მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (90 - 104)
rezo197313
პოსტი Nov 24 2012, 19:20
პოსტი #91


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 1-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



მაგრად დამაინტერესა ქედანზე ნადირობამ ფიტულებით, ამდგეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო, იქნებ ზუსტი ადგილები მომცეროთ პმ-ში, გმადლობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 24 2012, 19:33
პოსტი #92


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, 20:20) *
მაგრად დამაინტერესა ქედანზე ნადირობამ ფიტულებით, ამდგეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო,

ჩვენთან არ იშოვება მგონი ქედნის ფიტულები.. მტრედის და გვრიტის ნანახი მაქვს..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Nov 24 2012, 20:32
პოსტი #93


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, 20:20) *
მაგრად დამაინტერესა ქედანზე ნადირობამ ფიტულებით, ამდგეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო, იქნებ ზუსტი ადგილები მომცეროთ პმ-ში, გმადლობთ

გუდვილის მაგნუმში აქვტ ქედანის ფიტულები, მე პირად ვიყიდე 7 ლარად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Nov 24 2012, 22:48
პოსტი #94


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გუდვილის მაგნუმში აქვტ ქედანის ფიტულები, მე პირად ვიყიდე 7 ლარად.

კი 7 ლარი ღირს და მარტლაც ამართლებს თავის ფასს. წინა გვერდებს გადახედე და ნახავ მაგ ფიტულების მუშაობას. ერთხელ შევარდენმა ისე ახლოს ჩაუფრინა მეგონა წაირებსთქო newsmile05.gif ოღონდ მართლა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezo197313
პოსტი Nov 25 2012, 09:28
პოსტი #95


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 1-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ციტატა(LeoTaso @ Oct 12 2012, 14:08) *
Assasin

არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება.


გუშინ ჯანდარაზე ვიყავი სათევზაოდ და გარდაბნის ტერიტორიებს შევავლე თვალი, სოფელ თაზაქენდში არის გზის პირას ეგეთი ადგილები( ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები), ეხლა თუ ღირს მანდ ჩასაფრება? დღის რომელ მონაკვეთში ჯობია(დილით ადრე, შუადღით თუ საღამოს?) გმადლობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Nov 27 2012, 20:46
პოსტი #96


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi









newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 27 2012, 23:31
პოსტი #97


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ზედა სურათებში ქედანს ჰგავს თუ მეჩვენება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 27 2012, 23:41
პოსტი #98


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ქედანია ქედანი... newsmile045.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Nov 28 2012, 08:11
პოსტი #99


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა( T A M P L I E R @ Nov 28 2012, 00:31) *
ზედა სურათებში ქედანს ჰგავს თუ მეჩვენება



ზედა ორ ფოტოზე ქედანია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Dec 12 2012, 18:01
პოსტი #100


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




image hosting

ასეთი ქედანი თუ შეგხვედრიათ ვინმეს newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Dec 12 2012, 18:45
პოსტი #101


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



D.gif

ისე რაღაცა დეკორატიულ ექსპერიმენტალური ჯიშისაა....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Dec 22 2012, 16:56
პოსტი #102


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ციტატა(Assasin @ Dec 12 2012, 19:01) *

image hosting

ასეთი ქედანი თუ შეგხვედრიათ ვინმეს newsmile01.gif



ეს ქედანია თუ ქედანვანგი? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Dec 22 2012, 21:23
პოსტი #103


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ფარშევანგზე ნაჯვარია თუ რა არის, ფარშევანგის კურტუმო რომ კოკორახში აქვს ფაქტია newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Jan 2 2013, 15:23
პოსტი #104


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




image ru
გილოცავთ ჰანტერებო ახალ წელს და ბედობას, ამ წელს განსაკუთრებით გვიმრავლოს ნადირ-ფრინველი ოჩოპინტრემ newsmile01.gif

მოკლედ ამ ბედობა დილას, ახალი წლის ლოთობის გარგრძელებას მონადირის ჭიის გახარება ვარჩიე. გავემგზავრე ქესალოში. იხვებს რა თქმა უნდა შორიდან ხელის დაქნევით გამთენიას მივესალმე და უკვე გათენებულს, სადღაც 09.30-ზე ქედნების გადაფრენის ეპიცენტრში მოვხვდი. მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მე პირადად 5 ავიღე, 2 ჯაგებიდან უძაღლობის გამო ტურებს დავუტოვე და წამოვედი.

გამოვიყენე baschieri pelagri - MB long range - 3 ნომერი ვაზნები. ვინაიდან დაბალზე ეგ ფრინველი ვინც იცის ამ დროს იშვიათად დაგანახებთ თავს, ხოლო ამ ვაზნების ჭრა აშკარად ვიგრძენი ამ ნადირობისას, რადგან ადრე რაღაც ჭღრ ტიპის თურქული ვაზნების 5-7 ნომერის გამოყენებისას ქედანს გულმკერდზე ბუმბული ოდნავ აეპუტებოდა ხომლე და ისიც ბოდიშის მოხდით წარმატებით ბრუნდებოდა სახლისაკენ. newsmile056 (1).gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
smekosmeko
პოსტი Jan 2 2013, 15:58
პოსტი #105


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 948
რეგისტრ.: 11-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ქედანზე საერთოდ 3 ნომერია მიჩნეული, 5-ი მაშინ როდესაც ჩასაფრებული ხარ და ახლოს დაფრინავს newsmile05.gif კარგად გინადირია newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 02:31