....საჭორაო ოთახი...., ....მართლაც თავში ქვა გიხლიათ......... :) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

815 გვერდი V  « < 535 536 537 538 539 > »   
Reply to this topicStart new topic
....საჭორაო ოთახი...., ....მართლაც თავში ქვა გიხლიათ......... :)
ალთაზარ
პოსტი Dec 28 2012, 09:55
პოსტი #8041


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დააამცინიით ხოოო ? )))


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Dec 28 2012, 10:02
პოსტი #8042


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვინ დაგცინის ჯანა რა დღEში ხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 28 2012, 10:02
პოსტი #8043


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(AJLTA3AP @ 28th December 2012 - 10:55) *
დააამცინიით ხოოო ? )))

კაი ეხლა გულში კი არ ჩაიდო.ბავშურად მოგვივიდა თორე განა მართლა ეგრეა D.gif D.gif :
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Dec 28 2012, 10:12
პოსტი #8044


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ციტატა(kajuberi @ 28th December 2012 - 10:21) *
რომ ჩაყვინთოს და კამიშს მოეკიდოს

რაცარუნდა ყვინთოს მაინც არჩაიძირება D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Dec 28 2012, 10:12
პოსტი #8045


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ციტატა(AJLTA3AP @ 28th December 2012 - 10:55) *
დააამცინიით ხოოო ? ))

ვინ ოხერი გაბედოს და დაგცინოს









































D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Dec 28 2012, 13:03
პოსტი #8046


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(გიგი @ Dec 28 2012, 09:29) *
იმდღეს რო ვჭამე ის ხინკალი მინდა!!!


მეც მინდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 28 2012, 13:43
პოსტი #8047


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



24-12-2012
"მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა..."

ყველა ომს მოაქვს ისეთი ამბები, რომლებიც სამუდამოდ რჩება. აგვისტოს ომის შემდეგაც მეომრები ხშირად იხსენებდნენ ჯარისკაცის მამას, რომელიც ბრძოლის ველზე თავის შვილებს დაეძებდა და ამ დროს ხუთი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა...
ჩვენ მივაკვლიეთ ამ ამბის მთავარ გმირს, თამაზ მეთაფლიშვილს.

- შეიარაღებულ ძალებში 1996 წლიდან ვმსახურობ. 2002 წლიდან სასწრაფო დახმარების მძღოლად ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს მესამე ბრიგადის 33-ე ბატალიონის სასწრაფო დახმარების მძღოლი ვიყავი. ბრიგადა მაშინ ქუთაისში იდგა.

5 აგვისტოს საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ბრძანება მივიღეთ. მანქანებში ჩავსხედით და ბაზის დატოვების ნიშანს დაველოდეთ. ვიცოდით, რომ ცხინვალში მივდიოდით. მოსალოდნელ ომზეც გვქონდა ლაპარაკი, თუმცა რას ვიფიქრებდით, ფაქტის წინაშე თუ დავდგებოდით. ერთმანეთს ვეუბნებოდით, თუ რამე იქნება, უკან არავინ დავიხევთო. 6 აგვისტოს, დილით, ბრიგადამ ბაზის დატოვება ეტაპობრივად დაიწყო. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. გზაზე, ზესტაფონში, ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და გამარჯვების შეძახილებით გვხვდებოდა. ზოგი სიგარეტს გვაწვდიდა, ზოგი მინერალურ წყალს, ყველას უხაროდა. გზადაგზა ბიჭები მანქანებს აჩერებდნენ, გადმოდიოდნენ, გვესალმებოდნენ, ხელის ჩამორთმევას და გამხნევებას ცდილობდნენ. წინ ერთი მანქანა გადაგვიდგა, იქიდან ხნიერი, მთასავით კაცი გადმოვიდა, ხელები გაშალა, თითქოს მთელი სამხედრო კოლონის გულში ჩაკვრა უნდაო და - თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებოო, დაიგუგუნა. იმ კაცის ხმა ახლაც ჩამესმის. გორში რომ შევედით, ჟრუანტელმა დამიარა - მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოფენილი (მე თავად გორის რაიონიდან ვარ, სოფელ ხიდისთავიდან). ჯარის დანახვაზე ხალხი ტიროდა. ქალები ხმამაღლა გვლოცავდნენ და შინ მშვიდობით დაბრუნებას გვისურვებდნენ, ცრემლმორეული კაცები რომ შევნიშნე, თავი ვერც მე შევიკავე, ჩემს ექიმს რომ გადავხედე, ცრემლი მასაც მორეოდა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება...

ჩემი ორი ვაჟიც ჩემთან ერთად მესამე ბრიგადაში მსახურობდა. ლევანი 31-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევე იყო, გიორგი - მომარაგების დარგში. გზად ვცდილობდი, ლევანს შევხმიანებოდი, სატელეფონო კავშირი ჭირდა. ბოლოს, გორში რომ შევედით, როგორღაც დავუკავშირდი. მითხრა, - წინ მივიწევთო...

6 აგვისტოს ღამე ცხინვალის მისადგომებთან, ვაშლის ბაღებში გავათენეთ. მთელი ღამის განმავლობაში ოსური მხარე ნიქოზს, შინდისს, ფხვენისს ბომბავდა. ვარიანამდე ყოველი გოჯი მიწა იბომბებოდა, ცა წითლად ვარვარებდა.
გამთენიისას (7 აგვისტო) სოფელ ქსუისში (ოსურ-ქართული სოფელი) დავბანაკდით. ჩვენი ბატალიონის დაზვერვის ოცეული დასაზვერად წავიდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთი ჩვენი ბიჭი დაიღუპა. ეს იყო პირველი მსხვერპლი ამ ომში. ტყვია თავში მოხვედროდა. ჩემი მანქანით ჩამოვიყვანე ტყვიავამდე. მიცვალებულები ლაზარეთში არ გადაჰყავდათ, გზაშივე სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაასვენებდნენ და თბილისისკენ მიჰყავდათ. მესამე ბრიგადის სამხედრო ჰოსპიტალი სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში იყო გახსნილი და დაჭრილებს პირველად სამედიცინო დახმარებას სწორედ იქ უწევდნენ. უკან, ქსუისში რომ დავბრუნდი, ერთ სახლთან ორი დაჭრილი პირდაპირ მიწაზე ეგდო. ახლოს მივედით.

ოსი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა. ქალი მუცელში იყო დაჭრილი. მანქანაში დავაწვინეთ. კაცს ყუმბარის ნამსხ**ევებით მთელი გულ-მკერდი გადახსნილი ჰქონდა, თუმცა წვეთი სისხლი არ მოსდიოდა (ყუმბარის ნამსხ**ევი იმდენად ცხელი იყო, რომ სისხლი შეადედა). პირველად მაშინ ვნახე, როგორ მუშაობს ცოცხლად ადამიანის გული. კაცს ვეხვეწებოდით, - მანქანაში გადაგიყვანთ, საკაცეზე დაწექიო, მაგრამ უარობდა, - დაწოლა არ მინდა, დავჯდებიო. ზორბა კაცი იყო. სხვა რა გზა გვქონდა, დავთანხმდით. ტყვიავში, გზაზე, ჯარისკაცები იდგნენ და სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანის გამოჩენაზე ყვიროდნენ, - დაჭრილი თუ მკვდარიო. თუ მკვდარს ვეტყოდით, სხვა მიმართულებას გვაძლევდნენ, დაჭრილის შემთხვევაში კი ჰოსპიტალში გვგზავნიდნენ და ისევ ხმამაღლა ყვიროდნენ, - დაჭრილიაო. ყვირილზე სამედიცინო პერსონალი გამორბოდა საკაცით, როდესაც მანქანის კარები გავაღე და ექთანებმა გულგადახსნილი კაცი სკამზე ჩამომჯდარი დაინახეს, ერთს გული შეუწუხდა, გაოცებული ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და სთხოვდნენ საკაცეზე დაწოლას. დაჭრილი მაინც ჯიუტობდა, - ჩემი ფეხით წამოვალო. მართლაც თავისი ფეხით მივიდა საოპერაციომდე. მერე რა ბედი ეწიათ, არ ვიცი.

ქსუისში მეტი მსხვერპლი არ ყოფილა. ჩვენი ბატალიონი ცხინვალში არ შესულა, მარჯვენა ფლანგზე იყო განლაგებული, თუმცა ინფორმაცია მივიღეთ, რომ 31-ე ბატალიონი, რომელშიც ჩემი ლევანი იმყოფებოდა, ალყაში იყო მოქცეული. ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა... შემდეგ გავარკვიე, რომ ლევანის ბატალიონი სოფელ დმენისში იდგა. იქაც თავმოყრილი იყო ოსური მხარის სამხედრო ტექნიკა. ჩემი ფიქრები სულ იქით იყო მიმართული. ცოტა ხანში ალყაში მოქცეულ ბატალიონთან კავშირი საბოლოოდ გაწყდა. არ ვიცოდი, სად იყო ჩემი მეორე ვაჟი, გიორგი. მოგვიანებით გამაგებინეს, რომ ის ქუთაისში, ნაწილში დაუბრუნებიათ - ერთი ოჯახიდან სამი მამაკაცის ომში ყოფნა არ შეიძლებაო.

8 აგვისტოს ჩვენმა ბატალიონმა უკან დახევის ბრძანება მიიღო. გვითხრეს, - რუსული არმიის ტანკები შემოვიდნენო. როდესაც ცაზე პირველად რუსული თვითმფრინავი დავინახე, თავიდან ჩვენი გვეგონა და სიხარულით ტაში დავცხეთ. პირველად თვითმფრინავმა ოსურ მხარეზე მთებში ჩამოაგდო ბომბი. ვიღაცამ დაიყვირა, - ნამდვილად ჩვენები არიანო. მოულოდნელად თვითმფრინავი შემობრუნდა და ქსუისში რაც კი ტექნიკა გვქონდა, ერთიანად ამობუგა. 5 ბიჭი დაგვეჭრა, მხოლოდ ტყვია-წამლით დატვირთული "კამაზი" გადარჩა. ჩვენმა ერთმა მძღოლმა, ნადირაძემ, - ტყვია-წამალი მტერს რატომ უნდა დავუტოვოთო... გადაბუგულ ქსუისში მიბრუნდა, ტყვიების ცეცხლში "კამაზი" თავის მანქანას ჩააბა და სამშვიდობოს გამოათრია.
ტყვიავისკენ დავიხიეთ. ვერ ვიგებდით, რომელი ნაწილი სად იდგა. ყვიროდნენ, - რუსი მოდისო. იყო პანიკა. ჯარი ქაოსურად იხევდა უკან.

ტყვიავში გავიგე, რომ ჩემი ლევანის ბატალიონი სოფელ ბროწლეთში შესულიყო. პირველად მაშინ გავიღიმე (ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, სიხარულის გამოხატვა ვერ გავბედე). ესე იგი, ჩემი შვილი ცოცხალი გადამირჩა-მეთქი, - ამ სიტყვებს ხმამაღლა ვყვიროდი, ოღონდ გულში.

ცოტა ხანში ლევანის ბატალიონის ექიმი ჩემს ექიმს დაუკავშირდა - ბევრი მყავს დახოცილი, დამეხმარეთ, რამე მიშველეთო. სასწრფოდ ბროწლეთისკენ გავწიეთ. გზაში ღმერთს ვემუდარებოდი, - ნეტა ჩემი შვილი არ იყოს მათ შორის-მეთქი, თან მრცხვენოდა, თავს ვკიცხავდი - დანარჩენებიც ხომ ჩვენი შვილები არიან-მეთქი... მაგრამ ემოციებს ვერ ვერეოდი; მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა...

ბროწლეთამდე სულ რამდენიმე კილომეტრი იყო, თუმცა ჩემთვის გზა უსაშველოდ გაგრძელდა. ფიქრებში წასული შვეულმფრენის გუგუნმა გამომარკვია. ძალიან ახლოს იყო, რომ იტყვიან, "ზედ გვაჯდა". მე და ჩემი ექიმი ყოველ წუთს სიკვდილს ველოდით, მაგრამ არ გავჩერებულვართ, გზას მაინც განვაგრძობდით, ნახევარი გზა ის შვეულმფრენი თავს დაგვტრიალებდა, შემდეგ გადაგვიფრინა და წავიდა...

ბრძოლის ველი ბროწლეთის მინდვრები იყო. რომ მივუახლოვდით, საზარელი სურათი გადაგვეშალა - 7-8 ჯარისკაცის ცხედარი მინდორში ეყარა. ფეხები ჩამეკეცა, ჩემს ლევანს ერაყიდან თეთრი, ე.წ. უდაბნოს ბათინკები ჩამოვუტანე. ახლა ამ ომში ის ეცვა. იმ წუთებში ვცდილობდი, თვალი გარდაცვლილთა ფეხებისკენ არ გამქცეოდა, რომ თეთრი ბათინკები არ დამენახა. ჩემი შვილი იქ არ აღმოჩნდა...

ამდენ მიცვალებულს ჩემი მანქანით ვერ წამოვასვენებდი. დასახმარებლად სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანებიც მოვიდნენ. მათი ექიმი მომხდარისგან ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო და არეული გვიყვებოდა, - 31-ე ბატალიონის ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი მინდორ-მინდორ მოდიოდა, უკან იხევდნენ. ამასობაში ცაზე რუსული თვითმფრინავი გამოჩნდა. ჯარისკაცებმა იქვე მდგარ პატარა შენობას შეაფარეს თავი. თვითმფრინავმა მიზანში სწორედ ეს ქოხი ამოღო - ბომბი პირდაპირ სახურავის ცენტრს დაუმიზნაო...

როცა დახოცილები წაასვენეს, მათი დარჩენილი იარაღი და ტყვია-წამალი ავკრიფე...
ტყვიავში გულდამძიმებული ვბრუნდებოდი. ვფიქრობდი გარდაცვლილებზე, ჩემს შვილზე, რომელიც არ ვიცოდი, სად იყო, ცოცხალი იყო, თუ იმ ბიჭებივით სასწრაფო დახმარების მანქანით მიასვენებდნენ თბილისში...
ჩემს ექიმს დანა პირს არ უხსნიდა...

გზაში, გორებზე, ჩვენი ჯარისკაცები გვხვდებოდნენ. მოდიოდნენ დაქანცულები, ზოგს სიმწრის ცრემლი ადგა თვალზე. მოდიოდნენ ჩუმად... ყველას ვეკითხებოდი, - ჩემი შვილი ხომ არ გინახავთ-მეთქი. ზოგი შემომხედავდა, გაღიმებას ცდილობდა და მეუბნებოდა, რომ ცოტა ხნის წინ ვნახე, კარგად არისო. ვგრძნობდი, მატყუებდნენ, ჩემი გამხნევება უნდოდათ. მათი ღიმილი რაღაცნაირად გულს მითბობდა. ზოგი მეუბნებოდა, არ მინახავსო.
ტყვიავში დავბრუნდით. ქართულ ჯარს უკვე დაეტოვებინა იქაურობა. უკანასკნელნი ჩვენ ვიყავით. ის იყო, ჩვენც უნდა წამოვსულიყავით, რომ ინფორმაცია მივიღეთ - ბროწლეთის მინდვრებში 5 ჯარისკაცია ჩარჩენილი, ცოცხლები არიანო... ჩვენი ბატალიონი უკვე გორისკენ იყო დაძრული, ტყვიავს უკანასკნელი ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანა ტოვებდა. ექიმს გადავხედე. უთქმელადაც მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა - ბროწლეთში უნდა მივბრუნებულიყავით...

გზაზე, ტირძნისის ხიდთან, კვადროციკლით ოფიცერი შეგვხვდა. გვკითხა, - სად მიდიხართ, იქით აღარავინ არის, რუსები გვიახლოვდებიანო. ვუთხარით, ბროწლეთის მინდვრებში ჩარჩენილი ჯარიკაცების გამოსაყვანად მივდიოდით. ერთი შემოგვხედა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, მარტო ის გვითხრა, - მაგის შესახებ არაფერი ვიციო. მერე მოგვაძახა, - მაინც ფხიზლად იყავითო.

ბროწლეთის მინდვრებში კარგა ხანს ვეძებდით ჩვენს ჯარისკაცებს. ბოლოს, შევამჩნიე, რომ ვიღაც ბუჩქებიდან ხელს გვიქნევდა. ერთხანს ისიც გავიფიქრეთ, რუსები ხომ არ არიან-მეთქი. თუმცა ფიქრის დრო არ რჩებოდა, ბუჩქებისკენ წავედით. ჩვენი ბიჭები აღმოჩნდნენ... შიშისაგან მოწყვეტილები იყვნენ, ვერც ერთი ფეხზე ვერ დგებოდა. რომ დაგვინახეს, - გადარჩენის იმედი აღარ გვქონდა, სიკვდილს ველოდითო, - ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს.

გზაში ყველა მოსახვევში რუსებს ვათვალიერებდით. ჩვენს 33-ე ბატალიონს კარალეთში დავეწიეთ. თბილისში მოვდიოდით და არ ვიცოდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა, არ ვიცოდი, მეუღლემ, რომელიც სოფელში დავტოვე, გამოსვლა მოასწრო თუ არა.

ჩვენი ბატალიონი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა. ჩემმა ექიმმა მთხოვა, ტელეფონის დამტენი დამეკარგა, წავიდეთ, ვიყიდოთო. ვაგზლის მოედანზე გავედით. სამი ღამის უძინარები, უჭმელ-უსმელები (იმ დღეებში ჭამაზე ვინ ფიქრობდა!), არაქათგამოცლილები. ვიჯექი მანქანაში და ექიმს ველოდი, თვალი მილულული მქონდა. მოულოდნელად თითქოს ვიღაცის მზერამ გამომაფხიზლა. თვალი რომ გავახილე, დავინახე, რომ ჩემს მანქანასთან უამრავი ხალხი იდგა. ბანანებს მილაგებდნენ, ზოგი სხვა ხილს, ზოგიც მინერალურ წყალს მაწვდიდა, ზოგი ისე იდგა და ჩემს გამხნევებას ცდილობდა. მაშინ ვიგრძენი, რომ ჩვენ მათთვის ისეთივე გამარჯვებული ჯარისკაცები ვიყავით, როგორიც მაშინ, პირველად, გორში შესვლის დროს...
შვებით ამოვისუნთქე, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, საკუთარ ხალხს იმედგაცრუებულს რომ დატოვებ...

ვუყურებდი ამ ხალხს და ცრემლს ვერ ვიკავებდი...
ერთი მუნჯი ქალი მომიახლოვდა, ხატი მომაწოდა. ფულის ძებნა დავიწყე. არაო, - მანიშნა, - გაჩუქეო, ფორმაზე თითი დამადო.
...19 აგვისტოს კოჯრის ბაზაში ვნახე ჩემი ლევანი.
მერე გავიგე, - როდესაც ჩემი სოფელი ხიდისთავი დაცლილა, ჩემი მეუღლე არ გამოსულა, - ომში ქმარი და ორი შვილი მყავს, რომელიმემ რომ შემოიაროს, შინ ხომ უნდა დავხვდეო...
ღვთის წყალობით მეუღლე სამშვიდობოს გამოუყვანიათ.
ომის შემდეგ ბევრი დაიღუპა გულით, ჩემი ექიმი ლევან ოქროპირიძეც. როგორც ჩანს, გადატანილ სტრესს ვეღარ გაუძლო...


წყარო კვირის პალიტრა



პ.ს ვერ სახეული მოუძებნე და ვერც სათაური. ხვალ-ზედ ვის რა გველოდება არ ვიცით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Dec 28 2012, 14:04
პოსტი #8048


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ამდენს რა წაიკითხავს, მოკლედ რომ გვითხრა რაზეა არა? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 28 2012, 14:13
პოსტი #8049


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(KTX-100 @ 28th December 2012 - 15:04) *
ამდენს რა წაიკითხავს, მოკლედ რომ გვითხრა რაზეა არა

მოყოლილს წაკითხული ჯობს ამ ამბავში.5 წუთის ამბავია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Dec 28 2012, 14:23
პოსტი #8050


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



კაი, წავიკითხავ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Dec 28 2012, 14:27
პოსტი #8051


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



KTX-100

არა ეს უნდა წაიკითხო, მე გამბურძგლა ტანში და სიმართლე თუ გინდა, თვალზე ცრემლიც მომადგა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 28 2012, 14:32
პოსტი #8052


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(sabo73 @ 28th December 2012 - 15:27) *
მე გამბურძგლა ტანში და სიმართლე თუ გინდა, თვალზე ცრემლიც მომადგა.

იგივე განცდა დამეუფლა მეც.მაგიტომ დავდე რაღაც ისეთია კაცური და ცხოვრებისეული
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Dec 28 2012, 14:48
პოსტი #8053


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



წავიკითხე... სამწუხაროდ თითქმის ეს ყველაფერი რაც აქ წერია მე საკუთარ თავზე გამოვცადე, მე ცოტა სხვა მხარეს ვიყავი შესული, ერედვის შემდეგ ცხინვალის მისადგომთან იყო სოფელი ფრისი, ოსური და ქართული ფროსი, ჩვენ ოსურ ფრისში ვიდექით...

ყველაფერი საინტერესოდ წერია, მაგრამ 1 რამეში სამწუხაროდ არ ვეთანხმები ამ ადამიანს, არ ვიცი რას გულისხმობდა ხიდისთავის დაცლაში, მაგრამ ხიდისთავი ნამდვილად არ დაცლილა, დედაჩემია ხიდისთაველი, მისი ოჯახი ხიდისთავში იყო, კი იყო ხალხი გასული, მაგრამ დაცლილი ნამდვილად არ ყოფილა.

დანარჩენი რეალურია.....

ძნელია ამ ყველაფრის გახსენება....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Dec 28 2012, 15:07
პოსტი #8054


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



აუფ. თითქოს 10-მა კაცმა გამლახაო ისე ვარ დამძიმებული.

kajuberi
შენ რა გითხარი მე, ამ საახალწლოდ ამის დადება იქნებოდა!?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 28 2012, 15:08
პოსტი #8055


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ilariona @ 28th December 2012 - 16:07) *
შენ რა გითხარი მე, ამ საახალწლოდ ამის დადება იქნებოდა!?

რა გითხრა არ ვიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

815 გვერდი V  « < 535 536 537 538 539 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st August 2025 - 16:21