ირლანდიური სეტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ირლანდიური სეტერი, "წითელი ძაღლი"
მონადირე
პოსტი Jun 10 2009, 16:55
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






ირლანდიური სეტერი




ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა.
მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია.
დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც.
ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა.

სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები.
ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო.
.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.

ქცევა და ხასიათი

ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.

ტანადობა

მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი.


შეფერილობა

ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე.
ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი.
ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას.


ბანალი

ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება.
ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი.
ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა.


ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული.

თავი

გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას.
დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი.
ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი.
ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი.

ყური

საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის.
ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური.
ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური.

თვალი

საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს.
ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს.
ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები.

კბილები

თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია.
კისერი

საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი.
ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი.

მინდაო

გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია.
ზურგი

სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი.
ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.

წელი

მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია.
ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი.
ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი.


გავა

განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი.
ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა.
ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა.

მკერდი

არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია.
ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი.
ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი.


მუცელი

მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი.
ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით.
ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი.
ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი.


თათები

საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება.
ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით.


კუდი


საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი.
ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ).

პოსტის ავტორი ბატონი შადიმანი






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
31 გვერდი V  « < 15 16 17 18 19 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (240 - 254)
dato 85
პოსტი Nov 17 2012, 19:24
პოსტი #241


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




giorguna

რახან ირალდიური სეტერის სამშობლო ირალნდიაა ეს სუალც არ ნიშნავს რომ ირლანდიაში რამე განსაკუთრებულად კარგი ძაღლები ყავთ. პოინტერის და ინგ. სეტერის სამშობლოც ინგლისია მაგრამ სამწუხაროდ ჩამოუვარდებიან კონტინეტალურ ევროპას. (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია)

წინა გვერდებზე დევს ფრანგული კლუბის ლინკი. მანდ განსაკუთრებულად კარგი ძაღლები ყავთ.
საშენების მისამრთებიც წერია და იმაილებიც.
არა მგონია ფასში დიდ სხვაობა იყოს.
------------------------

ციტატა
რაც შეეხება უკრაინელებს, მითხრეს რომ არ გვაინტერესებს საქართველოო. აქაც საკმაოდ კარგად ვამრავლებტ და ვყიდით ლეკვებსო.


ცოტა უხეშად კი გამოსვლიათ მაგრამ სამწუხაროდ ხშირია ეგეთი ფაქტები.
რა ძაღლები ყავთ ამისთანა (მით უფრო ძველი წესებით თუ ამრაველებნ ისევ) რომ საქრთველოს არ კადრულობენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iason
პოსტი Nov 17 2012, 19:25
პოსტი #242


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 216
რეგისტრ.: 5-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(giorguna @ Nov 17 2012, 18:26) *
მე ვცდილობ ირლანდიიდან ჩამოყვანას დზალიან მაგრა მომწონს ეს ჯიში და დზალიან მცირე მაგრამ მაინც მაკვს შანსი რო ირლანდიიდან ჩამოვიყვანო ერთი ლეკვი და თუ გამომივიდა ჩემზე ბედნიერი დედამიწაზე კი არა გალაკტიკაში არავინ იკნება
--ძაღლი,უნდა აიყვანო მონადირე,მუშა ხაზიდან..ბევრია შოუკლასის..შოუ კლასის,მხოლოდ ლამაზი ძაღლია და მეტი არაფერი..კარგი იქნება თუ მონადირე,მუშა ხაზიდან მოგიხერხდება აყვანა))წარმატებას გისურვებ!))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Nov 17 2012, 19:28
პოსტი #243


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




http://www.redclub-france.com/Pages/default.aspx

ეს კლუბია,
თან გაითვალისწინე რომ წმინდა სანადირო ხაზებზეა ლაპარაკი.
ირალნდიურ სეტერებში კი უკვე 80% საგამოფენო ძაღლია. საერთოდ არ არიან ნადირობის გარტყმაში...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Nov 17 2012, 22:21
პოსტი #244


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მე მაგრა მომწონს ირლანდსკი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giorguna
პოსტი Nov 18 2012, 00:07
პოსტი #245


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 29
რეგისტრ.: 12-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნადირობაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ დამწყები ვარ საკუთარი თოპიც კი არ მქონდა ერტი თვეა რაც ვიყიდე არადა 11თვის ლაიკა და 10თვის სეტერი მყავს ...ისე მოხდა რო ორივე მაჩუკეს და სეტერი 25დღის იყო რო მომმიყვანეს და ლაიკა დაბადებისდგეზე მიყიდეს უკვე 7თვის იყო.....ლაიკა გვიან იგეშება და არაფერი მაგრამ სეტერი სამსახურის გადამკიდეს სულ 2ჯერ მყავდა მინდორში გაყვანილი ისიც უთოფოდ და დზალიან მეშინია მგონია რო გავაფუჩე ტყუილად...ტან ისეტი გარყვნილია მოფერებით და ჯიუტი რო აწი რაგა ეშველება არ ვიცი............როგორ ფიქრობთ აწი გარეული ქათამით რო დავიწყო პირდაპირ და მერე იხვზე შეიძლება თუ ისევ მწყრის სეზონს დაველოდო ან აწი გამოვა ამისგან რამე?მშობლებიზუგდიდში ყავს და ორივე კაი მონადირეაო როგორც გადმმოცემით ვიცი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giorguna
პოსტი Nov 18 2012, 00:16
პოსტი #246


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 29
რეგისტრ.: 12-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



აი ეს არის ჩემი გუდა-ჯესი
ასეთი იყო რო მომიყვანეს ჯესი დავარკვით მაგრამ იმის გამო რო სულ ეძინა გუდაც მალევე დაერქვა



ეხლა დიდი კალია უკვე ჯიუტი,ბუტია და გარყვნილი








მისამართები გადმოყვა....:(ეს სურათები კომპში აღარ მაქვს და თუ შეიძლება იქნებ არ ჭაშალოთ რა.....:(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Nov 18 2012, 08:28
პოსტი #247


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ტარების გარეშე არაფერი გამოვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iason
პოსტი Nov 18 2012, 12:57
პოსტი #248


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 216
რეგისტრ.: 5-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(giorguna @ Nov 18 2012, 01:07) *
ნადირობაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ დამწყები ვარ საკუთარი თოპიც კი არ მქონდა ერტი თვეა რაც ვიყიდე არადა 11თვის ლაიკა და 10თვის სეტერი მყავს ...ისე მოხდა რო ორივე მაჩუკეს და სეტერი 25დღის იყო რო მომმიყვანეს და ლაიკა დაბადებისდგეზე მიყიდეს უკვე 7თვის იყო.....ლაიკა გვიან იგეშება და არაფერი მაგრამ სეტერი სამსახურის გადამკიდეს სულ 2ჯერ მყავდა მინდორში გაყვანილი ისიც უთოფოდ და დზალიან მეშინია მგონია რო გავაფუჩე ტყუილად...ტან ისეტი გარყვნილია მოფერებით და ჯიუტი რო აწი რაგა ეშველება არ ვიცი............როგორ ფიქრობთ აწი გარეული ქათამით რო დავიწყო პირდაპირ და მერე იხვზე შეიძლება თუ ისევ მწყრის სეზონს დაველოდო ან აწი გამოვა ამისგან რამე?მშობლებიზუგდიდში ყავს და ორივე კაი მონადირეაო როგორც გადმმოცემით ვიცი

არ უნდა დაიზაროთ ტარება მინდორში, ტყეში..დილით ადრე სამსახურში წასვლამდე შანსი არ არის კვირაში 2ჯერ მაინც თბილისის მახლობლად,რომ ვერ მოახერხოთ გაყვანა..გული გულობდესო და ქადა ორი ხელით იჭმევაო?ქართული ანდაზა)) მოინდომეთ და ყველაფერიც გამოგივა))წარმატებას გისურვებთ))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giorguna
პოსტი Nov 18 2012, 14:15
პოსტი #249


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 29
რეგისტრ.: 12-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაიხარე დიდი მადლობა newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gamushki
პოსტი Jan 6 2013, 13:43
პოსტი #250


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხალხო თუ დაკიყარატ სეტერმა და ვერ გააჩუქეთ ან გაყიდეთ გთხოვტ დანაზოგი მაგ 20 დოლარი სადგაც 40 ლარამდეა ან მომკიდეტ მაქ ბასჰი ანუ საჭმლის პული იქნება 1 თვის მაინც ..ან მაჩუქეტ როგორც შAცჰიროტ ჩათვლიტ სანადიროტ არ მინდა მინდა რომ მოუვარო და სახსჰი მკავდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Feb 3 2013, 15:27
პოსტი #251


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ახლა დამირეკეს ირლანდიურის ლეკვებს ვყიდითო საბუთებით, გული ამითამაშდა ძალიან მინდა მაგრამ ახლა ვერ ვქაჩავ, თან ჩემი ინგლისურიც დასაგეშია, მოკლედ არ ვიცი რა ტელ. ნომერს დავწერ მაინც თუ ვინმეს მოგინდებათ-514570770
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Feb 3 2013, 15:50
პოსტი #252


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gagrinski
ჩამოყვანილია ალბათ ხომ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Feb 3 2013, 17:02
პოსტი #253


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ვერ გეტყვი მეგობარო ერთხელ სექტემბერში დამირეკა და მიტხრა რომ ორივე მას ყავს ძუც და ხვადიც, რომ ვკითხე გამოფენებზე რატომ არ გაგყავს მეთქი არაფერი მიპასუხა, მეუღლეს აქვს ეგ ამბავი მინდობილიო. ხვალ დავურეკავ და გავიგებ ყველაფერს დაწვრილებით, იქნებ მართლა ჩამოყვანილი იყოს. რეპორტაჟის მომზადების დროს მე და ჭალიმგელამ ვნახეთ ბატონი შადიმანის უბანში კარგი ხვადი ირლანდიურის და ვთხოვეთ გამოეყვანა გამოფენაზე და საველზე. ასე რომ იქონიეთ მხედველობაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Feb 4 2013, 09:14
პოსტი #254


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ჩემზე გამოცდილების აზრი მაინტერესებს, საბუტები ლეკვების დედ-მამის მარნეულშია გაცემულიო და ეგეთი რამე მოსულა, თუ მე ვერ ვერკვევი. მამას ქვია ლორდი, დედას მიმი. ვერაფერი ვერ გავიგე. ალბათ გაყალბებასთან გვაქვს საქმე ხო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Feb 4 2013, 09:19
პოსტი #255


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dato gagrinski @ 4th February 2013 - 10:14) *
საბუტები ლეკვების დედ-მამის მარნეულშია გაცემულიო



ციტატა(dato gagrinski @ 4th February 2013 - 10:14) *
გაყალბებასთან გვაქვს საქმე ხო?


სავარაუდოთ newsmile05.gif მარნეულში ალბათ ვეტერინარმა მისცა საბუთი.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

31 გვერდი V  « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th December 2025 - 23:08