მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
17 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (120 - 134)
Bone
პოსტი Jan 18 2013, 09:36
პოსტი #121


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Assasin
small3d018.gif
დავგეგმოთ აბა რა newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jan 19 2013, 18:58
პოსტი #122


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ციტატა(smekosmeko @ Jan 2 2013, 16:58) *
ქედანზე საერთოდ 3 ნომერია მიჩნეული, 5-ი მაშინ როდესაც ჩასაფრებული ხარ და ახლოს დაფრინავს newsmile05.gif კარგად გინადირია newsmile045.gif



3 და 5 რა ამბავია D.gif შარშან სეზონზე დასაფრებული ვიყავი და 9 ნომრებით ვხოცავდი, თან ისე რომ შანსს არ ვუტოვებდი... ეგეც რაღაც თურქული ვაზნები იყო newsmile05.gif) თან საკმაოდ შორს, დაახლოებით 40-45 მეტრზე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი Jan 19 2013, 19:03
პოსტი #123


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



45 მეტრი 9 ნომრისთვის, მითუმეტეს ქედანზე ნამეტანია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jan 19 2013, 19:06
პოსტი #124


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ციტატა(levan81 @ Jan 19 2013, 20:03) *
45 მეტრი 9 ნომრისთვის, მითუმეტეს ქედანზე ნამეტანია newsmile05.gif



არა ძმაო, ნაღდად იქნებოდა მაგხელა მანძილი, 5 ცალი მოვკალი მაგ მანძილზე და არც ერთი არ ჩამოვარდნილა დაჭრილი. მე რო არ მესროლა არც დავიჯერებდი newsmile05.gif უბრალოდ სხვა ვაზნები არ მქონდა და მაგიტომ ვესროლე 9 ნომერი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 19 2013, 20:46
პოსტი #125


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



chagaraa
levan81
პატივს ვცემ თქვენს აზრს, კაცურად მიპასუხეთ; თქვენი აზრით რამდენი მეტრი იქნება 8 სართულიანი კორპუსის სახურავი მიწიდან ?? ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Jan 19 2013, 20:57
პოსტი #126


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Assasin
ციტატა(shihan_74 @ 18th January 2013 - 01:12) *
11 მოვსპეთ, ავიღეთ 7.


საღოლ შენ small3d018.gif

რაღაც კაი ადგილი გაგიჩითავს როგორც ჩანს newsmile05.gif
ჩემსკენ პასიურ რეჟიმში არიან :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jan 19 2013, 21:56
პოსტი #127


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ციტატა(niko @ 19th January 2013 - 21:46) *
ამდენი მეტრი იქნება 8 სართულიანი კორპუსის სახურავი მიწიდან ?? ...

36
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი Jan 19 2013, 22:04
პოსტი #128


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჯეკო
dastur.gif
9 სართულიანებია მემგონი 36
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jan 19 2013, 22:05
პოსტი #129


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



levan81
newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 20 2013, 09:45
პოსტი #130


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(levan81 @ 19th January 2013 - 23:04) *
მემგონი 36

წავიდაა.... D.gif
მერე ლომებო აბა წარმოიდგინეთ 9 სართულიანის სახურავის დონეზე წამოსული მტრედი ან ქედანი -'''''''''''- ესვრით ვინმე ?! არამგონია ბევრმა ესროლოთ, თუ კი უზარმაზარი შანსია დაცილების .
ახლა წარმოიდგინეთ ამ სიმაღლეს დამატებული 9 მეტრი ! მტრედი ფაქტიურად კოსმოსშია newsmile045.gif ამას საერთოდ არც შეხედავს უმეტესობა მონადირე რეალურ სამიზნედ !
უფრო მეტიც : თუ მაინც ესვრით, როგორ წინსწრებას გაუკეთებთ ამ სიმაღლეზე მოძრავ ობიექტს ? რამდენჯერ გისვრიათ იმ 45 მეტრზე და რამდენჯერ წარმატეულად(მოპოვებას არ ვგულისხმობ,ვიზუალურად ოდნავ გამოცდილიც შეამჩნევს საფანტის დაჯახებას)
თუ ზემოთ ხსენებული 45 მეტრი დამჯდარ, უძრავ სამიზნეს შეეხებოდა, ჩუმად ვარ.
მეგობრებო არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ხშირად გვეჩვენება ნადირობისას მანძილი ზედმეტად შორს, განსაკუთრებით ფრინველზე ნადირობის დროს , როდესაც სროლა ობიქტის ცის ფონზე ხდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jan 20 2013, 09:54
პოსტი #131


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ravari-misca.gif elementarno-vatson.gif
ციტატა(Bonehill @ Jan 20 2013, 10:45) *
წავიდაა.... D.gif
მერე ლომებო აბა წარმოიდგინეთ 9 სართულიანის სახურავის დონეზე წამოსული მტრედი ან ქედანი -'''''''''''- ესვრით ვინმე ?! არამგონია ბევრმა ესროლოთ, თუ კი უზარმაზარი შანსია დაცილების .
ახლა წარმოიდგინეთ ამ სიმაღლეს დამატებული 9 მეტრი ! მტრედი ფაქტიურად კოსმოსშია newsmile045.gif ამას საერთოდ არც შეხედავს უმეტესობა მონადირე რეალურ სამიზნედ !
უფრო მეტიც : თუ მაინც ესვრით, როგორ წინსწრებას გაუკეთებთ ამ სიმაღლეზე მოძრავ ობიექტს ? რამდენჯერ გისვრიათ იმ 45 მეტრზე და რამდენჯერ წარმატეულად(მოპოვებას არ ვგულისხმობ,ვიზუალურად ოდნავ გამოცდილიც შეამჩნევს საფანტის დაჯახებას)
თუ ზემოთ ხსენებული 45 მეტრი დამჯდარ, უძრავ სამიზნეს შეეხებოდა, ჩუმად ვარ.
მეგობრებო არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ხშირად გვეჩვენება ნადირობისას მანძილი ზედმეტად შორს, განსაკუთრებით ფრინველზე ნადირობის დროს , როდესაც სროლა ობიქტის ცის ფონზე ხდება.

ადრეც გითქვამს შენ ეგ და კიდევ გეთანხმები ყველაფერში. მაგრამ მონადირე რისი მონადირეა ცოტა ტუარ წაუმატა D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 20 2013, 09:56
პოსტი #132


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



D.gif (გ)ვიცნობ ერთ მასეთ მონადირეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jan 20 2013, 10:06
პოსტი #133


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ციტატა(niko @ 20th January 2013 - 10:56) *
(გ)

აააააააააააააააათთთაააააას ცალ მწმწმწმწყერს რომ ნანანანანახულოოოობს! ხოომ? newsmile015.gif newsmile015.gif
ochom-dagchipos.gif







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan81
პოსტი Jan 20 2013, 10:17
პოსტი #134


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 506
რეგისტრ.: 25-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
მეც მაგას არ ვამბობდი ნამეტანია თქო? newsmile05.gif
ციტატა(niko @ 20th January 2013 - 10:45) *
თუ ზემოთ ხსენებული 45 მეტრი დამჯდარ, უძრავ სამიზნეს შეეხებოდა, ჩუმად ვარ.

9 ნომრისთვის ქედანზე ესეც არარეალურად მიმაჩნია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 20 2013, 10:34
პოსტი #135


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



levan81
ნომერი 9 საფანტი გამორიცხულია კაცო newsmile045.gif

ჯეკო
შენ ჩუუ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 14:17