მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
88 გვერდი V  « < 40 41 42 43 44 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (615 - 629)
კუთხა
პოსტი Jan 18 2013, 17:07
პოსტი #616


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



Bonehill
შევავსებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jan 18 2013, 20:28
პოსტი #617


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bat
კლუბის წევრები ხდებიან ფორუმიდან. თავისუფალი წევრობა არ არის აქ. ჯერ ფორუმიდან უნდა გაგიცნოს ხალხმა,მერე ერთობლივ გასვლებზე უნდა შევხვდეთ. გაცნობის მერე 2 რეკომენდატორი დაგჭირდება და ბოლოს გამგეობა განიხილავს მიღების საკითხს. ერთი შეხედვით თითქოს ძნელია, მაგრამ არაფერი ისეთი. მთავარია გულით გინდოდეს და ყველაფერი მალე მოგვარდება.


ჩერეზ გასტრანომ კიდევ უფრო ჩქარა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bat
პოსტი Jan 18 2013, 20:42
პოსტი #618


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 377
რეგისტრ.: 17-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: l.



ჭალიმგელა

მცხეთა-წეროვანის შემოგარენში თუ დაგეგმავთ ერთობლივ გასვლას, 90%-ით წამოვალ. სხვა ადგილებში უტრანსპორტობის გამო ვერ მოვახერხებ. ფორუმზეც ნელ-ნელა ჩავერთვები და იმედია მიმიღებთ. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jan 18 2013, 20:48
პოსტი #619


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bat
წეროვნელებიც არიან ფორუმზე, თოფიანი ძია ქვია აქ. ისე ნუკრიMAX დაწერს ვრაც ქვია, მე არ მახსოვს. სეტერი ყავს და მაგარი მონადირეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jan 18 2013, 22:03
პოსტი #620


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ციტატა(Bat @ 18th January 2013 - 21:42) *
იმედია მიმიღებთ.

მიგიღებთ მიგიღებთ თუ დაგვინდობ ცოტას ქაუნთერში და არ დაგვხოცავ სუყველას D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bat
პოსტი Jan 18 2013, 22:10
პოსტი #621


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 377
რეგისტრ.: 17-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: l.



ჭალიმგელა
ვნახე, ეგ "ახალი" წეროვნელია. მე აბორიგენი წეროვნელი ვარ D.gif

ჯეკო

რაც შენ მე მანერვიულე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Mar 20 2013, 17:20
პოსტი #622


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



კეთილო ბიძიებო (თოფიანებო, მარა მაინც newsmile05.gif ) ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავწევრიანდე ოჩოს კლუბში, რომელშიც ჩემი ბევრი მეგობარი და კარგი ნაცნობი აკეთებს ბევრ კარგ საქმეს!!! კარგად ვიცნობ ამ კლუბის და კლუბის წევრების საქმიანობას და პრიციპებს, რომლებიც ჩემთვის მისაღებზე მეტიცაა და მინდა მეც შევიტანო ჩემი პატარა წვლილი ამ საქმეებში! მიგულეთ თქვენს გვერდით ყველა კარგ წამოწყებაში! იმედია გამოჩნდება რამოდენიმე კეთილი ბიძია, რომელიც რეკომენდაციას გამიწევს. ( გასტრანომ ბუდეტ vot-tak.gif ) მინდა მეც მივიღო მონაწილეობა შიდა საკლუბო ტურნირში და იმედია მანამდე მოესწრება ეს ამბავი! აბა, რას იტყვით? shiverr.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 20 2013, 17:42
პოსტი #623


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თაზო

ჩემი რეკომენდაცია გაქვს, რომელიც კაკ მინიმუმ 5 კაცის რეკომენდაციას უდრის!!! newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Mar 20 2013, 17:46
პოსტი #624


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თაზო
ნუკრას რეკომენდაცია ფალშივკაა და არ დაუჯერო D.gif D.gif

ჩემი აიღე რომელით 25 ქართველი ცხენოსნისას უდრის D.gif D.gif

რაც შეეხება სწრაფ მიღებას!შეიძლება მაგ შეჯიბრზევე მიღება ახალი კლუბელების(ჯერ განხილვის ფაზაშია ეს ამბავი)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 20 2013, 17:53
პოსტი #625


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



T A M P L I E R
ტი ოჩენ ნეკრასივი ჩელავიეკ...... newsmile042.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Mar 20 2013, 18:03
პოსტი #626


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



თაზო
ველცომე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 20 2013, 18:18
პოსტი #627


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თაზო
500 მებრძოლი ჩემგან D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 20 2013, 23:08
პოსტი #628


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თაზო

ლამის ნახევარი კლუბი პირზე კოცნით გიცნობს და რაღა რეკომენდატორები აგიტყდა D.gif

ჩათვალე ნავში ხარ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 21 2013, 08:45
პოსტი #629


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თაზო

ნუკრას და ტამპლიერს ჩინური რეკომენდატორები აქვთ და მალე ფუჭდება. ასე რომ დაფიქრდი სანამ ნაბიჯს გადადგამ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 21 2013, 08:55
პოსტი #630


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თაზო

აბა დირეხტურის რეკომენდაცია ფასიანია, ისე არც ისე ძვირი ღირს, სულ რაღაც 4 კაციანი სახინკლე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

88 გვერდი V  « < 40 41 42 43 44 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2025 - 02:02