელია ნადირ-ფრინველისათვის, ვიდრე კონტრასტული ჭრელი. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომამდე, მიუნჰენში ჩამოყალიბდა მაღალი საველე თვისებების მქონე უჴეშბეწვიანი ფოქსტერიერების პოპულაცია, რომელიც დამახასიათებელი ექსტერერული თვისებურებებით გამოირჩეოდა - ძირითადად შავი ფერით და უფრო პრაქტიკული ბეწვის საფარით.

ამ საქმის მოთავეები და ენთუზიასტები იყვნენ: ვალტერ ცანგერბერგი, კარლ ერის გრუნელვარდი, ფ. რისი. თავიდან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფუძველს ახალი ჯიშის გამოსაყვანად ამზადებდნენ. 1923 წელს ბერლინში, ჰანს გეკის ძაღლსაშენში წმინდა ჯიშის ფოქსტერიერებისაგან შავი შეფერილობის ჟღალ ფორაჯებიანი ლეკვები დაიბადნენ. არასტანდარტული ფერის გამო მათი ჯიშიანად აღიარების არავითარი შანში არ ჰქონდათ..

ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო ცანგენბერგმა და დაუყოვნებლივ შეიძინა მთელი ბუდობა: ორი ხვადი და ორი ძუ, სულ ოთხი ლეკვი. მან ჩათვალა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სჭირდებოდა. იგი ერთმანეთზე აჯვარებდა ამ და-ძმებს და რამდენიმე წელში ასეთივე შეფერილობის ფოქსტერიერების ძლიერ იმბრიდირებული ჯიში მიიღო. მომვალ ეტაპზე ამ ძაღლებს პირველ მსოფლიო ომამდე გამოყვანილი, მაღალი სანადირო თვისების მუქი ფოქსების სისხლი შეურიეს. შემდგომში მოშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლების საველე ღირსებებს და შეფერილობას ენიჭებოდა, ხოლო ჭრელი და თეთრ ლაქებიანი ძაღლები მმკაცრად იცხრილებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაპირისპირება სტანდარტული ფოქსტერიერების მომხრეებთან, ამნ კი საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ენთუზიასტთა ჯგუფში გაჩენილიყო იდეა, ზემოთხსენებული ტერიერები ახალი ჯიშის სტატუსით მოეშენებინათ. ამავე პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონცეფცია გერმანული სანადირო ტერიერის შესახებ: ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ სანადირო, მრავალმხრივი გამოყენების ჯიში, ამასთან მუქი შეფერილობით, არაორიგინალური, სადა ექსტერიერით, რათა თავიდან აეცილებინათ საგამოფენო მოდა და აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგები. ამ იდეას თანდათან ბევრი მომხრე გამოუჩნდა და უკვე 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით გერმანული იაგდტერიერ კლუბი შეიქმნა, ხოლო მომდევნო წელს პირველი გამოფენა-დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 22 ექსპონატმა მიიღო.

რადგან სანაშენე მასალის ძირითადი ბირთვი ძალიან ახლო იმბრიდინგის გამოყენებით შეიქმნა და საკმაოდ მწირი გენოფონდი განახლებას საჭიროებდა, ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში არსებულ ძაღლებს მცირედით ძველინგლისური ჟღალპორაჯებიანი შავი (ბლექ ენდ თენ) ტერიერისა და ველშტერიერის სისხლი შეურიეს. ახალი ჯიში, როგორც ასეთი, 40-იანი წლებისათვის შეიქმნა. მას ახასიათებდა ყველა ის თვისება, რაც ჩაფიქრებული იყო მისი გამოყვანის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცოტა იაგდტერიერი გადარჩა. ამან ენთუზიასტების ახალი ძალისხმევა მოითხოვა. მათი მომრავლება კვლავ ახლონათესაური დართვების ხარჯზე მოხდა. გერმანული შრომისმოყვარეობისა და მაღალი სელექციური კულტურის გამოისობით ჯიში არა მარტო აღსდგა, არამედ აღორძინდა კიდეც. მისმა პოპულარობამ გერმანიის საზღვრებს გარეთ გააღწია და გავრცელდა მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. დღესდღეობით იაგდტერიერი გერმანული კინოლოგიის ამ საქვეყნოდ აღიარებული ფენომენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა.

ნადირობა

იაგდტერიერი პრაქტიკულად ყველა ობიექტზე სანადიროდ გამოდგება, ოღონდ ისეთ პირობებში სადაც მცირე ზომა ხელს არ უშლის მის გამოყენებას, მაგალითად ღრმა თოვლში, სადაც პატარა ტერიერის მოძრაობა და მანევრირება ძლიერ შეზღუდულია. რაც შეეხება სოროში მუშაობას აქ იაგდი აღიარებული ლიდერია - ნადირის მიმართ სიავით იგი ერთი თავით მაღლა დგას სოროს ძაღლების ყველა ჯიშზე. ეს თვისება მას განსაკუთრებით ყოფილ გდრ-ში განუვითარეს, სადაც ბევრი მათგანი მელასთან ან მაჩვთან კონტაქტში შევლისას მომენტალურად გადადიოდა ყელში ან სხვა განსაზღვრულ ადგლიზე მყარ ჩავლებაზე. საერთოდ მელიის დახრჩობა ან დაჯაბნა კარგი იაგდტერიერისთვის სირთულეს არ წარმაადგენს. იაგდი უკომპრომისო და თავგანწირულ ბრძოლას უმართავს თავისზე მძიმე და ძლიერ მოწინააღმდეგეს მაჩვს. ბევრის თანდაყოლილი თვისებაა დამხრჩვალი ან ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის სოროდან გამოთრევა. იაგდტერიერს წარმატებით იყნებენ სხვადასხვა ნადირის მოსაპოვებლად-კურდრალით დაწყებული მსხვილი ჩლიქოსნით დამთავრებული, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ნადირობისას. გამოირჩევა კვალზე მუშაობისადმი მიდრეკილობით, ჯერ აზარტულად ეძებს მას რომელსაც შემდეგ ყეფით მისდევს. სხვათაშორის ეს თჳისება სხვა ტერიერებს არ ახასიათებთ.

შესანიშნავი ყნოსვის პატრონი სისხლიან კვალზე მუშაობით ადვილად აგნებს რამდენიმე ასეული მეტრით გადაადგილებულ დაჭრილ ჩლიქოსანს. განსაკუთრებით ეფექტურია გარეულ ღოზე ნადირობისას, სადაც მთლიანად ავლენს მებრძოლ ხასიათს, სიმამაცეს, მოხერხებულობას და ელვისებურ რეაქციას. ამ შემთხვევაში რამდენიმე იაგდს ერთად იყენებენ.

ამ ჯიშის ერთ-ერთი სპეციალიზაცია იხვზე მუშაობაცაა. საერთოდ იაგდტერიერს წყლის სიყვარული გენეტიკურადაც აქვს. ცურვით დაუღალავად იკვლევს ლელიანს, ნაპოვნ იხვს იოლად ეწევა და აიძულებს მას აფრინდეს სასროლ მანძილზე. ადვილად სწავლობს წყლიდან აპორტირებას.

იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ფრინველის მოსაძებნად და შემდეგში ჩამოგდებულის მოსატანად. იაგდი შეუდარებელია ხშირ, ჯაგნარში სამუშაოდ, სადაც ადვილად არწევს მცირე ზომის გამო და შესანიშნავი უპირატესობა აქვს დიდი ზომის ძაღლებთან.

საველე გამოცდები

გემანიაში იაგდის სანადირო თვისებების საველე გამოცდებზე აფასებენ, რაც მათი ფართო სპექტრით გამოყენების სპეციფიკას ითვალისწინებს. ახალგაზრდა იაგდტერიერს ისეთი თანდაყოლილი თვისებების ქონა მო ეთხოვება, როგორიცაა ნადირობის მიმართ სიავე, კვალზე ყეფით მიყოლის უნარი და ქყლის სიყვარული, აგრეთვე ძლიერი, გაწონასწორებული ფსიქიკა, რაც შემდგომ მისი მრავალმხრივ ეფექტურად გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.საველე გამოცდებზე წარმატების შემთხვევაში, მფლობელს ძაღლის სანადიროდ გამოყენების უფლება ეძლევა, მათ შორის საუკეთესოებს კი სანაშენედ იყენებენ.

გამოცდები ორ ეტაპად ტარდება. პირველი ითვალისწინებს ახალგაზრდა ძაღლების თანდაყოლილ ანუ მემკვიდრეობით მიღებული თვისებების ტესტირებას. ამ დრო მოწმდება: სოროში მ უშაობის ელემენტები, კურდღლის კვალზე მუშაობა, წყალთან დამოკიდებულება, თოფს ხმაზე რეაგირება, მორჩილებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება. ერთი წლის შემდეგ ტარდება მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებს შემოწმების სრულ კომპლექსს შეფასების უფრო მკაცრი კრიტერიუმებით.

ერთხელ უკვე შემოწმებულ დისციპლინებს აქ ემატება: ნადავლის სოროდან გამოთრევა, სისხლიან კვალზე მიყოლა, იხვზე მუშაობა, ღრმა წყლიდან აპორტირება, მოკლული ფრინველის ან ბოცვერის კვალით მოძებნა და აპორტირება.

ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გაწრთვნილობას და წამყვანთან კონტაქტს. ამ მხრივ იაგდს საკმაოდ სერიოზული პროგრამის ჩაბარება უწევს. არადამაკმაყოფილებელი მორჩილების ან გაწრთვნილობის შემთხვევაში სანადიროდ და საჯიშედ მისი გამოყენება იკრძალება.

ხასიათი

ათწლეულების მანძილზე სიავეზე ორიენტირებულმა მიზანმიმართულმა სელექციამ დაღი დაასვა იაგდტერიერის ხასიათს. ვის არ ადარებენ მას, ხან კამიკაძეს, ხანაც თავზე ხელაღებულ ვიკინგს. იაგდი გულადი, უშიშარი, თავის თავში დარწმუნებული ძაღლია, შინაგანი ღირსების მქონე, ამაყი და დამოუკიდებელი. ხასიათი მტკიცე აქვს და მკაცრი, ტემპერამენტი ფიცხი და ფეთქებადი, რეაქცია - ელვისებური. მისთვის უცხოა პატრონთან ლაქუცი, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ერთგულია. იაგდს პირდაპირი, თამამი გამოხედვა აქვს და ემოციებს არ მალავს. მუდამ კონცენტრირებული, ჯიშჲსთვის სპეციფიკური სუსხიანი მზერა მის ძლიერ გულში გახედებს და უნებლიე პატივისცემას იწვევს. დაუოკებელმა ტემპერამენტმა და უკომპრომისო, შარიანმა ხასიათმა თანამოძმეებში მას თავგადაკრული მოჩხუბარის რეპუტაცია შესძინა. ძლიერი ყბების წყალობით იგი წარმატებით უმკლავდება თავისზე გაცილებით დიდ ძაღლებს, გასაკვირი არცაა, რომ სხვა ჯიშის სოროს ძაღლებთან შედარებით, იაგდები უფრო ხშირად იღებენ ტრამვებს და იღუპებიან ნადირობის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაგდტერიერის ლეკვობიდან სწორად აღზრდას. იაგდს მკაცრი მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდება. საჭიროა მისი ტემპერამენტისა და ენერგიის მართვა, სასურველ კალაპოტში მიშვება. ამისათჳის კი მისი პიროვნების გაგება და პატივისცემაა აუცილებელი. სამაგიეროდ ამის შემდეგ ადამიანი შეიძენს უერტგულეს, თავდადებულ უანგარო მეგობარს, რომელიც მას ნებაყოფლობით აღიარებს ლიდერად. იაგდის მიმართ დაშვებულია ზერელე, უღიმღამო დამოკიდებულება, ან დასჯის სასტიკი მეთოდები. ამ შემთხვევაში ის შეიძლება უკონტროლო გახდეს, უაზროდ აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში. თუმცა ასეთი შმეთხვევბი არამარტო არასწორი აღზრდის, ზოგჯერ სელექციონერების ბრალიცაა, რომლებიც არ ბლოკავენ გაუწონასწორებელი, დარღვეული ფსიქიკის მქონე ეგზემპალრების საჯიშედ გამოყენებას. ამიტომ გერმანიში იაგდებს მკაცრად ამოწმებენ ამ პარამეტრის მიხედვით.

ექსტერიერი

იაგდტერიერის ექსტერიერის ყველა დეტალი პრაქტიკული მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი. მასში არაფერია დეკორატიული, ფუჭი,ესთეტიკური, რაც მისი გამოყვანისას დასახულ მიზანს სავსებით შეესატყვისება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიში პრაქტიკულად, მთლიანად მოქსტერიერისაგან მოდის, გარეგნულად მისგან აშკარად განსხვავდება, უფრო მეტიც ფოქსისათვის დამახასიათებელი ნიშნები ნაკლად ან ხინჯად ეთვლება. სწორედ ამიტომ იაგდტერიერის ექსტერიერის თავისებურებები განსაკუთრებით ნათლად იკვეთება. ამ უკანასკნელთან შედარების ფონზე, მისგან ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების აღწერით:

იაგდს წინაპრისგან განსხვავებით სიმაღლესთან პროპორციაში თავი შედარებით მოკლე აქვს, ქალა უფრო განიერი, ყურებს შორის მეტი მანძილით, გამოხატული ყვრიმალებითა და საღეჭი კუნთებით, ქალაზე ოდნავ მოკლე, უფრო ძლიერი და შევსებული დრუნჩით, მასიური ნიკაპით. ყველაფერი ეს ფოქთან შედარები ყბებს დიდ ძალას და ჩავლების უფრო დიდ სიმტკიცეს განაპირობებს. იაგდს ყურები უფრო დიდი აქვს და დაბალ ხრტილზე უზის.. მცირე ზომის თვალები ბუდეში ღრმათ აქვს ჩასმული, რის გამოც კარგადაა დაცული დაზიანებებისაგან ან მასში მიწის მოხვედრისაგან. გამოირჩევა უფრო ძლიერი აღნაგობით - უკეთ განვითარებული ჩონჩხითა და რელიუფური კუნთებით, შედარებით ფართო მკერდით.. მკერდის გარშემოწერილობა ოპტიმალური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს როგორც დიდი ფიზიკური დატვირთვისათვის აუცილებელი ფილტვების საკმაო მოცულობა, ასევე სოროში თავიფულად გადაადგილება. ეს თავისებურებები იაგდის ფიზიკურ ძალაზე და დიდ ამტანობაზე მიუთითებს. იგი ფოქსისგან განსხვავდება აგრეთვე შედარებით მოგრძო ზურგით და აქედან გამომდინარე წაგრძელებული ფორმატით, მხრის სახსრის უკეტ გამოხატული კუთხითა და გრძელი გავით.

ჯიში შედგება მოკლე ბალნიანი და უხეშბალნიანი ძაღლებისაგან, რომლებიც სხვა მხრივ იდენტურები არიან, ექსპერტიზას ერთ რინგზე გადიან და ერთმანეთზე ირთვებიან. ბეწწვის საფარი პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას, ხისტია, ხშირი გლუვად დაფენილი კარგად განვითარებული თივთიკით, არ საჭიროებს ტრიმინგს. მუცელი და ბარძაყების შიდა ნაწილი კარგად არის შემოსილი. მოკლებალნიანი იაგდის ბეწვი მოკლებეწვიან ფოქსზე უფრო გრძელია. კუდი ფოქსზე უფრო დაბლა აქვს დასმული, უჭირავს არა ვერტიკალურად, არამედ უკან გადახრილად. კუპირების შედეგად უტოვებენ მთლიანი სიგრძჲს ორ მესამედს. ასეთი სიგრძის კუდი უკეთ ასრულებს სახელურის ფუნქციას., რისი საშუალებიტაც მონადირე ძარღლს სოროდან ნადავლის გამოთრევაში ეხმარება. საერთაშორისო (ფცი) სტანდარტის მიხედვით იაგდის სიმაღლე 33-40- სმ-ია. შეფერილობა შავი, მუქი ყავისფერი, ან ნაცრისფერ-შავი, ჟღალი ან ყვითელი ფორაჯებით. მუქი, ნახევრად მუქი, ან ღია ფერის ნიღბით დასაშვებია მომცრო თეთრი ლაქები მკერდზე და თათებზე. საინტერესოა რომ ყოფილ გდრ-ში რომელიც არ იყო ფცი წევრი, საერთაშორისოზე უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებდა, რომლის მიხედვით შავის გარდა სხვა ძირითადი შეფერილობა აკრძალული იყო.

იაგდტერიერი საქართველოში

ჩვენში ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლები 1986 წელს თბილისში სანადირო ძაღლების გამოფენზა გამოჩნდნენ. რ. ალბუთაშვილმა რუსეთიდან და ბალტიისპირეთიდან შემოყვანილი ორი იაგდტერიერი წარმოადგინა. ჩვენში მონადირეებმმა მალე აუღეს ალღო პერსპექტიულ ჯიშს და სულ რამდენიმე წელში მათმა რაოდენობამ სწრაფად იმატა, როგორც პირველი წყვილის შთამომავლების ისე სხვა შემოყვანილი ეგზემპლარების ხარჯზე. იაგდების პოპულაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს იმ წლებში ცნობილმა ენთუზიასტებმა: მამუკა კაკაბაძემ და ტრაგიკულად დაღუპულმავაჟა ერაძემ. გამოფენებზე ექსპონირებული იაგდების მაქსიმალური რაოდენობა 1990-92 წწ-ში დაფიქსირდა თუმცა მათმა რიცხვმა შემდგომში თანდათან იკლო და ბოლოს თითო-ოროლამდე ჩამოვიდა. სამწუხაროდ იგივე ტენდენცია შიენიშნება საერთოდ სოროს ძაღლებში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამას ჯიშის პოპულარობის დაცემას ნამვილად ვერ დავაბრალებთ, მისი რეიტინგი კვლავ მაღალი რჩება. საქართველოში იაგდების რაოდენობის სიმცირის მიზეზი ის არის, რომ მათი დამკვიდრების საწყისი ეტაპი ქვეყნისათვის რთულ პერიოდს დაემთხვა. ამას დაემატა ახალი ძაღლების იმპორტის შეწყვეტა და გენოფონდის გაღარიბება. ბევრი იაგდი დაიღუპა ნადირობისას, მფლობელების მიერ მისი გამოყენების სპეციფიკის გაუთვალისწინებლობის ან ელემენტარული უსაფრთოების წესების დარღვევის გამო. სოროს ძაღლების გამრავლება - პოპულარიზაციას სერიოზულად აფერხებს აგრეთვე ხელოვნური სოროს არ არსებობა.

ბოლო წლებში ისევ განახლდა იაგდების შემოყვანა საქართველოში, ჯერ ჯერობით მხოლოდ რუსეთიდან. მათ შორის არიან საინტერესო ეგზემპლარებიც. იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ახლო მომავალში კვლავ ვიხილავთ მომრვალებულ ჯიშიან იაგდტერიერებს ჩვენში.

ალეკო ნუკრაძე
ჟურნალი "ნადირობა"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   გერმანული იაგდტერიერი   May 19 2009, 18:41
- - avto707707   არ შეიძლება . კანონ...   Dec 12 2012, 18:48
- - beberi iagi   RE: გერმანული იაგდტერიერი   Dec 15 2012, 22:28
- - beberi iagi   ესე უნდა დავწყვიტო...   Dec 16 2012, 01:21
|- - REZI 444   ციტატა(beberi iagi @ Dec 16 2012,...   Dec 17 2012, 12:43
- - kupra   კი უნდა დავწყვიტოთ...   Dec 16 2012, 21:56
- - beberi iagi   ენოტებზე როგორც ვი...   Dec 16 2012, 22:52
- - nik@a   ციტატაკი უნდა დავწ...   Dec 17 2012, 00:09
- - beberi iagi   ვინც ვაპირებთ იმათ...   Dec 17 2012, 20:15
- - monadire125   გამარჯობათ მონადი...   Dec 20 2012, 20:47
- - beberi iagi   ნამდვილად კეკრკეტ...   Dec 20 2012, 21:30
|- - შადი შამოდი   ციტატა(beberi iagi @ Dec 20 2012,...   Dec 21 2012, 00:09
- - ჰერცოგი   მეც დიდი სიამოვნებ...   Dec 20 2012, 21:42
- - T A M P L I E R   ჰერცოგი გეწვევი ხ...   Dec 20 2012, 21:51
- - beberi iagi   ესც ჩემი ადოლფა.. აქ...   Dec 20 2012, 22:13
- - kupra   საინტერესო იქნება ...   Dec 21 2012, 03:35
- - REZI 444   უკომენტაროდ   Dec 21 2012, 23:31
- - Davitus   REZI 444 და რას გვეუბნე...   Dec 22 2012, 00:20
- - kupra   გამაცანით ერთი ეს ...   Dec 22 2012, 03:50
- - levani100   მართლა კარგი ძაღლი...   Dec 23 2012, 12:42
- - beberi iagi   არც ერთი ნადირობის...   Dec 23 2012, 14:38
- - kupra   კერკეტას ლეკვს ისე...   Dec 24 2012, 13:20
- - beberi iagi   хостинг фото   Dec 24 2012, 22:33
- - dato 85   იაგი ფირნველზე როგ...   Dec 25 2012, 19:31
|- - REZI 444   ციტატა(dato 85 @ Dec 25 2012, 20...   Dec 25 2012, 22:25
- - beberi iagi   ადოლფა უკვე 6 თვისა...   Jan 16 2013, 11:38
- - Bat   ტეტეს ფოტოები ან მ...   Jan 18 2013, 22:11
- - beberi iagi   27 გვეძეა ტეტეს სურა...   Jan 18 2013, 23:05
- - levani.k   RE: გერმანული იაგდტერიერი   Jan 19 2013, 15:47
- - beberi iagi   ზოგ ახალბედას ძალი...   Jan 19 2013, 18:16
- - levan81   ვახ საწყალი ძაღლი. ...   Jan 19 2013, 18:25
- - beberi iagi   მე პირადად ნამდვილ...   Jan 19 2013, 18:40
- - ზახარა   რა უბედურებაა !!...   Jan 19 2013, 19:07
- - beberi iagi   ეს არის ძალიან სამ...   Jan 19 2013, 19:10
- - T A M P L I E R   ეგეთი მაგალითები ბ...   Jan 19 2013, 19:20
- - ზახარა   ბევრჯერ ვყოფილვარ ...   Jan 19 2013, 19:21
- - T A M P L I E R   ხო მაგას ვამბობ მე...   Jan 19 2013, 19:25
- - levani.k   RE: გერმანული იაგდტერიერი   Jan 19 2013, 19:33
- - beberi iagi   თქვენ მეგობრებო ძა...   Jan 19 2013, 19:49
- - ზახარა   beberi iagi კი სოროში სორ...   Jan 19 2013, 19:56
- - beberi iagi   გეთანხმები რომ იაგ...   Jan 19 2013, 20:04
- - ზახარა   ციტატა(irakli dzidziguri @ 19th J...   Jan 19 2013, 20:09
- - kupra   ყველას ტავისი აზრი...   Jan 19 2013, 20:53
- - beberi iagi   ქალაქის პირობებში ...   Jan 19 2013, 21:40
- - dato 85   beberi iagi იაგის პირდაპ...   Jan 20 2013, 00:18
- - levani.k   იაგის დანიშნულება ...   Jan 24 2013, 20:29
- - levani.k   RE: გერმანული იაგდტერიერი   Feb 1 2013, 18:34
- - მაქსიმუსა   ტეტე მაგარი ნაომარ...   Feb 1 2013, 18:37
- - levani.k   ეს კერკეტაა ახალგა...   Feb 1 2013, 18:51
- - kupra   ეს ის ცნობილი კერკ...   Feb 2 2013, 17:56
- - beberi iagi   ნაომარი კერკეტაა მ...   Feb 3 2013, 01:16
- - kupra   გაუმარჯოს კერკეტა...   Feb 3 2013, 19:33
- - levani.k   ამ სურათში კერკეტა...   Feb 3 2013, 19:41
- - dato 85   levani.k ფინველზე როგო...   Feb 3 2013, 19:56
- - levani.k   კვალსაც და ზეყნოსვ...   Feb 3 2013, 22:36
- - Bat   დღეს ავიყვანე კერკ...   Feb 4 2013, 15:26
- - Bat   RE: გერმანული იაგდტერიერი   Feb 12 2013, 13:51
- - Fishman   Bat სურათში როა ლეკვ...   Feb 12 2013, 13:56
- - Bat   Fishman კი, ლეკვია. 2 თვის...   Feb 12 2013, 13:59
- - Fishman   Bat ხო რაღაც დიდ ძაღ...   Feb 13 2013, 00:45
- - ჯეკო   ციტატა(khmaltevza @ 13th February...   Feb 13 2013, 15:28
- - beberi iagi   ADOLFA ტურამ მონათლა.. o...   Feb 18 2013, 14:23
- - beberi iagi   შეიძლება იყო იაგდი...   Feb 18 2013, 14:32
- - მაქსიმუსა   ვაა ეს ძაან მაგარი...   Feb 18 2013, 23:34
- - kupra   მაგრა მევასება კერ...   Feb 19 2013, 02:49
- - beberi iagi   ვიდეო სამეუხაროდ ა...   Feb 19 2013, 19:34
- - beberi iagi   ესე გაუსივდა მერე ...   Feb 20 2013, 23:27
- - gagrinski   მხეცი ძაღლია რა ე...   Feb 20 2013, 23:31
- - beberi iagi   კი დაკბენილისგან ა...   Feb 20 2013, 23:39
- - megreli   ციტატა(irakli dzidziguri @ 21st F...   Feb 21 2013, 01:16
- - beberi iagi   სამწუხაროდ ჩემმა ADO...   Feb 21 2013, 22:07
- - Bat   beberi iagi ADOLF-ა ვისი სისხ...   Feb 22 2013, 11:20
- - kupra   გლადიატორი ძაღლებ...   Feb 22 2013, 13:09
- - beberi iagi   ჩამოყვანილია უკრა...   Feb 22 2013, 14:54
- - Little Fisher   კარგი ნახატია   Feb 22 2013, 15:08
- - Little Fisher   ვისაც კერკეტაზე ნა...   Feb 22 2013, 15:49
- - მაქსიმუსა   Little Fisher აუ ეს ვიდეო მ...   Feb 22 2013, 17:16
- - ams   მე მქონდა სიამოვნე...   Feb 22 2013, 17:50
- - beberi iagi   გაიხარე აჩიკო, კაი ...   Feb 22 2013, 18:02
- - ams   beberi iagi კერკეტა როგორ...   Feb 22 2013, 18:05
- - ams   ამ ძარლების მაგარი...   Feb 22 2013, 18:30
- - kupra   ადოლფა დიდ ბეწვიან...   Feb 22 2013, 20:03
- - ams   kupra კი ზუსტად ეგრეა   Feb 22 2013, 21:49
- - beberi iagi   არსებობენ მსგავსი ...   Feb 23 2013, 13:16
- - ams   ადოლფამ როგორც ყოვ...   Feb 25 2013, 22:20
- - kupra   რა მაინტერესებს ჩვ...   Feb 26 2013, 14:45
- - beberi iagi   გემოვნებაზეა დამო...   Feb 26 2013, 18:21
- - ჯეკო   ციტატა(irakli dzidziguri @ 26th F...   Feb 26 2013, 18:30
- - შოთა.03   ჯეკო ციტატა(jeko 15 @ 26...   Feb 26 2013, 19:26
- - kupra   ჯეკო ეგ მაინტერესე...   Feb 26 2013, 19:28
- - beberi iagi   ბეწვი დააკავებს კბ...   Feb 26 2013, 19:38
- - ჯეკო   ციტატა(SHOTA @ 26th February 2013...   Feb 26 2013, 19:38
- - შოთა.03   ჯეკო ციტატა(jeko 15 @ 26...   Feb 26 2013, 19:40
- - Fishman   შოთა.03 დაგევასა ის ...   Feb 26 2013, 19:56
- - შოთა.03   Fishman ციტატა(khmaltevza @ 26th...   Feb 26 2013, 19:58
- - beberi iagi   შოთა კარგად სდია ი...   Feb 26 2013, 21:15
- - შოთა.03   beberi iagi აუ არ გაახარა, ...   Feb 26 2013, 21:17
|- - kupra   ციტატა(შოთა.03 @ Feb 26 2...   Feb 26 2013, 23:30
- - beberi iagi   ყეფით დასდევდა ხო..?...   Feb 26 2013, 21:31
- - T A M P L I E R   არაფერი არ უდევნია...   Feb 26 2013, 21:38
- - beberi iagi   არა 6 თვის თუ იყო მა...   Feb 26 2013, 21:43
13 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2025 - 09:58