არჩევანი 1500-2000 ლარის ფარგლებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
არჩევანი 1500-2000 ლარის ფარგლებში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 595 რეგისტრ.: 25-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო!
მე ახალი მომხმარებელი გახლავართ ამ ფორუმის და ამასთანავე მოყვარული, დამწყები მონადირე. როგორც ვხედავ, ბევრი გამოცდილი მონადირე და იარაღებში გარკვეული ადამიანი ბრძანდება ამ ფორუმზე. გთხოვთ, შემარჩევინოთ თოფი (სანადიროდ) ნახევრად-ავტომატური, ან პომპიანი. უმჯობესია ნახევრად-ავტომატური. მიახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე თანხის ფარგლებში. ნახევრად-ავტომატური დავწერე სისწრაფის გამო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დამწყები ვარ და გამოუცდელი, თორემ ზოგ პოსტში პომპის მფლობელები კამათობენ პომპის სისწრაფეზე და ამბობენ რომ არანაკლებ სწრაფია. მართალი გითხრათ, მე არ ვიცი რომელი მირჩევნია, ამიტომ ველი თქვენს რჩევებს. მინდა აგრეთვე გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს. რადგან პროფესიონალურ ნადირობაზე პრეტენზია არ მაქვს. ალბათ არც თუ ისე ხშირად მოვახერხებ წასვლას, მაგრამ არც იშვიათად. ამიტომ, მესაჭიროება თქვენი რჩევა, რომ არ შევცდე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 14:51 |