მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
Nov 28 2010, 13:16
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მტრედის აღწერილობა
ქედანი გვრიტი გვიძინი ანუ გულიო მტრედი ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს. მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი. გადაფრენა და მიგრაცია მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში. მტრედზე ნადირობა მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება. მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს. მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე. როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა: 1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)4. ელექტრო ფიტული სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება. სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ. რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი. რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა. პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ |
|
|
|
![]() |
Jan 20 2013, 13:33
პოსტი
#136
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
|
|
|
|
Jan 20 2013, 18:41
პოსტი
#137
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ბაბუ აბა გაიხსენე შენს ბოსტანში მე რა ნომრებს ვესროდი და რამსიშორეზე
ქედანიც იყო იქ და გვრიტებიც |
|
|
|
Jan 20 2013, 18:49
პოსტი
#138
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
T A M P L I E R
კი კაი მანძილები იყო ! მაგრამ არცერთი არ აგიღია 45 მეტრზე, კაი რა. (გამარკვიე რას მეკითხები ზუსტად) |
|
|
|
Jan 20 2013, 18:51
პოსტი
#139
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საფანტის ზომას გეუბნები!მეტრობით კი ნამდვილად არ გამიზომია მაგრამ ახლოს რომ არ იყო და კი მახსოვს მაგი
|
|
|
|
Jan 20 2013, 18:56
პოსტი
#140
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
T A M P L I E R
საფანტი 9 . ცოტა ივანუშკას დანატოვარი ვაზნბი გვქონდა, ძირიტადად 9 ნომერი მაგრამ: 80 % გვრიტი მოვინადირეთ (მოინადირე) მაგ დღეს. მანძილი არცერთი ყოფილა 20 მეტრზე შორს დაახლოებით მაინც მახსოვს |
|
|
|
Jan 20 2013, 19:10
პოსტი
#141
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ვერ დაგეთანხმები!აი თუ რატომ ეგ იცის იმან
|
|
|
|
Jan 20 2013, 19:21
პოსტი
#142
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ახლა უკვე აოფებ !
|
|
|
|
Jan 20 2013, 21:17
პოსტი
#143
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 14 რეგისტრ.: 20-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
![]() image ru გილოცავთ ჰანტერებო ახალ წელს და ბედობას, ამ წელს განსაკუთრებით გვიმრავლოს ნადირ-ფრინველი ოჩოპინტრემ მოკლედ ამ ბედობა დილას, ახალი წლის ლოთობის გარგრძელებას მონადირის ჭიის გახარება ვარჩიე. გავემგზავრე ქესალოში. იხვებს რა თქმა უნდა შორიდან ხელის დაქნევით გამთენიას მივესალმე და უკვე გათენებულს, სადღაც 09.30-ზე ქედნების გადაფრენის ეპიცენტრში მოვხვდი. მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მე პირადად 5 ავიღე, 2 ჯაგებიდან უძაღლობის გამო ტურებს დავუტოვე და წამოვედი. გამოვიყენე baschieri pelagri - MB long range - 3 ნომერი ვაზნები. ვინაიდან დაბალზე ეგ ფრინველი ვინც იცის ამ დროს იშვიათად დაგანახებთ თავს, ხოლო ამ ვაზნების ჭრა აშკარად ვიგრძენი ამ ნადირობისას, რადგან ადრე რაღაც ჭღრ ტიპის თურქული ვაზნების 5-7 ნომერის გამოყენებისას ქედანს გულმკერდზე ბუმბული ოდნავ აეპუტებოდა ხომლე და ისიც ბოდიშის მოხდით წარმატებით ბრუნდებოდა სახლისაკენ. მაგარი ნანადირევია და სერიზული მოწინააღმდეგეა ქედანი ნამდვილად |
|
|
|
Jan 21 2013, 09:12
პოსტი
#144
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი |
მოკლედ, ჩემმა განცხადებამ დიდი აურზაური გამოიწვია რა...
|
|
|
|
Jan 21 2013, 09:32
პოსტი
#145
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
2 მილიმეტრი დიამეტრის მქონე საფანტის კინეტიკური ენერგია, ნებისმიერი საწყისი სიჩქარის შემთხვევაში, არ შეიძლება იყოს 150 მ/წ 45 მეტრზე, ეს უეჭველად ვიცი...
ფორტუნას აქვს ადგილი...ან მანძილის შეცდომით მითითებას |
|
|
|
Jan 21 2013, 09:50
პოსტი
#146
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi |
|
|
|
|
Jan 21 2013, 11:16
პოსტი
#147
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
არის შემთხვევები ბუნებაში რომელიც გამრთლებას ან ფორტუნას უფრო წააგავს
ბლექმაც ჩამოაგდო დაახლოებით მაგ მანძილზე( 40-45) 10 ნომრით ქედანი სართიჭალაში ერთხელ |
|
|
|
Jan 22 2013, 09:16
პოსტი
#148
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი |
|
|
|
|
Jan 22 2013, 09:31
პოსტი
#149
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ზახარა
მე გვერდით ვედექი ბლექს , წითელ ხიდდთან ვნადირობდით მწყერზე ; წამოვიდა მტრედი, ვესროლე ცალკე მყოფს , მუდამ ჩემი 9 ნომრები, ვერაფერი საერთოდ, მრე ბლექმა თავისი ფრანკოტით 10 ნომერი , ეგრევე ჩამოაგდო ერთი სროლით. ნუ აოფებთ მტრედის თემას ! |
|
|
|
Jan 22 2013, 09:44
პოსტი
#150
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 27-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
, ქედნებს ვესროდი უკვე ხეზე დამსხდრებს chagaraa 40-45 მეტრი სიმაღლის ხე ცოტა ბევრი ხომ არ არის?
Bonehill ბოდიში ოფისთვის. |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 19:59 |