მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
მტრედის აღწერილობა
ქედანი ![]() გვრიტი ![]() გვიძინი ანუ გულიო ![]() მტრედი ![]() ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს. მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი. გადაფრენა და მიგრაცია მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში. მტრედზე ნადირობა მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება. მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს. მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე. როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა: 1. ![]() 2. ![]() 3. ![]() 4. ![]() სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება. სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ. რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი. რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა. პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#106
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() image ru გილოცავთ ჰანტერებო ახალ წელს და ბედობას, ამ წელს განსაკუთრებით გვიმრავლოს ნადირ-ფრინველი ოჩოპინტრემ ![]() მოკლედ ამ ბედობა დილას, ახალი წლის ლოთობის გარგრძელებას მონადირის ჭიის გახარება ვარჩიე. გავემგზავრე ქესალოში. იხვებს რა თქმა უნდა შორიდან ხელის დაქნევით გამთენიას მივესალმე და უკვე გათენებულს, სადღაც 09.30-ზე ქედნების გადაფრენის ეპიცენტრში მოვხვდი. მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მე პირადად 5 ავიღე, 2 ჯაგებიდან უძაღლობის გამო ტურებს დავუტოვე და წამოვედი. გამოვიყენე baschieri pelagri - MB long range - 3 ნომერი ვაზნები. ვინაიდან დაბალზე ეგ ფრინველი ვინც იცის ამ დროს იშვიათად დაგანახებთ თავს, ხოლო ამ ვაზნების ჭრა აშკარად ვიგრძენი ამ ნადირობისას, რადგან ადრე რაღაც ჭღრ ტიპის თურქული ვაზნების 5-7 ნომერის გამოყენებისას ქედანს გულმკერდზე ბუმბული ოდნავ აეპუტებოდა ხომლე და ისიც ბოდიშის მოხდით წარმატებით ბრუნდებოდა სახლისაკენ. ![]() მეგობარო, ქესალოში სად იყავი ვერ მეტყვი, როგორც ვიცი მანდ ორი ქესალოა, პირველი და მეორე ქესალო და თან აზერბაიჯანთან საზღვარი გადის მგონი, შეიძლება მანდ ნადირობა? |
|
|
![]()
პოსტი
#107
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#108
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#109
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობარო, ქესალოში სად იყავი ვერ მეტყვი, როგორც ვიცი მანდ ორი ქესალოა, პირველი და მეორე ქესალო და თან აზერბაიჯანთან საზღვარი გადის მგონი, შეიძლება მანდ ნადირობა? ქესალოში გარდაბნის გავლით. ნაკრძალამდე ბუფერული ზონაა, მაგ ზონის გასწვრივ მინდვრებია და ქარსაცავი ზოლები. |
|
|
![]()
პოსტი
#110
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დონე სურათია !
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#111
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მადლობა! ესე იგი მანდ შეიძლება ნადირობა. გარდაბნისკენ რაღაც 2-3 პატარა ტბაცაა მგონი აზოტის ტბებს ეძახიან როგორც ვიცი, მანდ იხვი არის? თუ მარტო ქედანი?
|
|
|
![]()
პოსტი
#112
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მადლობა! ესე იგი მანდ შეიძლება ნადირობა. გარდაბნისკენ რაღაც 2-3 პატარა ტბაცაა მგონი აზოტის ტბებს ეძახიან როგორც ვიცი, მანდ იხვი არის? თუ მარტო ქედანი? არის პატარა ტბები, მაგრამ მანდ იხვზე მეტი მონადირეა ჩამჯდარი ![]() მოკლედ მეგობარო ბუფერულ ზონაში არ შეხვიდე და მიმდებარედ სადაც გინდა ინადირე. მე თავზე დამადგა კიდევაც მაგ გარდაბნის ნაკრძალის ეგერი, მაგრამ უბრალოდ გავისაუბრეთ, მივესალმეთ ერთმანეთს, რადგან "წითელი ხაზების" გარეთ ვიყავი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#113
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#114
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გაიხარეთ, მადლობა
|
|
|
![]()
პოსტი
#115
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 506 რეგისტრ.: 25-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#116
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
როდის გავიცნოთ ერთურთი ? ![]() ![]() გავიცნოთ Bonehill აუცილებლად და გასვლაც დავგეგმოთ!!! ბრავო, კარგად გინადირია. ეს ალბათ მწყერის სეზონზე არა? |
|
|
![]()
პოსტი
#117
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 506 რეგისტრ.: 25-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Assasin
ოქტომბერში. ქედანზე ვიყავი სპეციალურად |
|
|
![]()
პოსტი
#118
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სექტემბრის კადრებია, ეხლა შევაკოწიწე
![]() ...ამით რისი თქმა მინდოდა, ესეიგი მწყერზე ვიყავი, ტრიალ მინდორში ეს ერთი ხე იდგა და აქ "აკლავდა" ფრინველი თავს. ადრეც მინახია მსგავსი რამ, ამოჩემება იცის ქედანმა ერთი ადგილის და რაგაც პერიოდი მანდ ბალახობს. |
|
|
![]()
პოსტი
#119
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აი მაგ პირველ გასროლაში შეცდი ჯანა!არ უნდა გესროლა.
ერთი რო მოდის უნდა აცადო და ბევრი მოვა მერე ხო და ყველა სროლის მერე აუცილებელი არ არის ადგე და აიღო ნადავლი ვიდეო მაგრობაა და საღოლები შენ!ნეტა ყველა ასე იღებდეს!! |
|
|
![]()
პოსტი
#120
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 191 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
LeoTaso
მომეწონა კარგი კლიპია!!! ნუ ქედანზე ნადირობაში ხომ ბადალი არ გყავს!!! ![]() მაგრამ მეც ვმეცადინეობ ![]() ![]() upload photos გუშინდელი ნაშრომი. 11 მოვსპეთ, ავიღეთ 7. სანამ ჩემი სამი თვის კურცჰაარი აპორტირებას ისწავლის, ჯერ-ჯერობით მომიწევს წვალება ეკალ-ბარდებში. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 16:13 |