IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #101


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ლეკი   მტრედი   Nov 28 2010, 13:16
- - Bonehill   ისე რაღაცა დეკორატ...   Dec 12 2012, 18:45
- - game 91   ფარშევანგზე ნაჯვა...   Dec 22 2012, 21:23
- - Assasin   image ru გილოცავთ ჰანტე...   Jan 2 2013, 15:23
|- - ficxela   ციტატა(Assasin @ Jan 2 2013, 16...   Jan 7 2013, 23:36
||- - Assasin   ციტატა(ficxela @ Jan 8 2013, 00...   Jan 8 2013, 09:03
|- - diletanti   ციტატა(Assasin @ Jan 2 2013, 16...   Jan 20 2013, 21:17
- - smekosmeko   ქედანზე საერთოდ 3 ნ...   Jan 2 2013, 15:58
|- - chagaraa   ციტატა(smekosmeko @ Jan 2 2013, 1...   Jan 19 2013, 18:58
- - ჯეკო   ციტატა(ficxela @ 8th January 2013...   Jan 8 2013, 05:15
- - T A M P L I E R   RE: მტრედი   Jan 8 2013, 08:06
- - Bonehill   დონე სურათია !   Jan 8 2013, 11:23
- - ficxela   მადლობა! ესე იგი მ...   Jan 8 2013, 14:54
|- - Assasin   ციტატა(ficxela @ Jan 8 2013, 15...   Jan 8 2013, 15:37
- - Bonehill   ციტატა(shihan_74 @ 8th January 20...   Jan 8 2013, 18:01
|- - Assasin   ციტატა(Bonehill @ Jan 8 2013, 19...   Jan 9 2013, 13:09
- - ficxela   გაიხარეთ, მადლობა   Jan 9 2013, 00:52
- - levan81   upload foto   Jan 9 2013, 11:21
- - levan81   Assasin ოქტომბერში. ქედ...   Jan 9 2013, 13:13
- - LeoTaso   სექტემბრის კადრებ...   Jan 17 2013, 15:14
|- - Assasin   LeoTaso მომეწონა კარგი ...   Jan 18 2013, 00:12
- - T A M P L I E R   აი მაგ პირველ გასრ...   Jan 17 2013, 21:59
- - Bonehill   Assasin დავგეგმოთ აბა ...   Jan 18 2013, 09:36
- - levan81   45 მეტრი 9 ნომრისთვი...   Jan 19 2013, 19:03
|- - chagaraa   ციტატა(levan81 @ Jan 19 2013, 20...   Jan 19 2013, 19:06
- - Bonehill   chagaraa levan81 პატივს ვცემ...   Jan 19 2013, 20:46
- - LeoTaso   Assasin ციტატა(shihan_74 @ 18th ...   Jan 19 2013, 20:57
- - ჯეკო   ციტატა(niko @ 19th January 2013 ...   Jan 19 2013, 21:56
- - levan81   ჯეკო 9 სართულიანე...   Jan 19 2013, 22:04
- - ჯეკო   levan81   Jan 19 2013, 22:05
- - Bonehill   ციტატა(levan81 @ 19th January 201...   Jan 20 2013, 09:45
|- - ჯეკო   ციტატა(Bonehill @ Jan 20 2013, 10...   Jan 20 2013, 09:54
- - Bonehill   (გ)ვიცნობ ერთ მასეთ ...   Jan 20 2013, 09:56
- - ჯეკო   ციტატა(niko @ 20th January 2013 ...   Jan 20 2013, 10:06
- - levan81   Bonehill მეც მაგას არ ვა...   Jan 20 2013, 10:17
|- - ლეკი   ციტატა(levan81 @ Jan 20 2013, 11...   Jan 20 2013, 13:33
- - Bonehill   levan81 ნომერი 9 საფანტ...   Jan 20 2013, 10:34
- - T A M P L I E R   ბაბუ აბა გაიხსენე ...   Jan 20 2013, 18:41
- - Bonehill   T A M P L I E R კი კაი მანძი...   Jan 20 2013, 18:49
- - T A M P L I E R   საფანტის ზომას გეუ...   Jan 20 2013, 18:51
- - Bonehill   T A M P L I E R საფანტი 9 . ცო...   Jan 20 2013, 18:56
- - T A M P L I E R   ვერ დაგეთანხმები...   Jan 20 2013, 19:10
- - Bonehill   ახლა უკვე აოფებ !   Jan 20 2013, 19:21
- - chagaraa   მოკლედ, ჩემმა განც...   Jan 21 2013, 09:12
- - Bonehill   2 მილიმეტრი დიამეტ...   Jan 21 2013, 09:32
- - ჯეკო   ციტატა(IZH58 @ 19th January 2013 ...   Jan 21 2013, 09:50
|- - chagaraa   ციტატა(ჯეკო @ Jan 21 2013...   Jan 22 2013, 09:16
- - ზახარა   არის შემთხვევები ბ...   Jan 21 2013, 11:16
- - Bonehill   ზახარა მე გვერდით ...   Jan 22 2013, 09:31
- - ფარეშა   , ქედნებს ვესროდი უ...   Jan 22 2013, 09:44
|- - chagaraa   ციტატა(ფარეშა @ Jan 2...   Jan 22 2013, 12:18
- - Che Guevara   ფარეშა ვისაც ჭაღა...   Jan 22 2013, 10:58
- - diletanti   რომელი უფრო მეტია ...   Jan 22 2013, 20:30
|- - chagaraa   ციტატა(diletanti @ Jan 22 2013, 2...   Jan 23 2013, 08:46
- - levan81   ციტატა(diletanti @ 22nd January 2...   Jan 22 2013, 21:14
- - diletanti   მეც მინახავს, მომი...   Jan 23 2013, 23:14
- - chagaraa   ისე თბილისის შემოგ...   Jan 24 2013, 08:41
- - LeoTaso   არადა ფიტულის ხეზე...   Apr 20 2013, 16:39
- - Gcckoka   სადაც წავიკითხე ეწ...   Jul 24 2013, 23:36
- - levanimers   მოგესალმებით ყველ...   Nov 26 2013, 01:31
- - Davitus   ციტატა(levanimers @ 26th November...   Nov 26 2013, 01:39
- - smekosmeko   ისე აი ამ მტრედის გ...   Nov 26 2013, 08:14
- - feroni   smekosmeko ეს ჩვეულებრივ...   Nov 26 2013, 11:26
- - smekosmeko   მიღებულ მაგიტომავ...   Nov 26 2013, 20:08
- - gelka72   მეც მომიწიახოლმე ...   Nov 26 2013, 22:42
- - levanimers   ეზოში არა უბრალოდ ...   Nov 27 2013, 19:35
- - smekosmeko   მტრედის ნაერებიდა...   Nov 28 2013, 10:31
- - ლეკი   smekosmeko მტრედი არ არის...   Nov 28 2013, 11:27
- - assassin29   smekosmeko მეორე სურათზე ...   Nov 28 2013, 15:21
- - ლეკი   assassin29 გულიოა ეგ, იგი...   Nov 28 2013, 15:30
- - assassin29   აა გასაგებია ქედნი...   Nov 28 2013, 15:35
- - feroni   хостинг изображений   Nov 28 2013, 16:57
- - assassin29   feroni ეს საიდანაა მაქ ...   Nov 28 2013, 17:06
- - feroni   assassin29 ბაზიერზე მოვნ...   Nov 28 2013, 17:08
- - ლეკი   ასეთ ინფორმაციას ს...   Nov 28 2013, 23:41
- - smekosmeko   გარეული მტრედი ანუ...   Nov 29 2013, 11:19
- - smekosmeko   თავს არ დავდებ მაგ...   Nov 29 2013, 11:32
- - feroni   ლეკი ვისი საავტორ...   Nov 29 2013, 13:39
- - ლეკი   feroni წიგნის გამომცე...   Nov 29 2013, 21:39
|- - smekosmeko   ციტატა(ლეკი @ Nov 29 2013...   Nov 30 2013, 10:33
|- - game 91   ციტატა(smekosmeko @ Nov 30 2013, ...   Nov 30 2013, 16:33
|- - ლეკი   ციტატა(smekosmeko @ Nov 30 2013, ...   Dec 1 2013, 11:13
- - feroni   ლეკი ოკაი   Nov 29 2013, 21:39
- - Davitus   ეგ არის ნაკრესიდან...   Nov 29 2013, 23:43
- - LeoTaso   დღეს დილიდან შუადღ...   Dec 1 2013, 16:42
- - ლეკი   LeoTaso მშვენიერია ლე...   Dec 1 2013, 18:37
- - PREDATOR   RE: მტრედი   Dec 2 2013, 05:49
- - giuli   ქალაქის ანუ მოშინა...   Dec 2 2013, 09:35
- - game 91   ქალაქის გვრიტები პ...   Dec 2 2013, 11:25
- - smekosmeko   game 91 რეებს წერ კაცო ...   Dec 2 2013, 11:54
- - game 91   smekosmeko მასეც შეიძლებ...   Dec 2 2013, 15:47
- - bashiachuki   ქედანი ბიჭებო კახე...   Jan 7 2014, 18:53
- - assassin29   bashiachuki ქედანი იყო აუ...   Jan 7 2014, 19:04
- - bashiachuki   კიდე რის თქმა მინდ...   Jan 7 2014, 19:13
- - assassin29   bashiachuki მანოკი ყოფილა...   Jan 7 2014, 19:32
- - dzirula   სალამით ქედანს 6 ნო...   Jan 7 2014, 20:29
- - bashiachuki   რა მაინტერესებს კუ...   Jan 9 2014, 07:46
- - levan81   ციტატა(bashiachuki @ 9th January ...   Jan 9 2014, 11:11
- - ჯეკო   ციტატა(bashiachuki @ 9th January ...   Jan 9 2014, 12:24
- - game 91   საძახებელი ხო, მარ...   Jan 9 2014, 14:46
3 გვერდი V  < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2025 - 15:13