მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (105 - 119)
ficxela
პოსტი Jan 7 2013, 23:36
პოსტი #106


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Assasin @ Jan 2 2013, 16:23) *

image ru
გილოცავთ ჰანტერებო ახალ წელს და ბედობას, ამ წელს განსაკუთრებით გვიმრავლოს ნადირ-ფრინველი ოჩოპინტრემ newsmile01.gif

მოკლედ ამ ბედობა დილას, ახალი წლის ლოთობის გარგრძელებას მონადირის ჭიის გახარება ვარჩიე. გავემგზავრე ქესალოში. იხვებს რა თქმა უნდა შორიდან ხელის დაქნევით გამთენიას მივესალმე და უკვე გათენებულს, სადღაც 09.30-ზე ქედნების გადაფრენის ეპიცენტრში მოვხვდი. მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მე პირადად 5 ავიღე, 2 ჯაგებიდან უძაღლობის გამო ტურებს დავუტოვე და წამოვედი.

გამოვიყენე baschieri pelagri - MB long range - 3 ნომერი ვაზნები. ვინაიდან დაბალზე ეგ ფრინველი ვინც იცის ამ დროს იშვიათად დაგანახებთ თავს, ხოლო ამ ვაზნების ჭრა აშკარად ვიგრძენი ამ ნადირობისას, რადგან ადრე რაღაც ჭღრ ტიპის თურქული ვაზნების 5-7 ნომერის გამოყენებისას ქედანს გულმკერდზე ბუმბული ოდნავ აეპუტებოდა ხომლე და ისიც ბოდიშის მოხდით წარმატებით ბრუნდებოდა სახლისაკენ. newsmile056 (1).gif

მეგობარო, ქესალოში სად იყავი ვერ მეტყვი, როგორც ვიცი მანდ ორი ქესალოა, პირველი და მეორე ქესალო და თან აზერბაიჯანთან საზღვარი გადის მგონი, შეიძლება მანდ ნადირობა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jan 8 2013, 05:15
პოსტი #107


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ციტატა(ficxela @ 8th January 2013 - 00:36) *
როგორც ვიცი მანდ ორი ქესალოა

ორი ქესალო არარის.
1)ქეშალო არის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარდაბნის გავლით.
2) არის ქეშალო რომელიც მარჯვენა სანაპიროზეა წითელი ხიდის გზატკეცილზე არის გადასახვევი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jan 8 2013, 08:06
პოსტი #108


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Jan 8 2013, 09:03
პოსტი #109


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ficxela @ Jan 8 2013, 00:36) *
მეგობარო, ქესალოში სად იყავი ვერ მეტყვი, როგორც ვიცი მანდ ორი ქესალოა, პირველი და მეორე ქესალო და თან აზერბაიჯანთან საზღვარი გადის მგონი, შეიძლება მანდ ნადირობა?

ქესალოში გარდაბნის გავლით. ნაკრძალამდე ბუფერული ზონაა, მაგ ზონის გასწვრივ მინდვრებია და ქარსაცავი ზოლები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 8 2013, 11:23
პოსტი #110


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დონე სურათია !




newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ficxela
პოსტი Jan 8 2013, 14:54
პოსტი #111


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა! ესე იგი მანდ შეიძლება ნადირობა. გარდაბნისკენ რაღაც 2-3 პატარა ტბაცაა მგონი აზოტის ტბებს ეძახიან როგორც ვიცი, მანდ იხვი არის? თუ მარტო ქედანი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Jan 8 2013, 15:37
პოსტი #112


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ficxela @ Jan 8 2013, 15:54) *
მადლობა! ესე იგი მანდ შეიძლება ნადირობა. გარდაბნისკენ რაღაც 2-3 პატარა ტბაცაა მგონი აზოტის ტბებს ეძახიან როგორც ვიცი, მანდ იხვი არის? თუ მარტო ქედანი?

არის პატარა ტბები, მაგრამ მანდ იხვზე მეტი მონადირეა ჩამჯდარი newsmile01.gif ზოგიერთებს ურჩევნია მთელი დღე მაგ ტბებთან იჯდნენ და მთელი დღე ერთ ჩეროკს ელოდონ. მე პირადად მიმაჩნია, რომ ქედანი ერთ-ერთი რთულად მოსაპოვებელი ფრინველია და ამავე დროს მასზე ნადირობა ძალზედ აზარტული და სპორტულია (მიუხედავად იმისა, რომ იხვთან შედარებით გასტრონომიული ღირებულება დაბალი აქვს).
მოკლედ მეგობარო ბუფერულ ზონაში არ შეხვიდე და მიმდებარედ სადაც გინდა ინადირე. მე თავზე დამადგა კიდევაც მაგ გარდაბნის ნაკრძალის ეგერი, მაგრამ უბრალოდ გავისაუბრეთ, მივესალმეთ ერთმანეთს, რადგან "წითელი ხაზების" გარეთ ვიყავი newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 8 2013, 18:01
პოსტი #113


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(shihan_74 @ 8th January 2013 - 16:37) *
მე პირადად მიმაჩნია, რომ ქედანი ერთ-ერთი რთულად მოსაპოვებელი ფრინველია და ამავე დროს მასზე ნადირობა ძალზედ აზარტული და სპორტულია (მიუხედავად იმისა, რომ იხვთან შედარებით გასტრონომიული ღირებულება დაბალი აქვს).

როდის გავიცნოთ ერთურთი ? D.gif



newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ficxela
პოსტი Jan 9 2013, 00:52
პოსტი #114


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაიხარეთ, მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი Jan 9 2013, 11:21
პოსტი #115


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




upload foto
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Jan 9 2013, 13:09
პოსტი #116


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Bonehill @ Jan 8 2013, 19:01) *
როდის გავიცნოთ ერთურთი ? D.gif



newsmile045.gif


გავიცნოთ Bonehill აუცილებლად და გასვლაც დავგეგმოთ!!!

ციტატა(levan81 @ Jan 9 2013, 12:21) *

ბრავო, კარგად გინადირია. ეს ალბათ მწყერის სეზონზე არა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი Jan 9 2013, 13:13
პოსტი #117


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Assasin
ოქტომბერში. ქედანზე ვიყავი სპეციალურად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Jan 17 2013, 15:14
პოსტი #118


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სექტემბრის კადრებია, ეხლა შევაკოწიწე newsmile05.gif



...ამით რისი თქმა მინდოდა, ესეიგი მწყერზე ვიყავი, ტრიალ მინდორში ეს ერთი ხე იდგა და აქ "აკლავდა" ფრინველი თავს.
ადრეც მინახია მსგავსი რამ, ამოჩემება იცის ქედანმა ერთი ადგილის და რაგაც პერიოდი მანდ ბალახობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jan 17 2013, 21:59
პოსტი #119


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



აი მაგ პირველ გასროლაში შეცდი ჯანა!არ უნდა გესროლა.
ერთი რო მოდის უნდა აცადო და ბევრი მოვა მერე
ხო და ყველა სროლის მერე აუცილებელი არ არის ადგე და აიღო ნადავლი

ვიდეო მაგრობაა და საღოლები შენ!ნეტა ყველა ასე იღებდეს!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Assasin
პოსტი Jan 18 2013, 00:12
პოსტი #120


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 13-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



LeoTaso

მომეწონა კარგი კლიპია!!! ნუ ქედანზე ნადირობაში ხომ ბადალი არ გყავს!!! dastur.gif
მაგრამ მეც ვმეცადინეობ newsmile01.gif


upload photos
გუშინდელი ნაშრომი. 11 მოვსპეთ, ავიღეთ 7. სანამ ჩემი სამი თვის კურცჰაარი აპორტირებას ისწავლის, ჯერ-ჯერობით მომიწევს წვალება ეკალ-ბარდებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2025 - 06:49