IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

იჟ-5 (24 კალ), ცალლულიანების პირველი წინაპარი
Davitus
პოსტი Jan 3 2013, 11:05
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იჟ 5 იწარმოებოდა იჟმაშის ქარხანაში 1924-41 და 1945-49 წლებში, 1932 - 1941 წლებში უშვებდა ტულაც. პირველი მოდელი შექმნილ იქნა ამერიკული მოდელ "აივერ-ჯონსონის" მიხედვით. ეს არის ცალლულიანი, გადასახსნელი სანადირო თოფი, გარე ჩახმახით, რომელიც საკმაოდ დიდი პარტიით გამოვიდა და საკმაო მოხმარებაში იყო, კალიბრები 16, 24, 28

ლულა 760-680 მმ, ცილინდრი





ხელში ჩამივარდა (მაჩუქეს) 1930 წელს გამოშვებული, 24 კალიბრიანი იჟ-5, მდგომარეობა არასახარბიელო, თუმცა რესტავრირებას ექვემდებარება, ლულა მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, "ვარანენიეს" ითხოვს, მექანიზმი მარტივი აქვს, მაგრამ ერთი შეხედვით ჩარევას მაინც საჭიროებს

კონდახი და ტიბჟირი, სარესტავრაციოა, ისეთ მდგომარეობაში იყო, ძალიან შემეცოდა, არადა ისეთი ძველი მონადირეების ნაქონია, რომ მაინც ამაყად უჭირავს თავი

ვაზნები თითბერის მოყვა, 10 ცალი, ოქსიდირებულებია, ვფიქრობ რაში ჩავყარო რომ გაიწმინდოს

ლულა 76 იანი აქვს, მისი პატრონები, ტყვიის სასროლად იყენებდნენ (მთაში მონადირე სხვა რას უნდა ისროდეს : ))

24 კალიბრი, საკმაოდ იშვიათია, (აღარ გამოდის ამ კალიბრით იარაღები) საინტერესოა მისი ბალისტიკა


მოკლედ კაი ტიპია, სურათები მოგვიანებით იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 17:30